Livazo - ლივაზო 4მგ 28 ტაბლეტი

57,21 GEL
მარაგშია
SKU
57145_3483

ჩვენება: პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია.

სავაჭრო დასახელება: ლივაზო

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პიტავასტატინი

წამლის ფორმა: აპკით დაფარული ტაბლეტები

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

 

1mg

2mg

4mg

აქტიური ნივთიერება:

 

 

 

პიტავასტატინ კალციუმი

1,045mg

2,090mg

4,180mg

(პიტავასტატინის ექვივალენტური)

(1,000mg)

(2,000mg)

(4,000mg)

 დამხმარე ნივთიერებები:

 

 

 

ლაქტოზას მონოჰიდრატი

63,085mg

126,170mg

252,340mg

დაბალჩანაცვლებული ჰიპროლოზა

12,540mg

25,080mg

50,160mg

ჰიპრომელოზა

1,330mg

2,660mg

5,320mg

მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი

1,600mg

3,200mg

6,400mg

მაგნიუმის სტეარატი

0,400mg

0,800mg

1,600mg

აპკისებრი გარსი:

 

 

 

ოპადრი თეთრი1

3,000mg

5,000mg

9,000mg

1თეთრი ოპადრის შემადგენლობა:

 

 

 

ჰიპრომელოზა

1,9800mg

3,3065mg

5,9520mg

ტიტანის დიოქსიდი

0,8000mg

1,3380mg

2,4090mg

ტრიეთილციტრატი

0,2000mg

0,3305mg

0,5940mg

კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური

0,0200mg

0,0250mg

0,0450mg

 აღწერილობა

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. განივ ჭრილზე ბირთვი თეთრი ფერის. ტაბლეტების ერთ მხარეზე დატანილია “КС”, მეორე მხარეზე კი დოზის შესაბამისად “1”, “2” ან “4”.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება - ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ATK CODE: C10AA08

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პიტავასტატინი არის ჰმგ-კოA (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოფერმეტ A) რედუქტაზას კონკურენტული ინჰიბიტორი, ეს ფერმენტი ახდენს ქოლესტერინის სინთეზის საწყისი ეტაპის- ჰმგ-კოA-ს მევალონის მჟავად გარდაქმნის კატალიზირებას. რადგან ჰმგ-კოA რედუქტაზას მევალონის მჟავად გარდაქმნის პროცესი თავისთავად წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის საწყის ეტაპს, ამიტომ პიტავასტატინის მიღება არ იწვევს ორგანიზმში პოტენციურად ტოქსიკური სტეროლების დაგროვებას. ჰმგ-კოA ადვილად მეტაბოლიზდება აცეტილ-კოA-მდე, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე სინთეზის მრავალ პროცესში. კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო პრეპარატ ლივაზოს ეფექტურობა სისხლის პლაზმაში  საერთო ქოლესტერინის (TC), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (LDL-C), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტრინის (VLDL-C), ტრიგლიცერიდების (თG) და აპოლიპოპროტეინ B-ს (APO-B) კონცენტრაციის შემცირების, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (HDL-C) და აპოლიპოპროტეინ A1-ს (APO-A1) კონცენტრაციების ზრდის თვალსაზრისით (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. რეაქცია დოზაზე პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (პროცენტული ცვლილების დაკორექტირებული საშუალო მნიშვნელობა საწყის მაჩვენებლებთან შედარებით)

დოზა

N

LDL-C

TC*

HDL-C

TG

Apo-B

Apo-A1

პლაცებო

51

-4,0

-1,3

2,5

-2,1

0,3

3,2

1mg

52

-33,3

-22,8

9,4

-14,8

-24,1

8,5

2mg

49

-38,2

-26,1

9,0

-17,4

-30,4

5,6

4mg

50

-46,5

-32,5

8,3

-21,2

-36,1

4,7

პაციენტებში, რომელთაც მწვავე კორონარული სინდრომის გამო ჩაუტარდათ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევის ფონზე, 4მგ პიტავასტატინის 8-12 თვის განმავლობაში მიღებისას კორონარული ფოლაქის მოცულობა შემცირდა დაახლოებით 17%-ით და თან ახლდა სისხლძარღვების კედლების  რემოდელირების უკუგანვითარება (113,0-დან 105,4 მმ3-მდე).

სასურველი ეფექტები სიკვდილიანობის და გართულებების თვალსაზრისით დღეისათვის არ არის შეფასებული.

შაქრიანი დიაბეტი

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ჰიპერლიპიდემია და გლუკოზას მიმართ ამტანობის დარღვევები, ცხოვრების წესის შეცვლის რეკომენდაციასთან ერთად ლივაზოს დოზების 1მგ/დღეში ან 2მგ/დღეში მიღებისას შაქრიანი დიაბეტის პირველად გამოვლინება აღინიშნა უფრო იშვიათად იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ გადიოდნენ ჰიპოლიპიდემიურ მკურნალობას: 39,9% ვს 45,7% 2.8 წლის განმავლობაში, რისკის თანაფარდობა შეადგენდა 0,82-ს.

შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის თვალსაზრისით პიტავასტატინის უსაფრთხოების მოცემულ მეტა-ანალიზში გამოვლინდა პრეპარატ ლივაზოს ნეიტრალური ეფექტი შაქრიანი დიაბეტის ახალი შემთხვევების განვითარების რისკის მხრივ სხვა სტატინებით მკურნალობასთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პიტავასტატინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. საკვები გავლენას არ ახდენს შეწოვაზე. სისხლის პლაზმაში პიტავასტატინის ჩმახ მცირდება 43%-ით ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას, მაგრამ ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდება “კონცენტაცია-დრო” (AUჩ) უცვლელი რჩება. უცვლელი პრეპარატი ექვემდებარება ენტეროჰეპატიკურ ცირკულაციას და კარგად შეიწოვება მლივი და თეძოს ნაწლავიდან. პიტავასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 51%-ს. 

განაწილება

პიტავასტატინის 99%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს და ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინს. განაწილების საშუალო მოცულობა არის 133ლ. პიტავასტატინი აქტიურად აღწევს ჰეპატოციტებში გადამტანი ცილების OAთP1B1 და OAთP1B3 საშუალებით. AUჩ ვარირებს მინიმალურიდან მაქსიმალურ მნიშვნელობამდე Oთხმაგი ზრდის ფარგლებში. პიტავასტატინი არ არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი.

გამოყოფა

პიტავასტატინი უცვლელი სახით სწრაფად გამოიყოდა ღვიძლიდან ნაღველით, მაგრამ ექვემდებარება ენტეროჰეპატიკურ რეცირკულაციას, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ეფექტს. პიტავასტატინის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 5,7 საათსა (ერთჯერადი მიღება) და 8,9 საათს შორის (წონასწორულ მდგომარეობაში), კლირენსის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 43,4ლ/სთ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებში

ხანდაზმულები: პიტავასტატინის ფარმაკოკინეტიკის შეფასებისას 65 წელზე ზევით პაციენტებში პიტავასტატინის AUჩ იყო 1,3-ჯერ მეტი. აღნიშნულ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია პრეპარატის ეფექტურობაზე ან უსაფრთხოებაზე.

ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევები (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) AUჩ 1,6-ჯერ მეტი იყო ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში, ხოლო ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) AUჩ 3,9-ჯერ მეტი იყო. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების შემთხვევაში პიტავასტატინის მიღება უკუნაჩვენებია.

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა AUჩ-ის მატება შესაბამისად 1,8-ჯერ და 1,7-ჯერ.

განსხვავება სქესის მხრივ: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში მამაკაცებთან შედარებით ქალებში აღინიშნა AUჩ-ის 1,6-ჯერ მატება, რასაც გავლენა არ მოუხდენია პრეპარატ ლივაზოს ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე.

რასა: სხვადასხვა რასის (იაპონური ან ევროპეიდული პოპულაცია) ჯანმრთელი მოხალისეებიდან მიღებული მონაცემების ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სქესი და ასაკი გავლენას არ ახდენენ პიტავასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე.

გამოყენების ჩვენებები

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით), ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) დამატებითი საშუალების სახით დიეტის დროს, როდესაც მხოლოდ დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგ.: ფიზიკური ვარჯიში, სხეულის წონის შემცირება) არასაკმარისია.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პიტავასტატინის, პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტების და ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიმართ.
  • ღვიძლი მწვავე (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ან ჩ კლასის უკმარისობა ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა სისხლის შრატში (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი).
  • ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
  • მიოპათია.
  • ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება.
  • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, პოტენციურ დედებში კონტრაცეფციის სათანადო მეთოდების არარსებობა.
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი)

გაფრთხილდით

როდესაც აღინიშნება მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები პირად ან ოჯახურ ანამნეზში და კუნთებთან დაკავშირებული ტოქსიკურობა წინა ანამნეზში  ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას, ღვიძლის დაავადება ანამნეზში, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, 70 წელზე ზემოთ ასაკი.

პრეპარატის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

პრეპარატ ლივაზოს მიღება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. პოტენციურ დედებში ლივაზოთი მკურნალობის დროს საჭიროა კონტრაცეფციის სანდო მეთოდების გამოყენება. ვინაიდან ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის შესაბამისად ჰმგ-კოA რედუქტაზას დათრგუნვის პოტენციური რისკი აჭარბებს პრეპარატის სარგებელს ორსულობის პერიოდში. ცხოველებში ჩატარებული კვლევების მიხედვით პიტავასტატინს გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, თუმცა ტერატოგენური პოტენციალის გარეშე. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ჩასახვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე. ლივაზოს მიღების პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეპარატ ლივაზოს მიღება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. პიტავასტატინი ხვდება ვირთხების რძეში. ადამიანებში პიტავასტატინის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუ აუცილებელია პრეპარატ ლივაზოს მიღება ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

მიღების წესი და დოზები

მიიღება პერორალურად, ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად.

ტაბლეტების მიღება სასურველია დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, უფრო საღამოს ლიპიდების ცვლის ცირკადული რითმის შესაბამისად. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინემიულ დიეტაზე.

პრეპარატის საწყისი დოზა არის დღეში 1მგ ერთჯერადად. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზას ზრდიან დღეში 2მგ-მდე არანაკლებ 4 კვირიანი ინტერვალით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად LDL-ჩ-ის კონცენტრაციების, მკურნალობის მიზნების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით. პაციენტების უმეტესობას სჭირდება 2 მგ დოზა. მაქსიმალური დღიური დოზა არის 4 მგ.

პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა: რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზაა 2მგ.

პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (სასურველია ობიექტურად შეფასდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმწვავე კრეატინინის კლირენსის ან გორგლოვანი ფილტრაციის მიხედვით) შემთხვევაში პრეპარატი ლივაზო მიიღება სიფრთხილით. თირკმლის ფუნქციის ნებისმიერი ხარისხის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, შესაბამისად მაქსიმალური დღიური დოზა 4მგ ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თირკმლის ფუნქცია ყურადღებით კონტროლდება დოზის ეტაპობრივად მომატების შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული; თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს სასურველია მაქსიმალური დოზა შემოიფარგლოს 2მგ-ით.

ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია არ არის საჭიროა.

გვერდითი მოქმედება

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებულია დოზების მიღებისას პაციენტების <4%, რომლებიც მკურნალობნდენ პრეპარტ ლივაზოთი გამოეთიშნენ კვლევას არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. ყველაზე ხშირად აღინიშნა მიალგია.

სიხშირის თვალსაზრისით გამოყოფენ შემდეგ არასასურველ რეაქციებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირად: ≥10, ხშირად: ≥1/100-<1/10, ნაკლებად ხშირად: ≥1/1000-<1/100, იშვიათად: ≥1/10000-<1/1000, ძალიან იშვიათად: <1/10000 და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ განისაზღვრება).

სისხლმბადი ორგანოების მხრივ

ნაკლებად ხშირად: ანემია

ნივთიერებათა ცვლის მხრივ

ნაკლებად ხშირად: ანორექსია

ფსიქიკის მხრივ

ხშირად: უძილობა

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად: თავის ტკივილი

ნაკლებად ხშირად: თავბრუსხვევა, გემოს აღქმის დარღვევა, ძილიანობა

გრძნობის ორგანოების მხრივ

ნაკლებად ხშირად: ხმაური ყურებში

იშვიათად: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

კანის მხრივ

ნაკლებად ხშირად: კანის ქავილი, გამონაყარი

იშვიათად: ჭინჭრის ციება, ერითემა

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ

ხშირად: მიალგია, ართრალგია

ნაკლებად ხშირად: კუნთების სპაზმები

სიხშირე უცნობია: იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირად: პოლაკიურია

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად:  ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა

ნაკლებად ხშირად: ტკივილი მუცლის არეში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ღებინება

იშვიათად: გლოსოდინია, მწვავე პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ნაკლებად ხშირად: “ღვიძლის” ტრანსამინაზების - ასპარტატამინოტრანსფერაზას (Aჩთ), ალანინამინოტრანსფერაზას (ALთ), კრეატინფოსფოკინაზას (ჩPK) აქტივობის მატება.

კლინიკურ კვლევებში ლივაზოს მიღების შემდეგ აღინიშნა ჩPK-ის აქტივობის 3-ჯერ მატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2800-დან 49 პაციენტში (1,8%). ნორმის ზედა ზღვარზე ≥10-ჯერ მატება კუნთებთან დაკავშირებული თანმხლები სიმპტომებით აღინიშნა ძალიან იშვიათად და გამოუვლინდა 2406-დან მხოლოდ ერთ პაციენტს, რომელიც ღებულობდა 4მგ ლივაზოს (0,04%) კლინიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში.

სხვა

ნაკლებად ხშირად: ასთენია, სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, პერიფერიული შეშუპება.

პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებული გამოცდილება

იაპონიაში დაახლოებით 20000 პაციენტის მონაწილეობით ჩატარდა რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების ორ წლიანი პროსპექტული კვლევა. მოცემული პაციენტების უმეტესობა ღებულობდა პიტავასტატინს დოზით 1 ან 2 მგ, მაგრამ არა 4 მგ. პაციენტების 10,4%-ში დაფიქსირდა არასასურველი რეაქციები, რომელთა შემთხვევაშიც პიტავასტატინთან მიზეზობრივი კავშირი არ არის გამორიცხული და პაციენტების 7,4%-მა შეწყვიტა მკურნალობა არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. მიალგიის სიხშირე იყო 1,08%. არასასურველი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ხასიათის იყო. 2 წლის განმავლობაში არასასურველი რეაქციები უფრო მეტად გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ მედიკამენტური ალერგია (20,4%) ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები (13,5%).

პრეპარატის რეკომენდირებული დოზების მიღებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები და მათი განვითარების სიხშირე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიმდინარე პროსპექტულ კვლევაში და არა საერთაშორისო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მოცემულია ქვემოთ.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაავადება

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ

იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი

რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების კვლევაში აღინიშნა რაბდომიოლოზის ორი შემთხვევა, როდესაც საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია (პაციენტების 0.01%).

გარდა ამისა არსებობს სპონტანური შეტყობინებები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ დაფიქსირებული ეფექტების შესახებ, მიალგიის და მიოპათიის ჩათვლით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ლივაზოს რეკომენდირებულ დოზებს. ასევე დაფიქსირდა რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობის თანხლებით და მის გარეშე, მათ შორის რაბდომიოლიზი ლეტალური გამოსავალით.

აგრეთვე არსებობს სპონტანური შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ (მათი სიხშირე ეფუძნება რეგისტრაციის შემდგომ კვლევებში დაფიქსირებულ შემთხვევებს):

ნერვული სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირად: ჰიპესთეზია

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

იშვიათად: დისკომფორტი მუცლის არეში

სხვა სტატინების მიღებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები:

- ძილთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის კოშმარული სიზმრები;

- ამნეზია;

- სექსუალური ფუნქციის დარღვევა;

- დეპრესია;

- ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება;

- შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებულია რისკ ფაქტორების (გლუკოზის კონცენტრაცია სისხში უზმოზე ≥5,6 მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, თG-ის კონცენტრაციის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია ანამნეზში) არსებობაზე ან არარსებობაზე;

- გლიკოზილირებული ჰემოლობინის მატება;

Dოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბებისას სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.

საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, CPK-ის აქტივობის და ღვიძლის ფუნქციის გაკონტროლება. ჰემოდიალიზია არაეფექტურია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

პიტავასტატინი აქტიურად ტრანსპორტირდება ადამიანის ჰეპატოციტებში ღვიძლის მრავალრიცხოვანი გადამტანების (ორგანული ანიონების გადამტანი პოლიპეპტიდის [OAთP] ჩათვლით) მეშვეობით, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ მოცემულიდან ზოგიერთი პრეპარატის ურთიერთქმედების პროცესში.

ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზების პიტავასტატინთან ერთად მიღებისას წონასწორულ მდგომარეობაში პიტავასტატინის AUC 4,6-ჯერ იზრდება. ციკლოსპორინის წონასწორული მდგომარეობის ზეგავლენა პიტავასტატინის წონასწორულ მდგომარეობაზე უცნობია. პრეპარატი ლივაზო უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ციკლოსპორინს.

ერითრომიცინი: ერითრომიცინის და პიტავასტატინის ერთობლივად მიღებისას პიტავასტატინის AUC 2,8-ჯერ იზრდება. ერითრომიცინით ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია პირავასტატინის დროებით შეწყვეტა.

გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები: ფიბრატების მონოთერაპიას იშვიათად უკავშირებენ მიოპათიის განვითარებას. ფიბრატებთან ერთად სტატინების მიღებისას იზრდება მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების სიხშირე. პიტავასტატინი სიფრთხილით მიიღება ფიბრატებთან ერთად. პიტავასტატინის და გემფიბროზილის კომბინირებული მიღებისას ფარმაკოკინეტიკის შესწავლის მიზნით ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა პიტავასტატინის AUC-ის 1,4-ჯერ ზრდა და ფენოფიბრატის AUC -ის 1,2-ჯერ ზრდა.

ნიკოტინის მჟავა (ჰიპოლიპიდემიური დოზებით): პიტავასტატინის და ნიკოტინის მჟავის ჰიპოლიპიდემიური დოზების (>1გ/დღეში) ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა. ნიკოტინის მჟავის მონოთერაპიას უკავშირებენ მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარებას. შესაბამისად ერთობლივად ნიკოტინის მჟავის ჰიპოლიპიდემიური დოზები (>1 გ/დღეში) და პრეპარატი ლივაზო სიფრთხილით ინიშნება.

ფუზიდის მჟავა: დარეგისტრირებულია კუნთებთან დაკავშირებული მწვავე დარღვევები, როგორიც არის რაბდომიოლიზი, რაც განპირობებული იყო ფუზიდის მჟავის და სტატინების ურთიერთქმედებით. ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ლივაზოს დროებით შეწყვეტა.

რიფამპიცინი: პიტავასტატინთან ერთად მიღებისას პიტავასტატინის AUC გაიზარდა 1,3-ჯერ, რაც გამოწვეული იყო ღვიძლში აკუმულაციის შემცირებით.

აივ პროტეაზას ინჰიბიტორები: პიტავასტატინთან ერთად მიღებამ გამოიწვია პიტავასტატინის AUC -ის უმნიშვნელო ცვლილება.

ეზეტიმიბი და მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტი თრგუნავს საკვებიდან მიღებული და ბილიარული ქოლესტერინის შეწოვას. კომბინირებული გამოყენებისას პიტავასტატინს ზეგავლენა არ მოუხდენია პლაზმაში ეზეტიმიბის ან მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტის კონცენტრაციებზე და ეზეტიმიბს არ უმოქმედია პიტავასტატინის პლაზმურ კონცენტრაციებზე.

განსაკუთრებული მითითებები

ზეგავლენა კუნთების ქსოვილზე

ისევე როგორც hmg-koA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიღებისას არსებობს მიალგიის, მიოპათიის და იშვიათად რაბდომიოლიზის განვითარების ალბათობა. გააფრთხილეთ პაციენტები, რომ აუცილებლად გაცნობონ კუნთებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას. როდესაც პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, კუნთების მოდუნება შეხებისას ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა ან ცხელება უნდა განისაზღვროს ჩPK-ის აქტივობა.

ჩPK-ის აქტივობის დადგენა არ უნდა მოხდეს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან ისეთი სხვა ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევენ ჩPK-ის ზრდას, რადგან შედეგი შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. თუ ჩPK-ის აქტივობა მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) 5-7 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს საკონტროლო ანალიზი.

დაფიქსირდა იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის ძალიან იშვიათი შემთხვევები სტატინებით მკურნალობის პერიოდში ან შეწყვეტის შემდეგ. იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია კლინიკურად ვლინდება პროქსიმალური კუნთების ქრონიკული სისუსტით და სისხლის შრატში CPK-ის აქტივობის მომატებით, რაც ნარჩუნდება სტატინების შეწყვეტის მიუხედავად.

მკურნალობამდე

სხვა სტატინების მსგავსად ლივაზო სიფრთხილით ინიშნება ისეთი რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში, რომლებიც ხელს უწყობენ რაბდომიოლიზის განვითარებას. საჭიროა ჩPK-ის აქტივობის განსაზღვრა, რათა დადგინდეს საკონტროლო საწყისი მაჩვენებლები შემდეგ შემთხვევებში:

  • თირკმლის უკმარისობა,
  • ჰიპოთირეოზი,
  • კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი,
  • წინა ანამნეზში კუნთებთან დაკავშირებული ტოქსიკურობის არსებობა ფიბრატებით ან სხვა სტატინებით მკურნალობისას,
  • ანამნეზში ღვიძლის დაავადების არსებობა ან ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება,
  • >70 წლის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ რაბდომიოლიზის განვითარებისათვის ხელშემწყობი სხვა რისკ ფაქტორები.

ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგი, ხოლო მკურნალობასთან დაკავშირებული რისკი საჭიროებს გადახედვას მოსალოდნელი სარგებელის გათვალისწინებით. დაუშვებელია ლივაზოს მიღება თუ ჩPK-ის აქტივობა 5-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს.

მკურნალობის პერიოდში

პაციენტს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს თუ შენიშნავს კუნთების ტკივილს, სისუსტეს ან კრუნჩხვებს. უნდა დადგინდეს ჩPK-ის აქტივობა და მკურნალობა წყდება თუ იგი მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი). კუნთებთან დაკავშირებული მწვავე სიმპტომების გამოვლენისას უნდა გადაიხედოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩPK-ის აქტივობა 5-ჯერ არ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს. სიმპტომების მოხსნის და ჩPK-ის აქტივობის ნორმის ფარგლებში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ლივაზოს განმეორებით დანიშვნა 1მგ დოზა რეგულარული კონტროლის პირობებში.

ზემოქმედება ღვიძლზე

ისევე როგორც სხვა სტატინები ლივაზოც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება ან პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად ღებულობენ ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას. მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდულად უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ანალიზები. თუ “ღვიძლის” ტრანსამინაზების (ALT და AST) აქტივობა იზრდება და 3-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს ლივაზოს მიღება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება თირკმელებზე

ლივაზო სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის მომატება დასაშვებია მხოლოდ რეგულარული კონტროლის პირობებში. 4 მგ დოზა არ არის რეკომენდირებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

შაქრიანი დიაბეტი

გარკვეული მონაცემების მიხედვით სტატინები იწვევენ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების მატებას, რაც ზრდის შაქრიანი დიაბეტის რისკს, ხოლო ზოგიერთ პაციენტში კი, რომელსაც აღენიშნება შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკები შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და საჭიროებს შაქრიანი დიაბეტის შესაბამის მკურნალობას. მიუხედავად ამისა აღნიშნული საფრთხის კომპენსირება ხდება სისხლძარღვებთან დაკავშირებული რისკების შემცირებით სტატინებით მკურნალობისას, სწორედ ამიტომ ეს არ უნდა იყოს სტატინების შეწყვეტის მიზეზი. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკები (გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე 5,6-6,9 მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, თG-ის კონცენტრაციის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია) საჭიროა კლინიკური და ბიოქიმიური კონტროლი ნაციონალური რეკომენდაციების შესაბამისად. ამავდროულად როგორც პოსტმარკეტინგული დაკვირვების, ასევე პროსპექტული კვლევების შედეგების მიხედვით პიტავასტატინით მკურნალობისას არ დაფიქსირებულა შაქრიანი დიაბეტის  რისკის დადასტურებული ნიშნები.

ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება

ზოგიერთი სტატინის მიღებისას, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი მკურნალობისას დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციალური დაავადების იშვიათი შემთხვევები. კლინიკური ნიშნები მოიცავს სუნთქვის უკმარისობას, არაპროდუქციულ ხველებას და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (ძლიერი დაღლილობა, სხეულის წონის დაკლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციალურ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში სტატინის მიღება უნდა შეწყდეს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან სხვა ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რაც საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას, რადგან მოსალოდნელია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიც არის თავბრუსხვევა და ძილიანობა.

გამოშვების ფორმა

აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები 1მგ, 2მგ და 4მგ.

1მგ დოზა: 7, 14, 15 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

2მგ დოზა: 7, 10, 14, 15, 20 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერტში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1, 2, 3 ან 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

4მგ დოზა: 7, 10, 14, 15 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1, 2, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy