Ketya - კეტია 100მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება:დიდი დეპრესიული ეპიზოდები ბიპოლარული აშლილობის თანმხლებით,შიზოფრენია.
კეტია 100მგ შემოგარსული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისტვის
• აქტიური სუბსტანცია: 100მგ ქვეტიაპინი (100მგ ქვეტიაპინის ეკვივალენტური 115.132მგ ქვეტიაპინის ფუმარატი);
• ექსციპიენტები:
ლაქტოზა (საქონლის რძე), პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, Oპადრყ II ჭჰიტე (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, PEG 3350, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172, ყვიტელი ქინოლონის ალუმინის ლაქი).
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
• თუ თქვენ გაქვთ დამატრებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვას.
• ამ წამლის გამოყენებისას თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
• ზუსტად დაიცავით გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაცია; გამოიყენეთ მხოლოდ თქვენთვის რეკომენდებული დოზა; არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში:
1. რა არის კეტია და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა გაითვალისწინოთ კეტიას გამოყენებამდე?
3. როგორ გამოიყენება კეტია?
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. კეტიას შენახვა
1. რა არის კეტია და რისთვის გამოიყენება?
ketia ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 100მგ 30 და 60 შემოგარსულ ტაბლეტს. შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის მრგვალი ტაბლეტები.
კეტია შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომელიც გამოიყენება ერთგვარი ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზურები, რომელიც შეიცავს ქვეტიაპინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას.
წამლების ეს ჯგუფი ეფექტურია შემდეგი ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ:
• დიდი დეპრესიული ეპიზოდები ბიპოლარული აშლილობის თანმხლებით: ამ შემთხვევაში თავს სევდიანად გრძნობთ. შეიძლება იგრძნოთ პესიმიზმი, დანაშაულის გრძნობა, ენერგიის დაკარგვა, მადის დაქვეითება და უძილობა.
• ბიპოლარული აშლილობის დროს მანიის ზომიერი-მძიმე ეპიზოდები: თქვენ ხდებით ზედმეტად აღფრთოვანებული, აღელვებული, ბედნიერი, ცნობისმოყვარე ან ჰიპერაქტიური (ჩვეულებრივზე ნაკლები ძილი გჭირდებათ, უფრო მოლაპარაკე ხართ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ აზრები ან იდეები სწრაფად ქრებიან); ან არსებობს სისუსტე თქვენი გადაწყვეტილების მიღების უნარში, მათ შორის აგრესიული ან დესტრუქციული ქცევა.
• მანიის და დეპრესიული ეპიზოდების პერევენციაში ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც ადრე უპასუხეს ქვეტიაპინის თერაპიას.
• შიზოფრენია: შეიძლება მოისმინოთ ან იგრძნოთ ის, რაც სინამდვილეში არ არის; გჯერათ ის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს ან გრძნობთ უცნაურ ეჭვებს, შფოთვას, დაბნეულობას, დანაშაულის გრძნობას, დაძაბულობას, მოწყენილობას.
ექიმმა შეიძლება გააგრძელოს თქვენთვის კეტიას დანიშნულება სიმპტომების განმეორების თავიდან ასაცილებლად როცა თავს უკეთ გრძნობ.
2. რა უნდა გაითვალისწინოთ კეტიას გამოყენებამდე
კეტია არ უნდა გამოიყენონ ხანდაზმულმა პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ტვინის ფუნქციის დაქვეითება (დემენცია), რაც იწვევს მეხსიერების და აზროვნების დაქვეითებას. ამის მიზეზი არის ის, რომ ამ ჯგუფის მედიკამენტებმა, მათ შორის კეტიამ შეიძლება გაზარდოს ინსულტისა და სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.
კეტიას და ამ კლასის სხვა პრეპარატების კლინიკურ კვლევებში მოხსენებული იყო სიკვდილის გაზრდილი რისკი ხანდაზმულ პაციენტებში, დემენციით და ქცევითი დარღვევებით. კეტია არ არის ნებადართული ასეთი გამოყენებისთვის.
არსებობს შესაძლებლობა, რომ ანტიდეპრესანტების გამოყენებამ, განსაკუთრებით ბავშვებში და 24 წლამდე ახალგაზრდებში, შეიძლება გაზარდოს სუიციდური აზრები ან ქცევები. ამ მიზეზით, თქვენი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენ ქცევას მოულოდნელი ცვლილებების შემთხვევაში, როგორიცაა მოუსვენრობა, ჰიპერაქტიურობა ან თვითმკვლელობის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით თქვენი მკურნალობის დასაწყისში და პირველ თვეებში ან დოზის გაზრდის/შემცირების ან შეწყვეტის დროს. დაურეკეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, თუ გაქვთ სუიციდური აზრები ან ქცევა ან საკუთარი თავის ზიანის მიყენების აზრები გაგიჩნდებათ.
კეტიას გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
არ გამოიყენოთ კეტია შემდეგ შემთხვევებში:
თუ:
• ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგია) სამკურნალწამლო ნივთიერების ქვეტიაპინის ან კეტიას რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია),
• თქვენ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
- აივ სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა დიდანოზინი, ლოპინავირი, რიტონავირი),
- აზოლის კლასის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი),
- ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ერითრომიცინი და კლარითრომიცინი, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ,
- დეპრესიის ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ნეფაზოდონი,
თუ არ ხართ დარწმუნებული, კეტიას მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენეთ კეტია სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
თუ:
• თქვენ ან თქვენს ოჯახში ვინმეს გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება (მაგალითად, არითმია, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან თუ იღებთ რაიმე წამალს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს გულისცემაზე),
• თქვენი არტერიული წნევა დაბალია,
• თქვენ გქონდათ ინსულტი და განსაკუთრებით თუ მოხუცებული ხართ,
• გაქვთ ღვიძლის დაავადება,
• გქონიათ კრუნჩხვა,
• გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. როდესაც იყენებთ კეტიას, თქვენს ექიმს შეუძლია გააკონტროლოს თქვენი სისხლში შაქრის დონე.
• წარსულში დადგინდა, რომ თქვენი ლეიკოციტების რაოდენობა დაბალი იყო რაიმე მიზეზით, გამოწვეული ან დაკავშირებული მედიკამენტებთან,
• თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი დემენციით (თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითებით). კეტია არ უნდა იქნას გამოყენებული; რადგან კეტიას შეუძლია გაზარდოს ინსულტის ან, ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში, იმ ჯგუფის წამლებით, რომელსაც იგი მიეკუთვნება.
• ვინაიდან ამ ჯგუფის პრეპარატები ასოცირდება თრომბის წარმოქმნასთან, თუ თქვენ ან თქვენს ოჯახს გაქვთ ვენაში სისხლის შედედების ისტორია,
• გაქვთ ან განიცადეთ სუნთქვის გაზნელების ხანმოკლე პერიოდები (გამოხატული, როგორც ძილის აპნოე) ნორმალური ღამის ძილის დროს და მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ ანელებს ტვინის ნორმალურ აქტივობას (დეპრესანტები),
• გაქვთ მდგომარეობა, როდესაც არ შეგიძლიათ შარდის ბუშტის სრულად დაცლა (შარდის შეკავება), გადიდებული პროსტატა, ნაწლავთა გაუვალობა ან თვალშიდა წნევის მომატება. ეს პირობები ზოგჯერ გამოწვეულია მედიკამენტებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე („ანტიქოლინერგულები“) გარკვეული სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ.
• გაქვთ ვენების პრობლემა. კეტიას აქვს ვენური ოკლუზიის გამოწვევის იშვიათი რისკი. ყველა რისკ-ფაქტორი უნდა განისაზღვროს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს და უნდა იქნას მიღებული აუცილებელი სიფრთხილის ზომები.
• გაქვთ ალკოჰოლიზმის ან ნარკომანიის ისტორია.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი კეტიას გამოყენების შემდეგ გეხებათ თქვენ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
• ცხელება, კუნთების ძლიერი სიმტკიცე, ოფლიანობა და გონების დაკარგვა ერთად, რაც ცნობილია როგორც ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი. ამან შეიძლება მოითხოვოს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა.
• სახის ან ენის ძირითადად უკონტროლო მოძრაობები;
• თავბრუსხვევა ან ძლიერი ძილიანობა. ამან შეიძლება გაზარდოს შემთხვევითი ტრავმის (დაცემის) რისკი ხანდაზმულ პაციენტებში.
• კრუნჩხვები,
• ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).
ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის მედიკამენტებით.
აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ თქვენ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
• ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი ან სხვა ინფექცია, რომელიც შეიძლება იყოს სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის შედეგი; შეიძლება საჭირო გახდეს კეტიას მიღების ან/და მკურნალობის შეწყვეტა.
• ყაბზობა მუცლის მუდმივი ტკივილით ან ყაბზობა რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას; რადგან შეიძლება მოჰყვეს ნაწლავის უფრო სერიოზული გაუვალობა.
• სუიციდური აზრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება
თუ დეპრესიაში ხართ, შეიძლება დროდადრო ფიქრობთ თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე. ასეთი აზრები შეიძლება გაძლიერდეს მკურნალობის დასაწყისში. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ტიპის მედიკამენტი ჩვეულებრივ სარგებელს იძლევა 2 კვირაში ან ზოგჯერ უფრო მეტი ხნის შემდეგ. ეს აზრები ასევე შეიძლება გაიზარდოს, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მედიკამენტების მიღებას. თუ ზრდასრული ახალგაზრდა ხართ, უფრო სავარაუდოა, რომ ასეთი აზრები გაგიჩნდეთ. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ვარაუდობს, რომ სუიციდური აზრების და/ან სუიციდური ქცევის რისკი იზრდება დეპრესიის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე ან თვითმკვლელობაზე ნებისმიერ დროს, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს, უთხრათ ახლო მეგობარს ან ნათესავს, რომ დეპრესიაში ხართ და სთხოვოთ, წაიკითხონ პაციენტის საინფორმაციო ჩანართი.
შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გითხრათ, ფიქრობენ თუ არა რომ თქვენი სიმპტომები უარესდება, ან თუ აწუხებთ თქვენს ქცევაში სხვა ცვლილებები.
• წამალთან დაკავშირებული გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
ფართოდ გავრცელებული ქავილი, მომატებული სხეულის ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლში დარღვევები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების ჩართვა (წამალთან დაკავშირებული გამონაყარი ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი სისტემური სიმპტომებით და ეოზინოფილია ცნობილი როგორც DRESS)
თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ კეტიას გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიიღეთ სამედიცინო დახმარება.
წონის მომატება
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კეტიას დაფიქსირდა წონის მომატება. თქვენ და ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი წონა.
ბავშვები და მოზარდები
კეტია არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები ეხება თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.
კეტიას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
კეტიას მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას. კეტიას და ალკოჰოლის ერთობლივმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი კეტიათი მკურნალობის დროს. მას შეუძლია შეცვალოს წამლის მოქმედების მექანიზმი.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, კეტიას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე კეტია არ უნდა მიიღოთ.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში ახალშობილები, რომლებიც ექვემდებარებიან ანტიფსიქოზურ პრეპარატებს (ეფექტური ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია და ფსიქოზური დეპრესია) მშობიარობის შემდგომ ემუქრებათ კუნთების არანორმალური მოძრაობების და/ან მოხსნის სიმპტომების რისკს. ეს სიმპტომები მოიცავს მოუსვენრობას, კუნთების გადაჭარბებულ დაძაბულობას, კუნთების დაძაბულობის დაკარგვას, კანკალს, ძილიანობას, რესპირატორულ დისტრესს ან არასრულფასოვან კვებას. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი განვითარდება თქვენს ბავშვში, უნდა მიმართოთ ექიმს.
მკურნალობის დროს, თუ შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კეტიას გამოყენებისას მეძუძურმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ ლაქტაციას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. არ მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ არ გაიგებთ, როგორ იმოქმედებს ეს ტაბლეტები თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტიას ინგრედიენტებში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
კეტია შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გეტყვით, რომ მგრძნობიარე ხართ ნებისმიერი ტიპის შაქრის მიმართ, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
არ გამოიყენოთ კეტია შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
• ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება შიდსის (აივ) სამკურნალოდ (როგორიცაა აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა დიდანოზინი, ლოპინავირი, რიტონავირი),
• აზოლის კლასის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი),
• ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
• დეპრესიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ნეფაზოდონი,
აცნობეთ თქვენს ექიმს განსაკუთრებით თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს.
• ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი,
• მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები,
• ბარბიტურატები (უძილობის სამკურნალოდ),
• თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატი).
• წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულისცემაზე: მაგალითად, მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტების დისბალანსს (კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), როგორიცაა შარდმდენები (შეშუპების შემამსუბუქებელი) ან ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები),
• წამლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა,
• მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციაზე („ანტიქოლინერგულები“) გარკვეული სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, სანამ შეწყვეტთ რომელიმე მედიკამენტის მიღებას.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რაიმე მედიკამენტს რეცეპტით ან ურეცეპტოდ, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნარკოტიკების სკრინინგი შარდში
თუ ჩატარდა შარდში ნარკოტიკის სკრინინგი, ზოგიერთი ტესტის მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი შედეგი მეთადონზე ან ზოგიერთ წამალზე რომელსაც ეწოდება ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაშინაც კი, თუ თქვენ არ იყენებთ მათ დეპრესიისთვის კეტიას გამოყენების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს შედეგების გადამოწმება უფრო სპეციფიკური ტესტებით.
3.როგორ გამოიყენება კეტია?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე:
ყოველთვის მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები კეტიას გამოყენებისას.
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებულია თქვენს დაავადებაზე და საჭიროებებზე; მაგრამ ეს ჩვეულებრივ იქნება 150 მგ-დან 800 მგ-მდე.
მიღების გზა და მეთოდი:
• ტაბლეტებს მიიღებთ დღეში ერთხელ ძილის წინ ან დღეში ორჯერ, თქვენი დაავადების მიხედვით.
• გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად, წყალის დაყოლებით.
• შეგიძლიათ მიიღოთ ტაბლეტები, როცა გშიათ ან ჭამის დროს.
• კეტიას გამოყენებისას არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს წამლის მოქმედებაზე.
• არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:
კეტიას გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ ხანდაზმული ხართ, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კეტიას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი კეტია, ვიდრე საჭიროა გამოსაყენებლად
თუ თქვენ იყენებდით კეტიას იმაზე მეტ დოზას ვიდრე საჭიროა გამოსაყენებლად, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ მეტი კეტია, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ, შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა, თავბრუსხვევა და არანორმალური გულისცემა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს და მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ კეტიას ტაბლეტები.
თუ დაგავიწყდათ კეტიას მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსაციის მიზნით.
თუ ტაბლეტის მიღების დრო, რომლის მიღება დაგავიწყდათ, არ არის ძალიან ახლოს შემდეგი დოზის მიღების დრიოსთან, მიიღეთ იგი დაუყოვნებლივ.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კეტიათი თერაპიის შეწყვეტისას
თუ მოულოდნელად შეწყვეტთ კეტიას მიღებას, შეიძლება ვერ დაიძინოთ (უძილობა) ან განვითარდეს გულისრევა ან თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა ან მოუსვენრობა.
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის თანდათანობით შემცირება, მკურნალობის შეწყვეტამდე.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გვხვდება ყველას, ამ მედიკამენტმა, ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ კეტიას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში:
• სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი.
• ალერგიული რეაქციები კანის ბუშტუკების ჩათვლით, კანის შეშუპება და პირის ღრუს შეშუპება.
• კანზე უეცარი ბუშტუკები, ჩვეულებრივ, თვალების, ტუჩების და ყელის ირგვლივ (ანგიონევროზული შეშუპება).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გივითარდებათ ერთ-ერთი ასეთი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია კეტიაზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს გვერდითი ეფექტები იშვიათია.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს მინიმუმ 10-დან 1 პაციენტში.
ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
კეტიას სხვა გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი:
• თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე,
• ძილიანობა (შეიძლება გაიაროს დროთა განმავლობაში, როდესაც გააგრძელებთ კეტიას მიღებას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
• მოხსნის სიმპტომები (კეტიას შეწყვეტის მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა უძილობა (უძილობა), გულისრევა, თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა და მოუსვენრობა). რეკომენდებულია პრეპარატის თანდათანობითი შეწყვეტა 1-დან 2 კვირამდე.)
• წონის მომატება,
• კუნთების არანორმალური მოძრაობები. მათ შორისაა კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულე, ტრემორი, დისკომფორტი ან კუნთების უმტკივნეულო სიმტკიცე.
• გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდები და მთლიანი ქოლესტერინი) რაოდენობის ცვლილება.
ხშირი:
• გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია),
• ძლიერი გულისცემის შეგრძნება, ძალიან სწრაფი გულისცემა ან გულისცემას შორის ამოვარდნები;
• ყაბზობა, კუჭის მხრივ დარღვევები (მონელების დარღვევა)
• გადაღლისა და სისუსტის განცდა,
• ხელების ან ფეხების შეშუპება,
• არტერიული წნევის დაქვეითება ფეხზე დგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია) და შედეგად თავბრუსხვევის ან დაღლილობის შეგრძნება (რაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემამდე)
• სისხლში შაქრის მომატება,
• ბუნდოვანი ხედვა,
• არანორმალური სიზმრები და კოშმარები,
• შიმშილის გრძნობა (მადის მომატება),
• გამღიზიანებლების მიმართ გადაჭარბებული მგრძნობელობა,
• საუბრისა და გამოთქმის სირთულე,
• დეპრესიის და სუიციდური აზრების გალიერება,
• ჰაერის უკმარისობა;
• ღებინება (განსაკუთრებით ხანდაზმულებში),
• ცხელება,
• სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება,
• გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება,
• სისხლში გაზომილი ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება,
• სისხლში პროლაქტინის ჰორმონის რაოდენობის მომატებაა. იშვიათ შემთხვევებში, პროლაქტინის ჰორმონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- მკერდის შეშუპება და რძის მოულოდნელი გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში.
- ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა) ან მენსტრუაციის დარღვევა ქალებში.
არახშირი
• კრუნჩხვები,
• ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის ბუშტუკები, კანის შეშუპება და პირის ღრუს შეშუპება,
• მოუსვენარი ფეხების სინდრომი,
• ყლაპვის გაძნელება,
• უნებლიე მოძრაობები განსაკუთრებით სახის და ენის,
• სექსუალური აქტივობის დარღვევა,
• დიაბეტი,
• გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება, რომელიც შეინიშნება ეკგ-ში (QT გახანგრძლივება),
• მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს ნორმაზე ნელი გულისცემა და შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული წნევის დაქვეითებასთან და გულის წასვლასთან,
• შარდვის გაძნელება,
• დაღლილობა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
• ცხვირის შეშუპება,
• სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება,
• სისხლში ნატრიუმის რაოდენობის შემცირება,
• სისხლის თეთრი უჯრედებიდან ერთ-ერთი ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება,
• ადრე არსებული დიაბეტის გაუარესება.
იშვიათი:
• ცხელების, ოფლიანობის, კუნთების გამკვრივების, ძლიერი ძილიანობის ან სისუსტის ერთობლიობა (აშლილობა სახელწოდებით „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“),
• კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე),
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
• პრიაპიზმი (ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია),
• სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი გამომუშავება (გალაქტორეა),
• მენსტრუაციის დარღვევა,
• სისხლის შედედება (ფეხებში შეშუპების, ტკივილისა და სიწითლის ნიშნები), განსაკუთრებით ფეხის ვენებში, რომელიც სისხლძარღვების მეშვეობით ფილტვებში გადადის და იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• სიარული, საუბარი, ჭამა და სხვა აქტივობების შესრულება ძილში,
• სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია),
• პანკრეასის ანთება
• მდგომარეობა, რომელიც არის სამი ან მეტი შემდეგი მდგომარეობის კომბინაცია (ასევე უწოდებენ მეტაბოლურ სინდრომს): მუცლის ცხიმის მომატება, "კარგი ქოლესტერინის" (HDL-C) დაქვეითება, სისხლში ცხიმის ტიპის მატება, რომელსაც ეწოდება ტრიგლიცერიდები. მაღალი წნევა და სისხლში შაქრის მომატება,
• მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება აგრანულოციტოზი; სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა ცხელებით, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ყელის ტკივილით ან სხვა ინფექციით,
• ნაწლავთა გაუვალობა,
• სისხლში კრეატინ-ფოსფოკინაზას დონის მომატება (კუნთებში არსებული ნივთიერება),
• სუნთქვის შეწყვეტის ხანმოკლე პერიოდები ნორმალური ღამის ძილის დროს (ძილის აპნოე).
ძალიან იშვიათი:
• ძლიერი გამონაყარი, შეშუპება და წითელი მუწუკები კანზე,
• მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი,
• კანის უეცარი შეშუპება, განსაკუთრებით თვალების, ტუჩების და ყელის ირგვლივ (ანგიოედემა),
• კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების მწვავე აქერცლვა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი),
• შარდის მოცულობის მარეგულირებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია,
• კუნთოვანი ბოჭკოების განადგურება და ტკივილი კუნთებში (რაბდომიოლიზი).
უცნობი:
• არარეგულარული წითელი ლაქები კანზე გამონაყართან ერთად (მულტიფორმულიერითემა),
• სერიოზული და უეცარი ალერგიული რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, ბუშტუკების წარმოქმნა კანზე და აქერცვლა,
• წამლის მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსული ქალების მიერ კეტიას გამოყენების გამო,
• დამბლა
წამლების ჯგუფმა, რომელშიც ჩართულია კეტია შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სერიოზული და ფატალური დარღვევები.
ზოგიერთი არასასურველი ეფექტი შეიძლება შეინიშნოს მხოლოდ სისხლის ანალიზის დროს. ეს მოიცავს ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდები და მთლიანი ქოლესტერინი) რაოდენობის გაზრდას, სისხლში შაქრის მომატებას, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილებას, ღვიძლის ფერმენტების მომატებას, სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირებას, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებას, სისხლში კრეატინ-ფოსფოკინაზას (კუნთებში არსებული ნივთიერება) რაოდენობა და სისხლში პროლაქტინის ჰორმონების მომატებული რაოდენობა. პროლაქტინის ჰორმონის მატებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პირობები:
- მკერდის შეშუპება და რძის მოულოდნელი გამომუშავება ქალებსა და მამაკაცებში
- ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა) ან მენსტრუაციის დარღვევა ქალებში
ბავშვები და მოზარდები
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, რომელიც ვლინდება მოზრდილებში, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები ვლინდება მხოლოდ ბავშვებში და მოზარდებში.
ძალიან ხშირი:
• სისხლში ჰორმონის მომატება რომელსაც ეწოდება პროლაქტინი. იშვიათ შემთხვევებში, პროლაქტინის ჰორმონის მატებას შეიძლება მოჰყვეს:
- მკერდის შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი წარმოქმნა ბიჭებსა და გოგოებში
- ამენორეა ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა გოგონებში
• მადის მომატება,
• ღებინება,
• კუნთების არანორმალური მოძრაობები. მათ შორისაა კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულე, ტრემორი, დისკომფორტი ან კუნთების უმტკივნეულო გამაგრება.
• არტერიული წნევის მომატება.
ხშირი:
• სისუსტის შეგრძნება (შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა),
• ცხვირის გაგუდვა,
• მოუსვენრობა.
თუ გივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. კეტიას შენახვა
შეინახეთ კეტია ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და მის შეფუთვაში.
ის უნდა ინახებოდეს ოთახის, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ კეტია შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account