Ostolek - ოსტოლეკი 70მგ 4 ტაბლეტი
ჩვენება:ალენდრონატის მეშვეობით არ იკარგება ძვლოვანი ქსოვილები და ხელს უწყობს ძვლების აღდგენას,ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს.
რას წარმოადგენს პრეპარატი ოსტოლეკი და რა მიზნით გამოიყენება ის
ალენდრონატი განეკუთვნება არაჰორმონალურ წამალთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ბისფოსფონატები. ალენდრონატის მეშვეობით არ იკარგება ძვლოვანი ქსოვილები და ხელს უწყობს ძვლების აღდგენას. ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს.
ექიმი ნიშნავს პრეპარატ ოსტოლეკს ოსთეოპოროზის სამკურნალოდ.
ოსტოლეკი ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს ქალებში და ხერხემლის მოტეხილობის რისკს მამაკაცებში.
პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენება ჭამასთან და სმასთან მიუღებელია, ასევე არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენების წესი
პრეპარატი ოსტოლეკი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭიროა გარსით დაფარული ერთი ტაბლეტის (70 მგ) მიღება კვირაში ერთხელ.
პრეპარატი ოსტოლეკის თერაპიული მოქმედების სრული გამოყენების მიზნით აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული მითითებები.
1) დილით ადგომის შემდეგ და საჭმლის და დასალევის მირთმევამდე ან და სხვა პრეპარატების მიღებამდე ჩაყლაპეთ პრეპარატი ოსტოლეკი, თან მიაყოლეთ წყალი დიდი რაოდენობით (არანაკლებ 200 მლ).
- არ მიაყოლოთ მინერალური წყალი (გაზიანი ან უგაზო);
- არ მიაყოლოთ ყავა ან ჩაი;
- არ მიაყოლოთ ფორთოხლის წვენი და არც რძე.
2) არ დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ, რათა გაიხსნას პირში.
3) არ დაწვეთ - შეინარჩუნეთ ვერტიკალური პოზიცია(ჯდომა, დგომა ან სიარული) - ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. შეუძლებელია დაწოლა, სანამ არ მიირთმევთ მოცემული დღის პირველ საჭმელს.
4) არ მიიღოთ პრეპარატი ოსტოლეკი საღამოს დაწოლის წინ ან დილით ადგომის შემდეგ.
5) ყლაპვის დროს რაიმე სირთულის ან ტკივილის, გულმკერდის არეში ტკივილის, გულძმარვის გამოვლენის ან გამწვავების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატი ოსტოლეკის მიღება და მიმართეთ ექიმს.
6) პრეპარატი ოსტოლეკის მიღების და პირველი საჭმლის, პირველი სასმლის ან სხვა პრეპარატის (მათ შორის ანტაციდები, კალციუმის ჩანართების და ვიტამინების) მიღების შორის უნდა იყოს სულ მცირე
30-წუთიანი შუალედი. ოსტოლეკი ეფექტურად მოქმედებს მხოლოდ ცარიელ კუჭზე.
7) უნდა გახსოვდეთ, რომ ოსტოლეკი მიიღოთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დაგინიშვნავთ ექიმი. ოსტოლეკი კურნავს ოსთეოპოროზს, მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი განუწყვეტლივ ღებულობს ტაბლეტებს.
დოზის გადაჭარბება
შეცდომით მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დალიეთ ერთი ჭიქა რძე და იმავდროულად მიმართეთ ექიმს. არ გამოიწვიოთ პირღებინება, არ დაწვეთ.
შენახვის წესი
პრეპარატი ოსტოლეკი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
შემადგენლობა
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატი. თითო ტაბლეტი შეიცავს 70მგ ალენდრონატის მჟავას ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატის სახით.
აღწერა
პრეპარატი ოსტოლეკი ხელმისაწვდომია გარსით დაფარულ ცისფერი ტაბლეტების სახით, მოგრძო ფორმით, ლაქების და დაზიანებების გარეშე.
მწარმოებელი:
ფარმაცევტული საწარმო შპს ლეკ-ამ [LEK-AM]
რაოდენობა | 4 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account