ჰემორელაქსი - Hemorrelax კრემი 30გ
ჰემორელაქსის კრემი
Hemorrelax cream
შექმნილია ბუასილის და სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების, მათ შორის ნაპრალების და კვანძების სამკურნალოდ.
ბიოტექნოლოგიური პეპტიდების, ჰიალურონის მჟავას და დამატენიანებლების უნიკალური კომბინაციის წყალობით, ჰემორელაქსის კრემს გააჩნია გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური, ასტრინგენტული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ჰემორელაქსის კრემი განაპირობებს ბუასილის არასასიამოვნო სიმპტომების: წვის და ქავილის შეგრძნების, შეშუპების და ტკივილის მყისიერ გაქრობას.
ფიტოფონტანას ჰემორელაქსის კრემი სწორ ნაწლავში ქმნის დამცველ ბარიერს, რაც ხელს უშლის ახალი ბაქტერიული ინფექციების განვითარებას, ეხმარება სწორი ნაწლავის სფინქტერის კუნთების მოდუნებაში და ხელს უწყობს სწორ ნაწლავში ნახეთქების შეხორცებას, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ მდგომარეობებში.
ჰემორელაქსის კრემის გამოყენება რეკომენდებულია როგორც არსებული დაავადების დროს, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.
აქტიური ნივთიერებების მოქმედება:
კრემის ადგილობრივი დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედების გარდა, პეპტიდები( აცეტილ ჰექსაპეპტიდი-1, პენტაპეპტიდი-18) განაპირობებენ ანალური სპინქტერის კუნთების მოდუნებას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქრონიკული მდგომარეობების მიმდინარეობას, აადვილებს დეფეკაციას, ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს, აჩქარებს დაზიანებული უბნის რეგენერაციას.
ჰემორელაქსის დამატენიანებელი კომპონენტები კანის ზედაპირზე წარმოქმნიან თხელ აპკს, რაც უშლის ახალი მიკრო ჭრილობების გაჩენას და ეხმარება უკვე არსებულების შეხორცებას. დიმეთკონი- არბილებს, ატენიანებს და იცავს კანს გაღიზიანებისგან.
ჰიალურონის მჟავას გააჩნია დამატენიანებელი და რეგენერაციული მოქმედება, რაც განპირობებულია ქსოვილის ინტენსიური ჰიდრატაციის ხარჯზე. ჰიალურონის მჟავა განაპირობებს ჯანმრთელი ლორწოვნი გარსის აღდგენას, დაზიანებული ეპითელიური უჯრედების რეგენერაციას და არსებული ჭრილობის სწრაფ შეხორცებას.
მუხის ქერქი გამოირჩევა ძლიერი ასტრინგენტული მოქმედების და შეხორცების პროცესების დაჩქარების ეფექტის არსებობით.
ცხენის წაბლი მნიშვნელოვანია მისი გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების გამო. ის აძლიერებს სისხლძარღვების კედელს. გააჩნია რეგენერაციული და კონტრაქციული მოქმედება.
ესცინი, ცხენის წაბლის ძირითადი ინგრედიენტი - გამოირჩევა ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო და ასტრინგენტული მოქმედებით. ის წარმატებით გამოიყენება ბუასილით გამოწვეული ლოკალური სისხლძარღვების ვაზოდილატაციის შესამცირებლად.
კალენდულა - მცენარე მოქმედების ფართო სპექტრით, ხასიათდება გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, რეგენერაციული და დამამშვიდებელი ეფექტით.
გვირილის ყვავილის ექსტრაქტი - გამოირჩევა დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, გამაგრილებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით.
პანთენოლი (B5-პროვიტამინი) - ხსნის ანთებას, არბილებს და აჩქარებს კანის რეგენერაციას.
ალოე ვერა- განაპირობებს კანის შეხორცებას და რეგენერაციას.
თუთია- განაპირობებს ანთებითი სიმპტომების სწრაფ მოხსნას, გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
გამოყენების ჩვენება
· ბუასილის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
· ანალური არის ტკივილის, ანთების, გაღიზიანების, შეშუპების მოსახსნელად;
· სწორი ნაწლავის ნახეთქების და კვანძების დროს დაზიანებული უბნის რეგენერაციის დასაჩქარებლად(როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მდგომარეობის დროს).
გამოყენების ინსტრუქცია:
1. მოხმარებამდე, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები.
2. მოხსენით დამცავი ხუფი და კრემის საჭირო რაოდენობა დაიტანეთ დაზიანებულ უბანზე.
3. არ ჩამოიბანოთ კრემი დაზიანებული უბნიდან.
4. კრემი შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
გვერდითი ეფექტები
ჰემორელაქსის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერგმრძნობელობის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე ქავილის შეგრძნება.
გაფრთხილება: ჰემორელაქსის კრემის გამოყენებამდე ყურადღება მიაქციეთ პირად ჰიგიენას, დაიბანეთ ხელები გულდასმით, ისევე როგორც პრობლემური ადგილი.
ჰემორელაქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქრონიკული ყაბზობის მქონე პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც აღენიშნებათ დეფეკაციის ქრონიკული შეუკავებლობა.
გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰემორელაქსში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან აუტანლობის შემთხვევაში. ალერგიული რეაქციის ჩამოყალიბებისას, შეწყვითეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ორსულებში, ჰემორელაქსის კრემის გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდგომ.
არ გამოიყენოთ ჰემორელაქსი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გადაყლაპოთ კრემი. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელა ადგილას, 5-25 °ტემპერატურის ფარგლებში.
შემადგენლობა
წყალი, თხევადი პარაფინი, აცეტილ ჰექსაპეპტიდი-1, პენტაპეპტიდი-18, პოლიაკრილამიდი C13-14, იზოპარაფინი და ლაურეთი-7, გლიცერილ სტეარატი, იზოპროპილ მირისტატი, დიმეთიკონი, ლანოლინის ზეთი, ცეტეარილის სპირტი, ლაურეთ-30, ფენოქსიეთანოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, პანთენოლი, ლაურეთ-9, გლიცერინი, მუხის ქერქის ექსტრაქტი, ცხენის წაბლის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, გვირილას ყვავილის ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა - ნატრიუმის ჰიალურონატის სახით, ალოე, მალთოდექსტრინი, თუთიის ოქსიდი
გამოშვების ფორმა: რექტალური კრემი 30 გ
ასევე, იხილეთ: ჰემორელაქსი - Hemorrelax 10 რექტალური სუპოზიტორია
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account