Ketilept - კეტილეპტი პროლონგი 50მგ 60 ტაბლეტი
ჩვენება:ბიპოლარული დეპრესია და დიდი დეპრესიული აშლილობის დიდი დეპრესიული ეპიზოდი, მანია, შიზოფრენია.
რა არის კეტილეპტი პროლონგი და რისთვის გამოიყენება
კეტილეპტი პროლონგი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება კვეტიაპინი. ის მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიფსიქოზურები.
კეტილეპტი პროლონგი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის:
ბიპოლარული დეპრესია და დიდი დეპრესიული აშლილობის დიდი დეპრესიული ეპიზოდი: რომლის დროსაც თქვენ თავს გრძნობთ მოწყენილად. თქვენ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ხართ დეპრესიული, გქონდეთ დანაშაულის გრძნობა, ენერგიის ნაკლებობა, მადის დაქვეითება ან უძილობა.
მანია: რომლის დროსაც შეიძლება თავს გრძნობდეთ ძალიან აგზნებულად, გქონდეთ ამაღლებული განწყობა, იყოთ აჟიტირებული, ენთუზიაზმით სავსე ან ჰიპერაქტიური ან გქონდეთ ცუდი განსჯის უნარი, მათ შორის იყოთ აგრესიული და წესრიგის დამრღვევი („დამანგრეველი“).
შიზოფრენია: რომლის დროსაც შესაძლოა გესმოდეთ, გრძნობდეთ ან გჯეროდეთ არარეალური მოვლენების ან გქონდეთ უჩვეულო ეჭვები, შფოთვა, დაბნეულობა, დანაშაულის გრძნობა, დაძაბულობა და დეპრესიულობა.
როდესაც კეტილეპტი პროლონგი მიიღება დიდი დეპრესიული აშლილობის დიდი დეპრესიული ეპიზოდის სამკურნალოდ, მისი მიღება უნდა მოხდეს ამ დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატთან ერთად.
თქვენმა ექიმმა შეაძლოა გაგიგრძელოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თქვენ თავს უკეთ გრძნობთ.
რა უნდა ვიცოდეთ კეტილეპტი პროლონგის მიღებამდე
არ მიიღოთ კეტილეპტი პროლონგი:
თუ გაქვთ ალერგია კვეტიაპინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:
შიდსის სამკურნალო პრეპარატები
აზოლის პრეპარატები (სოკოვანი დაავადებებისთვის)
ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციებისთვის)
ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის)
ნუ მიიღებთ კეტილეპტ პროლონგს თუ ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, კეტილეპტ პროლონგის მიღბამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კეტილეპტი პროლონგის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, თუ:
თქვენ, ან თქვენი ოჯახი რომელიმე წევრს აგეღნიშნებათ ან წარსულში აგეღნიშნებოდათ გულის დაავადებები, მაგ. გულის რიტმის დარღვევა, გულის კუნთის სისუსტე ან ანთება, ან თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის რიტმზე;
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
გქონიათ ინსულტი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში;
გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
ოდესმე გქონიათ გულყრა (კრუნჩხვები);
გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. მსგავს სიტუაციაში, კეტილეპტი პროლნგის დანიშვნამდე ექიმი შეამოწმებს თქვენი გლუკოზის დონეს სისხლში;
გაქვთ პანკრეატიტი ან წინასწარ გამოხატული სიმპტომები, როგორებიც არის ნაღვლის ბუშტის კენჭები ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ზოგიერთი ცხიმი სისხხლში).
თქვენთვის ცნობილია, რომ წარსულში გქონიათ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გამოწვეული სხვა პრეპარატების მიღებით).
ხართ ხანდაზმული და გაწუხებთ დემენცია (თავის ტვინის ფუნქციის დაკარგვა). თუ ეს ასეა, დაუშვებელია კეტილეპტი პროლონგის მიღება, რადგან პრეპარატების ჯგუფი, რომელსაც განეკუთვნება კეტილეპტი პროლონგი, ზრდის ინსულტის განვითარების რისკს ან ზოგიერთ შემთხვევაში, დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში სიკვდილიანობის რისკს.
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს წარსულში გქონიათ თრომბი, რადგან მსგავს პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა.
თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენ წყვეტთ სუნთქვას მცირე დროის განმავლობაში თქვენი ნორმალური ძილის დროს („ძილის აპნოე“) და ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ტვინის ნორმალულრ აქტივობას („დეპრესანტები“).
თუ თქვენ გაქვთ ან გქონიათ მდგომარეობა, რომლის დროსაც სრულად ვერ ცლით შარდის ბუშტს (შარდის შეკავება), გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი, ნაწლავების გაუვალობა, ან მომატებული თვალშიდა წნევა. ეს მდგომარეობები ხანდახან გამოწვეულია პრეპარატებით (რომელთაც ეწოდებათ „ანტიქოლინერგულები“), რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ და გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე.
თუ ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გამოყენება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი სახის სიმპტომი:
ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიც არის ტემპერატურის მომატება, კუნთების ძლიერი შებოჭილობა, ოფლიანობა ან ცნობიერების დაბალი დონე (დაავადება, რომელსაც ეწოდება „ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი“). საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო მკურნალობას.
არაკონტროლირებული მოძრაობები, ძირითადად სახის და ენის;
თავბრუსხვევა ან ძლიერი ძილიანობის შეგრძნება. ამან შესაძლოა გაზარდოს შემთხვევითი დაზიანების (დავარდნის) შემთხვევები მოხუც პაციენტებში.
კრუნჩხვები (გულყრები);
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).
ეს მდგომარეობები შესაძლოა გამოწვეული იყოს ამ ტიპის პრეპარატებით.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ:
ცხელება, გაციების მსგავსი სიმპტომები, ყელის ტკივილი, ან სხვა ინფექცია, რადგან ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობით, რაც მოითხოვს კეტილეპტი პროლონგით მკურნალობის შეწყვეტას/ან სათანადო მკურნალობის დაწყებას.
ყაბზობა მუდმივი მუცლის ტკივილით, ან ყაბზობა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის შედარებით სერიოზული ბლოკადა (გაუვალობა).
ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება
თუ გაწუხებთ დეპრესია, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.
მსგავსი ფიქრების ალბათობამ შესაძლოა ასევე მოიმატოს პრეპარატის მყისიერი შეწყვეტისას. მსგავსი ფიქრების რისკი მომატებულია ახალგაზრდა პაციენტებში. კლინიკური კვლევების შდეგად მიღებული ინფორმაციით გამოვლინდა სუიციდური აზრების/ სუიციდური ქცევების მომატებული რისკი დეპრესიის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში.
თუ აგეღნიშნებათ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, მაშინვე მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. სასარგებლო იქნება, თუ ამის შესახებ აცნობებთ ნათესავს ან ახლო მეგობარს, უთხარით მათ, რომ გაქვთ დეპრესია და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ინსტრუქცია. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.
წონის მომატება
კეტილეპტი პროლონგის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თქვენი სხეულის წონა.
ბავშვები და მოზარდები
კეტილეპტი პროლონგი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კეტილეპტი პროლონგი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე სხვა პრეპარატს, ბოლო დროს მიგიღიათ, ან გეგმავთ მიღებას, მათ შორის არასარეცეპტოს.
ნუ მიიღებთ კეტილეპტი პროლონგს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
აივ-ის სამკურნალო პრეპარატები;
აზოლური პრეპარატები (სოკოვანი ინფექციებისთვის);
ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციისთვის);
ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის).
განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);
მაღალი წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები;
ბარბიტურატები (უძილობის საწინააღმდეგოდ);
თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები);
პრეპარატები, რომელთაც გავლენა აქვთ გულის რითმზე, მაგ. პრეპარატები რომლებიც იწვევენ ელექტროლიტების დისბალანსს (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), მაგ. შარდმდენები ან ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურანლოდ);
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას.
პრეპარატები (ე.წ. „ანტიქოლინერგულები“), რილებიც გამოიყენებიან სხვდასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ და გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციაზე.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატ კეტილეპტის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
კეტილეპტი პროლონგის შეწოვაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საკვებმა, შესაბამისად მიიღეთ თქვენი ტაბლეტი ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ძილის წინ.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას, რადგან კეტილეპტი პროლონგის და ალკოჰოლის კომბინაციამ შემსაძლოა გამოიწვიოს ჩაძინება.
არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი კეტილეპტი პროლონგის მიღებისას. მან შეიძლება ხელი შეუშალოს პრეპარატის მოქმედებას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია კეტილეპტი პროლონგის მიღება ორსულობის დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
დაუშვებელია კეტილეპტი პროლონგის მიღება ლაქტაციის დროს.
იმ ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) იღებდნენ კეტილეპტი პროლონგს, შეიძლება აღენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების შებოჭილობა და /ან სისუსტე, ძილიანობა, აჟიტირება, სუნთქვის დარღვევა და კვების პრობლემები. თუ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე სიმტპომი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, ვიდრე არ გეცოდინებათ თუ როგორ ზემოქმედებს ტაბლეტები თქვენზე.
გავლენა შარდში ნარკოტიკების ტესტებზე
შარდში ნარკოტიკების ტესტის ჩატარებისას, კეტილეპტი პროლონგის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი მეთადონზე ან ზოგიერთ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე, მიუხედავად იმისა, მიგიღიათ თუ არა ისინი. საჭიროა ანალიზების შედეგების დადასტურება უფრო სპეციფიური ტესტით.
კეტილეპტი პროლონგი შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
როგორ მივიღოთ კეტილეპტი პროლონგი
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაფერის საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებული იქნება თქვენს დიაგნოზსა და საჭიროებაზე, თუმცა ყოველთვის იქნება 150 მგ-დან და 800 მგ-ს შორის.
თქვენ მიიღებთ ტაბლეტებს ერთჯერ დღეში;
არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან დააქუცმაცოთ ტაბლეტი;
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით;
მიიღეთ თქვენი ტაბლეტები საკვების გარეშე (ჭამამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან ძილის წინ, ექიმის რჩევის მიხედვით);
არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი კეტილეპტი პროლონგთან ერთად. მას შეუძლია მოახდინოს პრეპარატის მოქმედების ცვლილება;
ნუ შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას მაშინაც კი, როდესაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.
ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენი ექიმი შეგიცვლით დოზას.
მოხუცები
თუ ხართ ხანდაზმული, შესაძლოა ექიმმა შეგიცვლოთ დოზა.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე)
პრეპარატ კეტილეპტი პროლონგის მიღება დაუშვებელია ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
თუ მიიღეთ კეტილეპტი პროლონგი დანიშნულზე მეტი დოზით
თუ მიიღეთ კეტილეპტ პროლონგი დანიშნულზე მეტი დოზით, შეიძლება აგეღნიშნებოდეთ ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულის არარეგულარული რითმი. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ კეტილეპტ პროლონგის ტაბლეტები.
თუ დაგავიწყდათ კეტილეპტი პროლონგის მორიგი დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მოიცადეთ იქამდე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ კეტილეპტი პროლონგის მიღება
თუ თქვენ უცებ შეწყვიტეთ კეტილეპტი პროლონგის მიღება, თქვენ შესაძლოა ვერ დაიძინოთ (ინსომნია) ან თავი იგრძნოთ შეუძლოდ (გულისრევა) ან გქონდეთ თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, თავბრუსხვევა ან გაღიზიანება.
მკურნალობის შეწყვეტამდე თქვენი ექიმი თანდათან შეგიმცირებთ დოზას. ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა), თავის ტკივილი ან პირის სიმშრალე;
ძილიანობა - შესაძლებელია გაქრეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, კეტილეპტი პროლონგის მიღების გაგრძელების შემთხვევაში (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
მოხსნის სიმპოტმები (სიმპტომები, რომლებიც ვითარდება კეტილეპტი პროლონგის მიღების შეწყვეტის შემდეგ), მათ შორის უძილობა (ინსომნია), ავად ყოფნა (გულისრევა), თავის ტკივილი, ფაღარათი, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), თავბრუსხვევა და გაღიზიანება. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, სასურველია სულ მცირე 1 - 2 კვირის განმავლობაში.
წონის მომატება;
კუნთების არანორმალური მოძრაობები. ეს გულისხმობს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, კანკალს, მოუსვენრობას ან კუნთების შებოჭვას ტკივილის გარეშე;
ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტეროლი) კონცენტრაციის ცვლილება.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გახშირებული გულისცემა;
გულისცემის შეგრძნება, გულის შეკუმშვის გაძლიერება ან გამოტოვება;
ყაბზობა ან კუჭის მოქმედების დარღვევა (მოუნელებლობა);
სისუსტე;
ხელების ან ფეხების შეშუპება;
არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის შეგრძნება (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
სისხლში გლუკოზის დონის მომატება;
მხედველობის დაბინდვა;
არანორმალური სიზმრები და კოშმარები;
მომატებული შიმშილის გრძნობა;
გაღიზიანებადობა;
მეტყველების დარღვევა;
ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება;
ქოშინი;
ღებინება (ძირითადად ხანდაზმულებში);
ცხელება;
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლილებები სისხლში;
სისხლის ზოგიერთი უჯრედის შემცირება;
სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება;
სისხლში პროლაქტინის დონის მომატება. ჰორმონ პროლაქტინის მომატება იშვიათ შემთხვევებში იწვევს შემდეგს:
ქალებსა და მამაკაცებში მკერდის შეშუპებას და მოულოდნელად რძის გამოყოფას;
ქალებში ციკლის გამოტოვებას ან არარეგულარულ ციკლს.
არახშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კრუნჩხვები და გულყრები;
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ამოწეულ ბალთებს (ბლისტერები), კანის შეშუპებას და პირის გარშემო კანის შეშუპებას;
უსიამოვნო შეგრძნება ფეხებში (ასევე ცნობილი „მოუსვენარი ფეხების სინდრომის“ სახელით);
ყლაპვის გაძნელება;
არაკონტროლირებული მოძრაობები, ძირითადად სახის და ენის;
სექსუალური ფუნქციის დარღვევა;
დიაბეტი;
ელექტროკარდიოგრაფიულად - გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება);
ნორმალურზე იშვიათი გულის რითმი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბალ არტერულ წნევასთან და გონების დაკარგვასთან;
შარდვის გაძნელება;
„გულისწასვლა“ (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
ცხვირის დაცობა;
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება;
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება.
არსებული დიაბეტის გაუარესება.
იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მაღალი ტემპერატურის (ცხელება), ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, ძილიანობის და სისუსტის შეგრძნების (დარღვევა, რომელიც ცნობილია „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“-ს სახელით) კომბინაცია.
კანისა და სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება რძის გამოყოფით (გალაქტორეა);
მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილს და ფეხების გაწითლებას), რომლებიც შესაძლოა გადაადგილდნენ სისხლძარღვებიდან ფილტვებში და გამოიწვიონ ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ასეთ სიმპტომს, დაუყოვნებლის მიმართეთ ექიმს რჩევისთვის;
ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა და სხვა მოქმედებები;
სხეულის ტემპერატურის შემცირება (ჰიპოთერმია);
პანკრეასის ანთება;
მდგომარეობა (რომელსაც ეწოდება „მეტაბოლური სინდრომი“), რომლის დროსაც თქვენ შესაძლოა გრძნობდეთ 3 ან მეტ შემდეგ მდგომარეობას: ცხიმის მომატება მუცლის გარშემო, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) შემცირება სისხლში, ცხიმის-ტრიგლიცერიდების მომატება სისხლში, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში გლუკოზის მომატება;
ცხელების, გაციების მსგავსი სიმპტომების, ყელის ტკივილის კომბინაცია ან რაიმე სხვა ინფექცია სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობით, მდგომარეობა რომელსაც ეწოდება აგრანულოციტოზი;
ნაწლავის ობსტრუქცია;
სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება (კუნთების ნივთიერება).
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძლიერი გამონაყარი, ბლისტერები ან წითელი ბალთები კანზე;
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და შოკი;
თვალის, ტუჩის და ხორხის (ანგიოედემა) გარშემო კანის სწრაფი შეშუპება;
კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
შარდის მოცულობის მაკონტროლირებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;
კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
კანზე გამონაყარი არასწორკონტურებიანი წითლი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა);
სერიოზული, დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციები ისეთ სიმპტომებთან ერთად, როგორიც არის ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი);
DRESS სინდრომი: წამლისმიერი რეაქცია, რომელსაც ახასიათებს ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები. სიმპტომები: გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის ფორმულის ცვლილება (ეოზინოფილია), ლიმფური ჯირკვლების გადიდება და სხვა ორგანოების დაზიანება. შეწყვიტეთ კეტილეპტი პროლონგის მიღება, თუ განვითარდა აღნიშნული სიმპტომები და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.
მოხსნის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ კვეტიაპინს ორსულობის დროს.
პრეპარატების კლასს, რომელსაც მიეკუთვნება კეტილეპტი პროლონგი, შეუძლია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს სერიოზული და მძიმე შემთხვევებში გამოიწვიოს სიკვდილიანობა.
ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზის აღების შემდეგ. ეს გულისხმობს სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტეროლი), გლუკოზის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილებას, ღვიძლის ფერმენტების მომატებას, სისხლის ზოგიერთი უჯრედის შემცირებას, სისხლის წითელი უჯრედების შემცირებას, სისხლის კრეატინფოსფოკინაზას მომატებას (ნივთიერება გვხვდება კუნთებში), სისხლში ნატრიუმის შემცირებას, პროლაქტინის მომატებას. ჰორმონ პროლაქტინის მომატებას იშვიათ შემთხვევებში შეუძლია გამოიწვიოს შემდეგი:
ქალებსა და მამაკაცებში მკერდის შეშუპება და რძის მოულოდნელი სეკრეცია;
ქალებში ციკლის არარსებობა.
თქვენი ექიმი გთხოვთ დროდადრო ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი.
გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში:
ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება განვითარდეს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც მოზრდლებში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში, ან არ განვითარებულა მოზრდილებში:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10 დან 1-ზე მეტ პაციენტში):
ჰორმონ პროლაქტინის მომატება სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:
ბიჭებსა და გოგონებში მკერდის შეშუპება და მოულოდნელად რძის წარმოქმნა;
გოგონებში ციკლის არარსებობა ან არარეგულარული ციკლი.
მადის მომატება;
ღებინება;
კუნთების არანორმალური მოძრაობები. კუნთების მოძრაობის დაწყების გართულება, კანკალი, მოუსვენრობის გრძნობა ან კუნთების შებოჭილობა ტკივილის გარეშე;
არტერიული წნევის მომატება.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისუსტე, გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
ცხვირის დაცობა;
გაღიზიანებადობა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული შეეხება ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
როგორ შევინახოთ კეტილეპტი პროლონგი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ კეტილეპტი პროლონგს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
კეტილეპტი პროლონგი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ნუ გადაყრით პრეპარატის ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების მიზნით მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კეტილეპტი პროლონგი
აქტიური ნივთიერებაა კვეტიაპინი. კეტილეპტი პროლონგის ტაბლეტები შეიცავს 50 მგ კვეტიაპინს (კვეტიაპინის ფუმარატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, მეთაკრილის მჟავა - ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), A ტიპის კრისტალური მალტოზა, მაგნიუმის სტეარატი და ტალკი.
ტაბლეტის გარსი: მეთაკრილის მჟვა - ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), A ტიპის ტრიეთილ ციტრატი.
როგორ გამოიყურება კეტილეპტი პროლონგი და შეფუთვის შიგთავსი
კეტილეპტი პროლონგი 50 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების 60 ტაბლეტი:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, 7.1 მმ დიამეტრის და 3.2 მმ სისქის ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „50“;
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: ეგის ფარმაცეუტიკალს პლს.
მწარმოებელი: ფარმათენ ინტერნაციონალი ს.ა, საბერძნეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account