Gliatilin - გლიატილინი 1000მგ 4მლ 3 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 31,16 GEL რეგულარული ფასი 32,80 GEL
მარაგშია
SKU
2924_655
გლიატილინი წარმოადგენს ორიგინალურ ნაერთს, რომელიც მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტურების ჯგუფს, რომლიც ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთ

გამოყენების ინსტრუქცია

გლიატილინი

(Gliatilin)

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: ქოლინის ალფოსცერატი (Choline alphoscerate)

შემადგენლობა:

საინექციო ხსნარის ერთი ამპულა (4 მლ) შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი: ქოლინის ალფოსცერატი – 1000 მგ

არააქტიური ინგრედიენტები: საინექციო წყალი ქ.ს. 4 მლ-მდე.

ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტი: ქოლინის ალფოსცერატი – 400 მგ

არააქტიური ინგრედიენტები: გაწმენდილი წყალი – 140 მგ, გლიცერინი – 50 მგ

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი 152 მგ, ეზიტოლი – 41 მგ, სორბიტანი – 33 მგ, ნატრიუმის ეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი – 0,8 მგ, ნატრიუმის პროპელ-პ-ჰიდროქსიბენზოატი – 0,4 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) – 2,4 მგ, რკინის (III) მეტაჰიდროქსიდი (E172) – 1,1 მგ.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება.

კოდი ATX: N07AX02.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გლიატილინი წარმოადგენს ორიგინალურ ნაერთს, რომელიც მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტურების ჯგუფს, რომლიც ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას. დადგენილია, რომ გლიატილინი ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.

მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება შემდეგს: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქოლინ ალფოსცერატი იშლება ფერმენტების ზემოქმედებით ქოლინად და გლიცეროფოსფატად: ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (AX) ბიოსინთეზში – ნერვული აგღზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორი;

გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. ამგვარად, გლიატილინი აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიკურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. გლიატილინი აუმჯობესებს ცერებრულ სისხლმიმოქცევაზე, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას საშუალოდ აბსორბირდება შეყვანილი დოზის 88%. მისი ელიმინაცია წარმოებს, ძირითადად, ფილტვებით – ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) სახით. პრეპარატის დაახლოებით 15% გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.

ფარმაკოდინამიკა

ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი ახდენს დოზა დამოკიდებულ აცეტილქოლინის გამოყოფის სტიმულირებას ნეიროტრანსმისიის ფიზიოლოგიურ პირობებში.

გლიატილინი, წარმოადგენს რა, ერთი მხრივ, ქოლინის დონორს, ზრდის აცეტილქოლინის სინთეზსს, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს ნეიროტრანსმისიაზე, მეორე მხრივ, წარმოადგენს გლიცეროფოსფატის დონორს, რომელიც მონაწილეობს ფოსფატიდილქოლინის სინთეზში (მემბრანული ფოსფოლიპიდი), რის შედეგად უმჯობესდება მემბრანული ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს სინაფსურ ტრანსმისიაზე.

გამოყენების ჩვენებები

- თავის ქალისა და ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი ძირითადად თავის ტვინის ღეროს დაზიანების შემთხვევაში (გონების დაკარგვა, კომატოზური მდგომარეობა, კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომები).

- დეგენერაციული ან ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის შედეგებით, როგორიცაა: აზროვნების უნარის პირველადი ან მეორადი დარღვევები ასაკოვნებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, დეზორიენტაცია.

- მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, ქცევის და ემოციური მდგომარეობის შეცვლა: ემოციური ცვალებადობა, გაღიზიანება, ინტერესის არქონა.

- ფსევდომელანქოლია ასაკოვნებში.

წინააღმდეგჩვენება

დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტიცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გვერდითი ეფექტები

მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება

იგი გავლენას არ ახდენს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზირება

მწვავე მდგომარეობების დროს გლიატილინი შეჰყავთ კუნთში, ან ვენაში (ნელა) 1,0 გ (1 ამპ.) დღეში.

ქრონიკული ცერებროვასკულური უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატილინი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 კაფსულა), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 3-6 თვეს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა

გლიატილინი საინექციო ხსნარი: შეფუთვა მოიცავს 3 ამპულას 4მლ თითო (პრეპარატის 1000 მფ ამპულაში). ამპულები პლასტიკურ კონტეინერში და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

გლიატილინი კაფსულები: შეფუთვა მოიცავს 14 კაფსულას პვხ/ალუმინის ბლისტერში და მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა: ამპულები – 5 წელი. კაფსულები – 3 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 25°ჩ

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქებიდან გაცემა

ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი: იტალფარმაკო, იტალია

“ITALFARMACO” S.p.A. V.le Fulvio Testi, 330, 1-20126 Milano – Italy.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა3
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy