Triplixam - ტრიპლიქსამი 10/2.5/10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 33,81 GEL
მარაგშია
SKU
43679_193

ჩვენება:ტრიპლიქსამი წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის  სამკურნალოდ.

1. რას წარმოადგენს ტრიპლიქსამი და რისთვის გამოიყენება

ტრიპლიქსამი არის სამი აქტიური კომპონენტის: პერინოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინაცია. ეს არის ანტიჰიპერტენზიული საშუალება, მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ. 

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კომბინაციას პერინდოპრილი/ინდაპამიდი ფიქსირებული დოზით და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, შეიძლება მიიღონ ტრიპლიქსამის ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე აქტიურ კომპონენტს, იგივე რაოდენობით. 

ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ თქვენს არტერიულ წნევას:

• პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ის აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც უადვილებს გულს მათში სისხლის გადატუმბვას. 

• ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება (რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება სულფონამიდის წარმოებულები ინდოლის ბირთვით). დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმლით წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან იმით, რომ იწვევს წარმოქმნილი შარდის რაოდენობის მხოლოდ მცირედ გაზრდას. 

• ამლოდიპინი არის კალციუმის არხების მაბლოკირებელი (მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნებით და სისხლი ადილად მოძრაობს მათ სანათურში. 

2. რისი ცოდნაა საჭირო ტრიპლიქსამის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ტრიპლიქსამი

• თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინგიბიტორების, ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი განყოფილებაში 6), 

• თუ ადრე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე ან სხვა ვითარებაში, თქვენ ან თქვენს ნათესავებს გივითარდებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლერი ქავილი ან კანის მწვავე გამონაყარი, (მგომარეობა, რომელსაც ეწოდება კვინკეს შეშუპება),

• თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან თქვენ გაწუხებთ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაავადებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება), 

• თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ გულის არანამკურნალები დეკომპენსირებული უკმარისობა (წყლის მწვავე შეკავება, სუნთქვის გაძნელება), 

• თუ თქვენ გაქვთ აორტის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ვერ აწვდის საკმარისი რაოდენობით სისხლს ორგანიზმს),

• თუ გაქვთ გულის შეტევის შემდგომი გულის უკმარისობა,

• თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),

• თუ გაქვთ კალიუმის დაბალი დონე, 

• თუ გაქვთ თირკმელების სეროიზული დაავადება, როდესაც შემცირებულია თირკმელებთან სისხლის მიდინება (თირკმლის არტერიის სტენოზი),

• თუ თქვენ იტარებთ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. გამოყენებული აპარატიდან გამოდინარე შეიძლება, რომ ტრიპლიქსამი თქვენთვის მისაღები არ იყოს, 

• თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადება (ტრიპლიქსამის მიღებისას დოზებით 10მგ/2,5მგ/5მგ და 10მგ/2,5მგ/10მგ), 

• თუ თქვენ ხართ ორსულად, 3 თვეზე მეტი ვადით (ასევე არ არის რეკომენდებული ტრიპლიქსამის მიღება ორსლობის ადრეულ ვადებზეც - იხ. განყოფილება ორსულობა),

• თუ გაქვთ დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ალისკირენის შემცველ პრეპარატებს,

• თუ თქვენ იღებდით ან ამჟამად ღებულობთ საკუბიტრილს და ვალსარტანს – გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება, რადგან, იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი  (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება, მაგალითად ყელის არეში) (იხ. განყოფილება <<გაფრტხილება და უსაფრთხოების ზომები>> და სხვა პრეპარატები და ტრიპლიქსამი>>. 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ტრიპლიქსამის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

• თუ აღგენიშნებათ ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელს ამარაგებს სისხლით), 

• თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადებები,

• თუ თქვენ მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი),

• თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, 

• თუ გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია,

• თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების გამყიფება),

• თუ თქვენ გესაჭიროებათ ანალიზი პარათიროიდული ჯირკვლის მუშაობის შესამოწმებლად,

• თუ თქვენ გაქვთ პოდაგრა,

• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი

• თუ თქვენ იმყოფებით მარილის შემზღუდველ დიეტაზე ან იყენებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავს კალიუმს (მეტად მნიშვნელოვანია, რომ  არ დაირღვეს სისხლში კალიუმის ბალანსი),

• თუ თქვენ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან საჭიროა მათი ტრიპლიქსამთან ერთობლივი გამოყენებისგან თავის არიდება იხ. <<სხვა პრეპარატების მიღება>>), 

• თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის გესაჭიროებათ დოზის გაზრდა,

• თუ თქვენ აღგენიშნებოდათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,

• თუ თქვენ ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, რადგანაც თქვენ შეიძლება მომატებული გქონდეთ კვინქეს შეშუპების (სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) რისკი და პრეპარატი, არტერიული წნევის შესამცირებლად შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლებად ეფექტური,

• თუ თქვენ იმყოფებით ჰემოდიალიზის პროცედურებზე მაღალჰიდრავლიკური განვლადობის მემბრანებით,

• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადებები ან იმყოფებით დიალიზზე,

• თუ თქვენ განიცდით მხედველობის დაქვეითებას ან თვალების ტკივილს. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოდული გამონაჟონი) ან მომატებული თვალშიდა წნევის ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის ტრიპლიქსამი მიღების მომენტიდან რამდენიმე საათიდან, კვირამდე. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ თქვენ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, თქვენ შეიძლება დაექვემდებაროთ ქორიოიდული გამონაჟონის უფრო მაღალ რისკს.

• თუ თქვენ გაქვთ კუნთების მხრივ დარღვევები, მათ შორის კუნთების ტკივილი, მტკივნეულობა ზეწოლისას, სისუსტე ან კრუნჩხვები,

• თუ სისხლში ანომალიურად მომატებული გაქვთ ჰორმონ ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსტერინიზმი)

• თუ თქვენ გაქვთ სისხლის მაღალი მჟავიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სიხშირის ზრდა,

• თუ გაქვთ ტვინის სისხლის მომოქცევის უკმარისობა (სისხლის დაბალი წნევა თავის ტვინში),

• თუ განგივითარდათ სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება), რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარტის მიღება და მიმართეთ ექიმს,

• თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს კვინკეს შეშუპების რისკი იზრდება:

- რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ),

- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, მთორ ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ) კლასს,

- საკუბიტრილი (გამოდის ფიქსირებული კომბინაციით ვალსარტანთან), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.

- ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებულ გლიპტინებს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ).

• თუ თქვენ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩომათვლილ რომელიმე პრეპარატს:

- ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორებს (არბ) (ასევე ცნობილია    

როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,  

ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული,  

თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

- ალისკირენი.

ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.


ექიმმა თქვენ შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, რათა განსაზღვროს ნატრიუმის ან კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე. ასევე იხ. ინფორმაცია, სათაურით <<არ მიიღოთ ტრიპლიქსამი>>.

თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ტრიპლიქსამის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ვადებზე. პრეპარატის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, 3 თვეზე მეტი ვადით, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს  ბავშვს (იხ. განყოფილება <<ორსულობა და ლაქტაცია>>).

ტრიპლიქსამის მიღებისას თქვენ აგრეთვე უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს:

• თუ თქვენ გელოდებათ ანესთეზია ან/და ქირურგიული ოპერაცია, 

• თუ უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა ან ღებინება ან გაქვთ ორგანიზმის გაუწყლოება,

• თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ დიალიზი ან დსლპ აფერეზი (თქვენი სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოყოფა),

• თუ თქვენ უნდა ჩაგიტარონ ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შემამცირებელი დესენსიბილიზაცია,

• თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით (ნივთიერება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი ორგანოების, როგორიც არის თირკმელები ან კუჭი, რენტგენზე დანახვა).

სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ტრიპლიქსამი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დოპინგ-კონტროლისას დადებითი რეაქცია.

ბავშვები და მოზარდები

ტრიპლიქსამი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებში და მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და ტრიპლიქსამი

თუ თქვენ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნლო საშუალებები, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ალისკირენი (გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ) თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები. 

თავი მოარიდეთ ტრიპლიქსამის მიღებას შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

• ლითიუმი (გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ როგორიც არის მანია, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი და რეკურენტული დეპრესია), 

• კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები (მაგ., ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი სუფრის მარილის შემცვლელები, ორგანიზმში კალიუმის დონის გამზრდელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ჰეპარინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფომეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ),

• დანტროლენი (ინფუზია), რომელიც აგრეთვე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ, ანესთეზიის დროს (სიმპტომები მოიცავს ძალიან მაღალ ტემპერატურას და კუნთების რიგიდობას), 

• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან გადანერგილი ორგანოების მოცილების საპრევენციოდ (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომელბიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, მთორ ინჰიბიტორების კლასს),

• საკუბიტრილი (გამოდის ფიქსირებული კომბინაციით ვალსარტანთან), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. იხ. განყოფილება <<გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები>>,

• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების მაბლოკირებლები. 

ტრიპლიქსამით მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების  მიღებამ. 

ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, რადგანაც მათი მიღება მოითხოვს განსაკუთრებული ყურადღებას:

• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ), ალისკირენი (ასევე იხ. ინფორმაცია, განყოფილებებში <<,არ მიიღოთ ტრიპლიქსამი>> და <<გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები>>) და დიურეზული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობას),

• კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი, დოზებით 12,5-50მგ/დღეში, 

• საანესთეზიო საშუალებები,

• იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები,

• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

• მეთადონი (გამოიყენება ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ),

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ (მაგალითად,  დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, ციზაპრიდი, დიფემამილი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი. 

• ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე საშუალებები),

• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),

• ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (მაგალითად,  რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი), 

• სოკოვანი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, საინექციო ამფოტერიცინი B), 

• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

• ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასტემიზოლი), 

• კორტიკოსტეროიდები, სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ., იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზები (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა, ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ბევრი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, ტემპერატურის შესამცირებლად და თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად),  

• იმუნოდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს და გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის (მაგ., ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი) შემდეგ, ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ), 

• ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანის (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ), 

• გალოფანტრინი (გამოიყენება ზოგიერთი სახის მალარიის სამკურნალოდ),

• ბაკლოფენი, კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი,

• დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ინსულინი ან მეტფორმინი),

• კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,

• მასტიმულირებელი საფაღარათეO საშუალებები (მაგ., სინამაქი),

• კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები,

• ვინკამინი (გამოყენება კლინიკურად გამოხატული კოგნიტიური დარღვევების სამკურნალოდ ხანდაზმულებში, მეხსირების დაკარგვის ჩათვლით),

• ისეთი ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, იმიპრამინის ტიპის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები),

• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ (როგორიცაა ამსულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)),

• რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები, აივ-ის სამკურნალოდ)

• ჰყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა),

• ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),

• დაბალი არტერიული წნევის, შოკის და ასთმის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი),

• ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს წნევა. 

ტრიპლიქსამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტრიპლიქსამის მიღების დროს არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის დალევა და თვით გრეიფრუტის გამოყენება. ეს გამოწვეულია იმით, რომ გრეიპფრუტს და გრეიპფრუტის წვენს შეუძლიათ გაზარდონ სისხლში აქტიური ინგრედიენტის, ამლოდიპინის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრიპლიქსამის მიერ არტერიული წნევის უპროგნოზო შემცირება. 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ექიმი რეკომენდაციას გაუწევს ტრიპლიქსამის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან დაუყოვნებლივ, როდესაც თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ ხართ ორსულად და გირჩევთ ტრიპლიქსამიდან სხვა პრეპარატზე გადასვლას. რეკომენდებული არ არის ტრიპლიქსამის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ხოლო 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას მისმა მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან გეგმავთ კვების დაწყებას. მეძუძური დედებისთვის ტრიპლიქსამის მიღება რეკომენდებული არ არის. ექიმმა შეიძლება შეგირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული. 

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრიპლიქსამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტები თქვენში იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას, დაღლილობის შეგრძნებას ან თავის ტკივილს არ დაჯდეთ საჭესთან, არ გამოიყენოთ მოწყობილობები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. 

ტრიპლიქსამი შეიცავს ნატრიუმს

ტრიპლიქსამის ერთი ტაბლეტი 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს.

3. როგორ მიიღება ტრიპლიქსამი 

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. 

ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტი მიიღეთ ჭიქა წყლის დაყოლებით, უმჯობესია დილით, ჭამამდე. ექიმი გადაწყვეტს, რომელი დოზაა თქვენთვის მისაღები. ჩვეულებრივ, ეს არის ერთი ტაბლეტი. 

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ტრიპლიქსამს ვიდრე საჭიროა

თუ მიიღებთ ტაბლეტების ჭარბ რაოდენობას, არტერიული შეიძლება წნევა შემცირდეს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს საშიშროებას და ზოგჯერ ახლდეს გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ოლიგურიან (ნორმაზე ნაკლები შარდის გამოყოფა), ანურია (შარდის გამომუშავების ან გამოყოფის შეწყვეტა). შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, წაგივიდეთ გული ან იგრძნოთ სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრად დაცემისას შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი გახდება ცივი და ნოტიო და შეიძლება დაკარგოთ გონება. თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის ტრიპლიქსამის ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის მიღება

მეტი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ წამალი მიიღოთ რეგულარულად, ყოველდღე. თუმცა თქვენ თუ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. 

თუ თქვენ წყვეტთ ტრიპლიქსამის მიღებას

რადგან ჰიპერტენზიის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. 

თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით თქვენ გექნებათ კითხვები, დაუსვით ისინი ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების ანალოგიურად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული:

• უეცარი მსტვენავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)

• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)

• პირის ღრუს, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)

• კანის მწვავე რეაქციები, კანის მნიშვნელოვანი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და კანის შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდრმული ნეკროლიზი ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)

• ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად) (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)

• გულის შეტევა (ძალიან იშვიათად) (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში), გულისცემის რითმის სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევა (უცნობია)

• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში ან ზურგში, რასაც ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათად) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)

• კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, მტკივნეულობა ზეწოლისას ან ტკივილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ მომატებული ტემპერატურა; ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთოვანი ქსოვილის ანომალ;ური რღვევით (უცნობია).

სიხშრის კლების მიხედვით გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: 

• ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტზე მეტში)

შეშუპება (ორგანიზმში სითხის შეკავება)

• ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემის გაცნობიერებული შეგრძნება), მოულოდნელი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, ყურებში შუილი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), თავბრუსხვევა სისხლის დაბალი წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გასტრო-ინტესტინური დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევები, დისპეფსია ან მონელების პრობლემები, დიარეა, ყაბზობა, კუჭის მოქმედების სიხშირის ცვლილება), ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების სპაზმები, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, ძილიანობა, წვივების შეშუპება.

• არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, კანკალი, ჭინჭრის ციება, გულის წასვლა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, არა რეგულარული ან/და აჩქარებული გულისცემა, რინიტი (გაგუდული ცხვირი ან სურდო), თმის ცვენა, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), კანის გაუეფრულება, კანის ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის დაავადებები, შარდის გამოყოფის დარღვევები, ღამით მოშარდვის სურვილების გახშირება, გახშირებული შარდვა, ერექციის მიღწევის შეუძლებლობა, ცხელება ან მაღალი ტემპერატურა, მამაკაცებში მკერდში დისკომფორტი ან მისი გადიდება, წონის მომატება ან დაქვეითება, სისხლის ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის მაღალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შემდეგ, ბუშტუკები ხელების წვივების ან ტერფების კანზე, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, დაცემა, პირის სიმშრალე. 

• იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატის ბილირუბინის მაღალი დონე, ფსორიაზის მინდინარეობის გაუარესება. 

• ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)

ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, (რაც იწვევს სილურჯეების გაჩენას და ცხვირიდან სისხლდენას), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით, გამოწვეული გულისკენ სისხლის ნაკადის გაუარესებით), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ღრძილების შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები კანის ინტენსიური გამონაყარის, მთელი სხეულის სიწითლის, მწვავე ქავილის, ბუშტუკების, აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, მულტიფორმული ერითემა (კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე წითელი ქავანა ლაქებით), სისხლდენა, მტკივნეულობა ან ღრძილების გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე დაავადებები, კანის გაყვითლება (სიყვითლე), მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, კუნთური ტონუსის მომატება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ინსულტი, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო. 

• უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დაავადება რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით), გადახრები ეკგ-ზე, სისხლში კალიუმის დაბალი დონე,  თუ აღგენიშნებათ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), ის შეიძლება გაუარესდეს, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი გამოწვეული მომატებული თვალშიდა წნევით (თვალის სისხლძარღვთა ფენაში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულ-კუთხოვანი  გლაუკომა).  

კანკალი, რიგიდული პოზა, ნიღბისებური სახე, ნელი მოძრაობები, სიარულის არამყარი ნაბიჯებით, რწევითი სტილი.

კანის გაუფერულება, დაბუჟება და ხელის ან ფეხის თითების ტკივილი (რეინოს სინდრომი)

შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები (სისხლის ანალიზებში). ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი თქვენ მდგომარეობაზე დასაკვირვებლად. 

აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შეიძლება განვითარდეს შარდის კონცენტრაციის მომატება (გამუქება), გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა და კრუნჩხვები, გამოწვეული ადჰ (ანტიდიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით. ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

შეტყობინება გვერდით ეფექტებზე

რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. 

გვერდით ეფექტებზე შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

5. როგორ ინახება ტრიპლიქსამი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტაბლეტებიან ფლაკონზე. პრეპარატი ვარგისია ვადაში მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. 

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში და ჩვეულებრივ ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა განთავისუფლდეთ წამლებისგან, რომელთაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.  

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy