Lorista H - ლორისტა H 50მგ/12.5მგ. 28 ტაბლეტი
ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია.
სავაჭრო დასახელება
ლორისტა H ( lorista H )
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
ლოზარტანი / ჰიდროქლოროთიაზიდი ( losartan/hydrochlorohtiazide )
წამლის ფორმა
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აპკისებრი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს :
მოქმედი ნივთიერება : ლოზარტან კალიუმი 50 მგ , ჰიდროქლოროთიაზიდი 12,5 მგ დამხმარენივთიერებები : პრეჟელენატირებული სახამებელი , მიკროკრისტალური ცელულოზა , მონოჰიდრატებისლაქტოზები , მაგნიუმის სტეარატი , ჰიპრომელოზა , მაკროგოლი 4000, ქინოლინის ყვითელი საღებავი ( E104), ტიტანიუმის დიოქსიდი ( E 171), ტალკი .
ფორმა
ოვალური , ორმხრივ მცირედ ამობურცული , აპკისებრი გარსით დაფარული ყვითელი ტაბლეტები , ერთმხარეს ღარით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი დიურეტიკთან კომბინაციაში . K კოდი ATX [C09DA01].
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატია , რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალიკომპონენტების თვისებებით .
ლოზარტანი – A T 1 ტიპის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტია . ანგიოტენზინ II უკავშირდებაA T 1 რეცეპტორებს სხვადასხვა ქსოვილებში ( მაგ . სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან ქსოვილში ,თირკმელზედა ჯირკვალში , თირკმლებში და გულში ) და იწვევს რიგ ბიოლოგიურად მნიშვნელოვანეფექტებს , სისხლძარღვების შევიწროების და ალდოსტერონის გამონთავისუფლების ჩათვლით .
ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას . აბლოკირებსრა AT1 რეცეპტორებს , ლოზარტანი ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას , რომელიც იწყებსგამოვლენას თერაპიის პირველი კვირის განმავლობაში , თანდათან იზრდება და სტაბილიზდება 3-6კვირის შემდეგ .
ჰიდროქლოროთიაზიდი – თიაზიდური დიურეტიკია , მოქმედებს თირკმლის დისტალური არხებისდონეზე , ზრდის ნატრიიუმის და ქლორის იონების გამოყოფას . ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისდასაწყისში სისხლძარღვებში სითხის მოცულობა მცირდება , ნატრიუმის და სითხის გამოყოფის შედეგად ,რასაც მოსდევს არტერიული წნევის დაქვეითება და გულის განდევნის შემცირება .
ჰიპონატრემიის და სითხის მოცულობის შემცირების შედეგად , აქტივირდება რენინ - ანგიოტენზინ -ალდოსტერონის სისტემა . ანგიოტენზინ II- ის კონცენტრაციის რეაქტიული მატება ნაწილობრივზღუდავს არტერიული წნევის დაქვეითებას . თერაპიის გაგრძელებისას ჰიდროქლოროთიაზიდისჰიპოტენზიური ეფექტი ეფუძნება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებას .რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემის აქტივაციის შედეგს წარმოადგენს გავლენა სისხლისელექტროლიტურ ბალანსზე , შარდმჟავაზე , გლუკოზაზე და ლიპიდებზე , რაც ნაწილობრივ ანეიტრალებსანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ეფექტს . ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროულიდანიშვნა , იწვევს დამატებით ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას . ამას გარდა , ანგიოტენზინ II- ისრეცეპტორების ანტაგონისტი , თავიდან აცილებს ან ასუსტებს დიურეტიკული თერაპიის მეტაბოლურეფექტებს და დადებითად მოქმედებს გულის და სისხლძარღვების სტრუქტურულ ცვლილებებზე .
ანგიოტენზინ II- ის რეცეპტორების ანტაგონისტის და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული დანიშვნაგამოიყენება ისეთ შემთხვევებში , როდესაც თითოეული პრეპარატი ცალ - ცალკე არასაკმარისადეფექტურია , ან როცა მონოთერაპია ტარდება პრეპარატის მაქსიმალური დოზების გამოყენებით , რაცზრდის არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირეს . მოცემული კომბინაცია იძლევა თერაპიულიეფექტის გაუმჯობესების და არასასურველი ეფექტების განვითარების შემცირების საშუალებას
კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში .
ფარმაკოკინეტიკა .
ლოზარტანი კარგად შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან . განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმსღვიძლში “ პირველი გავლისას ”, წარმოქმნის აქტიურ ( EXP 3174) და რიგ არააქტიურ მეტაბოლიტებს .ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 33%. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება არ ახდენსკლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას შრატში მის კონცენტრაციაზე . ლოზარტანისმაქსიმალურიკონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მისი შიგნით მიღებიდან 1 საათში , ხოლო EXP 3174- ის მაქსიმალური კონცენტრაცია – 3 - 4 საათში . L ლოზარტანის და EXP 3174- ის 99%- ზემეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს , უპირატესად ალბუმინს . ლოზარტანის განაწილებისმოცულობა ტოლია 34 ლ - ის . P პრაქტიკულად ვერ აღწევს ჰამატოენცეფალურ ბარიერში . ლოზარტანიმეტაბოლიზდება აქტიური მეტაბოლიტის EXP 3174- ის (14%) და რიგი არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით . ლოზარტანის და EXP 3174- ის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 10 მლ / წმ . (600 მლ / წთ ) და 0,83 მლ / წმ . (500 მლ / წთ ) შესაბამისად . ლოზარტანის და EXP 3174- ის თირკმლისკლირენსი შეადგენს დაახლოებით 1,23 მლ / წმ . (74 მლ / წთ .) და 0,43 მლ / წმ . (26 მლ / წთ .).ლოზარტანის და EXP 3174- ის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს და 6-9 საათს შესაბამისად . პრეპარატის დაახლოებით 58% გამოიყოფა ნაღველით , 35% – თირკმლებით .
ჰიდროქლოროთიაზიდი ძირითადად შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავისპროქსიმალურ ნაწილში . აბსორბცია შეადგენს 70%- ს და იზრდება საკვებთან ერთად მიღებისას 10%- ით .სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-5 საათში . განაწილების მოცულობადაახლოებით 3 ლ / კგ . უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს 40%- ით , გროვდება ერითროციტებში .არ მეტაბოლიზდება ღვიძლში , პრეპარატის 95% გამოიყოფა შეუცვლელი სახით უპირატესადთირკმლებით . ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში და არტერიულიჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში შეადგენს დაახლოებით 5,58 მლ / წმ (335 მლ / წთ ).ჰიდროქლოროთიაზიდს აქვს გამოყოფის ორფაზიანი პროფილი . N ნახევარგამოყოფის პერიოდი საწყისფაზაში შეადგენს 2 საათს , საბოლოო ფაზაში ( მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ )- დაახლოებით 10 საათს .აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გროვდება ამნიონურ სითხეში . ქლოროთიაზიდის შრატისმიერიკონცენტრაცია ჭიპლარის ვენურ სისხლში პრაქტიკულად ისეთივეა , როგორიც დედის სისხლში .ამნიონურ სითხეში კონცენტრაცია 19 ჯერ აჭარბებს ჭიპლარის ვენური სისხლის შრტში მის კონცენტრაციას. დედის რძეში ჰიდროქლოროთიაზიდის კონცენტრაცია ძალიან დაბალია . ჰიდროქლოროთიაზიდი არყოფილა აღმოჩენილი იმ ახალშობილების სისხლის პლაზმაში , რომელთა დედებიც იღებდნენჰიდროქლოროთიაზიდს ძუძუთი კვების პერიოდში .
მიღების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია ( პაციენტებში , რომელთათვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ).
მიღების წესი და დოზები
ლორისტა H- ის ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეღამეში .არასაკმარისი თერაპიული პასუხისას პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე 1 ჯერდღეში . პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება არტერიული წნევის დაქვეითებიდან გამომდინარე , რომელიცმიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ . ლორისტა H- ის მაქსიმალური რეკომენდირებულიდოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დღეღამეში .
დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას :
პაციენტებს თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო დაქვეითებით ( კრეატინინის კლირენსი მეტი 0,5 მლ / წმდა / ან 30 მლ / წთ ), შეიძლება დაენიშნოთ პრეპარატი ჩვეულებრივი დოზით . პრეპარატის დანიშვნა არარის რეკომენდირებული თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში .
რადგან ლოზარტანის რეკომენდირებული საწყისი დოზა პაციენტებში ჰიპოვოლემიით შეადგენს 25 მგ 1ჯერ დღეში , ლორისტა H- ით თერაპია საჭიროა დავიწყოთ დიურეტიკების მოხსნის და ჰიპოვოლემიისკორექციის შემდეგ .
პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან უზმოზე . იმისათვის რომ არ გამოტოვოთპრეპარატის მიღება , საჭიროა ტაბლეტების მიღება ყოველდღე ,
ერთსა და იმავე დროს . თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება , არ შეიძლება შემდეგი დოზისგაორმაგება . შემდგომ მიღებაზე პაციენტმა უნდა მიიღოს პრეპარატის ჩვეული დოზა დადგენილ დროს .მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის .
გვერდითი მოვლენები
არასასურველი მოვლენების სიხშირე ლოზარტანით და ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობისასპლაცებოს მიღების შესაბამისია ; არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ სუსტადაა გამოხატული და არარის მუდმივი . როგორც პლაცებო , პრეპარატით თერაპია იშვიათად მოითხოვს პრეპარატის მოხსნას ,არასასურველი ეფექტების განვითარების გამო . K კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტებშიესენციური ჰიპერტენზიით პრეპარატით გამოწვეული ერთადერთი არასასურველი დაპლაცებოსთანშედარებით ხშირად არსებული ეფექტი იყო თავბრუსხვევა . ის აღენიშნებოდა პაციენტთა 1%- ზე მეტს .არასასურველი ეფექტები , რომლებიც ვითარდებოდა 1%- ზე ნაკლები სიხშირით , ჩამოთვლილია ქვემოთმათ მიმართებაში ორგანოებთან და სისტემებთან ( ლოზარტანის და ჰოდროქლოროთიაზიდისკომბინაციასთან მიზეზ - შედეგობრივი კავშირისგან დამოუკიდებლად )
სისტემური : შეშუპება , მუცლის ტკივილი ;
გულ - სისხლძარღვთა : გულისცემის გახშირება ;
ჩონჩხ - კუნთოვანი : ზურგის ტკივილი ;
ნერვული სისტემის მხრივ / ფსიქიატრიული : თავბრუსხვევა ;
რესპირატორული : ხველა , სინუსიტი , ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ;
კანის : გამონაყარი .
F კლინიკურ პრაქტიკაში პრეპარატის ფართო გამოყენების შემდეგასევე აღინიშნა ანგიონევროზულიშეშუპება , ხველა , დიარეა და ჰეპატიტი .
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში , ჩვეულებრივ საკმარისია თერაპიის შეწყვეტა დაპაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება სიმპტომების სრულ გაქრობამდე . სახის , ტუჩების , კისრის დაკიდურების ანგიონევროზული შეშუპება , ჩვეულებრივ არ საჭიროებენ აქტიურ თერაპიას , ხოლოუსიამოვნო შეგრძნებები , შესაძლოა ნიველირებული იქნას ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღებით . ენის ,ხახის და ხორხის ანგიონევროზული შეშუპება საჭიროებს გადაუდემელ მკურნალობას ადრენალინით (კანქვეშ 0,3 დან 0,5 მლ - მდე ადრენალინის ხსნარი შეფარდებით 1: 1000); აუცილებლობისას , სასუნთქიგზების გამავლობის უზრუნველსაყოფად , საჭიროა ინტუბაციის და / ან ლარინგოტომიის ჩატარება .
ლაბორატორიული პარამეტრები :
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში იშვიათად აღინიშნებოდა გადახრები სტანდარტულლაბორატორიულ კვლებებში .
ჰიპერკალიემია აღინიშნა პაციენტთა 0,7%- ში , მაგრამ კლინიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა და არმოითხოვდა ლოზარტანით და ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობის შეწყვეტას . პრეპარატითთერაპიისას რეკომენდირებულია შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი , განსაკუთრებითთირკმლის დაავადების მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში .
კლინიკურ კვლევებში ასევე აღინიშნა შარდოვანას და კრეატინინის დონის უმნიშვნელო მატება 0,6 და 0,8%შესაბამისად . მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა თერაპიის შეწყვეტა , სისხლში კრეატინინის მომატებისგამო . კლინიკური კვლევების დროს ერთეულ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების აქტივობისმომატება , თუმცა ეს ცვლილებები არ მოითხოვდა ლოზარტანით და ჰოდროქლორთიაზიდითმკურნალობის შეწყვეტას . ხშირად გამოვლინდა ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მატება , მაგრამ ეს არიყო კლინიკურად მნიშვნელოვანი და არ მოითხოვდა ლოზარტანით და ჰიდროქლოროთიაზიდითმკურნალობის შეწყვეტას .
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ , სულფანილამიდების მიმართ, ანურია .
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ არის რეკომენდირებული პაციენტებში ღვიძლის დაზიანებით ან თირკმლის ფუნქციის მძიმედარღვევებით ( კრეატინინის კლირენსი მეტი 0,5 მლ / წმ და / ან 30 მლ / წთ ).
ზოგიერთ პაციენტში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაშიშარდმჟავას კონცენტრაციის მომატების პროვოცირება და / ან პოდაგრის განვითარება . ლოზარტანიპირიქით , ამცირებს შარდმჟავის შემცველობას შრატში . ლოზარტანით და ჰიდროქლოროთიაზიდითკომბინირებული თერაპია ამცირებს ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას . P რეპარატი არუნდა იქნას გამოყენებული ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სამკურნალოდ , რადგან არ არის ამასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება .
ქვემოთ მოყვანილი სიფრთხილეები პრეპარატის ცალკეული აქტიური კომპონენტის მიმართ ასევეეკუთვნის ლორისტა H- ით მკურნალობას :
ლოზარტანი
იმდენად , რამდენადაც პრეპარატი თრგუნავს რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემის აქტივობას, იმ პაციენტებში , რომელთა თირკმლის ფუნქციონირება დამოკიდებულია ამ სისტემის მდგომარეობაზე (მაგ . პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან თირკმლის დაავადებებით ), მკურნალობის ფონზეთირკმლის ფუნქცია შესაძლოა გაუარესდეს . როგორც რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემაზემოქმედმა სხვა სამკურნალო საშუალებებმა , ლოზარტანმა შესაძლოა გამოიწვიოს შრატში შარდოვანას დაკრეატინინის კონცენტრაციის მატება თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ცალმხრივი სტენოზის მქონეპაციენტებში . ლოზარტანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში , რომელთა მდგომარეობამოითხოვს რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების გამოყენებას (მაგ . პაციენტებში ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიით , აორტალური და მიტრალურისტენოზით , გულის იშემიური დაავადებით ).
აუცილებელია სიფრთხილით გამოყენება იმ პაციენტებში , რომლებსაც როდესმე ჰქონიათ ნებისმიერიწარმოშობის ანგიონევროზული შეშუპება . ანგიონევროზული შეშუპების განვითარებისას , აუცილებელიაპრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა .
ჰიდროქლოროთიაზიდი
როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით მკურნალობისას , ზოგიერთ პაციენტებში , რომლებიციღებენ დიურეტიკს , შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია , რომელსაც თან ახლავს კლინიკურიგამოვლინებები . პაციენტებს გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით , იშვიათად უვითარდებათჰიპოტონია , ხშირად ის ვითარდება პაციენტებში ჰიპოვოლემიით და ელექტროლიტური ბალანსისდარღვევით .
ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა შეამციროს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების , მათ შორისინსულინის აქტივობა . ამიტომ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებშისაჭიროა მკაცრი კონტროლის ქვეშ და შესაძლოა მოითხოვოს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებისკორექცია . ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის ფონზე , შესაძლოა შემცირდეს კალიუმის გამოყოფა ,რაც ზოგჯერ მოსდევს ჰიპერკალცემია . კალციუმის დონის გამოხატული მატება შესაძლოა იყოს ფარულიჰიპერპარათირეოზის ნიშანი . ფარისებრახლო ჯირკვლების კვლევის ჩატარების წინ საჭიროაჰიდროქლორთიაზიდის მიღების შეწყვეტა .
პაციენტებს ალერგიული დაავადებებით ან ასთმით , ასევე პაციენტებს ალერგიული რეაქციების გარეშე ,ჰიდროქლორთიაზიდის მიღების ფონზე შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები .ასევე არის ცნობები სისტემური წითელი მგლურას გამწვავების შესახებ .
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლორისტა H- ის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს ( განსაკუთრებით მეორე დამესამე ტრიმესტრში ). ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატებმა , რომლებიც თრგუნავენრენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სიტემის აქტივობას , შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანებამის დარუპვამდეც კი . მიუხედავად ამისა , ისინი უსაფრთხოა ორგანოგენეზის ადრეულ სტადიაზე (პირველ ტრიმესტრში )
ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გროვდება ამნიონურ სითხეში .ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას , დიურეტიკების რუტინული მიღება არ არისრეკომენდირებული , რადგან ამ დროს დედას და ნაყოფს ექმნებათ არასასურველი ეფექტებისგანვითერების რისკი ( მაგ . ახალშობილთა სიყვითლე , თრომბოციტოპენია და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს დიურეტიკებით მკურნალობისას ) .
ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა დედის რძეში , ლოზარტანისათვის ეს ფაქტი დადგენილი არ არის .ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლო არასასურველო მოვლენების განვითარების გამო , საჭიროაგადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ , დედისთვის მისიაუცილებლობის გათვალისწინებით .
გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე
ლორისტან H- ით მკურნალობისას პრაქტიკულად ყველა პაციენტს შეუძლია ისეთი მოქმედებებისშესრულება , რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას ( მაგ . ავტომობილის ან საშიში ტექნიკურისაშუალებების მართვა ). ზოგიერთ პაციენტში თერაპიის დასაწყისში პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოსჰიპოტენზია და თავბრუსხვევა და ამგვარად , არაპირდაპირ იმოქმედოს მათ ფსიქოფიზიკურმდგომარეობაზე . უსაფრთხოების მიზნით , მოქმედების დაწყებამდე , რომელიც მოითხოვს მეტყურადღებას , პაციენტებმა ჯერ უნდა შეაფასონ მათი რეაქცია მიმდინარე მკურნალობაზე .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედებები , რომლებიც წარმოიქმნება პრეპარატის თითოეული აქტიური კომპონენტითმკურნალობისას , შესაძლოა წარმოიშვეს ლორისტან H- ით მკურნალობისასაც :
ლოზარტანი
პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ლოზარტანი სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად .ფარმაკოკინეტიკის კლინიკურ კვლევებში , არ ყოფილა აღნიშნული რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანიურთიერთქმედება ჰიდროქლორთიაზიდთან , დიგოქსინთან , ვარფარინთან , ციმეტიდინთან ,ფენობარბიტალთან , კეტოკონაზოლთან და ერითრომიცინთან . რიფამპიცინის შემცველი სამკურნალოსაშუალებებთან ერთად მიღებისას , შესაძლოა შენელდეს ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტისმეტაბოლიზმი , რამაც შესაძლოა შეასუსტოს ლოზარტანის ეფექტურობა .
ისევე , როგორც სხვა პრეპარატებისათვის , რომლებიც ახდენენ ანგიოტენზინ II- ის რეცეპტორებისაქტივობის ან მის ეფექტების ბლოკირებას , კალიუმის შემნახველ დიურეზულებთან ( მაგ .სპირონოლაქტონი , ტრიამტერენი , ამილორიდი ), კალიუმის შემცველ საკვებ დანამატებთან ან მარილისშემცვლელებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის მომატება .
In vitro კვლევებში ნაჩვენები იყო , რომ ციტოქრომული ფერმენტების ინჰიბიტორები P450 3A4 (კეტოკონაზოლი , ტროლევანდომიცინი , გესტოდენი ) და P450 2C9 ( ფლუკონაზოლი ,სულფაფენაზოლი ) მნიშვნელოვნად თრგუნავენ ლოზარტანის აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნას :სულფაფენაზოლის და კეტაკონაზოლის კომბინაცია , პრაქტიკულად მთლიანად აბლოკირებს მისპროდუქციას . ლოზარტანის და ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული მიღების ფარმაკოდინამიკურიშედეგები შესწავლილი არ არის . მიუხედავად ამისა , რეკომენდირებულია სიფრთხილის გამოჩენა მათიერთდროული დანიშვნისას . ინდომეტაცინმა შესაძლოა შეასუსტოს ლოზარტანის , ისევე როგორც სხვაანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი .
ლოზარტანის და იმ პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ , რომელთა შემადგენლობაშიც შედის ლითიუმი, შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმის არასასურველი ეფექტების პროვოცირება , რადგან ამ დროსძლიერდება მისი შეწოვა ტირკმლის პროქსიმალური არხებიდან . ასეთი თერაპიისას აუცილებელიასისხლის შრატში ლითიუმის შემცველობის კონტროლი .
ჰიდროქლორთიაზიდი
ბარბიტურატებთან , ნარკოტიკულ საშუალებებთან ( მორფინი ) ან ალკოჰოლთან ერთად მიღება ახდენსჰოდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირებას . ეს ეფექტი ასევე ძლიერდება სხვაანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად მიღებისას .
ჰიპოთიაზიდმა შესაძლოა შეასუსტოს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების , მათ შორის ინსულინისმოქმედება . ჰიდროქლორთიაზიდის და დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს უკანასკნელის დოზის კორექცია .
ჰიდროქლოროთიაზიდის კოლესტიპოლთან ან ქოლესტირამინთან ერთად მიღება , ამცირებსჰიდროქლორთიაზიდის აბსორბციას 43%- ით და 85%- ით შესაბამისად .
კორტიკოსტეროიდებთან ერთად მიღებამ ( აკტჰ - ის ჩათვლით ), შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალემიისგანვითარება .
ჰიდროქლოროთიაზიდის და პრესორული ამინების ერთად დანიშვნისას , ამინებზე თერაპიული პასუხისეშაძლოა აღმოჩნდეს ნაკლებად გამოხატული , მაგრამ არასაკმარისი იმისათვის , რომ უარი ვთქვათ მათგამოყენებაზე .
ჰიპოტენზიის რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიისას , ან არადეპოლარიზებული მიორელაქსანტებისშეყვანისას 9 მაგ . ტუბოკურანინი ).
ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს ლითიუმის ექსკრეციას . შეძლებისდაგვარად თავი უნდა ავარიდოთლითიუმის შემცველი პრეპარატების და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად დანიშვნას .
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა შეამცირონ ჰიდროქლოროთიაზიდისდიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები .
დოზის გადაჭარბება
L მონაცემები ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის.
ლოზარტანის დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია ტაქიკარდია და ჰიპოტენზია , ასევეშესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება , პარასიმპათიკური ( ვაგუსური ) სტიმულაციის გამო .ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომები მოიცავს დიურეზის გაზრდას ,მძიმე ჰიპოტენზიას ბრადიკარდიით ან რითმის სხვა დარღვევებით , კრუნჩხვებს , პარეზებს , დამბლებს ,პარალიზური ილეუსს , ცნობიერების დარღვევებს ( მათ შორის კომას ), თირკმლის უკმარისობას , შრატისელემენტების შემცველობის შემცირებას , ასევე მჟავა - ტუტოვანი წონასწორობის დარღვევას .
დოზის გადაჭარბების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა . თუპრეპარატი ცოტა ხნის წინ იყო მიღებული , რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა . საჭიროასიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლი და აუცილებლობისას სიმპტომატური თერაპიისჩატარება . ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზისდროს . რამდენად გამოიყოფა ჰიდროქლოროთიაზიდი დიალიზისას – უცნობია .
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 300 C ტემპერატურის პირობებში .
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებილი ვადის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის რეჟიმი : რეცეპტით )
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account