Monkasta - მონკასტა 10 მგ 28 ტაბლეტი

25,66 GEL
მარაგშია
SKU
36414_37

ჩვენება:ბრონქიალური ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვის,სეზონური ალერგიის დღისა და ღამის სიმპტომების შესამსუბუქებლად. 

მონკასტას 10 მგ ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტია მონტელუკასტი. მონტელუკასტი არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი. იგი ბლოკავს ფილტვებში ბუნებრივად წარმოქმნად ნივთიერებებს – ლეიკოტრინებს, რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას და ლორწოვანის ანთებას, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია ასთმის სიმპტომების გამოწვევა. ლეიკოტრინები ასევე იწვევენ ალერგიულ სიმპტომებს. ლეიკოტრინების აქტივობის დაბლოკვა ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს და სეზონურ ალერგიულ რინიტს და ხელს უშლის ასთმის სიმპტომების გამოვლინებას. 

მონკასტა გამოიყენება:
• ბრონქიალური ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვის. 
• სეზონური ალერგიის დღისა და ღამის სიმპტომების შესამსუბუქებლად. 

რა არის ასთმა?
ასთმა არის ფილტვების ქრონიკული დაავადება. 
ასთმას ახასიათებს: 
• სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროვების გამო; სასუნთქი გზების მდგომარეობა მწვავდება ან უმჯობესდება სხვადასხვა გარემოებებში.
• სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპება (ანთება).
• ასთმის დროს პაციენტი რეაგირებს მრავალ გამაღიზიანებელზე, როგორიცაა სიგარეტის კვამლი, მცენარეთა მტვერი ან ცივი ჰაერი.

ასთმის სიმპტომები მოიცავს:
• ხველა, სტვენით სუნთქვა, ქოშინი.

რა არის სეზონური ალერგიული რინიტი?
სეზონური ალერგიული რინიტი (ასევე ცნობილი როგორც პოლინოზი) ჩნდება გარემოში არსებული ალერგენების საშუალებით, როგორიცაა ჰაერში არსებული ხეების, ბალახების ან სარეველების მტვერი. 

ალერგიული რინიტის დღისა და ღამის სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს: 
• სურდო, ცხვირის ქავილი;
• ცემინება;
• წყლიანი, შეშუპებული და წითელი თვალები;

მონკასტას მიღებამდე
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სამედიცინო პრობლემის ან ალერგიის შესახებ რომელიც გაქვთ ან გქონიათ მანამდე. 

არ მიიღოთ მონკასტა:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მონტელუკასტის ან მონკასტას ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. 

გამოიჩინეთ სიფრთხილე მონკასტას მიღების დროს:
• მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ სიმპტომები ან გაქვთ ასთმის შეტევა. 
• თუ ასთმის სიმპტომები გაუარესდება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. 
• თუ თქვენ გესაჭიროებათ ბეტა-აგონისტი ინჰალატორის (ასევე ცნობილი როგორც ბრონქოდილატატორი ან შესასუნთქი პრეპარატი) მიღება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. 
• მონკასტა არ არის მწვავე ასთმური შეტევების სამკურნალო პრეპარატი. იგი ვერ დაგეხმარებათ მწვავე ასთმური შეტევის შემთხვევაში და შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მიზნით. შეტევის შემთხვევაში გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები. ყოველთვის თან იქონიეთ ასთმის შეტევის საწინააღმდეგო ინჰალატორი. 
• მონკასტამ არ უნდა ჩაანაცვლოს კორტიკოსტეროიდული (საინჰალაციო თუ პერორალურად მისაღები) პრეპარატები, რომლებსაც თქვენ უკვე იღებთ. 
• კონსულტაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომებიდან: გრიპის მსგავსი სიმპტომები, ჩხვლეტა ან დაბუჟება მკლავებსა და ფეხებში, პულმონალური სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი. 
• თქვენ არ უნდა მიიღოთ აცეტილსალიცინის რომელიმე მჟავა ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასაპ) თუ ისინი აუარესებენ ასთმას. 

სხვა პრეპარატების მიღება:
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მონკასტას მოქმედებას და მონკასტამ თავის მხრივ შესაძლოა შეაფერხოს სხვა პრეპარატების მოქმედება. 

მონკასტას მიღების დაწყებამდე უთხარით თქვენს ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს: 
• ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
• ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
• რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და ზოგიერთი სხვა ინფექციის სამკურნალოდ). 

მონკასტას მიღება შესაძლებელია სხვა, ასთმის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. 
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით ან იღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილ პრეპარატებს. 

მონკასტას მიღება საკვებთან ერთად:
პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. 

ორსულობა და ძუძუთი კვება:
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ თქვენ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, მონკასტას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. 
მონკასტას მიღება დასაშვებია ორსულთათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არის გამოწვეული.
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა მონკასტა დედის რძეში. თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან აპირებთ მის ძუძუთი კვებას მონკასტას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. 
მონკასტას მიღება დასაშვებია მეძუძური დედებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არის გამოწვეული. 

ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
მონკასტა არ ახდენს გავლენას პაციენტის ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, თუმცა პრეპარატის მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური რეაქციები. 
პაციენტებს რომლებიც იღებდნენ მონკასტას, იშვიათ შემთხვევებში გამოუვლინდათ გარკვეული გვერდითი მოვლენები (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), შესაძლოა ასევე ადგილი ჰქონდეს გავლენას ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონკასტას შემადგენელ ზოგიერთ ინგრედიენტზე

მონკასტა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა შეგატყობინათ, რომ ზოგიერთ შაქარზე გაქვთ შეუთავსებლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ მივიღოთ მონკასტა
ყოველთვის მიიღეთ მონკასტა თქვენი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით, თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. 
მიიღეთ მონკასტა ერთჯერ დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, თქვენი ექიმის მითითებების მიხედვით. 
15 წელს ზემოთ ასაკის, ასთმის ან ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებისთვის ჩვეული  დოზაა 10 მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე ბავშვებში 4მგ. მონკასტა ერთხელ დღეში დასაღეჭად. 6-დან 14 წლამდე ბავშვებში 1 საღეჭი აბი ერთხელ დღეში.
ასთმის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მონკასტა ერთჯერ დღეში, საღამოს საათებში. 
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მონკასტა ერთჯერ დღეში, მათი ექიმის მითითებების მიხედვით. 
მიუხედავად სიმპტომების არსებობისა ან არარსებობისა მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ მონკასტას მიღება თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოთ ასთმის კონტროლი. პრეპარატს შეუძლია ასთმის სიმპტომების გაუმჯობესება, მხოლოდ მისი ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში. 
მონკასტას მიღება არ უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებთან ერთად რომლებიც შეიცავენ იგივე აქტიურ ნივთიერებას – მონტელუკასტს. 

პედიატრიული პაციენტები
10 მგ-იანი მონკასტა არ არის რეკომენდებული 15 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებისთვის. 
6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მონკასტას 5 მგ დასაღეჭი ტაბლეტები. 
2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მონკასტას 4 მგ დასაღეჭი ტაბლეტები. 
მონტელუკასტის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში. 

თუ თქვენ მიიღეთ მონკასტას ჭარბი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ მონკასტას საჭიროზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. 
დოზის გადაჭარბების შემთხვევებში არ დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენების არსებობა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო: მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტივობა. 
თუ თქვენ დაგავიწყდათ მონკასტას მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ პრეპარატის მიღების ჩვეული რეჟიმი: ერთი ტაბლეტი ერთჯერ დღეში. 

თუ თქვენ შეწყვეტთ მონკასტას მიღებას
არ შეწყვიტოთ პრეპატატის მიღება თვითნებურად. მნიშვნლოვანია, რომ განაგრძოთ მონკასტას მიღება თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც ასევე დაგეხმარებათ ასთმის სიმპტომების გაკონტროლებაში. 
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს. 

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად მონკასტამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
მონკასტას გარსით დაფარული 10 მგ ტაბლეტების კლინიკურ კვლევაში, ზოგადად (10-დან 1 პაციენტში) გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: 
• მუცლის ტკივილი
• თავის ტკივილი

აღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ იყო სუსტი და ვლინდებოდა უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში. 

პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ არსებობს მონაცემები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ: 
• სისხლდენისკენ მიდრეკილება;
• ალერგიული რეაქციები, მათ შორის: გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. 
• ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, უძილობა, ადვილად გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, მათ შორის აგრესიული ქცევები, ტრემორი, დეპრესია და ძალზე იშვიათ შემთხვევებში ფიქრები სუიციდზე. 
• თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის შეგრძნება და/ან დაბუჟება, პაროქსიზმი. 
• ტაქიკარდია.
• ცხვირიდან სისხლდენა. 
• საჭმლის მოუნელებლობა (დისპეპსია), დიარეა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება.
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
• სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, სუსტი წითელი ლაქები კანქვეშ (ერყტჰემა ნოდოსუმ). 
• სახსრების ტკივილი (ართრალგია), კუნთების ტკივილი (მიალგია), მათ შორის კუნთების სპაზმები. 
• დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შემცივნება.

ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით ძალზე იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სიმპტომთა კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებსა და ხელებში, მათი დაბუჟება, პულმონალური სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი). ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული სიმპტომ(ებ)ის გამოვლენისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. 
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სიმპტომი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან თუ თქვენ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს რომლებიც მოცემულ ფურცელში არ არის აღწერილი, აცნობეთ თქვენს ექიმს. 

როგორ შევინახოთ მონკასტა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში რათა დაიცვათ პრეპარატი სინათლისაგან. 
არ გამოიყენოთ მონკასტა ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს. 
პრეპარატი არ უნდა იქნას გადაგდებული საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ არასაჭირო პრეპარატი. აღნიშნული ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში. 

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მონკასტა
• აქტიური ინგრედიენტია მონტელუკასტი. თითოეული 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს მონტელუკასტს, რომელიც არის ნატრიუმის მონტელუკასტის 10.4 მგ ექვივალენტი. 
• სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზას ფხვნილი (E460), სტერეატი (E460), ნატრიუმის კარმელოზა (E468), მაგნიუმის სტერეატი (E572)  ტაბლეტის შუაგულში, ასევე ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553ბ), პროპილენ გლიკოლი (E1520), წითელი რკინა ოქსიდი (E172) და ყვითელი რკინა ოქსიდი (E172) ტაბლეტის გარსში. 

როგორ გამოიყურება მონკასტა და კოლოფის შემცველობა
გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტები, ისინი არის მრგვალი, ოდნავ ორმხრივ-ამობურცული, დახრილი კიდეებით. 
მონკასტა იწარმოება კოლოფებით, რომელშიც 28 გარსით დაფარული ტაბლეტია ბლისტერზე განაწილებული. თითოეულ ბლისტერზე არის 7 ან 14 ტაბლეტი. 

გაცემის პირობები
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. 

28 შემოგარსული ტაბლეტი
თითოეული 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს მონტელუკასტს, რომელიც არის ნატრიუმის მონტელუკასტის 10.4 მგ ექვივალენტი. 
მონკასტა შეიცავს ლაქტოზას.
უსაფრთხოების ზომების და სხვა კომპონენტების შესახებ იფორმაცია მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში. 

პრეპარატი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

კრკა, ტოვარნა ზდრავილ დ.დ., ნოვო მესტო, სმარჯესკა კესტა 6, 8501, ნოვო მესტო, სლოვენია.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში რათა დაიცვათ პრეპარატი სინათლისაგან. 
არ გამოიყენოთ მონკასტა ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy