Toragamma - ტორაგამმა 200მგ 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 134,58 GEL რეგულარული ფასი 192,26 GEL
მარაგშია
SKU
54703_1218

ჩვენება: შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება. გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ძლიერად არის შესუსტებული თირკმლის ფუნქცია.

შემადგენლობა
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზას ფხვნილი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპენზიური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული]
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა:
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებს გააჩნია სატეხი ღარი და შესაძლებელია მისი 4 თანაბარ ნაწილად გაყოფა.
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტებს. 
სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები:
აქტიური მოქმედი ნივთიერება: თორასემიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტორასემიდს.
ჩვენებები

რას წარმოადგენს ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი?
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება და მიეკუთვნება მარყუჟოვანი ტიპის დიურეზულ საშუალებებს.

გამოყენების სფერო:
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, 
- თუ ძლიერად არის შესუსტებული თირკმლის ფუნქცია (როდესაც კრეატინის კლეარანსი წთ-ში 20 მლ ზე ნაკლებია და/ან შრატის კრეატინინის კონცენტრაცია 6 მგ/დლ-ზე მეტია),
- თუ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევებისას საჭიროა დარჩენილი შარდის გამოდევნა ორგანიზმიდან - გამოიყენება აგრეთვე დიალიზის დროსაც, როდესაც ხდება შარდის არასაკმარისი გამოყოფა (24სთ-ში 200 მლ).
- თუ ადგილი აქვს ქსოვილში და/ან სხეულში სითხის დაგროვებას, აგრეთვე მაღალი წნევის დროს.
მიღების წესები და დოზები

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე?
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გახასიათებთ ზედმეტი მგრძნობელობა ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების შემცველ ტორასემიდის, მის მონათესავე სტრუქტურის ნივთიერებების (სულფონილ შარდოვანა) ან სხვა შემადგენელი ელემენტების მიმართ. 
- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა შარდის წარმოქმნის დარღვევით (ანურია)
- ღვიძლის მძიმე დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა (ჰეპატური კომა ან პრეკომა)
- წნევის ძიერად დაცემისას (ჰიპოტონია)
- სისხლის რაოდენობის ნაკლებობა (ჰიპოვოლემია)
- ნატრიუმისა ან კალიუმის ნაკლებობისას (ჰიპონატრემია, ჰიპოკალიემია)
- შარდის გამოყოფის დარღვევებისას (მაგ. პროსტატის ჯირკვალის გადიდების შედეგად) 
- ძუძუთი კვების დროს
- თუ პაციენტის თურკმლის ფუნქცია ოდნავ ან მხოლოდ ზომიერად შეზღუდულია (კრეატინის კლირენსი წთ-ში 30 მლ-ზე მეტია და/ან შრატის-კრეატინის კონცენტრაცია თითო 3.5 მლ/დლ-ზე ნაკლებია.), ვინაიდან იქმნება ზედმეტად მარილისა და წყლის დაკარგვის საშიშროება.
როგორ უნდა მიიღოთ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები?
მიიღეთ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
შემდგომში მოცემულია რეკომენდირებული დოზირება, იმ შემთხვევაში თუკი ექიმი არ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას:
მკურნალობა იწყება დღეში 1/4 ტაბლეტი ტორაგამა 200 მგ (შეესაბამება 50 მგ თორასემიდს). შარდის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის მომატება დღეში 1/2 ტაბლეტიდან (შეესაბამება 100 მგ თორასემიდს) მაქსიმუმ ტორაგამა 200მგ-ს 1 ტაბლეტამდე (შეესაბამება 200 მგ თორასემიდს).
მითითება ტაბლეტის გაყოფის შესახებ
ტაბლეტების გატეხვა ადვილად არის შესაძლებელი ორივე მხრიდან აღნიშნული სატეხი ღარის მეშვეობით. შესაძლებელია ორ ან ოთხ ნაწილად გატეხვა დოზირების შესაბამისად. განათავსეთ ტაბლეტი მყარ ადგილზე, დააწექით ტაბლეტს ორივე ცერით მარცხნივ და მარჯვნივ სატეხ ღარზე. ამგვარად მოახერხებთ ტაბლეტის სასურველ ნაწილებად გაყოფას.
პაციენტები ღვიძლის შეზღუდული ფუნქციით
იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც ახასიათებთ ღვიძლის ფუნქციის შეზღუდვა საჭიროა სიფრთხილე მკურნალობისას, რადგანაც შესაძლებელია მოხდეს სისხლში თორასემიდის კონცენტრაციის აწევა.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის არსებობს განსაკუთრებული დოზირება.
გამოყენების სახე
ტაბლეტი უნდა მიიღოთ დაუღეჭავად ცოტაოდენ სითხესთან ერთად. ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად ან კვების დროს.
გამოყენების ხანგრძლივობა
მედიკამენტის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გთხოვთ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები თქვენზე ძლიერ ან სუსტ ზემოქმედებას ახდენს.
თუ დაგავიწყდათ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება:
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების დოზის გამოტოვება იწვევს პრეპარატის ზემოქმედების შესუსტებას. ამან კი შესაძლებელია გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მაგ. წონაში მომატება ან ქსოვილში სითხის ძლიერი დაგროვება.
გამოტოვებული დოზა შეძლებისდაგვარად დროულად უნდა მიიღოთ. თუ უკვე გიწევთ შემდგომი დოზის მიღების დრო, მაშინ არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა. ასეთ შემთხვევაში აღარ მიიღოთ დამატებითი ტაბლეტი და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი დოზირების მიხედვით. 
თუ გსურთ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა:
მკურნალობის შეწყვეტის ან დროზე ადრე დასრულების შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებთ გვერდითი მოვლენები. ეს გვერდითი მოვლენები არ ვლინდება ყოველ პაციენტში. არასასურველი მოვლენები აღენიშნებათ პაციენტებს შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს
საშუალოდ: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1- ზე მეტს
იშვიათად: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათად: 10 000 პაციენტიდან 1 -ზე ნაკლებს ან არ არის ცნობილი 
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ნივთიერებათა ცვლა/ელექტროლიტები
ხშირად ვლინდება: მჟავა-ტუტიანობის უწონასწორობის გაძლიერება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). შარდმჟავას, გლუკოზის და აგრეთვე ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება სისხლში (ტრიგლიცერიდი, ქოლესტერინი). კალიუმის ნაკლებობა სისხლში (ჰიპოკალიემია), ღებინება და ფაღარათი, რომელიც ვლინდება საფაღარათო საშულების ზედმეტი დოზით მიღების შემდეგ ან პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ღვიძლის ქრონიკული დარღვევები.
დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მარილისა და სითხის შემცველობის დარღვევა, განსაკუთრებით შესაძლოა გამოვლინდეს სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), კალიუმისა და/ან ნატრიუმის ნაკლებობა სისხლში (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ძალიან იშვიათად: სისხლის შედედების შედეგად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თრომბოემბოლურ გართულებებს, აგრეთვე ვლინდება დაბნეულობა, წნევის დაცემა (ჰიპოტონია), სისხლის გამტარობის დარღვევა და სისხლგამტარობის შემცირება გულის კუნთში და თავის ტვინში. ეს მოვლენები იწვევს გულის რითმის დარღვევას (არითმიას), მკერდის არეში სივიწროვის შეგრძნებას (ანგინა პექტორისი), გულის მწვავე ინფარქტს ან გონების უეცარ დაკარგვას (სინკოპე).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ხშირად: კუჭნაწლავის გართულებები (მაგ. მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი (დიარეა), შეკრულობა (ობსტიპაცია)), რაც ვლინდება განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ძალიან იშვიათად: კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).
თირკმელი და საშარდე გზები
საშუალოდ: შარდოვანას და კრეატინინის მომატება სისხლში. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შარდის შეკავებას.
ღვიძლი
ხშირად: ღვიძლის ფერმენტების მომატება (გამა-GT)
კანი, ალერგიული რეაქციები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, მაგ. ქავილი (პრურიტუსი), კანის ანთებითი ცვლილებები (ეგზანთემა), მგრძნობელობა შუქზე (ფოტომგრძნობელობა), კანის ძლიერი რეაქციები.
სისხლი და სისხლისწარმომქმნელი სისტემა
ძალიან იშვიათად: ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების ცვლილებები. 
ზოგადად
ხშირად: თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
საშუალოდ: პირის სიმშრალე, სმენის დაკარგვა და კიდურებში სიცივის შეგრძნება.
ძალიან იშვიათად: მხედველობის გაუარესება, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა.
უკუჩვენება

თუ ადგილი აქვს ზემოთ მითითებული გვერდითი მოვლებების გამოვლენას შეძლებისდაგვარად დროულად მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობის სირთულეს და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ღონისძიების შესახებ.
თუ გვერდითი მოვლენა თავს იჩენს მოულოდნელად ან ძლიერად აცნობეთ ამის შესახებ დაუყონებლივ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა არსებული მდგომარეობა სახიფაო აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება განმეორებით, თუ პირველი მიღებისთანავე გამოვლინდება გვერდითი რეაქციები.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელჩანართში.
ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:
მუცლად ყოფნის დროს ბავშვზე ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების ზემოქმედების შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები. ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მოქმედი ნივთიერებით - თორასემიდით ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ აჩვენა ნაყოფის დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგები. მაღალი დოზით მიცემისას გამოვლინდა დამაზლიანებელი ზემოქმედებები ნაყოფზე და თავად ორსულ ცხოველზე. 
მონაცემთა ნაკლებობის გამო არ შეიძლება ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიცემა ორსულობის პერიოდში თუ ამას ექიმი არ ჩათვლის აუციელბელს. ასეთ შემთხვევაშიც უნდა დაინიშნოს მხოლოდ უმცირესი დოზა.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ გეგმავთ ორსულობას ან თუ უკვე ხართ ორსულად.
ლაქტაციის პერიოდი:
არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების ზემოქმედების შესახებ დედის რძეში ადამიანებში და ცხოველებში. აქედან გამომდინარე არ შეიძლება ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება ლაქტაციის პერიოდში. თუ ექიმი მაინც დაგინიშნავთ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებს, მაშინ უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება.
კონცენტრაციისა და ავტომობილის მართვის უნარი:
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს რეაქციებზე, რაც გამოიხატება საგზაო მოძრაობისას, ავტომობილის მართვისა და მუშაობის დროს. ეს უფრო ხდება მკურნალობის დასაწყისში, ან დოზირების მომატებისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი მედიკაციის დანიშვნისას ან ალკოჰოლით ზემოქმედებისას.
განსაკუთრებული მითითებები

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღებისას:
საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო არ უნდა მიიღოთ ტორაგამა 200 მგ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება: 
- პოდაგრა.
- გულის მუშაობისა და გამტარობის ძლიერი დარღვევები (მაგ.SA - ბლოკადა, AV-ბლოკადა II ან III ხარისხი)
- მჟავიანობისა და ტუტიანობის ცვლილებები
- ლითიუმისა ან მსგავსი ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენებისას (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები)
- სისხლის სურათის ძლიერი ცვლილებებისას (მაგ. თრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმლის დარღვევები)
- თირკმლის ფუნქციის დარღვევები თირკმლის დამაზიანებელი სუბსტანცების მიღების შედეგად.
- როდესაც კრეატინის კლეარანსი წთ-ში 30 მლ-ზე მეტია და/ან შრატის-კრეატინის კონცენტრაცია თითო 3.5 მლ/დლ-ზე ნაკლებია.
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემებისა და გამოცდილების გამო არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება

ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების შემთხვევით ან განზრახ გადაჭარბებული დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმიდან მარილისა და წყლის ზედმეტად გამოდევნა, შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს გონების დაკარგვა, დაბნეულობა, წნევის დაცემა, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასეთ შემთხევვაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და მიიღეთ შესაბამისი ზომები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტს ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს მონაცემები ეხება აგრეთვე ცოტა ხნის წინ მიღებულ მედიკამენტებსაც.
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები აძლიერებს სხვა წნევის დამწევი საშუალებების ზემოქმედებას, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორებისას. თუ აგფ ინჰიბიტორები მიიღება დამატებით ან უშუალოდ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე შესაძლოა გამოიწვიოს წნევის დაცემა. 
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებით გამოწვეულმა კალიუმის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი გვერდითი მოვლენები ფუტკარას შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღებისას. 
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამცირონ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედება.
პრობენეციდმა (პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები) და გარკვეულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატემა (მაგ. ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლოა შეამციროს ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ზემოქმედება. 
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიეროს მაღალი დოზირებული სალიცილის (მედიკამენტები ტკივილებისთვის და რევმატიული თერაპიისათვის) ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მაღალი დოზით ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენების გაძლიერება: ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, თობრამიცინი) და აგრეთვე ცისპლატინის პრეპარატების (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები) ზემოქმედების შედეგად სმენისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, აგრეთვე ცეფალოსპორინების (ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები) ზემოქმედების შედეგად თირკმლის ფუნქციის დარღვევები. 
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიეროს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო საშუალება) ზემოქმედება და გამოიწვიოს აგრეთვე კუნთების მომადუნებელი ზემოქმედება.
საფაღარათო საშუალებებმა და აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონმა (მინერალო და გლუკოკორტოკოიდები, მაგ. კორტიზონი) შესაძლოა გამოიწვიოს ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებით გამოწვეული კალიუმის შემამცირებელი ზემოქმედების გაძლიერება. 
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებისა და ლითიუმის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმის შედეგად გამოწვეული ლითიუმის კონცენტრაციის დარღვევის მომატება სისხლში, გულში და თირკმელში.
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამციროს არტერიების მგრძნობელობა სისხლძარღვების შემავიწროვებელი მდიკამენტების მიმართ (მაგ. ადრენალინი, ნორადრენალინი).
კოლასტერამინით (ქოლესტერინის დამწევი საშუალება) ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ათვისების და შესაბამისად მისი ზემოქმედების შემცირება.
შენახვის პირობები და ვადები

მედიკამენტი მოარიდეთ ბავშვებს. არ მიიღოთ პრეპარატი ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy