Torvitin - ტორვიტინი 20მგ 20 ტაბლეტი

11,25 GEL
მარაგშია
SKU
32044_469

ჩვენება:პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში,შერეული ჰიპერლიპიდემია, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

შემადგენლობა

ტორვიტინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ატორვასტატინის 20 მგ-ს 
მოქმედების მექანიზმი
სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ფერმენტ HMG-CoA-რედუქტაზას სელექციური კონკურენტული ინჰიბირებით, ატორვასტატინი თრგუნავს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონის მჟავაში. მევალონის მჟავა კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედს. ქოლესტერინის (ქს) სინთეზის დათრგუნვა იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) რეცეპტორების რეაქტიულობის მატებას ღვიძლსა და ღვიძლგარე ქსოვილებში. აღნიშნული რეცეპტორები იერთებენ დსლპ-ს, გამოდევნიან მათ სისხლის პლაზმიდან და ამცირებენ სისხლში ქს/დსლპ-ის დონეს. ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და აპოლიპოპროტეინ B-ს, ასევე ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა (ძდსლპ) და ტრიგლიცერიდების დონეს, იწვევს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლპ) დონის არამდგრად მატებას. ატორვასტატინი ეფექტურია და ამცირებს ქოლესტერინის დონეს მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას. პერორალურად მიღებული ატორვასტატინი კარგად (80%) შეიწოვება კნტ-დან. Cmax მიიღწევა 1-2 საათში. ღვიძლში “პირველადი გავლის” გამო ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად ატორვასტატინის ბიოშეღწევადობა 14%-ს შეადგენს. პლაზმის ცილებს 98% უკავშირდება. ატორვასტატინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზაციას განიცდის უპირატესად ღვიძლში. ფერმენტ HMG-CoA-რედუქტაზაზე მეტაბოლიტების მაინჰიბირებელი მოქმედება 20-30 სთ გრძელდება. გამოიყოფა ნაღვლის გზით. T1/2 დაახლოებით 14 საათია. 46% გამოიდევნება ფეკალურ მასებთან ერთად, ხოლო 2%-ზე ნაკლები შარდის გზით.

ჩვენებები
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
- შერეული ჰიპერლიპიდემია, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში;
- სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების მატება და დისბეტალიპოპროტეინემია (დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში);
- მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია (დიეტასთან ერთად);
- მეორადი პროფილაქტიკისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით და/ან დისლიპიდემიით დაავადებულებში განმეორებითი სტენოკარდიის რისკის შემცირების მიზნით.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება სტანდარტულ ჰიპოლიპიდემიურ დიეტასთან ერთად. პრეპარატი უნდა მიიღონ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის დოზის (10-80 მგ) შერჩევა ხდება დსლპ-ის საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და ინდივიდუალური ეფექტურობის გათვალისწინებით. თერაპიის დასაწყისში და/ან დოზის მატებისას ყოველი 2-4 კვირის განმავლობაში საჭიროა პლაზმაში ლიპიდების დონის კონტროლი და შესაბამისად დოზის კორექცია. ტორვიტინის ყოველდღიური საწყისი რეკომენდებული დოზა 10 მგ-ია. ეფექტურობის მიხედვით შესაძლებელია დღიური დოზის 80 მგ-მდე გაზრდა. ტორვიტინის მოქმედება მიღებიდან 2 კვირის შემდეგ ვლინდება, მაქსიმალურ ეფექტს 4 კვირაში აღწევს. ამიტომ დოზის კორექცია პრეპარატის პირველი მიღებიდან 4 კვირის მანძილზე საჭირო არ არის. პირველადი (მემკვიდრული ჰეტეროზიგოტური და პოლიგენური) ჰიპერქოლესტერინემიის და შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს საწყისი დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. პაციენტის რეაქციის მიხედვით 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა 80 მგ-ია. მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში. ოპტიმალური ეფექტი მაქსიმალური დღიური დოზის - 80 მგ-ის მიღების შემთხვევაში აღინიშნება. ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები
ტორვიტინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. ყველაზე ხშირად ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა ვითარდება. იშვიათად ვლინდება კუნთების კრუნჩხვა, მიალგიები, მიოზიტი, ასთენია, დიარეა, გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენება
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების გაურკვეველი გენეზის აქტივობის მატება (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი);
- რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის ადექვატურ მეთოდებს;
- ორსულობა;
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
- ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
სიფრთხილით გამოიყენება ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებლებსა და/ან ავადმყოფებში ანამნეზში ღვიძლის დაავადებებით.

განსაკუთრებული მითითებები
ტორვიტინი სიფრთხილით ინიშნება ელექტროლიტური დისბალანსის, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების, ალკოჰოლიზმის, ანამნეზში ღვიძლის დაავადებების, არტერიული ჰიპოტენზიის, მძიმედ მიმდინარე მწვავე ინფექციების, არაკონტროლირებადი კრუნჩხვების, ქირურგიული ჩარევების, ტრავმების დროს. ატორვასტატინმა შესაძლებელია კრეატინფოსფოკინაზასა და ამინოტრანსფერაზას აქტივობის მატება გამოიწვიოს. ატორვასტატინის მიღების ფონზე შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება აღინიშნოს, რომელსაც, როგორც წესი, კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. გასათავალისწინებელია, რომ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლი საჭიროა ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დაწყებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, დოზის მომატების შემთხვევაში და პერიოდულად, პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის მანძილზე. ასპარტატამინოტრანსფერაზასა და ალანინამინოტრანსფერაზას მაჩვენებლების 3-ჯერ მატების შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება. ატორვასტატინით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მიოპათიის განვითარება. მიოპათიის რისკი იზრდება ატორვასტატინთან ერთად ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, კლარითრომიცინის, აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებების (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), ნიკოტინის მჟავას ან ნიაცინის გამოყენებისას. ატორვასტატინისა და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია ატორვასტატინის ეფექტურობის შემცირება გამოიწვიოს. ანტაციდები (სუსპენზიები მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველობით) ამცირებენ სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობას. ატორვასტატინის და დიგოქსინის განმეორებით მიღებისას პლაზმაში დიგოქსინის თანაბარი კონცენტრაცია 20%-ით იმატებს. პერორალურ კონტრაცეპტიულ საშუალებებთან (ნორეთინდრონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია) ერთად ატორვასტატინის გამოყენება იწვევს კონტრაცეპტიული საშუალებების აბსორბციის გაძლიერებას და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მატებას. ამიტომ ქალებში, რომლებიც ატორვასტატინით მკურნალობენ, საჭიროა კონტრაცეპტიული საშუალების შერჩევა. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, ატორვასტატინით მკურნალობის დროს აუცილებელია კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებით ისარგებლონ. პრეპარატით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ჭარბი დოზირება
მკურნალობა: საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 20-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით!

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy