ვენტოდუო - Ventoduo ინჰალატორი 100/50მკგ 200 დოზა

განსაკუთრებული ფასი 33,10 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
მარაგშია
SKU
93696_1245

ჩვენება: ასთმის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ კორტიკოსტეროიდებს და ხანმოკლე და სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორებს.

ვენტოდუო 100 მიკროგრამი/50 მიკროგრამი/  საინჰალაციო სუსპენზია  შესასხურებელი მოწყობილობით

სალბუტამოლი/ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-  შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

   რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-   ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და არ გადასცეთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგივე სიმპტომები აქვს რაც თქვენ, ეს შეიძლება საზიანო იყოს მისთვის.

-   გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4.

ანოტაციის შინაარსი: 

1. რა არის ვენტოდუო და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა ვიცოდეთ ვენტოდუოს მიღებამდე.

3. როგორ მივიღოთ ვენტოდუო.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ შევინახოთ ვენტოდუო.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია. 

1. რა არის ვენტოდუი და რისთვის გამოიყენება.

ვენტოდუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, სალბუტამოლს და ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს.

სალბუტამოლი არის ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი. ბრონქოდილატატორები ადუნებენ ფილტვების ჰაერგამტარი გზების კედლებში არსებულ კუნთებს, რაც აადვილებს ჰაერგამტარი გზების გახსნას, რაც იძლევა  უკეთესად სუნთქვის შესაძლებლობას.

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი არის კორტიკოსტეროიდი, რომელიც მოქმედებს ფილტვების ანთების და გაღიზიანების შემცირებით.

ვენტოდუო ნაჩვენებია ასთმის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ კორტიკოსტეროიდებს და ხანმოკლე და სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორებს.

ასევე, იხილეთ: SALBUTAMOL - სალბუტამოლი აეროზოლი 100მკგ 200დოზა GMP

2. რა უნდა ვიცოდეთ ვენტოდუოს მიღებამდე

არ მიიღოთ ვენტოდუო: 

- თუ ალერგიული ხართ სალბუტამოლის, ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ  (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

ვენტოდუოს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ გქონდათ აფთები პირის ღრუში.

- თუ გაგიუარესდათ ასთმა ან გიჭირთ სუნთქვა. თუ შეამჩნევთ «ხიხინს» ან მოგუდვის შეგრძნებას ან მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად. ჩამოთვლილთაგან რომელიმე შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ  თქვენს ექიმს.

- თუ აღგენიშნებათ აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზი.

- თუ აღგენიშნებათ გულისა და სისხლძარღვების მხრივ სერიოზული დარღვევები (მძიმე კარდიოპათია, გადატანილი გაქვთ გულის დაავადება, არარეგულარული გულის რითმი, სტენოკარდია ან მძიმე და არანამკურნალევი ჰიპერტენზია). თუ გაწუხებთ ტკივილი გულმკერდის არეში ან გაუარესდა გულის დაავადებების სიმპტომები,  დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

-  თუ აღგენიშნებათ თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტივობა), ჰიპოკალიემია (კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში), დადგენილი გაქვთ ანევრიზმა (არტერიული გაფართოება) ან შაქრიანი დიაბეტი (მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება ჩაატაროს გლუკოზის დამატებითი კვლევები).

- თუ აღგენიშნებათ  ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე).

- თუ აღგენიშნებათ მწვავე ასთმა. ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს კალიუმის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება გაიზარდოს ჰიპოქსიით (მცირე რაოდენობის ჟანგბადი).

- კალიუმის დონის დაწევა, რაც შეიძლება ამ მედიკამენტმა გამოიწვიოს, შესაძლებელია გაზრდილი იქნეს ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მეშვეობით. 

- თუ მანამდე მკურნალობდით პერორალური კორტიკოსტეროიდებით. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის რეგულარული შემოწმება და გითხრათ, როგორ შეამციროთ წინა მკურნალობის დოზა. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სიმპტომური მკურნალობა.

- თქვენი ექიმი გეტყვით, როგორ მოიხმაროთ ინჰალატორი. მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ.

- ყოველთვის დაიცავით ექიმის მიერ მითითებული დოზა. არ გაზარდოთ დოზა, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები.

- ვენტოდუოთი მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ერთბაშად, არამედ თანდათანობით. თქვენი ექიმი გეტყვით როგორ შეწყვიტოთ მკურნალობა.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის  სხვა  დარღვევები.

ბავშვები

ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, რეკომენდირებულია სიმაღლის მუდმივი კონტროლი. 

გამოყენება სპორტსმენებში

მედიკამენტი შეიცავს სალბუტამოლს, რომელმაც შესაძლებელია დოპინგ კონტროლის პროცედურისას აჩვენოს დადებითი შედეგი.

ვენტოდუოს მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაზარდოს ვენტოდუოს მოქმედება, ამიტომ თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორის  აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს: რიტონავირი, კობიცისტატი).

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

- გულის და სისხლძარღვთა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სასუნთქი გზების შევიწროება (ცხვირის სელექციური β-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, პროპრანოლოლი).

- სხვა ბრონქოდილატატორები.

-  დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებიც ცნობილია როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაგ. მოკლობემიდი) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ. ამიტრიპტილინი).

-  ანესთეტიკები (მგრძნობელობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის ინდუქტორები), როგორიცაა ჰალოტანი.

- არარეგულარული გულისცემის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დიგოქსინი.

-  ქსანტინის წარმოებულები (გამოიყენება სუნთქვის დასახმარებლად), როგორიცაა თეოფილინი.

- დიურეზულები (შარდმდენები), როგორიცაა ფუროსემიდი.

- დისულფირამი ან მეტრონიდაზოლი.

- სხვა კორტიკოსტეროიდები.

- აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ., რიტონავირი, კობიცისტატი).

ორსულობა და ლაქტაცია.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე  კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ვენტოდუო ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო შეფასებით, დედისთვის შესაძლო სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფისთვის შესაძლო რისკი.

სატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვა. 

მიუხედავად იმისა, რომ  ზემოქმედება სატრანსპორტო  და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე არ არის მოსალოდნელი, მხედველობაში უნდა იქონიოთ თავბრუსხვევისა და კანკალის ალბათობა. 

3. როგორ მივიღოთ ვენტოდუო.

ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციები მედიკამენტის მიღების შესახებ. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში, ხელახლა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ვენტოდუს მიღება ხდება ინჰალაციის გზით.

რეკომენდებული და მაქსიმალური დოზებია:

მოზრდილებში და მოზარდებში (12 წლიდან):

რეკომენდირებული დოზები: 2 ინჰალაცია (200 მიკროგრამი სალბუტამოლი და 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 1 ან 2-ჯერ დღეში.

მაქსიმალური დოზები: 2 ინჰალაცია (200 მიკროგრამი სალბუტამოლი და 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 3 ან 4-ჯერ დღეში.

ბავშვები 5-დან 11 წლამდე: 

რეკომენდირებული დოზები: 1 ინჰალაცია (100 მიკროგრამი სალბუტამოლი და 50 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 1 ან 2-ჯერ დღეში.

მაქსიმალური დოზები: 2 ინჰალაცია (200 მიკროგრამი სალბუტამოლი და 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 2-ჯერ დღეში.

არ გაზარდოთ დოზა ან მიღების სიხშირე თვითნებურად, რადგან ზედმეტად მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.

გამოყენების  ინსტრუქცია:  

ა) მოხსენით სახურავი (ნახ.1). თუ ის ახალი ინჰალატორია ან რამდენიმე დღეა არ გამოგიყენებიათ, შეანჯღრიეთ აეროზოლი (ნახ. 2) და დააწკაპეთ, რათა დარწმუნდეთ რომ ინჰალატორი გამართულად მუშაობს. თუ ინჰალატორს ხშირად იყენებთ მიყევით შემდეგ ინსტრუქციებს:

ბ) შეანჯღრიეთ ინჰალატორი (ნახ. 2).

გ) რაც შეიძლება მეტი ჰაერი გამოუშვით ფილტვებიდან.

დ) აეროზოლი მოარგეთ პირს ნახატზე მითითებული პოზიციის მიხედვით (ნახ. 3).

ე) ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად. სანამ ჩასუნთქული გაქვთ მოწყობილობას ხელი უნდა დააჭიროთ ნახატის ისრების მიხედვით (ნახ. 4).

ვ) გამოიღეთ აეროზოლი პირიდან და შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჰაერი ფილტვებში რამდენიმე წამის განმავლობაში.

ზ) პერორალური აეროზოლის პულსატორ-ადაპტორი უნდა გაირეცხოს პერიოდულად. ამისათვის მოხსენით პულსატორი და გაწმინდეთ ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.

თ) დაახურეთ თავსახურით მტვრისგან და ჭუჭყისაგან დასაცავად.

ი) ყოველი გამოყენების შემდეგ სასურველია გამოირეცხოთ პირი წყლით.

ინჰალატორს აქვს დოზის ინდიკატორი, რომელიც ჩანს ღილაკზე არსებული პატარა ნასვრეტში ან ფანჯარაში და მიუთითებს რამდენი შესხურება დარჩა. ახალი ინჰალატორის ამ ინდიკატორში პულსატორის ფანჯარაში შესაძლებელია წაიკითხოთ «200». ეს რიცხვი შეესაბამება ინჰალატორში დარჩენილ დოზებს. ინჰალატორის გამოყენებისას დოზის ინდიკატორი ბრუნავს ქვემოთ ყოველი 5-7 შესხურებისას, სანამ არ მიაღწევს 0-ს.

როდესაც რჩება დაახლოებით 40 დოზა, ინდიკატორის შეფერილობა იცვლება მწვანედან წითლად (იხ. ნახ. 5), რათა შეახსენოს პაციენტს რომ ექიმთან გაარკვიოს საჭიროა მკურნალობის გაგრძელება თუ საჭიროა ახალი რეცეპტის გამოწერა. 

გადააგდეთ ინჰალატორი, როგორც კი მაჩვენებელი მიაღწევს "0-ს". (ნახ.5)

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვენტოდუო

მნიშნელოვანია, რომ დოზები მიიღოთ თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმის მეთვალყურეობის გარეშე  არ გაზარდოთ ან არ შეამციროთ დოზა. რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ნეირომუსკულური დარღვევები, დაწყებული კუნთების სისუსტიდან დამბლამდე და სუნთქვის უკმარისობამდე. ასევე შესაძლებელია აღინიშნოს ცვლილებები თქვენს ელექტროკარდიოგრამაში (ეკგ) და გაიზარდოს თქვენს მიერ მიღებული სხვა მედიკამენტების (დიგოქსინი) ტოქსიკურობის რისკი.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მიღებული მედიკამენტის და რაოდენობის მითითებით დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის სამსახურის საინფორმაციო განყოფილებას, ნომერზე: 91 562 04 20

თუ დაგავიწყდათ ვენტოდუოს მიღება.

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ვენტოდუოსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება. ქვემოთ მოცემულია ვენტოდუოსთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მათი სიხშირის მიხედვით.

ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან ერთზე მეტ ადამიანთან)  

-  კანდიდოზი პირის ღრუში და/ან ყელში (აფთები)

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1 ადამიანთან)  

-  კანკალი, ძირითადად ხელების, რომელიც დაკავშირებულია დოზასთან.

-  ცეფალგია (თავის ტკივილი).

- თავბრუსხვევა.

-  ხმის ჩახლეჩვა და/ან ყელის გაღიზიანება.

-  ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა).

ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1 ადამიანთან)  

- პალპიტაცია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა).

-  კუნთების გარდამავალი კრუნჩხვები.

-  გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი და/ან ერითემა, ჰიპოტენზია.

იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანთან)  

-  ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე).

β2-აგონისტებით თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს პოტენციურად მძიმე ჰიპოკალიემია და ეს ეფექტი შესაძლოა გაიზარდოს სალბუტამოლისა და კორტიკოსტეროიდის ერთდროული მიღებით.

-  ეოზინოფილური პნევმონია (ფილტვის პრობლემა).

ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან 1 ადამიანთან)  

- ალერგია, რომელიც ვლინდება ქუთუთოების, სახის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება).

-  რესპირატორული დარღვევები, როგორიცაა ქოშინი (ჰაერის ნაკლებობის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება) და/ან ბრონქოსპაზმი (ბრონქების კედლების შევიწროება ჰაერის შემცირებით).

-  ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შესაძლოა გაართულოს სუნთქვა ან დააზიანოს ცნობიერების დონე).

-  ვენტოდუომ შესაძლოა გაზარდოს სტეროიდული ჰორმონების ნორმალური გამომუშავება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იღებდით მაღალ დოზებს დიდი ხნის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში.

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ძვლების შესუსტება).

კატარაქტა და გლაუკომა (თვალის წნევის მომატება).

კუშინგის სინდრომი (მთვარისებრი სახე)

-  შფოთვა, ძილის დარღვევა და განწყობის ცვლილებები, მათ შორის ჰიპერაქტიურობა და გაღიზიანება (ძირითადად ბავშვებში).

-   გულის არითმიები, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები (გულის რითმის დარღვევები).

უცნობი სიხშირით.

-  დეპრესია ან აგრესია. ეს გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში.

-  მიოკარდიუმის იშემია (გულში სისხლის ნაკადის ნაკლებობა).

-  მხედველობის დაბინდვა.

ხმის ჩახლეჩვის ან ყელის გაღიზიანების მქონე პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს ინჰალაციის შემდეგ პირის ღრუს დაუყოვნებლივ წყლით გამორეცხვა. 

სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, გასათვალისწინებელია პარადოქსული ბრონქოსპაზმის შესაძლებლობა. ვენტოდუოთი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტი შეფასდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს  ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით, რომელიც ინიშნება ინჰალაციის გზით.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ ვენტოდუო

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. სინათლისაგან დასაცავად შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, არ გაყინოთ.

არ დაჭეჭყოთ, გატეხოთ ან დაწვათ აეროზოლის ფლაკონი, მაშინაც კი, როდესაც სრულიად ცარიელია.

თუ ინჰალატორი ცივია, ამოიღეთ კარტრიჯი და გაათბეთ ხელით გამოყენებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სხვა მეთოდი მის გასათბობად.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. 

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ვენტოდუოს შემადგენლობა.

აქტიური ნივთიერებებია:  სალბუტამოლი (სულფატის სახით) და ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი.

სხვა კომპონენტებია: ოლეინის მჟავა, ეთანოლი და 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი (HFA-134a). თითოეული შესხურება შეიცავს 100 მიკროგრამ სალბუტამოლს (სულფატის სახით) და 50 მიკროგრამ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს.

პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

ვენტოდუო წარმოდგენილია საინჰალაციო სუსპენზიის სახით 10 მლ (200 შესხურება) შესასხურებელი მოწყობილობით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy