Digoxin - დიგოქსინი 0.25 მგ 50 ტაბლეტი

9,92 GEL
მარაგშია
SKU
495_375

ჩვენება: გულის უკმარისობა, სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიები, განსაკუთრებით მოციმციმე არითმია

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები 0,25 მგ
თეთრი ბრტყელცილინდრული ტაბლეტები გამყოფი ხაზით

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 0,25 მგ დიგოქსინს
დამხმარე ნივთიერებები. საქაროზა (24,60 მგ), კარტოფილის სახამებელი, გლუკოზის მონოჰიდრატი (8,50 მგ), ტალკი, კალციუმის სტეარატი, ვაზელინის ზეთი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიგოქსინი გრინდექსი მიეკუთვნება საგულე გლიკოზიდების ჯგუფს, წარმოადგენს გულის ენერგეტიკული რესურსების აღმდგენ და გულის კუნთის შეკუმშვის გასაუმჯობესებელ პრეპარატს.

ჩვენება:
გულის უკმარისობა, სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიები (განსაკუთრებით მოციმციმე არითმია).

უკუჩვენებები:
დიგოქსინი გრინდექსის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:
• გლიკოზიდების ჭარბი დოზირების უმნიშვნელი სიმპტომების დროს (იხ. ჭარბი დოზირება);
• ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია ან გულის კუნთის დაავადებები, რომელსაც ახასიათებს გულის კედლის გასქელება
• ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი ან პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვა, რომელიც განპირობებულია დამატებითი გამტარი გზის არსებობით. კლინიკურად ხასიათდება ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა სიხშირე- 150- 280/წუთში);
• ვენტრიკულური ტაქიკარდია (შეტევითი გახშირებული გულის მოქმედება), რომლის დროს არსებობს რითმის პათოლიგიური კერა და გულისცემის სიხშირე- 120-170/წუთში ან პარკუჭების ფიბრილაცია (პარკუჭების არარეგულარული ან არასრული შეკუმშვები, განპირობებული მრავლობითი რითმის კერებით);
• პერიოდული სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ან მე-2 ხარისხის AV ბლოკადა (წინაგულიდან პარკუჭში აგზნების გატარების შეფერხება ან სრული ბლოკირება)
• მომატებული მგრძნობელობა დიგოქსინის ან სხვა გლიკოზიდების მიმართ

სიფრთხილე:
დიგოქსინი გრინდექსი სიფრთხილით ინიშნება:
• გულის კუნთის მწვავე დაზიანების დროს (მაგ. გულის კუნთის ანთება, მიოკარდიუმის ინფარქტი, თანხლებული გულის რითმის დარღვევით)
• იმ შემთხვევაში, თუ 10-14 დღის განმავლობაში მიმდანარეობდა გლიკოზიდებით მკურნალობა
• გულის უკმარისობის მძიმე ფორმა;
• ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა
• დიგოქსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს გეგმიური კარდიოვერსიის ჩატარების 24-48 საათით ადრე (სახიფათო რითმის დარღვევის თავიდან ასაცილებლად)
• პრეპარატის სამკურნალო დოზების გამოყენებისას ეკგ-ზე შეიძლება აღმოცენდეს გარდამავალი ბუნებრივი ცვლილებები, გამოწვეული სამკურნალო პრეპარატის მოქმედების მექანიზმით.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა, აცნობეთ ექიმს!

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დიგოქსინი გრინდექსის მოქმედების გაძლიერებას ახდენენ შემდეგი პრეპარატები:
• თიაზიდები, თიაზიდის მსგავსი და მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები (სხვადასხვა პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას და გამოიყენება შეშუპების მოსახსნელად),
• გლუკოკორტიკოსტეროიდები (რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, მწვავე და ქრონიკული ანთების, ალერგიული მდგომარეობებისა და მომატებული იმუნორეაქტიულობის სამკურნალოდ)
• ლითიუმის მარილები (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული მოშლილობების დროს)
• ამფოტერიცინ B (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)
• კალციუმის მარილები;
• ქინიდინი, პროპაფენონი და ამიოდარონი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები)
• ვერაპამილი, ნიფედიპინი (გულის და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალო პრეპარატები)
• ბეტა-ბლოკატორები (გულის რითმის მარეგულირებელი პრეპარატები)
• იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)
• ზოგიერთი ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, ტეტრაციკლინი, გენტამიცინი)
• ტრიმეტოპრიმი
• აგფ-ინჰიბიტორები (კაპტოპრილი)
• ანგიოტენზინ-II-რეცეპტორის ბლოკატორი (ტელმისარტრანი)
• პროტონური ტუმბოს ბლოკატორები (ომეპრაზოლი)
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ინდომეტაცინი)

დიგოქსინის, ვერაპამილის და/ან ბეტა-ბლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს AV ბლოკადის რისკი (აგზნების გატარების დარღვევა, რაც იწვევს გულის მუშაობის შენელებას ან ბლოკადას).

დიგოქსინი გრინდექსის მოქმედების შემცირებას ახდენენ შემდეგი პრეპარატები:
• ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (ქოლესტერინის შემცველობის შესამცირებელი პრეპარატები)
• მაგნიუმის შემცველი საფაღარათე საშუალებები
• კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატები (ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის და ბისმუტის შემცველი)
• მეტოკლოპრამიდი (პრეპარატი, რომელიც ამცირებს გულისრევას, ღებინებას, აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას)
• რიფამპიცინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი)
• სულფასალაზინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და რევმატიზმის სამკურნალოდ)
• სუკრალფატი (წყლულოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი)
• ნეომიცინი (ანტიბიოტიკი)
აცნობეთ ექიმს ყველა პრეპარატზე, რომელსაც იღებთ!

ორსულობა და ლაქტაცია:
მოქმედი ნივთიერება- დიგოქსინი- გაივლის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. მონაცემები ტერატოგენობაზე არ არსებობს.
თერაპიული დოზების გამოყენებისას ნაყოფს ან ახალშობილს არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები. ორსულობის პერიოდში დიგოქსინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის პატარა წონა. დიგოქსინის ჭარბმა დოზირებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილიც.
აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ორსულად ხართ, გეგმავთ დაორსულებას ან აჭმევთ ბავშვს!

სარტანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის და ტექნიკურ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მიღების წესი და დოზირება:
დიგოქსინით მკურნალობისას განასხვავებენ მკურნალობის “მზარდ” და ”შემანარჩუნებელ” ფაზას. მკურნალობის “მზარდ” ფაზაში მოქმედი ნივთიერება - დიგოქსინი - მიიღება დოზებში, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში სამკურნალო კონცენტრაციის მიღწევას დროის გარკვეული მონაკვეთში, “შემანარჩუნებელ” ფაზაში დიგოქსინის კონცენტრაცია ორგანიზმში სამკურნალო დონეზე რჩება.

პრეპარატის დოზები პაციენტის ასაკის, სხეულის მასის, თირკმლების ფუნქციის, დაავადების სირთულისა და სხვა მაჩვენებლების შესაბამისად ინიშნება. ამიტომ დოზებს ყოველთვის ექიმი ნიშნავს!
ტაბლეტები. “მზარდი” დოზა მოზრდილებისათვის - 2-4 ტაბლეტი (0,5-1,0 მგ), რომლის შემდეგ იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 6 საათში სასურველი სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე. Yყველაზე მაღალი სადღეღამისო დოზა - 6 ტაბლეტი (1,5 მგ). იმ შემთხვევაში, თუ სწრაფი ეფექტის მიღწევა არ არის აუცილებელი შესაძლებელია მიიღოთ თითო ტაბლეტი (0,25 მგ) დღეში 1-2 ჯერ. პლაზმაში მუდმივი კონცენტრაცია ჩვეულებრივ მიიღწევა 7 დღის განმავლობაში. სამკურნალო ეფექტის მიხედვით ხდება დოზის კორექცია. საშუალო ”შემანარჩუნებელი” დოზა- 1/2- 1 ტაბლეტი (0,125- 0,25 მგ) დღეში.
ბავშვები. ტაბლეტები პედიატრიულ პრაქტიკაში არ გამოიყენება.
გადაწყვეტილებას დოზის შერჩევასა და მკურნალობის ხანგრძლივიობაზე იღებს ექიმი!

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, სლოკინი, მუცლის შეტევითი ტკივილები, ფაღარათი და შარდის გამოყოფის შემცირება, თავის ტკივილი, სისუსტე, პულსის შენელება და რითმის დარღვევა. შეიძლება გაჩნდეს მხედველობის დარღვევები: გაორება, სინათლის შიში და სხვა.
მკურნალობა ჭარბი დოზირებისას: კუჭის გამორეცხვა აქტივირებული ნახშირის (20-30 გ აქტივირებული ნახშირი 1 ლიტრ წყალზე) გამოყენებით, მარილოვანი საფაღარათო საშუალებების (მაგნიუმის სულფატი ან მწარე მარილი, ნატრიუმის სულფატი) გამოყენება (15-30 გ მარილი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში). არ შეიძლება ღებინების პროვოცირება.
შასაძლებელია ანტიდოტის გამოყენება (ანტისხეულები) - ფრაგმენტების F (ab) (Digibind)
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს! თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა!

გვერდითი მოქმედება
გვერდითი მოვლენები უფრო ხშირია დიდი დოზების მიღებისას. ყოველი მოულოდნელი სიმპტომი დიგოქსინით მკურნალობის დროს შეიძლება მოწამვლის დაწყებაზე მიუთითებდეს. გვერდითი მოვლენები შეიძლება ჩნდებოდეს ერთეულად, გარკვეული რიგითობის გარეშე, ზოგი მათგანი (განსაკუთრებით ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც გულის მუშაობასთან არ არის დაკავშირებული) შეიძლება არ არსებობდეს მწვავე ფორმით მოწამვლის დროსაც კი (განსაკუთრებით პატარა ბავშვებში).
დიგოქსინით მოწამვლის ნიშნებია - გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები.
სხვა გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი.
შეიძლება გაჩნდეს სისუსტე, დაღლილობა, აპათია, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები (გაორება, სინათლის შიში), დეპრესია და ფსიქოზიც. დიგოქსინით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეინიშნებოდა სარძევე ჯირკვლის მომატება მამაკაცებში. მეტად იშვიათი გვერდითი მოქმედებების სახით აღწერილია კანის ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი და თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა). თრომბოციტოპენიისას კანში და ლორწოვან გარსში შესაძლებელია სისხლჩაქცევები. ჭინჭრის ციების დროს კანზე სწრაფად წარმოიქმნება და ასევე სწრაფად ქრება სხვადასხვა ზომის წყლიანი ბუშტუკები.
ბავშვები. ძალიან იშვიათად ჩნდება ბავშვებში ის გვერდითი მოქმედებები, რომლებიც გულის მუშაობასთან არ არის დაკავშირებული. დიგოქსინით მოწამვლის ძირითად ნიშანს წარმოადგენს გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები.
გვერდითი მოქმედებების (ასევე ჩამოუთვლელი გვერდითი მოქმედებების) გაჩენისას და/ან თვითშეგრძნების ნებისმიერ სხვა გაუარესებისას შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!

გაცემის პირობები
რეცეპტით

შეფუთვა
25 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს შეკვრაში

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს “გრინდექსი
კრუსტპილსის ქ. 53, რიგა LV-1057 ლატვია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy