Reagila - რეაგილა 4.5მგ 28 კაფსულა

169,14 GEL
მარაგშია
SKU
64001_2

ჩვენება:შიზოფრენიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში.

შემადგენლობა

თითოეული 4,5 მგ-ანი კაფსულა შეიცავს: 

მოქმედი ნივთიერება: კარიპრაზინი 4,5 მგ (4,905 მგ კარიპრაზინის ჰიდროქლორიდის სახით). 

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზირებული, მაგნიუმის სტეარატი, მყარი ჟელატინის კაფსულა, ზომა #4 (თავსახური: საღებავი წითელი მომხიბვლელი E 129, საღებავი ბრილიანტის ცისფერი E 133,    ტიტანის დიოქსიდი E 171, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, ჟელატინი; კორპუსი: საღებავი წითელი მომხიბვლელი E 129, საღებავი ბრილიანტის ცისფერი E 133, ტიტანის დიოქსიდი E 171, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E 172,  ჟელატინი).  

შავი ფერის საბეჭდი მელნის შემადგენლობა: ფარმაცევტული ჭიქური [შელაკის ხსნარი ეთანოლში], ტიტანის დიოქსიდი E 171, იზოპროპანოლი, წყლიანი ამიაკი, ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, სიმეტიკონი. 

აღწერილობა

4,5 მგ-ანი კაფსულები

მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #4. კაფსულის თავსახური  - მწვანე გაუმჭვირვალე, კაფსულის კორპუსი - მწვანე გაუმჭვირვალე. კაფსულის კორპუსზე დატანებულია წარწერა “GR 4.5” თეთრი ფერით. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოლეპტიკური საშუალებები. სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები. 

ფარმაკოდინამიკური ეფექტები 

პრეკლინიკურმა კვლევებმა ინ ვივო აჩვენა, რომ კარიპრაზინი ფარმაკოლოგიურად ეფექტურ დოზებში უკავშირდება D3-რეცეპტორებს იგივე ხარისხით, რაც D2-რეცეპტორებს. პაციენტებში შიზოფრენიით აღინიშნებოდა კარიპრაზინის დოზადამოკიდებული შეკავშირება თავის ტვინის D3 და D2-დოფამინურ რეცეპტორებთან (ძირითადად ზონებში D3-რეცეპტორების სიჭარბით) დოზების თერაპიულ დიაპაზონში 15 დღის განმავლობაში. 

კარიპრაზინის ზემოქმედება Qთ ინტერვალზე შეისწავლებოდა პაციენტებში შიზოფრენიით ან შიზოაფექტური დარღვევით. მიღებული იყო ეკგ-ს ჰოლტერის მონიტორირების მონაცემები 12 საათის განმავლობაში 129 პაციენტში პრეპარატის დანიშვნამდე და წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას. Qt ინტერვალის გახანგრძლივება კარიპრაზინის გამოყენებისას დოზებით, რომლებიც თერაპიულს აღემატებოდა (9 მგ/დღეში ან 18 მგ/დღეში) არ აღნიშნულა. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კარიპრაზინს კვლევის ჩარჩოებში, არ დარეგისტრირებულა არც Qt ინტერვალის გახანგრძლივება საწყისი მაჩვენებლიდან ≥60 მწმ-ით, არც Qtc  გახანგრძლივება >500 მწმ.  

კლინიკური ეფექტურობა

ეფექტურობა ხანმოკლე გამოყენებისას

კარიპრაზინის ეფექტურობა მწვავე შიზოფრენიის დროს შეისწავლებოდა სამ 6-კვირიან მრავალცენტრულ საერთაშორისო, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში 1754 პაციენტის მონაწილებით 18-დან 60 წლის ასაკამდე.          

მწვავე შიზოფრენიის ყველა კვლევაში პირველად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა საწყისი საერთო შეფასების ცვლილება პოზიტიური და ნეგატიური სინდრომების სკალის მიხედით (PANSS) მკურნალობის 6 კვირის შემდეგ, მეორად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა საწყისი შეფასების ცვლილება დაავადების სიმძიმის შესახებ საერთო კლინიკური შთაბეჭდილების სკალის მიხედვით (CGI-შ) მკურნალობის 6 კვირის შემდეგ. საერთაშორისო პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 4,5 მგ კარიპრაზინის და 4,0 მგ რისპერიდონის ფიქსირებული დოზების გამოყენებით ანალიზის მგრძნობელობისათვის ნაჩვენები იქნა პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება კარიპრაზინის ყველა დოზებისათვის და აქტიური კონტროლისათვის პლაცებოსთან შედარებით.   

სხვა საერთაშორისო პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 3,0 მგ და 6,0 მგ კარიპრაზინის და 10 მგ არიპიპრაზოლის ფიქსირებული დოზების გამოყენებით ანალიზის მგრძობელობისათვის კარიპრაზინის ორივე დოზამ და აქტიურმა  კონტროლმა გამოიწვია პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით. საერთაშორისო პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში კარიპრაზინის 3,0-6,0 მგ და 6,0-9,0 მგ ფიქსირებული/ცვალებადი დოზების გამოყენებით კარიპრაზინის დოზების ორივე ჯგუფმა გამოიწვია პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილის სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით.        

ეფექტურობა ხანგრძლივი გამოყენებისას

კარიპრაზინის ანტიფსიქოზური ეფექტის შენარჩუნება შესწავლილი იქნა ხანგრძლივ კლინიკურ კვლევაში პრეპარატის გამოყენების რანდომიზირებული შეწყვეტით. საერთო ჯამში 751 პაციენტი შიზოფრენიის გამწვავების სიმპტომებით იღებდა კარიპრაზინს დოზით 3-9 მგ/დღეში 20 კვირის განმავლობაში. ამასთან 337 პაციენტი იღებდა კარიპრაზინს დოზებით 3-დან 6 მგ-მდე/დღეში. მდგომარეობის სტაბილიზების შემდეგ პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ  კარიპრაზინის 3 მგ ან 6 მგ  ფიქსირებული დოზით (ნ=51) ან პლაცებოს (ნ =51)  მიღებაზე ორმაგ ბრმა რეჟიმში 72 კვირამდე ვადით. კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო რეციდივის განვითარებამდე გასული დრო. კვლევის ბოლოსთვის შიზოფრენიის სიმპტომები განახლდა პაციენტთა 49,0%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, და პაციენტთა 21,6%-ში, რომლებიც იღებდნენ კარიპრაზინს. ამგვარად დრო რეციდივის განვითარებამდე (92 დღე 326 დღესთან შედარებით, 25-ე პერცენტილის საფუძველზე) კარიპრაზინის ჯგუფში იყო დადასტურებულად უფრო გრძელი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (პ=0,009).  

გამოყენების ჩვენებები

შიზოფრენიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში. 

უკუჩვენებები 

- ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი “შემადგენლობა”). 

- CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ან ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროული მიღება (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). 

- CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ან ზომიერი ინდუქტორების ერთდროული მიღება (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში 

რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეპცია

ექიმმა უნდა ურჩიოს რეპროდუქციული ასაკის ქალებს თავი აარიდონ ორსულობას პრეპარატ რეაგილის მიღების დროს. პაციენტებმა შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქციით უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის მაღალეფექტური მეთოდები მკურნალობის დროს და პრეპარატ რეაგილას მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 10 კვირის განმავლობაში. დღეისათვის უცნობია, გააჩნია თუ არა კარიპრაზინს სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაქვეითების უნარი, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ სისტემური მოქმედების ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, დამატებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).   

ორსულობა 

ორსულ ქალებში კარიპრაზინის გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან არ არის საკმარისი. 

ცხოველებზე წინაკლინიკურ კვლევებში გამოვლენილია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, ვირთხებში მანკის განვითარების ჩათვლით.

არ არის რეკომენდირებულია პრეპარატის რეაგილა® გამოყენება ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის მეთოდებს. კარიპრაზინის მიღების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა კონტრაცეპციის გაგრძელება არანაკლებ 10 კვირის განმავლობაში აქტიური მეტაბოლიტების ნელი გამოყოფის გამო.        

ახალშობილებს, რომლებიც  დაქვემდებარებულნი იყვნენ ანტიფსიქოზური პრეპარატების (მათ შორის კარიპრაზინის) ზემოქმედებას ორსულობის მესამე ტრიმესტრში, გააჩნიათ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი მშობიარობის შემდეგ, ექსტრაპირამიდული დარღვევების და/ან მოხსნის სინდრომის ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ვარირებდეს სიმძიმის და ხანგრძლივობის მიხედვით. ამ ახალშობილებში აღინიშნებოდა აგზნება, ჰიპერტონუსი, ტრემორი, ძილიანობა, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი და კვების დარღვევები. ამ გართულებების სიმძიმე ვარირებდა. ზოგიერთ შემთხვევებში სიმპტომები დამოუკიდებლად ქრებოდა, იმ დროს, როდესაც სხვა შემთხვევებში საჭირო იყო მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილების პირობებში და ჰოსპიტალიზაციის გაგრძელება. ამიტომ ასეთი ახალშობილები საჭიროებენ სათანადო დაკვირვებას.      

ძუძუთი კვება

უცნობია აღწევენ თუ არა კარიპრაზინი და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტები დედის რძეში. კარიპრაზინი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ ვირთხების რძეში. ლაქტაციის დროს არ შეიძლება ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის რისკის გამორიცხვა. ქალებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატს რეაგილა, უარი უნდა თქვან ძუძუთი კვებაზე.     

ფერტილობა

კარიპრაზინის ზემოქმედება ადამიანის ფერტილობაზე არ შესწავლილა. პრეკლინიკურ კვლევებში მდედრ ვირთხებში აღნიშნული იყო ფერტილობის და ჩასახვის უნარის დაქვეითება.      

გამოყენების წესი და დოზირება

გამოყენების წესი 

პრეპარატი რეაგილა მიიღება შიგნით დღეში ერთხელ ერთსა და იგივე დროს საკვების მიღების მიუხედავად. 

დოზირება

კარიპრაზინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1,5 მგ-ს დღეში ერთხელ. შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დოზის თანდანათან გაზრდა ნაბიჯით 1,5 მგ/დღეში მაქსიმალურ დოზამდე 6 მგ/დღეში. 

მინიმალურ ეფექტურ დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი კლინიკური შეფასების საფუძველზე. კარიპრაზინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების ხანგრძლივ ნახევრად გამოყოფის პერიოდთან დაკავშირებით, დოზის ცვლილება ახდენს მცირე ზეგავლენას პრეპარატის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში რამდენიმე კვირის განმავლობაში. აუცილებელია დაკვირვება არასასურველ რეაქციებზე და პაციენტის პასუხზე თერაპიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში კარიპრაზინის მიღების დაწყების შემდეგ და დოზის თითოეული ცვლილების შემდეგ (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). 

სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატებიდან კარიპრაზინზე გადასვლა

სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობიდან კარიპრაზინით მკურნალობაზე გადასვლისას განხილული უნდა იქნას თანდათანობით ჯვარედინი ტიტრირების შესაძლებლობა წინა პრეპარატის დოზის თანდათან შემცირებით კარიპრაზინის მიღების ეთდროულად დაწყებით. 

კარიპრაზინიდან სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებზე გადასვლა

კარიპრაზინით მკურნალობიდან სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებზე გადასვლისას თანდათანობითი ჯვარედინი ტიტრირება არ არის საჭირო, აუცილებელია ახალი ანტიფსიქოზური პრეპარატის მიღების დაწყება მინიმალური დოზით კარიპრაზინის მიღების ერთდროულად შეწყვეტით. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ კარიპრაზინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შემცირდება 50%-ით დაახლოებით 1 კვირის შემდეგ (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). 

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები 

65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში კარიპრაზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოვლინდეს სხვაობები მკურნალობაზე პასუხში უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). დოზის შერჩევა ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. 

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი (კკ)  ≥30 მლ/წთ და ˂89 მლ/წთ) პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. კარიპრაზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კკ ˂30 მლ/წთ) არ ფასდებოდა (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). კარიპრაზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით. 

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით 

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით (5-9 ქულა ჩაილდ-პიუს მიხედვით) პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო. კარიპრაზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს მიხედვით) არ შეფასებულა (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). კარიპრაზინის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით არ არის რეკომენდებული. 

პედიატრიული პოპულაცია

კარიპრაზინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ არსებობს. 

გვერდითი მოქმედება

უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე

კარიპრაზინის 1,5-6 მგ დოზებით გამოყენებისას ყველაზე ხშირი არასასურველი მედიკამენტური რეაქციები იყო აკატიზია (19%) და პარკინსონიზმი (17,5%). უმეტესი არასასურველი რეაქცია იყო მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის. 

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

შიზოფრენიის დროს კარიპრაზინის კვლევების გაერთიანებულ მონაცემებზე დაფუძნებული ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები განაწილებულია ორგანოთა სისტემების კლასებსა და უპირატესი გამოყენების ტერმინების მიხედვით. 

არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია აღნიშვნის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი - 1/10 დანიშნულებიდან (≥10%); ხშირი - 1/100 დანიშნულებიდან (≥1% და ˂10%); არახშირი - 1/1000 დანიშნულებიდან (≥0,1% და ˂1%); იშვიათი - 1/10 000 დანიშნულებიდან (≥0,01% და ˂0,1%); ძალიან იშვიათი - 1/10 000 დანიშნულებებზე ნაკლები (˂0,01%); სიხშირე უცნობია - არ არსებობს საკმარისი მონაცემები არასასურველი მედიკამენტური რეაქციების სიხშირის შესაფასებლად. თითოეულ სიხშირულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სერიოზულობის კლების მიხედვით. 

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი: ანემია, ეოზინოფილია. 

იშვიათი: ნეიტროპენია. 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა. 

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ 

არახშირი: სისხლში თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის დაქვეითება. 

იშვიათი: ჰიპოთირეოიდიზმი. 

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ხშირი: სხეულის მასის ზრდა, მადის დაქვეითება, მადის მომატება, დისლიპიდემია. 

არახშირი: ნატრიუმის შემცველობის დარღვევა სისხლის შრატში, გლუკოზის კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში, შაქრიანი დიაბეტი. 

ფსიქიკის დარღვევა

ხშირი: ძილის დარღვევა1, შფოთვა. 

არახშირი: სუიციდალური ქცევა, დელირიუმი, დეპრესია, ლიბიდოს დაქვეითება. ლიბიდოს ზრდა, ერექციული დისფუნქცია.   

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი: აკატიზია2, პარკინსონიზმი3. 

ხშირი: მოთენთილობა, თავბრუსხვევა, დისტონია4, სხვა ექსტრაპირამიდული და მოძრაობითი დარღვევები5. 

არახშირი: ლეთარგია, დიზესთეზია, დისკინეზია6, გვიანი დისკინეზია. 

იშვიათი: კრუნჩხვითი შეტევები/კრუნჩხვები, ამნეზია, აფაზია.  

სიხშირე უცნობია: ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი. 

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ 

ხშირი: არამკაფიო მხედველობა. 

არახშირი: თვალების გაღიზიანება, თვალშიდა წნევის ზრდა, აკომოდაციის დარღვევები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. 

იშვიათი: ფოტოფობია, კატარაქტა. 

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები 

არახშირი: ვერტიგო. 

დარღვევები გულის მხრივ 

ხშირი: ტაქიკარდია.          

არახშირი: გულის გამტარობის დარღვევები, ბრადიკარდია, Qთ ინტერვალის გახანგრძლვება ეკგ-ზე. თ ტალღის დარღვევა ეკგ-ზე.   

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

ხშირი: მომატებული არტერიული წნევა.  

არახშირი: დაქვეითებული არტერიული წნევა.  

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ 

არახშირი: სლოკინი. 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: გულისრევა, შეკრულობა, ღებინება. 

არახშირი: გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება. 

იშვიათი: დისფაგია. 

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ 

ხშირი: “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის ზრდა. 

არახშირი: სისხლში ბილირუბინის შემცველობის ზრდა. 

სიხშირე უცნობია: ტოქსიკური ჰეპატიტი. 

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ 

არახშირი: ქავილი, გამონაყარი. 

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ 

ხშირი: სისხლის შრატის კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის ზრდა. 

იშვიათი: რაბდომიოლიზი. 

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ 

არახშირი: დიზურია, პოლაკიურია. 

ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობები 

სიხშირე უცნობია: მოხსნის სინდრომი ახალშობილებში (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”). 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას 

ხშირი: დაღლილობა. 

არახშირი: წყურვილი.

1ძილის დარღვევა: უძილობა, უჩვეულო/კოშმარული სიზმრები, ძილის ცირკადული რითმის დარღვევა, დისომნია, ჰიპერსომნია, დაძინების დარღვევა, ინტრასომნური დარღვევა. კოშმარული სიზმრები, ძილის დარღვევა, სომნაბულიზმი, ადრეული გამოღვიძება.

2აკატიზია: აკატიზია, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, დაუდეგრობა. 

3პარკინსონიზმი: აკინეზია, ბრადიკინეზია, ბრადიფრენია, “დაკბილული ბორბლის” ტიპის რიგიდულობა, ექსტრაპირამიდული დარღვევები სიარულის დარღვევა, ჰიპოკინეზია, სახსრების შებოჭილობა, ტრემორი, ნიღბისებრი სახე, კუნთების რიგიდულობა, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის შებოჭილობა, კისრის კუნთების რიგიდულობა, პარკინსონიზმი.  

4დისტონია: ბლეფაროსპაზმი, დისტონია, კუნთების დაძაბულობა, ორომანდიბულარული დისტონია, ტორტიკოლისი, ტრიზმი.  

5სხვა ექსტრაპირამიდული და მოძრაობითი დარღვევები: წონასწორობის დარღვევა, ბრუქსიზმი, ნერწყვდენა, დიზართრია, ბარბაცით სიარული, გლაბელარული რეფლექსის დარღვევა, მყესთა რეფლექსების დაქვეითება, მოძრაობითი დარღვევები, “მოუსვენარი ფეხების” სინდრომი, მომატებული ნერწყვდენა, ენის მოძრაობის დარღვევა.    

6დისკინეზია: ქორეოატეტოზი, დისკინეზია, სახის მანჭვა, ოკულოგირული კრიზი, ენის პროტრუზია. 

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა 

ბროლის შემღვრევა/კატარაქტა

კარიპრაზინის წინაკლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა კატარაქტის განვითარება. ამიტომ კლინიკურ კვლევებში კატარაქტის განვითარება სათანადოდ მოწმდებოდა თვალის დათვალიერებით სპეციალური ნათურის დახმარებით, კატარაქტის მქონე პაციენტებს კი რიცხავდნენ კვლევიდან. შიზოფრენიის მკურნალობისათვის კარიპრაზინის კლინიკური შემუშავების პროგრამის მსვლელობაში დარეგისტრირებული იყო კატარაქტის რამდენიმე შემთხვევა, რასაც ახასიათებდა ბროლის უმნიშვნელო შემღვრევა მხედველობის დარღვევის გარეშე (13/3192; 0,4%). ამ პაციენტებიდან ზოგიერთს აღენიშნებოდათ დამამძიმებელი ფაქტორები. ყველაზე ხშირი რეგისტრირებული არასასურველი მოვლენა მხედველობის მხრივ იყო არამკაფიო მხედველობა.

ვენური თრომბოემბოლია

ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას დარეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით, დაუდგენელი სიხშირით.  

ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა 

ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას ხშირად აღინიშნება ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა). კარიპრაზინის კლინიკურ კვლევებში ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას აქტივობის ზრდის სიხშირემ შეადგინა 2,2% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კარიპრაზინს, 1,6% - პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რისპერიდონს, და 0,4% - პაცენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. კარიპრაზინის გამოყენებისას ღვიძლის დაზიანება არ აღნიშნულა. 

სხეულის მასის ცვლილებები

ხანმოკლე კვლევებში კარიპრაზინის ჯგუფში აღინიშნებოდა სხეულის მასის რამდენადმე უფრო გამოხატული ზრდა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით: 1 კგ და 0,3 კგ შესაბამისად. თერაპიული ეფექტის შენარჩუნების ხანგრძლივ კვლევაში არ აღნიშნულა სხეულის საწყისი მასის ცვლილებების კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობები მკურნალობის პერიოდის დასასრულისთვის (1,1 კგ კარიპრაზინის ჯგუფში და 0,9 კგ პლაცებოს ჯგუფში). კვლევის ღია ფაზაში კარიპრაზინის მიღების 20 კვირის განმავლობაში პაციენტთა 9,0%-ში განვითარდა სხეულის მასის პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა (ანუ ზრდა არანაკლებ 7%-ით), იმ დროს, როდესაც ორმაგ ბრმა ფაზაში სხეულის მასის პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა პაციენტთა 9,8%-ში, რომლებიც აგრძელებდნენ კარიპრაზინის მიღებას, პაციენტთა 7,1%-თან შედარებით, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ პლაცებოს ჯგუფში კარიპრაზინის მიღების 20 კვირის შემდეგ ღია რეჟიმში. ნეგატიური სიმპტომატიკის კვლევაში სხეულის მასის საშუალო ცვლილებამ შეადგინა -0,3 კგ კარიპრაზინის მიღებისას და +0,6 კგ რისპერიდონის მიღებისას, სხეულის მასის პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა კი აღინიშნებოდა პაციენტთა 6%-ში კარიპრაზინის ჯგუფში და 7,4%-ში რისპერიდონის ჯგუფში.                              

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ 

მნიშვნელოვანია საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ეს იძლევა სარგებელისა და რისკის შეფარდების კონტროლირების საშუალებას სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ ინფორმირებას ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ, ეროვნული ანგარიშგების სისტემის გამოყენებით.  

ჭარბი დოზირება

ცნობილია პრეპარატის წინასწარგანუზრახველი ერთჯერადი ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა (48 მგ/დღეში). ამ პაციენტს აღენიშნა ორთოსტატური ჰიპოტენზია და სედაციური ეფექტი. იმავე დღეს პაციენტის მდგომარეობა მთლიანად აღდგა. 

ჭარბი დოზირების მკურნალობა

ჭარბი დოზირების მკურნალობა მოიცავს სასუნთქი გზების ადეკვატური გამტარიანობის, ოქსიგენაციის და ვენტილაციის შენარჩუნებას, ასევე სიმპტომატურ თერაპიას. საჭიროა დაუყოვნებლივ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მონიტორინგის დაწყება, ელექტროკარდიოგრამის უწყვეტი კონტროლის ჩათვლით გულის რითმის შესაძლო დარღვევების გამოსავლენად. მძიმე ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ანტიქოლინერგული პრეპარატების დანიშვნა. სისხლის ცილებთან კარიპრაზინის შეკავშირების მაღალი ხარისხის გამო ჰემოდიალიზი, სავარაუდოდ, არაეფექტურია. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სრულ გამოჯანმრთელებამდე. სპეციალური ანტიდოტი კარიპრაზინისათვის არ არსებობს. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

კარიპრაზინზე სხვა სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედების მოხდენის უნარი 

კარიპრაზინის და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტების, დეზმეთილკარიპრაზინის და დიდეზმეთილკარიპრაზინის, მეტაბოლიზმი განპირობებულია ძირითადად CYP3A4 იზოფერმენტით და ნაკლები ხარისხით CYP2D6 იზოფერმენტით. 

CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები 

კეტოკონაზოლი, CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, ხანმოკლე (4 დღე) გამოყენებისას კარიპრაზინთან ერთად იწვევდა კარიპრაზინის საერთო ექსპოზიციის ორჯერად ზრდას (კარიპრაზინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების ჯამი) სისხლის პლაზმაში, მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებულია მხოლოდ შეუკავშირებელი ნივთიერებები ან შეუკავშირებელი და შეკავშირებული კომპონენტების ჯამი.   

კარიპრაზინის აქტიური მეტაბოლიტების ხანგრძლივი ნახევრად გამოყოფის პერიოდის გამო, უფრო ხანგრძლივი ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მოსალოდნელი იყოს კარიპრაზინის საერთო ექსპოზიციის შემდგომი ზრდა სისხლის პლაზმაში. ამგვარად, კარიპრაზინის ერთდროული გამოყენება CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ბოცეპრევირი, კლარიტრომიცინი, კობიცისტატი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი,  ნეფაზოდონი, ნელფინავირი, პოზაკონაზოლი, რიტონავირი, საკვინავირი, ტელაპრევირი, ტელიტრომიცინი, ვორიკონაზოლი, დილთიაზემი, ერითრომიცინი, ფლუკონაზოლი, ვერაპამილი) უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”). თავი უნდა ავარიდოთ გრეიფრუტის წვენის გამოყენებას. 

CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები

კარიპრაზინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ და ზომიერ ინდუქტორებთან შეიძლება გამოიწვიოს კარიპრაზინის საერთო ექსპოზიციის გამოხატული დაქვეითება სისხლის პლაზმაში, მაშასადამე, კარიპრაზინის ერთდროული გამოყენება CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ და ზომიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ), ბოზენტანი, ეფავირენზი, ეტრავირინი, მოდაფინილი, ნაფცილინი) უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”). 

CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორები 

მეტაბოლური გზა, განპირობებული CYP2D6 იზოფერმენტით, თამაშობს მეორეხარისხოვან როლს კარიპრაზინის ბიოტრანსფორმაციაში; მეტაბოლიზმი, ძირითადად, ხორციელდება CYP3A4 იზოფერმენტით (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). მაშასადამე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორები მოახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას კარიპრაზინის ბიოტრანსფორმაციაზე. 

კარიპრაზინის ზემოქმედების უნარი სხვა სამკურნალო საშუალებებზე 

P-გლიკოპროტეინის სუბსტრატები (P-გპ)  

კარიპრაზინი თეორიულად მაქსმალური კონცენტრაციით ნაწლავში აინჰიბირებს P-გპ ინ ვიტრო. ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა არ არის სრულად დადგენილი, მიუხედავად ამისა, P-გპ  სუბსტრატების გამოყენება ვიწრო თერაპიული დიაპაზონით, როგორიცაა დაბიგატრანი და დიგოქსინი, შესაძლებელია საჭიროებდეს დამატებით დაკვირვებას და დოზის კორექციას.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები 

დღეისათვის არ არის ცნობილი, გააჩნია თუ არა კარიპრაზინს სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირების უნარი, ამიტომ ქალებმა, რომლებიც იღებენ სისტემური მოქმედების ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, დამატებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი.  

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები 

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე პრეპარატის ძირითადი ზემოქმედების გათვალისწინებით, პრეპარატი რეაგილა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცენტრალური მოქმედების სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ალკოჰოლთან ერთად. 

სიფრთხილის ზომები

სუიციდური აზრები და ქცევა 

სუიციდურობა (სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობა და განხორციელებული სუიციდი) შესაძლებელია ფსიქოზის ფონზე და ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის დაწყებისთანავე ან სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატებით თერაპიიდან გადასვლის შემდეგ. ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობის მსვლელობაში პაციენტები სუიციდის მაღალი რისკით უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ.

აკატიზია, დაუდეგრობა

აკატიზია და დაუდეგრობა წარმოადგენენ ხშირ არასასურველ რეაქციებს ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას. აკატიზია - ეს არის მოძრაობითი დარღვევა, რომელსაც ახასიათებს შინაგანი შფოთვის გრძნობა და მუდმივ მოძრაობაში ყოფნის აუცილებლობა, ასევე ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხეულის გაქან-გამოქანება მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობაში, ფეხების აწევა, რაც ახდენს ადგილზე სიარულის იმიტირებას, და ფეხების გადაჯვარედინება და გამართვა მჯდომარე მდგომარეობაში. ვინადიან კარიპრაზინმა შეიძლება გამოიწვიოს აკატიზია და დაუდეგრობა, ის სიფრთხილით უნდა იქნა გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ აკატიზიის სიმპტომები ან გააჩნიათ მის მიმართ განწყობა. აკატიზია ვითარდება მკურნალობის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პაციენტებზე სათანადო დაკვირვება მკურნალობის პირველ ფაზაში. პროფილაქტიკა მოიცავს დოზის თანდათან ზრდას; სამკურნალო ღონისძიებები მოიცავენ კარიპრაზინის დოზის უმნიშვნელო შემცირებას ან პრეპარატების გამოყენებას ექსტრაპირამიდული სიპტომების კუპირებისათვის. პრეპარატის დოზა შეიძლება კორექტირებული იქნას მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხის და ამტანობის მიხედვით (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”). 

გვიანი დისკინეზია

გვიანი დისკინეზია - სინდრომი, რომელიც მოიცავს პოტენციურად შეუქცევად, რითმულ უნებლიე მოძრაობებს, ძირითადად, ენის და/ან სახის, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს. გვიანი დისკინეზიის სიმპტომების და ნიშნების აღნიშვნისას პაციენტში, რომელიც იღებს კარიპრაზინს, საჭიროა პრეპარატის მოხსნის მიზანშეწონილობის განხილვა.   

პარკინსონის დაავადება

გამოყენებისას პაციენტებში პარკინსონის დაავადებით ანტიფსიქოზურმა სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ფონური დაავადების გამწვავება და გამოიწვიონ პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაძლიერება. ესე იგი, კარიპრაზინის დანიშვნისას პაციენტებში პარკინსონის დაავადებით, ექიმმა სათანადოდ უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი. 

თვალის სიმპტომები/კატარაქტა

კარიპრაზინის წინაკლინიკურ კვლევებში გამოვლენილია ბროლის შემღვრევა/კატარაქტა ძაღლებში (იხ. ნაწილი “გვერდითი მიქმედება”). მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კვლევებში ადამიანებში ბროლის ცვლილებებსა/კატარაქტას და კარიპრაზინის მიღებებს შორის დადგენილი არ არის.  მიუხედავად ამისა, პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ სიმპტომები, პოტენციურად დაკავშირებული კატარაქტასთან, გაგზავილი უნდა იქნან ოფთალმოლოგიურ გამოკვლევაზე და შემდეგ უნდა შეფასდეს თერაპიის გაგრძელების შესაძლებლობა.      

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი 

ანტიფსიქოტიკების გამოყენებისას აღნიშნული იქნა სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომოკომპლექსის -  ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს მიეკუთვნება ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდულობა, კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის ზრდა სისხლის შრატში, ცნობიერების დარღვევა და დარღვევები ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ (პულსის არარეგულარობა, არტერიული წნევის არასტაბილურობა, მომატებული ოფლიანობა და გულის რითმის დარღვევები).

დამატებითი გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს მიოგლობინურიას (რაბდომილიოზს) და თირკმელების მწვავე უკმარისობას. თუ პაციენტს აღენიშნება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი ან გაურკვეველი ეტიოლოგიის მაღალი ცხელება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის დამატებითი კლინიკური გამოვლინებების გარეშე, კარიპრაზინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. 

კრუნჩხვები და კრუნჩხვითი შეტევები 

კარიპრაზინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კრუნჩხვებით ანამნეზში ან დაავადებებით, რომლებსაც თან ახლავს კრუნჩხვითი მზადყოფნის ზღურბლის დაქვეითება. 

ხანდაზმული ასაკის პაციენტები დემენციით 

კარიპრაზინის გამოყენება პაციენტებში დემენციით არ შესწავლილა. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დემენციით საერთო სიკვდილიანობის მომატებული რისკის გამო.    

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის რისკი

ცერებროვასკულარული არასასურველი რეაქციების რისკის დაახლოებით 3-ჯერადი ზრდა აღინიშნებოდა რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტებში დემენციით ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას. რისკის ზრდის მექანიზმი არ არის დადგენილი. არ შეიძლება რისკის ზრდის გამორიცხვა სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების ან პაციენტთა სხვა ჯგუფებში გამოყენებისას. 

დარღვევები გულის და სისხლძარღვთა მხრივ 

- არტერიული წნევის დარღვევები 

კარიპრაზინმა შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატური ჰიპოტენზია, ასევე არტერიული ჰიპერტენზია (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”). კარიპრაზინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. რომლებიც განწყობილნი არიან არტერიული წნევის ცვლილებებისადმი. აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლირება.

- ეკგ ცვლილებები

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, შეიძლება აღინიშნოს Qt ინტერვალის გახანგრძლივება. 

Qt ინტერვალის გახანგრძლივების შესწავლაზე მიმართულ კლინიკურ კვლევებში, კარიპრაზინის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით არ აღინიშნებოდა Qt ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. ნაწილი “ფარმაკოდინამიკა”). კლინიკურ კვლევებში დარეგისტრირებული იყო Qt ინტერვალის გახანგრძლივების სულ რამდენიმე შემთხვევა კარიპრაზინის მიღებისას, რომლებიც არ შეესაბამებოდა სერიოზულობის კრიტერიუმებს (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”). ამგვარად, კარიპრაზინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და პაციენტებში Qთ ინტერვალის გახანგრძლივებით ოჯახურ ანამნეზში, ასევე პაციენტებში, როლებიც იღებენ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ Qთ ინტერვალის გახანგრძლივების გამოწვევა (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”).   

- ვენური თრომბოემბოლია

ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას დარეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები. ვინაიდან პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, ხშირად აღინიშნება ვენური თორმბოემბოლიის შეძენილი რისკ-ფაქტორები, აუცილებელია ვენური თორმბოემბოლიის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორების გამოვლენა კარიპრაზინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს და მიღებული იქნას პროფილაქტიკური ზომები. 

ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი 

პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, სიმსუქნე, დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში) ატიპიური ანტიფსიქოტიკებით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა სისხლის შრატში გლუკოზის შემცველობის სათანადო კონტროლი. კარიპრაზინის კლინიკურ კვლევებში დარეგისტრირებული იყო არასასურველი მოვლენები, დაკავშირებული გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებებთან (იხ. ნაწილი “ფარმაკოდინამიკა”). 

რეპროდუქციული ასაკის ქალები 

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის მაღალეფექტური საშუალებები კარიპრაზინის მიღებისას და, როგორც მინიმუმ, 10 კვირა მიღების დასრულების შემდეგ (იხ. ნაწილები “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და “გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”). ქალებმა, რომლებიც იყენებენ სისტემური მოქმედების ჰორმონალურ საშუალებებს, დამატებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის მეორე, ბარიერული მეთოდი. 

სხეულის მასის ცვლილება

კარიპრაზინის მიღებისას აღინიშნებოდა სხეულის მასის მნიშვნელოვანი ზრდა. პაციენტებმა რეგულარულად უნდა გააკონტროლონ სხეულის მასა (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”). 

დახმარე ნივთერებები 

შეიცავენ საღებავს წითელს მომხიბვლელს (E 129), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. 

ზემოქმედება სატრასპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე 

კარიპრაზინი ახდენს სუსტ ან ზომიერ ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პოტენციურად საშიში მექანიზმების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვის მიმართ, მანამდე, სანამ არ იქნებიან დარწმუნებულნი, რომ პრეპარატი რეაგილა არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მათ უნარებზე.          

შეფუთვა

7 კაფსულა პვქ/პე/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 

შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლის ზემოქედებისაგან დასაცავად. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობის ვადა 

5 წელი.  ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

გაცემის პირობები რეცეპტით. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy