მედეოზინ დუო - Medeozin Duo 10მგ/5მგ 20 ტაბლეტი
ჩვენება: ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
MEDEOZIN-DUO 10mg/5mg
მედეოზინ-დუო 10მგ/5მგ
ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP
ექვივალენტური მონტელუკასტის 10მგ
ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი 5მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
საღებავი: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი BP
შემადგენლობა:
თითოეული შემოუგარსავი დისპერსიული ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP
ექვივალენტური მონტელუკასტის 4მგ
ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი 2.5მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
საღებავი: რკინის ოქსიდი ყვითელი
აღწერა:
ნატრიუმის მონტელუკასტი არის სელექციური და პერორალურად აქტიური ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც აინჰიბირებს ცისტეინილურ ლეიკოტრიენს (CysLT1), რეცეპტორს. ლევოცეტირიზინი არის ცეტირიზინის R-ენანთიომერი. ლევოცეტირიზინი არის პერორალურად აქტიური, ძლიერი, სელექციური და ხანგრძლივად მოქმედი H1-ჰისტამინის რეცეპტორის ანტაგონისტი ანტიქოლინერგიული მოქმედების გარეშე. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ალერგიული რინიტების ანტილეიკოტრიენებით (მონტელუკასტი) და ანტიჰისტამინებით (ლევოცეტირიზინი) მკურნალობისას ავლენს სიმპტომების გაუმჯობესებას რინიტის სიმპტომების ზომიერ გაუმჯობესებასთან შედარებით თითოეულის მიღებისას ცალ-ცალკე .
ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად ასევე, იხილეთ : Onceair Duo - ვანსეარი დუო 5მგ/10მგ 30 ტაბლეტი
მოქმედების მექანიზმი:
მონტელუკასტი
მონტელუკასტი სელექციურად ახდენს ლეიკოტრიენ D4 (LTD4) ანტაგონიზმს ცისტეინილურ ლეიკოტრიენის რეცეპტორზე, CysLT1, ადამიანის სასუნთქ გზებში. მონტელუკასტი აინჰიბირებს LTD4 მომქედებას CysLT1 რეცეპტორზე, რაც ხელს უშლის სასუნთქი გზების შეშუპებას, გლუვი კუნთების კუმშვას და სქელი ბლანტი ნახველის გაძლიერებულ გამოყოფას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი კონკურენციას უწევს ჰისტამინს H1-რეცეპტორთან კავშირში ეფექტორის უჯრედის ზედაპირზე, რაც იწვევს ჰისტამინური ედემას, ანთების და პრურიტის დათრგუნვას. სედაციის დაბალ სიხშირეს შეიძლება თან ახლდეს ცეტირიზინის შემცირებული შეღწევა ცნს-ში ნაკლებად ლიპოფილური კარბოქსილური ჯგუფის შედეგად ეთილამინის გვერდით ჯაჭვზე.
ფარმაკოლოგია:
ფარმაკოდინამიკა
მონტელუკასტი
მონტელუკასტი იწვევს სასუნთქი გზების ცისტეინილური ლეიკოტრიენული რეცეპტორების ინჰიბირებას, როგორც გამოვლენილია მისი უნარი აინჰიბიროს ბრონქოკონსტრიქცია შესუნთქული LTD4 -ს გამო ასთმით დაავადებულ პირებში. 5მგ დოზა იწვევს LTD4 ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქციის არსებითი ბლოკადას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი (R) ცეტირიზინის ენანთიომერი არის პერიფერული H1- რეცეპტორების ძლიერი და სელექციური ანტაგონისტი . კვლევებმა გამოავლინეს რომ ლევოცეტირიზინს გააჩნია მაღალი აფინობა ადამიანის H1-რეცეპტორთან (Ki=3.2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია 2-ჯერ მაღალი აფინობა ცეტირიზინთან შედარებით (Ki=6.3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი ემიჯნება H1-რეცეპტორს ნახევარგამოყოფის პერიოდით 115±38 წთ. ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა ჯანმრთელ მოხალისეებში გამოავლინა რომ დოზის ნახევარის მიღებისას ლევოცეტირიზინს გააჩნია შედარებითი აქტივობა ცეტირიზინთან როგროც კანზე, ასევე ცხვირში.
ფარმაკოკინეტიკა
მონტელუკასტი
შეწოვა
10მგ ტაბლეტის მიღების შემდეგ უზმოზე მოზრდილებში, საშუალო პიკური პლაზმური მონტელუკასტის კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3-4 სთ -ში (Tmax). საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 64%. პერორალურ ბიოშეღწევადობაზე და Cmax -ზე არ ახდენს გავლენას სტანდარტული საკვები დილით.
დისტრიბუცია
მონტელუკასტი 99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. დისტრიბუციის მოცულობის წონასწორული მდგომარეობა საშუალოდ 8-11 ლ-ა.
მეტაბოლიზმი
მონტელუკასტი ჭარბად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები აღმოუჩენადია წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში.
ელიმინაცია
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსია საშუალოდ 45მლ/წთ ჯანმრთელ მოზრდილებში.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზასთან და არ არის დროზე დამოკიდებული . ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ერთი ენანთიომერის ან ცეტირიზინის სახით მიღების პროფილის. აბსორბციის და ელიმინაციის პროცესში არ ხდება ქირალური ინვერსია.
აბსორბცია
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ჭარბად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დოზირებიდან 0.9 სთ-ში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორ დღეში. პიკური კონცენტრაციები 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ-ა ერთჯერადი და განმეორებითი 5მგ დღეში ერთხელ დოზირებისას, შესაბამისად. აბსორბციის ფართობი დოზაზე არ არის დამოკიდებული და არ იცვლება საკვების მიღებით, მაგრამ პიკური კონცენტრაციები მცირდება და გვიანდება.
დისტრიბუცია
ადამიანებში არ არსებობს მონაცემები ქსოვილებში დისტრიბუციის შესახებ. ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. ლევოცეტირიზინის დისტრიბუცია შეზღუდულია, ვინაიდან დისტრიბუციის მოცულობა არის 0.4 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმი ადამიანებში დოზის 14%-ზე ნაკლებია და ამიტომ გენეტიკური პოლიმორფიზმის ან ფერმენტების ინჰიბიტორების თანმხლები მიღებით გამოწვეული განსხვავებები არ არის მოსალოდნელი. მეტაბოლური გზა მოიცავს არომატულ ოქსიდაციას, N-და O-დეალკილაციას და ტაურინის კონიუგაციას. დეალკილაციის გზები ძირითადად განპირობებულია CYP 3A4-ით მაშინ, როდესაც არომატული ოქსიდაცია მოიცავდა მრავლობით და/ან განუსაზღვრელ CYP იზოფორმებს. ლევოცეტირიზინს არ გააჩნია ეფექტი CYP იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 მოქმედებაზე პიკურ კონცენტრაციებზე მაღალი კონცენტრაციებით, რომელიც მიღწეულია 5 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ. მისი დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლიზმის ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით არ არის მოსალოდნელი. პლაზმური ნახევრაგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში არის 7.9+1.9 სთ.საშუალო საერთო კლირენსია 0.63 მლ/წთ კგ. ლევოცეტირიზინის დამეტაბოლიტების ექსკრეციის ძირითად გზას წარმოადგენს შარდი, დოზის საშუალოდ 85.4%. ფეკალიებში ექსკრეცია დაახლოებით 12.9%. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
ჩვენებები:
ნატრიუმის მონტელუკასტის დალვეოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები ინიშნება ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად (სეზონური ან პერენიალური), სეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკის და ასთმის და ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 1 5წლის ასაკის პაციენტებში.
ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის დისპერსიული ტაბლეტები ინიშნება ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად (სეზონური და პერენიალური) , სეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკის და ასთმის და ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 2-5 წლის ასაკის პაციენტებში.
დოზირება:
მოზრდილები (>15 წლის): ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ბავშვებში (2-5 წლის): ნატრიუმის მონტელუკასტის დალევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის დისპერსიული ტაბელტის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. კლინიკური მონაცემების გამო მოცემული პროდუქტის მიღება 2 წლამდე ასაკის ჩვილებში არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენებები:
ნატრიუმის მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით მონტელუკასტის, ლევოცეტირიზინის ან ცეტირიზინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ. იგი ასევე უკუნაჩვენებია პაფიენტებში თირკმლის მწვავე დისფუნქციით <10მლ კრეატინინის კლირენსის დროს. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა გალაქტოზას მალაბსორბციით დაუშვებელია მოცემული პრეპარატის მიღება.
სიფრთხილის განსაკუთრებულიზომები:
მონტელუკასტი
ეოზინოფილური მდგომარეობა
იშვიათად, მონტელუკასტით მკურნალობისას პაციენტებში შეიძლება არსებობდეს ეოზინოფილია, ზოგჯერ ვასკულიტის კლინიკური თვისებებით, რაც შეესაბამება ჩურგ-სტრაუსის სინდრომს, მდგომარეობას, რომელიც ხშირად იკურნება სისტემური კორტიკოსტეროიდებით. მსგავსი მოვლენები როგროც წესი მაგრამ არა ყოველთვის ასოცირდება პერორალური კორტიკოსტეროიდების თერაპიის შემცირებასთან.
ლევოცეტირიზინი
პაციენტები უნდა მოერიდონ ისეთ საქმიანობას, რაც საჭიროებს სრულ გონებრივ დაძაბულობას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა ლევოცეტირიზინით მკურანლობისას. სიფრთხილის ზომებია საჭირო ალკოჰოლის მიღებისას და ასევე ცნს დეპრესანტების მიღებისას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მონტელუკასტი
პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევაში, მონტელუკასტის რეკომენდებული კლინიკურ დოზას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ნორეთინდრონი 1მგ/ეთინილ ესტრადიოლი 35 მკგ), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა დამატებითი სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევები, მონტელუკასტი გამოიყენებოდა ხშირად გამოწერილი პრეპარატების ფართო დიაპაზონთან ერთად კლინიკურ კვლევებში, კლინიკური გვერდითი ურთიერთქმედების არსეობის გარეშე. მოცემული პრეპარატებია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სედაციური ჰიპნოზური საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ბენზოდიაზეპინები, და დეკონგესტანტები. ფენობარბიტალი, რომელიც აინდუცირებს ღვიძლის მეტაბოლიზმს, ამცირებდა მომონტელუკასტის AUC-ს დაახლოებით 40% მონტელუკასტის 10მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. არ არის რეკომენდებული მონტელუკასტის დოზის კორექცია. საჭიროა სათანადო კლინიკური მონიტორინგი, როდესაც ციტოქრომ P450 ფერმენტის ინდუქტორები როგორიცაა ფენობარბიტალი ან რიფამპიცინი , მიიღება მონტელუკასტთან ერთად.
ლევოცეტირიზინი
ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ ლევოცეტირიზინი არ წარმოქმნის ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ღვიძლის პრეპარატის მეტაბოლიზირებადი ფერმენტების ინჰიბირებით ან ინდუქციით. არ ჩატარებულა ინ ვივო პრეპრატების ურთიერთქმედების კვლევები ლევოცეტირიზინზე. პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა რაცემული ცეტირიზინით. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული რაცემული ცეტირიზინით გამოავლინა რომ ცეტირიზინი არ ურთიერთქმედებს ანტიპირინთან, ფსევდოეფედრინთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, კეტოკონაზოლთან და ციმეტიდინთან. შეინიშნებოდა ცეტირიზინის კლირენსის მცირედით (16%) შემცირება, რაც გამოწვეულია თეოფილინის 400მგ დოზით. შესაძლებელია თეოფილინის მაღალ დოზებს ჰქონდეთ უფრო მეტი ეფექტი. რიტონავირი ზრდიდა ცეტირიზინის პლაზმურ AUC-ს დაახლოებით 42%-ით, რასაც თან ახლდა ნახევრაგმოყოფის პერიოდის მომატება (53%) და ცეტირიზინის კლირენსის (29%) შემცირება. რიტონავირის განლაგებაზე არ ახდენდა გავლენას ცეტირიზინის მიღება.
თირკმლის დისფუნქცია: ვინაიდან ლევოცეტირიზინი ძირითადად გამოიყოფა შარდში, შესაძლებელია საჭირო იყოს დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით. მოცემული კომბინაციის გამოყენება უდნა მოხდეს სიფრთხილით მსგავს პაციენტებში.
ღვიძლის დისფუნქცია: ვინაიდან მონტელუკასტი ძირითადად გამოიყოფა ნაღველში სიფრთხილეა საჭირო მოცემული კომბინაციის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
ორსულობა და ლაქტაცია
მონტელუკასტი
ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს დისპეფსიას, მუცლის ტკივილს, გამონაყარს, თავრუსხვევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ცხელებას, ტრავმას, ხველას , ცხვირის დახშობას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის გამოყენება ასოცირდებოდა ძილიანობასთან, დაღლილობასთან, ნაზოფარინგიტთან, პირის სიმშრალესთან და ფარინგიტთან პაციენტებში 12 წლის ასაკიდან. შემდგომი არახშირი მოვლენები, როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი ასევე შეინიშნებოდა.
ჭარბი დოზირება:
მონტელუკასტი
ადგილი ჰქონდა მწვავე მონტელუკასტის ჭარბი დოზირების შემთხვევებს პოსტმარკეტინგული გამოყენებისას და კლინიკურ კვლევებში. შეტყობინებები მოიცავს მოზრდილებში და ბავშვებში 1000მგ დოზის მიღებას. კლინიკური და ლაბორატორიული აღმოჩენები შეესაბამებოდა მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციეტნებში უსაფრთხოების პროფილს. არ შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენები ჭარბი დოზირების უმეტეს შემთხვევებში. ყველაზე ხშირად განვითარებული მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკვივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტივობას. უცნობია მონტელუკასტი გამოდის თუ არა პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.
ლევოცეტირიზინი
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას მოზრდილებში და პირველ რიგში აჟიტაციას და მოუსვენრობას და შემდეგ ძილიანობას ბავშვებში. სპეციფიური ანტიდოტი ლევოცეტირინისთვის უცნობია. ჭარბი დოზირებისას, რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ლევოცეტირიზინი ეფექტურად არ გამოდის დიალიზით და დიალიზი არაეფექტურია თუ არ მოხდება დიალიზირებადი საშუალების ამავდროულად მიღება.
შენახვის პირობები
ინახება 25°C დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოშვების ფორმა:
ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები (10მგ+5მგ):
2X10 ტაბლეტები მოთავსებულია ალუ-ალუ ბლისტერში.
Units | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account