Eedolbrim - ედოლბრიმი თვალის წვეთები 0.2% 5მლ

23,14 GEL
მარაგშია
SKU
58446_3118

ჩვენება:თვალშიდა წნევის შემცირება პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით. 

1. რა არის ედოლბრიმი და რისთვის გამოიყენება ის

ედოლბრიმი  არის სამკურნალო საშუალება, რომელიც ამცირებს თვალშიდა წნევას ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. 
ედოლბრიმის თვალის წვეთები შესაძლებელია გამოყენებული იქნას მონოთერაპიის სახით ან სხვა წვეთებთან ერთად კომბინაციაში, როცა ერთი პრეპარატი არ არის საკმარისად ეფექტური თვალშიდა წნევის შესამცირებლად.

2. რა უნდა იცოდეთ ედოლბრიმის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ედოლბრიმი
- თუ აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (აღნ. მე- 6 ნაწილში); 
- თუ ღებულობთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბ.) ან რომელიმე სხვა ანტიდეპრესანტს, აცნობეთ თქვენ ექიმს; 
- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში; 
- ახალშობილებში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

- თუ აღგენიშნებათ: დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, ცერებრალური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა ან არტერიული წნევის ცვლილებები; 
- თუ აღნიშნავთ ან ანამნეზში გქონიათ თირკმლისა და ღვიძლის პრობლემები.

სხვა წამლები და ედოლბრიმი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ღებულობდით სხვა წამლებს, მათ შორის არარეცეპტურულ მედიკამენტებსაც, როგორიც არის:

 - ტკივილგამაყუჩებელი  (საანესთეზიო საშუალებები),  სედატიური საშუალებები, ოპიატები და ბარბიტურატები, ასევევ თუ ხართ ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელი; 
- საგულე საშუალებები (კარდიოგლიკოზიდები); 
- არტერიული წნევის დამწევი საშუალებები (ანტიჰიპერტენზიული); 
- მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO-ის) და სხვა ანტიდეპრესანტები.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავთ ორსულობას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ დაიწყებთ მკურნალობას.

სამედიცინო ჩვენების გათვალისწინებით, ედოლბრიმი გამოიყენება  ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ედოლბრიმი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში

ავტომობილისა და სხვა სამექანიზაციო საშუალებების მართვა
ედოლბრიმმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება, რაც გავლენას ახდენს მართვის ხარისხზე. 
ედოლბრიმმა შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს  მხედველობის დაბინდვა ან სხვა სახის ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მანქანის და სხვა სამექანიზაციო საშუალებების მართვაზე, განსაკუთრებით ღამით და სუსტი განათების პირობებში. 
აღნიშნული საქმიანობის გაგრძელება შესაძლებელია სიმპტომების სრული ალაგების შემდეგ.

ედოლბრიმი  შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

კონსერვანტი - ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს თვალის გაღიზიანებას.

თავიდან აიცილეთ ედოლბრიმის წვეთების კონტაქტი რბილ ლინზებთან, რადგან ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს ლინზების გაუფერულებას.  
ამოიღეთ ლინზები ედოლბრიმის წვეთების გამოყენებამდე და ჩაისვით ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

3. როგორ გამოიყენება ედოლბრიმი

პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმე საკითხში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთ წვეთს დაავადებულ თვალში დღეში ორჯერ, 12 საათიანი ინტერვალით. ეფექტურობისათვის საჭიროა ედოლბრიმის ყოველდღიური გამოყენება.

თუ ედოლბრიმთან ერთად იყენებთ სხვა წამალსაც, ჩაწვეთებებს შორის დაიცავით 5-15 წუთიანი ინტერვალი.

როგორ ჩაიწვეთოთ:
ყოველთვის დაიბანეთ ხელები თვალის წვეთების გამოყენების წინ. 
1. გადაწიეთ თავი უკან და უყურეთ ჭერს. 
2. ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ შექმნათ ტომარა. 
3. მიმართეთ ბოთლის საწვეთურიანი ბოლო თვალისკენ და ფრთხილად მოუჭირეთ ხელი, სანამ წვეთი არ მოხვდება თვალში. 
4. დახუჭეთ თვალი, დააჭირეთ თითი თვალის შიგნითა კუთხეს (საცრემლე პარკის მიდამოს) ერთი წუთის განმავლობაში. 
არ მიაკაროთ ბოთლის საწვეთურიანი ბოლო ქუთუთოებს, კანს ან სხვა რამე ზედაპირს, რომ თავიდან იქნას აცილებული თვალის წვეთების დაბინძურება. 
ჩაწვეთების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეინახეთ უსაფრთხო ადგილას.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ედოლბრიმი
ნაკლებსარწმუნოა, რომ ედოლბრიმის ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში ჰიპერდოზირების სიმპტომები გამოვლინდეს, მაგრამ სასურველია, მაინც მიმართოთ ექიმს.

ბავშვები

ჰიპერდოზირების სიმპტომები დაფიქსირებულია ახალშობილებში: არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), გულისცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია), სხეულის ტემპერატურის შემცირება (ჰიპოთერმია), სუნთქვის გაძნელება (აპნოე). 
ჰიპერდოზირების სხვა შემთხვევები მოიცავდა სიმშრალეს, დაღლილობას, გულისრევას, პულსის ცვლილებებს.

ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ედოლბრიმის გამოყენება
თუ დაგავიწყდებათ ედოლბრიმის გამოყენება, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ის. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად მოსულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და ჩვეულებრივ გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. გვერდითი მოვლენები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, ედოლბრიმის თვალის წვეთების გამოყენების დროსაც შესაძლოა დაფიქსირდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები, რომელიც ფიქსირდება თვალის მხრივ:  

ძალიან ხშირი (1:10 შემთხვევა): თვალის ალერგიული რეაქციები, ბუშტუკები ან თეთრი ლაქები კონიუნქტივაზე, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიწითლე, წვის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება ან ქავილი.

ხშირი (1:10 დან 1:100 შემთხვევა): თვალის ზედაპირზე ცვლილებები, ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივიტის ანთება, მხედველობის გაუარესება, თვალის შეწითლება, ქუთუთოს ან კონიუნქტივის შესიება, მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ, გაღიზიანება, ქუთუთოს შეწითლება, ყრუ ტკივილი,  სიმშრალე, ფერის შეცვლა, ცრემლდენა ან კონიუნქტივის გათეთრება, რქოვანას ეროზია.

ძალიან იშვიათი (1:10 000 შემთხვევა): თვალის ფერადი გარსის ანთება (ირიტი, წინა უვეიტი), გუგის შევიწროება. 

ამ ეფექტების ნაწილი შესაძლოა განპირობებული იყოს ჰიპერმგრძნობელობით პრეპარატის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს სხვა  ორგანოების მხრივაც:

ძალიან ხშირი (1:10 შემთხვევა): თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დაღლილობა და (ან) ძილიანობა, თავბრუსხვევა.
ხშირი (1:10 დან 1:100 შემთხვევა): თავბრუ, პრობლემები კუჭის და (ან) ნაწლავების მხრივ, გრიპის სიმპტომები, გემოს გაუკუღმართება და საერთო სისუსტე.

არახშირი (1:100-1:1000 შემთხვევა): საერთო ალერგიული რეაქციები, დეპრესია, გულის ცემის სიხშირის ცვლილება, ცხვირის სიმშრალე.

იშვიათი (1:1000-1:10000 შემთხვევა): ქოშინი

ძალიან იშვიათი (არანაკლებ 1:10 000 შემთხვევისა):  გულის წასვლა, არტერიული წნევის მერყეობა, უძილობა).

თუ გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომი, რომელიც მითითებული არ არის აღნიშნულ ჩამონათვალში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

5. როგორ შევინახოთ ედოლბრიმი
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას

-არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებულ პირობებს
- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე
- გამოიყენეთ  პირველადი გასხნიდან 28 დღის განმავლობაში
არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ნაგავში. იკითხეთ ფარმაცევტთან, როგორ უნდა მოიცილოთ  მედიკამენტი, რომელსაც აღარ საჭიროებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შედგენილობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ედოლბრიმი

- აქტიური ნივთიერება არის ბრიმონიდინის ტარტრატი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს ბრიმონიდინის ტარტრატის 2.0 მგ-ს, რაც 1.3 მგ ბრიმონიდინის ექვივალენტურია.

 - სხვა ინგრედიენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი), პოლივინილი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაღალგასუფთავებული წყალი და ქლორწყალბადმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის რეგულირებისათვის.

ედოლბრიმის აღწერილობა და შეფუთვის შედგენილობა

ედოლბრიმი წარმოდგენილია თვალის წვეთების სახით, საწვეთურიან ბოთლში, მოცულობით 5 ან 10 მლ, ან 3 ბოთლი, მოცულობით 5 მლ. ყველა ფორმის შეფუთვა არ არის გაყიდვაში.

სავაჭრო ნიშნის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პორტუგალია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy