Bronquidiazina CR - ბრონქოდიაზინა CR სიროფი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 17,51 GEL რეგულარული ფასი 24,32 GEL
მარაგშია
SKU
45995_1759

ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები, მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება.

ბრონქოდიაზინა C.R.

(Bronquidiazina C.R.)

წამლის ფორმა: სუსპენზია

შემადგენლობა:                                                      7.5 მლ-ზე                      2.5 მლ-ზე

ტრიმეტოპრიმი (ს.ა.დ.)                                          80 მგ                             26.7 მგ

სულფამეტოქსაზოლი (ს.ა.დ.)                                400 მგ                           133.3 მგ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი (ს.ა.დ.)                4 მგ                              1.3 მგ

ნატრიუმის ბენზოატი                                             250 მგ                           83.3 მგ

ტოლუს ბალზამის სიროფი                                    325 მგ                            108.3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი (E422), საქაროზა, ქსანტანი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლისორბატი 80, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), დიმეთილპოლისილოქსანის აქაფების საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანისულის ესენცია, წყალი, q.s.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ტრიმეტოპრიმი, სულფამიდის, სულფამეტოქსაზოლის და დიამინოპირიმიდინის კომბინაციასთან ერთად წარმოადგენს  სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მრავალ პათოგენზე მოქმედ ეფექტურ საშუალებას. ბრონქიდიაზინა C.R. -ს ბრომჰექსინის შემცველობის წყალობით გააჩნია ბრონქიალური სეკრეციის გამათხიერებელი ეფექტი, რის შედეგადაც იოლდება სქელი ბრონქული სეკრეტის ამოხველა და სუნთქვა.  ნატრიუმის ბენზოატის და ტოლუს ბალზამის სიროფის კომბინაციას აქვს დამარბილებელი და ამოსახველებელი ეფექტი.

ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება. Pneumocystis carinii-ს მიერ გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ზემოთხსენებული ინფექციის დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობაც ინიშნება ექიმის მიერ, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე დაუშვებელია.

უკუჩვენებები:

- პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

-  პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

-  პრეპარატის დანიშვნა არ ხდება პაციენტებში სისხლის მძიმე დაავადებებისას სათანადო მონიტორინგის გარეშე.

სიფრთხილის ზომები:

- სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის  ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, ასევე არასათანადო კვებისას.

- პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალერგიის და ბრონქული ასთმის დროს.

- პრეპარატით მკურნალობა ასაკოვან პაციენტებში განსაკუთრეული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს .

- პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ ადგილას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

პრეპარატის მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების ცვლილება. ამიტომ, დიაბეტის, ეპილეფსიის მკურნალობისას, ასევე სისხლის კოაგულაციაზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ძირითადად ადვილად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ შემთვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება ან რესპირატორული გართულებები. უფრო იშვიათდ შესაძლებელია განვითრდეს კანის სიწითლე , ხოლო ასაკოვან პაციენტებში - კანზე გამონაყარი. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით: პრეპარატი შედგება გლიცერინისგან, რისი მაღალი დოზებით მიღებაც შესაძლებელია სახიფათი იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები და დიარეა.

მიღების წესი და დოზირება:

დაუშვებელია ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის დოზების ცვლილება ან შეწყვეტა. როგორც წესი, პრეპარატის მიღებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი გაიდლაინები: მოზრდილებში ინიშნება 7.5 მლ 3-ჯერ დღეში. 2 წელზე ზემოთ ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში. სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის დოზის შემთხვევით გადაჭარბებით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და დაბნეულობა. ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

შეფუთვის ფორმა:  150 მლ ბოთლი დისპენსერით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy