ვამლოსეტი 5მგ/160მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amlodipine, valsartan
სამკურნალო ფორმა: აპკით შემოგარსული ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი 5 მგ + 160 მგ შეიცავს:
ბირთვი: ამლოდიპინ ბეზილატი (ამლოდიპინ ბესილატი) 6,94 მგ, 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური, ვალსარტანი A, სუბსტანცია-გრანულები251,35 მგ
[სუბსტანცია-გრანულების მოქმედი ნივთიერება: ვალსარტანი160,00 მგ
სუბსტანცია-გრანულების დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური 82,00 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 4,75 მგ, პოვიდონი 3,0 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი 1,60 მგ]
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 50,71 მგ, მაგნიუმის სტეარატი 9,00 მგ, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური 2,00 მგ
აპკისგარსი: ოპადრაი II თეთრი 7,00 მგ, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი, E172 1,00 მგ.
აღწერილობა:
ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ: ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული მოყავისფრო-მოყვითალო ფერის აპკოვანი გარსით შესაძლო მუქი ფერის წინწკლებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება (კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორი + ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ჰიპოტენზიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას ადიტიური არტერიული წნევის კონტროლის მექანიზმით. ამლოდიპინი, დიჰიდროპირიდინის წარმოებული მიეკუთვნება “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს, ვალსარტანი – ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფს. აღნიშნული კომპონენტების კომბინაციას გააჩნია ადიტიური ჰიპოტენზიური მოქმედება, რაც იწვევს არტერიული წნევის უფრო გამოხატულ დაქვეითებას, განსხვავებით არტერიული წნევისა მათი ცალ-ცალკე გამოყენების დროს.
ფარმაკოდინამიკა
ამლოდიპინე/ვალსარტანი
ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაცია ადიტიურად დოზა-დამოკიდებული წესით თერაპიულ დიაპაზონში აქვეითებს არტერიალ წნევას. ამლოდიპინ/ვალსარტანის კომბინაციის ერთი დოზის გამოყენებისას ჰიპოტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში. ამლოდიპინ/ვალსარტანის კომბინაციის ეფექტურობა კლინიკურად დადასტურებულია პაცინეტებში მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიით (საშუალო დიასტოლური არტერიული წნევა ≥ 95 mmHg და < 110mmHg) გართულებების გარეშე პლაცებოსთან შედარებით.
არტერიული წნევის დაქვეითების დონე “მჯდომარე” პოზიციაში არტერიული ჰიპერტენზიით, დიასტოლური არტერიული წნევა ≥ 110 mmHg და < 110mmHg მსგავსია ეფექტისა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორისა და თიაზიდური შარდმდენის კომბინაციისა. ჰიპოტენზიური ეფექტი დიდხანს შენარჩუნებულია. პრეპარატის მიღების უეცარ შეწყვეტას თან არ ახლავს არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (არ აღინიშნება “მოხსნის” სინდრომი).
თერაპიული ეფექტურობაზე ზეგავლენას არ ახდენს პაციენტის ასაკი, სქესი, რასა და სხეულის წონის ინდექსი.
ამლოდიპინ/ვალსარტანის კომბინირებული თერაპიის გამოყენებისას მიიღწევა არტერიული წნევის შესადარი კონტროლი პერიფერიული შეშუპებების განვითარების ნაკლები ალბათობით პაციენტებში, ადრე მიღწეული არტერიული წნევის კონტროლით და გამოხატული პერიფერული შეშუპებებით ამლოდიპინით თერაპიის ფონზე.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი – დიჰიდროპირიდინის წარმოებული, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი, ავლენს ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარიომიოციტებსა და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში. ამლოდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პირდაპირი მოსადუნებელი ეფექტით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რაც იწვევს საერთო პერიფერული სისხლძარღვოვანი წინაღობისა და არტერიული წნევის შემცირებას. თერაპიულ დოზებში ამლოდიპინი პაციენტებში არტერიული წნევით იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რასაც მოჰყვება არტერიული წნევის დაქვეითება (“მწოლიარე” და “მჯდომარე” პოზიციებში). არტერიული წნევის დაქვეითებას ამლოდიპინის ხანგრძლივი გამოყენებისას თან არ ახლავს გულის შეკუმშვათა სიხშირისა და სისხლის პლაზმაში კატექოლამინების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია კორელირებს კლინიკურ ეფექტთან, როგორც ახალგაზრდა პაციენტებში, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებშო. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით არტერიული ჰიპერტენზიის არსებობისას ამლოდიპინი თერაპიულ დოზებში იწვევს თირკმლების სისხლძარღვების წინაღობის შემცირებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის თირკმელში სისხლის ეფექტური ნაკადის მომატებას ფილტრაციული ფრაქციისა თუ პროტეინურიის ცვლილების გარეშე.
ამლოდიპინი, კალციუმის ნელი არხები სხვა ბლოკატორების მსგავსად, პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქციით იწვევს გულის ფუნქციის ჰემოდინამიური მაჩვენებლების ცვლილებას მოსვენების მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვის დროს (ან სტიმულაციი): გულის ინდექსის უმნიშვნელო გაზრდა, მარცხენა პარკუჭში წნევის მატების მაქსიმალურ სიჩქარეზე (dP/dt) ან საბოლოო დიასტოლურ წნევაზე ან საბოლოო დიასტოლურ მოცულობაზე ზეგავლენის გარეშე. ტერაპიულ დოზებში ამლოდიპინის გამოყენება არ იწვევს უარყოფით ინოტროპულ ეფექტს, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენების დროსაც. ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიული კვანძის ფუნქციას ან ატრიოვეტრიკულური გამტარ იანობას ინტაქტურ ცხოველებსა თუ ადამიანებში. ამლოდიპინის გამოყენებას კომბინაციაში ბეტა-ბლოკატორებთან პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან სტენოკარდიით თან არ ახლავდა არასასურველი ცვლილებები ეკგ-ზე.
დადასტურებულია ამლოდიპინის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიით, ვაზოსპასტიური სტენოკარდიით და კორონარული არტერიების ანგიოგრაფიულად დადასტურებული დაზიანებით.
ვალსარტანი
ვალსარტანი არის პერორალური გამოყენების ანგიოტენზინ II რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტი (AT1 ტიპის), არაცილოვანი ბუნების.
არჩევითად აბლოკირებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომლებიც პასუხს აგებენ ანგიოტენზინ II ეფექტებზე. ვალსარტანის ზემოქმედებით AT1 –რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინ II-ის პლაზმური კონცენტრაციის მომატებას შეუძლია მოახდინოს AT2 ქვეტიპის არაბლოკირებული რეცეპტორების სტიმულაცია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეფექტებს AT1 რეცეპტორების სტიმულაციის დროს. ვალსარტანს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა AT1 რეცეპტორების მიმართ. AT1 ქვეტიპის რეცეპტორებისადმი ვალსარტანის მსგავსება, დაახლოებით 20000-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე AT2 ქვეტიპის რეცეპტორებისადმი.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, ცნობილი ასევე, როგორც კინინაზა II, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად და არღვევს ბრადიკინინს. აგფ-ზე ზეგავლენის არარსებობის გამო, არ ძლიერდება ბრადიკინინისა და P სუბსტანციის ეფექტები, ამიტომ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღებისას ნაკლებად მოსალოდნელია მშრალი ხველის განვითარება. დადასტურებულია, რომ მშრალი ხველის განვითარების სიხშირე ვალსარტანით მკურნალობის დროს საგრძნობლად დაბალია აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან შედარებით. ვალსარტანი არ ურთიერთქმედებს და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონებისა თუ იონური არხების რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ფუნქციის რეგულაციაში. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ვალსარტანი აქვეითებს არტერიულ წნევას და ზეგავლენას არ ახდენს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე.
ვალსარტანის დღიური დოზის პერორალური მიღების შემდეგ, ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება 2 საათის განმავლობაში, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება მიიღწევა 4-6 საათის განმავლობაში. ვალსარტანის ჰიპოტენზიური ეფექტი ნარჩუნდება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ვალსარტანის განმეორებითი მიღებისას არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება, დოზისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში და შენარჩუნებულია მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის მსვლელობისას. ვალსარტანის მიღების უეცარ შეწყვეტას თან არ ახლავს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება ან რაიმე სხვა არასასურველი მოვლენები (“მოხსნის” სინდრომი).
ფარმაკოკინეტიკა
ხაზოვნება
ამლოდიპინისა და ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ხაზოვნებით.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინის/ვალსარტანის კომბინაციის პერორალური მიღების შემდეგ ვალსარტანისა და ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა შესაბამისად 3 სთ და 6-8 საათის შემდეგ. შეწოვის ხარისხი და სიჩქარე ექვივალენტურია ვალსარტანისა და ამლოდიპინის ბიოამთვისებლობისა მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას.
ამლოდიპინი
შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოამთვისებლობა შეადგენს 60-80%-ს. ბიოამთვისებლობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
განაწილება: განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ-ს. In ვიტრო მონაცემების თანახმად: სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97.5%-ს.
ბიოტრანსფორმაცია: ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 9%) მეტაბოლიზდება ღვიძლში არაქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოყოფა: ამლოდიპინი გამოიყოფა სისხლის პლაზმიდან ორფაზიანად, ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდით (T1/2) 30-დან 50 სთ-მდე. წონასწორული კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა ხანგრძლივი პერორალური გამოყენების შემდეგ 7-8 დღის განმავლობაში. უცვლელი ამლოდიპინის 10% და ამლოდიპინის 60% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმლებით.
ვალსარტანი
შეწოვა: ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ Cmax მიირწევა 2-3 საათის შემდეგ. საშუალო აბსოლუტური ბიოამთვისებლობა შეადგენს 23%-ს/ საკვებთან ერთად ვალსარტანის მიღებისას აღინიშნება ბიოამთვისებლობის შემცირება (“კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) მაჩვენებლით) დაახლოებით 40%-ით, ხოლო Cmax – დაახლოებით 50%-ით. პერორალური მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კონცენტრაციები პაციენტების ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ საკვებთან ერთად და ჯგუფში, რომელიც უზმოზე ღებულობდნენ გათანაბრებულია. AUC-ის შემცირება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვალსარტანის მიღება შეიძლება დამოკიდებლად საკვების მიღებისა.
განაწილება: ვალსარტანის განაწილების მოცულობა წონასწორული პერიოდის მდგომარეობაში ინტრავენური შეყვანის შემეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლ-ს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ვალსარტანის ექსტენსიური განაწილების არარსებობაზე. ვალსარტანი მნიშვნელოვნად უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად შრატის ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია: ვალსარტანი არ განიცდის გამოხატულ მეტაბოლიზმს. მიღებული დოზის მხოლოდ 20% ვლინდება სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების სახით. ჰიდროქსილური მეტაბოლიტი ვლინდება სისხლის პლაზმაში დაბალი კონცენტრაციებით (<10% ვალსარტანის AUC-სა). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა: ვალსარტანი გამოიყოფა ორ-ფაზად: ალფა-ფაზა ნახევრად დაშლის პერიოდით (T1/2α) <1 სთ და ბეტა-ფაზა ნახევრად დაშლის პერიოდით (T1/2β) დაახლოებით 9 სთ. ვალსარტანი გამოიყოფა ძირითადად შეუცვლელი სახით ნაღველტან ერთად ნაწლავებით (დაახლოებით 83%) და თირკმლებით (დაახლოებით 13%). ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს 2 ლ-სთ და მისი თირკმლის კლირენსი შეადგენს 0.62 ლ/სთ-ს (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების გარკვეულ ჯგუფებში
ბავშვები (18 წლამდე ასაკი)
პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (>65 წლის)
სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის Cmax მირწევის დროს ახალგაზრდა პაციენტებსა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მსგავსია. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოიპინის კლირენსს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც იწვევს AUC-სა და T1/2ის გზარდას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედების საშუალო მაჩვენებელი რამდენამდე უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებშო. თუმცა ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინისა და ვალსარტანის კარგი ამტანობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია დოზირების ჩვეული რეჟიმების გამოყენება.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. ვალსარტანის თირკმლის კლირენსი შეადგენს საერთო კლირენსის დაახლოებით 30%-ს, ამიტომ თირკმლების ფუნქციასა და სისტემურ ზემოქმედებას (AUC-ის მაჩვენებლით) შორის კორელაცია არ ვლინდება.
პაციენტებში თირკმლების მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) საწყისი დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეზღუდულია. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით აქვთ ამლოდიპინის შემცირებული კლირენსი, რაც იწვევს AUC-ის მომატებას დაახლოებით 40-60%-ით. საშუალოდ, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (5-6 ქულა ჩაილ-პიუს შკალით) და ზომიერი (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) დარღვევებით ვალსარტანის ბიოამთვისებლობის ხარისხი (AUC-ის მაჩვენებლით) ორმაგდება შესაბამისი ასაკის, სქესია და მასის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებშიც კომბინირებული თერაპია ნაჩვენებია).
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის რიგის სხვა წარმოებულების, ვალსარტანის ან პრეპარატის სხვა კომპონეტების მიმართ;
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა (> 9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით), ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი;
- ორსულობა და ძუძუთი კვება;
- თირკმლების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში გამოყენება;
- მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა < 90 mmHg), კოლაფსი, შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით);
- მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მათ შორის ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია და მძიმე აორტალური სტენოზი);
- ჰემოდინამიკური არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ;
- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
- ალისკირენთან ერთად გამოყენება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლების ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენაი < 60 მლ/წთ).
პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენების უსაფრთხოება პაციენტებში თირკმლების გადატანილი ტრანსპლანტაციის შემდეგ, და ასევე ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
სიფრთხილით: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) და ზომიერი (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) დარღვევები, ასევე სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადაბები, თირკმლების ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ), თირკმლის არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა III-IV ფუნქციური კლასის NYHA კლასიფიკაციის მიხედვით, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, დიეტა მარილის შეზღუდული მოხმარებით, მოცირკულირე სისხლის შემცირებული მოცულობა (მათ შორის ფაღარათი, ღებინება), გამოყენება პაციენტებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით, ან შეშუპებით ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით წინასწარი თერაპიის ფონზე.
ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორების გამოყენებისას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გამოყენებისას პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის მიტრალური და აორტული სტენოზით.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმით გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს რისკი ნაყოფისათვის პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის I ტრიმესტრის დროს.
სხვა ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, რომელიც უშუალოდ ზეგავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ ალდოსტერონის სისტემაზე, პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, და ასევე ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. რენინ-ანგიოტენზინ ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი საშუალებების გამოყენების დროს, აუცილებელია რეპროდუქციული ასაკის ქალების ინფორმირება აღნიშნული პრეპარატების ორსულობის დროს ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის პოტენციური რისკის შესახებ. ორსულობის დაგეგმვისას რეკომენდებულია პაციენტის გადაყვანა ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატ ვამლოსეტის მიღების შეწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე გადაყვანა.
პრეპარატი ვალმოსეტი, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, რომლებიც ახდენენ პირდაპირ ზგევალენას რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, უკუნაჩვენებია ორსულობის II-III ტრიმესტრების დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ფეტოტოქსიური მოვლენები (თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ნაყოფის თავის ქალას ძვლების გაძვლოვანების შენელება, ოლიგოჰიდრამნიონი) და ნაყოფის სიკვდილი. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი მაინც იყო გამოყენებული II-III ტრიმესტრების დროს, აუცილებელია ნაყოფის თირკმლების და თავის ქალას ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობდნენ პრეპარატ ვალმოსეტს, ორსულობის დროს უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ახალშობილებში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.
ძუძუთი კვების პერიოდი
არ არის რეკომენდებული პრეპარატ ვალმოსეტის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში. ლაქტაციის დროს პრეპარატ ვალმოსეტის გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით, დამოუკიდებლად საკვების მიღებისა, დღეში ერთხელ.
რეკომენდებული დღიური დოზა - პრეპარატ ვალმოსეტის 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინე/ვალსარტანის კომბინაციას დოზით 5/80, 5/160 მგ, 10/160 მგ, 5/320 მგ ან 10/320 მგ.
პრეპარატ ვალმოსეტის მიღების დაწყება რეკომენდებულია დოზით 5/80 მგ დღეში ერთხელ. დოზის მომატება შეიძლება 1-2 კვირის შემდეგ თერაპიის დაწყებიდან. მაქსიმალური დღიური დოზა – 5/320 მგ (ვალსარტანზე გადაანგარიშებით) ან 10/160 მგ (ამლოდიპინზე გადაანგარიშებით) ან 10/320 მგ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ამლოდიპინი
პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევებით: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით: საჭიროა სიფრთხილით გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: დოზისა და დოზირების რეჟიმის კორექცია აუცილებელი არ არის.
ვალსარტანი
პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევებით: პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი ≥ 30 მლ/წთ) საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით: ვალსარტანი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ბილიარული ციროზით და ქოლესტაზით. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს ვალსარტანის მაქსიმალური დღიური დოზა – 80 მგ. პრეპარატი ვალმოსეტი დოზით 5/160 მგ, 5/320 მგ, 10/160 მგ და 10/320 მგ უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: დოზისა და დოზირების რეჟიმის კორექცია აუცილებელი არ არის.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100-დან <1/10-მდე
არახშირი ≥1/1000-დან <1/100-მდე
იშვიათი ≥1/10000-დან <1/1000-მდე
ძალიან იშვიათი <1/10000-დან
სიხშირე უცნობია არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება.
პრეპარატი ვალმოსეტი
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები:
ხშირი: ნაზოფარინგიტი, გრიპი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ დარღვევები:
ხშირი: ჰიპოკალიემია.
არახშირი: ანორექსია, ჰიპერკალციემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია.
ფსიქიკის დარღვევები:
იშვიათად: შფოთვა.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
ხშირი: თავის ტკივილი.
არახშირი: კოორდინაციის დარღვევა, თავბრუ, პოსტურალური თავბრუ, პარესთეზია, ძილიანობა.
მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები:
არახშირი: ხედველობის გაუარესება;
იშვიათად: მხედველობის დარღვევა.
სმენის ორგანოს მხრივ დარღვევები და ლაბირინთული დარღვევები:
არახშირი: ვერტიგო
იშვიათად: ხმაური ყურებში.
გულის მხრივ დარღვევები:
არახშირი: გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია;
იშვიათად: გონების დაკარგვა
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები:
არახშირი: ორთოსტატიული ჰიპოტენზია;
იშვიათი: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ დარღვევები:
არახშირი: ხველა, ტკივილი ხორხ-ხახაში.
დარღვევები საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ:
არახშირი: ფაღარათი, გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, შეკრულობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:
არახშირი: ეგზანთემა, ჰიპერჰიდროზი, კანის ქავილი.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები:
არახშირი: არტჰრალგია, ტკივილი წელში, სახსრების შესიება;
იშვიათი: კუნთების სპაზმები, სიმძიმის შეგრძნება მთელს სხეულში.
თირკმლებისა და შარდგამომყოფის გზების მხრივ დარღვევები:
იშვიათი: პოლაკიურია, პოლყურია.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები:
იშვიათი: ერექტილური დისფუნქცია.
ზოგადი აშლილობადნი და დარღვევები შეყვანის ადგილას:
ხშირი: ასთენია, მომატებული დაღლილობა, სახის შეშუპება, ალები, შეშუპებები, პერიფერული შეშუპებებიმ პასტოზურობა.
დამატებითი ინფორმაცია
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ამლოდიპინე/ვალსარტანის კომბინაციას, პერიფერული შეშუპებები გვხვდებოდა უფრო იშვიათად (5.8%), ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ ამლოდიპინით მკურნალობდნენ (9%).
ამლოდიპინი
ძალიან იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია ზოგჯერ პურპურით.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკის დარღვევა:
არახშირი: დეპრესია, უძილობა/ძილის დარღვევა, გუნება-განწყობილების ლაბილობა.
იშვიათი: ცნობიერების აშლილობა.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
ხშირი: თავბრუ, თავის ტკივილი, უძილობა;
არახშირი: გემოს დარღვევა, პარესთეზი, გონების დაკარგვა, ტრემორი, ჰიპესთეზია;
ძალიან იშვიათი: კუნთების ჰიპერტონუსი, პერიფერული ნეიროპათია, ნეიროპათია;
სიხშირე უცნობია: ექსტრაპირამიდული დარღვევები.
მხედველობის ორგანოების მხრივ დარღვევები:
არახშირი: მხედველობის გაუარესება, მხედველობის დარღვევა.
სმენის ორგანოს მხრივ დარღვევები და ლაბირინთული დარღვევები:
არახშირი: ხმაური ყურებში.
გულის მხრივ დარღვევები:
ხშირი: გულისცემის შეგრძნება.
ძალიან იშვიათი: არითმიები (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით), მიოკარდიუმის ინფარქტი.
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები:
ხშირი: ალები, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება;
ძალიან იშვიათი: ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ დარღვევები:
არახშირი: ქოშინი, რინიტი;
ძალიან იშვიათი: ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები:
ხშირი: გულისრევა, დისკომფორტი მუცელში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
არახშირი: განავალის შეცვლა, ფაღარათი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დისპეფსია, ღებინება;
იშვიათი: გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, პანკრეატიტი.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების “აქტივობის” მომატება (ხშირად ქოლესტაზის მოვლენებით), სისხლის პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ჰეპატიტი, ღვიძლშიდა ქოლესტაზი, სიყვითლე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:
არახშირი: ალოპეცია, ეგზანთემა, ერითემა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია, კანის ქავილი, ჰიპერჰიდროზი, პურპურა, კანზე გამონაყარი, კანის ფერის შეცვლა;
ძალიან იშვიათი: მრავალფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიონევროზული შეშუპება.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები:
ხშირი: კოჭების შეშუპება;
არახშირი: ართრალგია, ტკივილი წელში, კუნთების სპაზმები, მყალგია.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ დარღვევები:
არახშირი: შარდვის დარღვევა, ნიქტურია, პოლაკიურია.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები:
არახშირი: ერექტილური დისფუნქცია, გინეკომასტია.
ზოგადი აშლილობანი და დარღვევები შეყვანის ადგილას:
ხშირი: მომატებული დაღლილობა, პერიფერიული შეშუპებები;
არახშირი: ასთენია, დისკომფორტი, არაკარდიოგენული ტკივილი გულში, ტკივილი.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:
არახშირი: სხეულის მასის მომაება/შემცირება.
ვალსარტანი
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები:
სიხშირე უცნობია: ჰემოლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენა ზოგჯერ პურპურით;
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა.
სმენის ორგანოებისა და ლაბირინთის მხრივ დარღვევები:
არახშირი: ვერტიგო.
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები:
სიხშირე უცნობია: ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ დარღვევები:
არახშირი: ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები:
არახშირი: დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები:
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების “აქტივობის” მომატება, სისხლის პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება;
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:
სიხშირე უცნობია: კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები:
სიხშირე უცნობია: მიალგია.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ დარღვევები:
სიხშირე უცნობია: სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას:
არახშირი: ადვილად დაღლილობა.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:
სიხშირე უცნობია: სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება.
დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის კომპონენტების შესახებ
არასასურველი მოვლენები, რომლებიც ადრე აღინიშნებოდა ცალ-ცალკე კომპონენტის გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენების დროსაც, მაშინაც კი, თუ კლინიკური კვლევევების დროს ისინი არ აღინიშნებოდა.
ამლოდიპინი
ხშირი: ძილიანობა, თავბრუ, გულისცემა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, წვივების შეშუპება;
არახშირი: უძილობა, გუნება-განწყობილების ლაბილობა (მათ შორის შფოთვა), დეპრესია, ტრემორი, გემოს დარღვევა, გონების დაკარგვა, ჰიპესთეზია, მხედველობის დარღვევა (მათ შორის დიპლოპია), ხმაური ყურებში, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ქოშინი, რინიტი, ღებინება, დისპეფსია, ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, ჰიპერჰიდროზი, კანის ქავილი, ეგზანთემა, მყალგია, კუნთების სპაზმი, ტკივილი, შარდვის დარღვევა, შარდვის გახშირება, იმპოტენცია, გინეკომასტია, ტკივილი მკერდში, სისუსტე, სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება;
იშვიათი: ცნობიერების აშლილობა.
ძალიან იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, ჰიპერგლიკემია, კუნთების ჰიპერტონუსი, პერიფერული ნეიროპათია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმიები (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით), ვასკულიტი, პანკრეატიტი, გასტრიტის, ღრძილების ჰიპერპლაზოა, ჰეპატიტი, სიყვითლე, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება (ხშირად ქოლესტაზის შედეგად), ანგიონევროზული შეშუპება, მრავალფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ფოტომგრძნობელობა. აღწერილია ექსტრაპირამიდული სინდრომის ერთეული შემთხვევები.
ვალსარტანი
სიხშირე უცნობია: ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ნეუტროპენია, თრომბოციტოპენია, სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება, ღვიძლის ფერმენტების “აქტივობის” მომატება, სისხლის პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება, მყალგია, ვასკულიტი, ჰიპერმგრძნობელობა, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დღეისათვის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ვალსარტანით ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და თავბრუ, ამლოდიპინით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება რეფლექტორული ტაქიკარდიის შესაძლო განვითარებით და ჭარბი პერიფერული ვაზოდილატაციით (გამოხატული და მდგრადი ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, შოკის და ლეტალური გამოსავალის ჩათვლით).
მკურნალობა: სიმპტომატური, რომლის ხასიათი დამოკიდებულია იმ დროზე, რომელიც გასულია პრეპარატის მიღებიდან და სიმპტომების სიმძიმის ხარისხზე. შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს საჭიროა პირღებინების გამოწვევა (თუ პრეპარატი ახალი მიღებულია) ან კუჭის გამორეცხვა. აქტივირებული ნახშირის გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში 2 საათის განმავლობაში ამლოდიპინის მიღებიდან იწვევდა მისი შეწოვის მნიშვნელოვან შემცირებას. არტერიული წნევის მკვეთრი შემცირებისას პრეპარატ ვალმოსეტის მიღების ფონზე, აუცილებელია პაციენტის გადაყვანა “მწოლიარე” მდგომარეობაში ზურგზე აწეული ფეხებით, მიღებულ უნდა იქნას აქტიური ზომები გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის აქტივობის შესანარჩუნებლად, გულისა და სასუნთქი სისტემის ფუნქციისა, მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და გამოყოფილი შარდის მოცულობის რეგულარული კონტროლით.
უკუჩვენებების არარსებობისას სისხლძარღვოვანი ტონუსისა და არტერიული წნევის აღდგენის მიზნით შესაძლებელია (სიფრთხილით) სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება. კალციუმის არხების ბლოკადის მოსახსნელად შეიძლება კალციუმის გლუკონატის ხსნარის ინტრავენური შეყვანა.
ვალსარტანისა და ამლოდიპინის გამოყოფა ჰემოდიალიზის დროს ნაკლებად სავარაუდოა.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი ვამლოსეტი
ზოგადი სამკურნალო ურთიერთქმედებები პრეპარატ ვამლოსეტისათვი (ამლოდიპინე/ვალსარტანი)
ერთდროული გამოყენება, რომელიც სიფრთხილეს საჭიროებს
სხვა ჰიპოტენზიურმა პრეპარატებმა (მაგალითად, ალფა-ადრენობლოკატორები, შარდმდენები) და სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც ავლენენ ჰიპოტენზიურ მოქმედებას (მაგალითად ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ალფა-ადრენობლოკატორები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ) შეიძლება გააძლიერონ ჰიპოტენზიური ეფექტი.
სამკურნალო ურთიერთქმედებები ამლოდიპინისათვის
არასასურველი ერთდროული გამოყენება
გრეიოფრუტი ან გრეიპფრუტი წვენი: ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის, ზოგიერთ პაციენტში ბიოამთვისებლობის გაზრდისა და ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერების გათვალისწინებით.
ერთდროული გამოყენება, რომელიც სიფრთხილეს საჭიროებს
CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტოები
ერთდროულმა გამოყენებამ CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორებთან, ვერაპამილთან ან დილთიაზემთან, აზოლის სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან, მაკროლიდებთან, როგორებიცაა ერითრომიცინი ან კლარიტრომიცინი) შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი მომატება. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, მსგავსი ცვლილებები კლინიკური მნიშვნელობისაა, ამიტომ აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა და დოზის კორექცია.
CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი), რიფამპიცინი, კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატები): სიფრთხილით გამოიყენება, ვინაიდან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის დაქვეითება.
სიმვასტატინი
ამლოდიპინის დოზით 10 მგ და სიმვასტატინის დოზით 80 მგ ერთდროული განმეორებითი გამოყენება ზრდის სიმვასტატინის ექსპოზიციას 77%-ით, ვიდრე სიმვასტატინით მონოთერაპიის დროს. პაციენტებში, რომლებიც ამლოდიპინს ღებულობენ რეკომენდებულია სიმვასტატინის გამოყენება დოზით არა უმეტეს 20 მგ/დღეში.
დანტროლენი (ინტრავენური შეყვანა): ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პერორალური ვერაპამილისა და ინტრავენური დანტროლენის გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა ლეტალური გამოსავალით პარკუჭების ფიბრილაციის და გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობის შემთხვევები, ასოცირებული ჰიპერკალიემიასთან. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკიკს გათვალისწინებით, მოსარიდებელია კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება, ამლოდიპინის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარების მიდრეკილება.
ერთდროული გამოყენება, რომელიც ყურადღებას საჭიროებს
სხვა
ამლოდიპინის კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნება მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება თიაზიდურ შარდმდენებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებთან, ენისქევაშ ნიტროგლიცერინთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, მაალოქსთან (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, სიმეტიკონი), ციმეტიდინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
სამკურნალო ურთიერთქმედებები ვალსარტანისათვის
ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია
APA II, ვალსარტანის ჩათვლით, ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ალისკირენთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და თირკმლების ფუნქციის დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ).
არასასურველი ერთდროული გამოყენება
ლითიუმი
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შესაძლებელია სისხლის პლაზმაშილითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატება და ინტოქსიკაციის განვითარება. ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის სათანადო კონტროლი.
კალიშემნახველი შარდმდენები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი საკვები დანამატები და სხვა სამკურნალო საშუალებების და შუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება (მაგალითად ჰეპარინი).
კალიუმის დონეზე მოქმედ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის კონტროლი.
ერთდროული გამოყენება, რომელიც სიფრთხილეს საჭიროებს
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექტიური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა დოზით > 3 გრ/დღეში და არასელექტიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება, თირკმლების ფუნქციის დარღვევის და სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მომატების რისკის გაზრდა. თერაპიის დასაწყისში რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის შეფასება, და ასევე წყალ-ელექტოლიტური ბალანსის დარღვევის კორექცია.
გადამტანი ცილების ინჰიბიტორები
In vitro კვლევების შედეგების მიხედვით ვალსარტანი არის სუბსტრატი გადამტანი ცილების OATP1B1 და MRP2-თვის, ვალსარტანის ერთდროულმა გამოყენებამ OATP1B1 გადამტანი ცილების ინჰიბიტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) და MRP2 გადამტანი ცილების ინჰიბიტორებთან (მაგალითად, რიტონავირი) შეიძლება გაზარდოს ვალსარტანის სისტემური ექსპოზიცია (Cmax და AUC). ეს გასათვალისწინებელია ერთდროული თერაპიის დასაწყისსა და ბოლოში.
სხვა: ვალსარტანით მონოთერაპიის დროს არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ათენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი და გლიბენკლამიდი.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტები ჰიპონატრიემიით და/ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით
პაციენტებში არაგართულებული არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც მკურნალობენ ამლოდიპინ/ვალსარტანის კომბინაციით, შემთხვევათა 0.4%-ში აღინიშნებოდა გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
პაციენტებში აქტივირებული რენნინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემით (მაგალითად, პაციენტებში დეჰიდრატაციით და/ან ჰიპონატრიემიით, რომლებიც ღებულობენ შარდმდენებს მაღალ დოზებში) ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღებისას, შესაძლებელია სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ნატრიუმის შემცველობის აღდგენა და/ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსება, კერძოდ კი შარდმდენების დოზის შემცირებით ან მკურნალობ აუნდა დაიწყოს ექიმის სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ.
არტერიული წნევის გამოხატული შემცირების შემთხვევაში: პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ფეხებით, და საჭიროების შემთხვევაშიმოხდეს 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინტრავენური ინფუქზია. პრეპარატ ვამლოსეტით თერაპია შეიძლება გაგრძელდეს ჰემოდინამიკის მაჩვენებლების სტრაბილიზაციის შემდეგ.
ჰიპერკალიემია
კალიშემნახველი შარდმდენების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ან სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდის უნარის მქონე სხვა პრეპარატების (მაგალითად, ჰეპარინი) ერთდროული გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის იონების დონის რეგულარული კონტროლი.
თირკმლის არტერიის სტენოზი
პრეპარატი ვამლოსეტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით ან ერთდაერთი თირკმლის არტერიის სტენოზით, შარდოვანას და კრეატინინის შრატში კონცენტრაციების მომატების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
მდგომარეობა თირკმლების გადანერგვის შემდეგ
ამლოდიპინ/ვალსარტანის კომბინაციის გამოყენების უსაფრტხოება პაციენტებში, რომლებსაც ახალი გადატანილი აქვთ თირკმლების ტრანსპლანტაცია, დადგენილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ვალსარტანი უპირატესად გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაღველტან ერთად. პაციენტებში T1/2 ხანგრძლივდება, ხოლო AUC – იზრდება. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) ან ზომიერი (7-8 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) დარღვევით ან სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ ვამლოსეტის დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმლების ფუნქციის ზომიერი დარღვევებით რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი. APA II, ვალსარტანის ჩათვლით, ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ალისკირენთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და თირკმლების ფუნქციის დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ).
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პიველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს რენინ-ანგიოტენზინ-ალოდსტერონის სისტემის დაზიანების გათვალისწინებით, აღნიშნულ პაციენტებში არ შეიძლება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების დანიშვნა, ვალსარტანის ჩათვლით.
ანგიონევროზული შეშუპება
ანგიონევროზული შეშუპების (ხახის და სახმო იოგების შეშუპების ჩათვლით, რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების ობსტრუქციას, სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპება) მქონე პაციენტებში ვამლოსეტით მკურნალობის ფონზე, ანამნეზში აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებზეც. ანგიონევროზული შეშუპების განვითარების დროს სასწრაფოდ უნდა მოიხსნას პრეპარატი და გამოირიცხოს განმეორებითი გამოყენების შესაძლებლობა.
გულის უკმარისობა/გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
პაციენტებში, რომელთა თირკმლების ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგალითად, გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს), აგფ ინჰიბიტორებითა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობას ტანხ ახლავს ოლიგურია და/ან ლეტალური გამოსავალი. მსგავსი შედეგები აღწერილი იყო ვალსარტანის გამოყენებისას. პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით ან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით ყოველთვის საჭიროა თირკმლების ფუნქციის შეფასება.
პაციენტებში არაიშემიური ეტიოლოგიის III_IV ფუნქციური ჯგუფის (NYHA კლასიფიკაციით) გულის ქრონიკული უკმარისობით ამლოდიპინის გამოყენებას თან ახლდა ფილტვების შეშუპების სიხშირის მომატება პლაცებოსთან შედარებით ორ ჯგუფს შორის გულის ქრონიკული უკმარისობის გაუარესების სიხშირის სანდო განსხვავების არარსებობისას. კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორები, მათ შორი ამლოდიპინი, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ვინაიდან არსებობს გულ-სისხლძარღვოვანი გართულებებისა და ლეტალური შედეგის განვითარების რისკი.
მუსბუქი და ზომიერი ხარისხის აორტული სარქვლისა და მიტრალური სარქვლის სტენოზი
ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ვაზოდილატატორის გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი მიტრალური სტენოზით და აორტული სტენოზით. ამლოდიპინ/ვალსარტანის კომბინაცია შეისწავლებოდა მხოლოდ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით.
ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობის დროს, როდესაც საჭიროა ყურადღების მომატებული კონცენტრაია და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს თავბრუ, სისუსტე და გულისრევა.
გამოშვების ფორმა
აპკით შემოგარსული ტაბლეტები, 5 მგ + 80 მგ, 5 მგ + 160 მგ, 5 მგ + 320 მგ, 10 მგ + 160 მგ, 10 მგ + 320 მგ.
ტაბლეტები 5 მგ + 80 მგ, 5 მგ + 160 მგ, 5 მგ + 320 მგ, 10 მგ + 160 მგ, 10 მგ + 320 მგ: 10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში კომბინირებული მასალისაგან ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგისაგან. 3, 6, 9 ან 10 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები 5 მგ + 80 მგ: 14 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში კომბინირებული მასალისაგან ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგისაგან. 1, 2, 4 ან 7 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ, 5 მგ + 320 მგ, 10 მგ + 160 მგ, 10 მგ + 3200 მგ: 7 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში კომბინირებული მასალისაგან ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგისაგან. 2, 4, 8 ან 14 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა
3 წელი.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია
გამოშვების ფორმა: 5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account