Kloritol - კლორიტოლი 150მგ 10 ვაგინალური სუპოზიტორია
ჩვენება: „სოკოს საწინააღმდეგო“ მედიკამენტი; საშოს და საშოს გარშემო კანის ინფექციების სამკურნალო საშუალება, სოკოებით და საფუარებით გამოწვეული ინფექციები
კლორიტოლი
Kloritol
ეკონაზოლის ნიტრატი
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას გავს
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4
ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის კლორიტოლი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ კლორიტოლის მიღებამდე
როგორ მიიღება კლორიტოლი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება კლორიტოლი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის კლორიტოლი და რისთვის გამოიყენება
მედიკამენტის დასახელებაა კლორიტოლი 150მგ პესარია. ჩანართში ეწოდება „კლორიტოლი“. კლორიტოლი არის მყარი, ტორპედოს ფორმის ოვულა. საშოში მოთავსების შემდეგ გამოყოფს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ეკონაზოლის ნიტრატი.
მიეკუთვნება „სოკოს საწინააღმდეგო“ მედიკამენტების ჯგუფს. კლორიტოლი გამოიყენება საშოს და საშოს გარშემო კანის ინფექციების სამკურნალოდ.
სოკოებით და საფუარებით (Candida) გამოწვეული ინფექციები.
2.რა უნდა იცოდეთ კლორიტოლის მიღებამდე
არ გამოიყენოთ კლორიტოლი თუ:
- ხართ ალერგიული ეკონაზოლის ნიტრატის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6).
-თუ ხართ ალერგიული სხვა მედიკამენტის მიმართ, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
-თუ ხართ 16 წელზე უმცროსი ასაკის
არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ ზემოთ აღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში კლორიტოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
კლორიტოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
- იყენებთ საშოს სამკურნალო სხვა მედიკამენტებს.
თუ ამ მედიკამენტის გამოყენებისას სხვა ტიპის კონტრაცეპტივს იღებთ მიმართეთ ექიმს თუ:
-იყენებთ კონტრაცეფციის „ბარიერულ“ მეთოდს. ეს მოიცავს კონდომებს ან დიაფრაგმებს. კლორიტოლმა შეიძლება დააზიანოს რეზინა და შეაფერხოს მათი მოქმედება.
-თუ იყენებთ სპერმიციდულ კონტრაცეფციულ საშუალებებს.
სხვა მედიკამენტები და კლორიტოლი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ საშუალებებსაც.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს თუ იღებთ:
-სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულაციურებს) როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს ანტიკოაგულაციური საშუალების სათანადო მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის, კვლავ შეძლებთ კლორიტოლის გამოყენებას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ მედიკამენტის მოქმედება ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.
3. როგორ მიიღება კლორიტოლი
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პესარიას გამოყენება
- ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისას.
-ერთი პესარია მოათავსეთ საშოში, ძილის წინ (ეს ეხმარება ადგილზე დარჩენაში), სამი მომდევნო დღის განმავლობაში.
-არ გადაყლაპოთ პესარია.
თუ გადაყლაპეთ კლორიტოლი
პესარიას შეჭმის ან გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტი, ეს პრეპარატიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ კლორიტოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
- სახის ან ყელის უეცარი შეშუპება. ბუშტუკები (აგრეთვე ცნობილი როგორც ბუშტუკოვანი გამონაყარი ან ურტიკარია), კანის მწვავე გაღიზიანება, სიწითლე ან ბუშტუკები. ეს შეიძლება იყოს მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნებით (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში).
სხვა გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
-კანის ქავილი
-წვის შეგრძნება (კანზე)
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
- გამონაყარი
- წვის შეგრძნება (საშოს ირგვლივ ან საშოში)
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
-კანის სიწითლე
უცნობი სიხშირე:
- ტკივილი, შეშუპება ან გაღიზიანება (საშოს ირგვლივ ან საშოში)
-კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი)
-კანის აქერცვლა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
5. როგორ ინახება კლორიტოლი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25 ºC ტემპერატურისა.
ინახება სითბოს და მზის სინათლისგან დაცულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ კლორიტოლი:
- ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
-თუ პლასტმასის შეფუთვა დაზიანებულია ან ნაკლულია.
მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფახოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კლორიტოლი პესარია:
აქტიური ნივთიერებაა ეკონაზოლის ნიტრატი
პესარია შეიცავს 150მგ ეკონაზოლის ნიტრატს.
სხვა ინგრედიენტი მყარი ცხიმი და ტრიგლიცერიდები, საშუალო ჯაჭვი (მირიტოლი 318).
კლორიტოლი 150მგ პესარია № 10. 5 პესარია შეფუთულია პვქ/პე ბლისტერში პირველადი შეფუთვის სახით. ორი ბლისტერი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account