Arifam - არიფამი 1.5მგ/5მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც ინდაპამიდს და ამლოდიპინს იღებენ ცალკე ტაბლეტების სახით იმავე დოზებით.
რა არის არიფამი და რა შემთხვევაში გამოიყენება
არიფამი ინიშნება ჩანაცვლებითი პრეპარატის სახით მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისას (ჰიპერტენზია) პაციენტებში, რომლებიც ინდაპამიდს და ამლოდიპინს იღებენ ცალკე ტაბლეტების სახით, იმავე დოზებით.
არიფამი შეიცავს ორ მოქმედ ნივთირებას: ინდაპამიდი და ამლოდიპინი.
ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი გამოირჩევა სხვა დიურეზულებისგან, რადგან ის იწვევს თირკმელებით შარდის გამოყოფის მხოლოდ უმნიშვნელო გაძლიერებას. ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების მაბლოკირებელს (მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნების გზით, რის შედეგედაც მათში სისხლი ადვილად გადის. ორივე მოქმედი ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას.
რა უნდა ვიცოდეთ არიფამის მიღების დაწყებამდე
არიფამი არ უნდა მიიღოთ
თუ თქვენ გაქვთ ალერგია ინდაპამიდზე ან ნებისმიერ სხვა სულფანილამიდურ პრეპარატზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი), ამლოდიპინზე ან კალციუმის არხების ნებისმიერ სხვა მაბლოკირებელზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე. (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6). ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, კანის გაწითლებით და სუნთქვის გაძნელებით.
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
თუ აღგენიშნებათ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული წყვეტს ორგანიზმის სისხლით საკმარისად მომარაგებას),
თუ გულის შეტევის შედეგად აღგენიშნებათ გულის უკმარისობა,
თუ აღგენიშნებათ თირკმელების სერიოზული დაავადება,
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის სერიოზული დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები მიღებისას
არიფამის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თუ ადრე გადატანილი გაქვთ ან ამჟამად აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობებიდან ერთი მაინც:
ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა,
თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება (გულის დაავადება გამოწვეული სისხლძარღვებში სისხლის არასაკმარისი ნაკადით),
თუ აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
თუ დაგიქვეითდათ მხედველობის სიმახვილე ან გაგიჩნდათ ტკივილები თვალებში. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძაღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომი, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს არიფამის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათისნ-კვირის შემდეგ. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. პენიცილინზე ან სულფონამიდზე ალერგიის შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩნდეთ ამ სიმპტომების წარმოშობის მაღალი რისკის ჯგუფში.
თუ თქვენ ძლიერ მოგემატათ არტერიული წნევა (ჰიპერტენზული კრიზი),
თქვენ მიეკუთვნებით ხანდაზმული პაციენტების ჯგუფს და გჭირდებათ დოზის მომატება,
თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს,
თუ თქვენ იკვებებით არასრულფასოვნად,
თუ თქვენ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
თუ თქვენ აღგენიშნებათ დიაბეტი,
თუ თქვენ აღგენიშნებათ პოდაგრა,
თუ თქვენთვის აუცილებელია ჩაიტაროთ ანალიზი პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად,
თუ აღგენიშნებათ სინათლეზე მგრძნობელობის რეაქციები. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონის ან კალციუმის მაღალი დონის გამოსავლენად. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მდგომარეობა შეიძლება თქვენ გეხებოდეთ, თუ გაგიჩნდათ კითხვები და ეჭვები ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვნს ექიმს ან ფარმაცევტს.
სპორტსმენები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, იმის შესახებ, რომ არიფამი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდი), რომელსაც შეუძლია დადებითი რეაქციის ჩვენება დოპინგის ტესტზე.
ბავშვები და მოზარდები
არიფამი არ უნდა დაინეშნოს ბავშვებს და მოზარდებს.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და არიფამი
თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ არ უნდა მიიღოთ არიფამი:
ლითიუმთან ერთად (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის, როგორიც არის მანია, ბიპოლარული აშლილობა და რეკურენტული დეპრესია) სისხლში ლითიუმის დონის გაზრდის რისკის გამო,
დანტროლენთან ერთად (ინფუზია, გამოყენებული სხეულის ტემპერატურის სერიოზული დარღვევებისას).
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს, აუცილებლად ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილე:
სხვა სამკურნალო საშუალებები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ,
გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, ბრეტილიუმი),
პრეპარატები ფსიქიკური დარაღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები, (როგორიცაა ამისულპრიდი, სულპრიდი, სილტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი),
ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, მდგომარეობის, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),
ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების სამკურნალოდ),
ვინკამინი ი/ვ (გამოიყენება კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ კლინიკური გამოვლინებებით, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით, ხანდაზმულ პაციენტებში),
ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკუნალოდ, ისეთის როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ტკივილის მოსახსნელად (მაგალითად იბუპროფენი) ან ასპირინის მაღალი დოზები,
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
პერორალური კორტიკოსტეროიდები, გამოყენებული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,
პრეპარატები დიგიტალისის ფუძეზე (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები,
ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),
კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერინი),
მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები (გამოიყენება გამოკვლევის ჩატარებისას რენტგენის სხივებით),
კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის სხვა დანამატები,
იმუნოდეპრესიული პრეპარატები (აკონტროლებენ ორგანიზის იმუნურ რეაქციებს), რომელიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრასნპლანტაციის შემდგომ (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი)
სიროლიმუსი, ევროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედ წოდებულ მთორ ინჰიბიტორების კლასს (პრეპარატები რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის მუშაობას),
ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამფოტერიცინ B ინექციისთვის),
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოყენებული აივ-ის სამკურნალოდ),
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (მაგალითად, რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპარფლოქსაცინი, მოკსიფლოქსაცინი),
ჰყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა),
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები),
სიმვასტატინი, პრეპარატი, ქოლესტერინის შესამცირებლად),
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
მეთადონი (გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ).
არიფამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ არიფამს არ უნდა მიიღონ გრეიფრუტი ან გრეიფფრუტის წვენი, რადგან მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მოქმედი ნივთიერების - ამლოდიპინის დონის მომატება, რამაც შეიძლება განაპირობოს არიფამის ჰიპოტენზური ეფექტის არაპროგნოზირებადი მომატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აგრეთვე გაქვთ ორსულობაზე ეჭვი ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის მიღებამდე გაიარეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. მოცემული პრეპარტი ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის. თუ იგეგმება ორსულობა ან დგინდება ორსულობის ფაქტი, რაც შეიძლება ადრე უნდა განხორციელდეს ალტერნატულ თერაპიაზე გადასვლა.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არიფამის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების გამოყენება
არიფამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტის მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, აღგენიშნებათ თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, არ დაჯდეთ საჭესთან, არ მართოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მოცემულ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ ავტომობილის მართვაზე და მომატებული ყურადღების მომთხოვნ სხვა ქმედებებს.
არიფამი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
არიფამი შეიცავს ნატრიუმს
არიფამის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1მმოლ ნატრიუმს (23გ), რაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად არ შეიცავს.
როგორ მიიღება არიფამი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარტის რეკომენდებული დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი არიფამი
ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული, სახიფათოდ დაბალი წნევაც. შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე ან დაკარგოთ გონება. შეიძლება გაგინვითარდეთ გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობის შეცვლა. წნევის მნიშვნელოვანმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. კანი შეიძლება შეხებისას გახდეს ცივი და ნოტიო, თქვენ შეიძლება გონება დაკარგოთ. თუ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის არიფამი დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ არიფამის მიღება
არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
თუ წყვეტთ არიფამის მიღებას
რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეგტამდე მიმართეთ თქვეს ექიმს. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, რომლებიც შესაძლოა იყოს სერიოზული:
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში),
ენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
კანის სერიოზული რეაქციები, მოცულობითი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკურ ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
გულის შეტევა, (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
გულისცემის რითმის დარღვევა (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (ორმიმართული ტაქიკარდია) (სიხშირე უცნობია),
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში და ზურგში, ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში).
კუნთური სისუსტე, სპაზმები, მტკივნეული მგრძნობელობა ან ტკივილები, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის დროს ან ტემპერატურის მომატებისას – ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის უჯრედების რღვევის ანომალური პროცესით. (სიხშირე უცნობია).
განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 10-დან 1 პაციენტზე მეტს):
შეშუპება (სითხის შეკავება).
გავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში.
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში), მხედველობის დარღვევა, თვალებში გაორება
გულისცემის გახშირება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია, ქოშინი, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ნაწლავების მუშაობის შეცვლა, დიარეა, ყაბზობა, საკვების მოუნელებლობა, კოჭ-წვივის სახსრის შეშუპება, დაღლილობა, სისუსტე, კუნთური სპაზმები,
სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კანის გამონაყარი.
არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტს
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ტრემორი, გემოვნების ცვლილება, კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, ყურებში შუილი, დაბალი არტერიული წნევა, გულის წასვლა, ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი), ხველა, პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება, თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება, ჭინჭრის ციება, შარდის გამოყოფის დარღვევა, მოშარდვის ხშირი სურვილები ღამით, ხშირი შარდვა,
ერექციის მიღწევის შეუძლებლობა; მამაკაცებში დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში ან სარძევე ჯირკვლების გადიდება, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში
ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევის შეგრძნება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10000 დან არა უმეტეს 1 პაციენტში.
სისხლში უჯრედული ელემენტების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოცირტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს მსუბუქ სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენას), ლეიკოპენია (ლეკოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის აუხსნელი მომატება, ყელის ტკივილი ან სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომები - ამ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში კალციუმის დონის მომატება, ნერვული დარღვევები, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტას და დაბუჟებას, ღრძილების შეშუპება, მუცლის შებერილობა (გასტრიტი),
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის შედეგზე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
თირკმლის დაავადებები,
კუნთების მომატებული დაჭიმულობა,
სისხლძარღვების ანთება, ხშირად ახლავს კანის გამონაყარი,
სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები; ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, თქვენი მდგომარეობის შეფასების მიზნით. შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების შემდეგი ცვლილებები:
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება.
- შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრის (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების სახსრებში) მიმდინარეობა,
- სისხლში გლუკოზის დონის მომატება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში,
ანომალიები ეკგ-ზე, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა,
მხედველობის სიმახვილის შემცირება, ან თვალების ტკივილი მარალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის აკუმულაციის შესაძლო ნიშნები (ქორიოიდული გამომაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
ტრემორი, რიგიდული პოზა, ნიღბისებური სახე, შენელებული მოძრაობები,
სიარულის რწევითი, არაბალანსირებული სტილი.
თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი) თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
შეტყობინება გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ გაგიჩნდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფქტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით სამკურნალო პრეპარატზე მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
როგორ ინახება არიფამი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე ან კონტეინერზე. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არა უმეტეს 30°c ტემპერატურაზე.
წამლები არ გადააგდოთ კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადავყაროთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს არიფამი
მოქმედი ნივთიერებები – ინდაპამიდი და ამლოდიპინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1.5მგ ინდაპამიდს და 6,935მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5მგ ამლოდიპინს.
სხვა ინგრედიენტები:
- არიფამი 1,5მგ/5მგ ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოვიდონი (E1201), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, დიკალციუმის დიჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,
- არიფამის 1,5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის დიოქსიდი (E171),
როგორ გამოიყურება არიფამი და შეფუთვის შემადგენლობა
არიფამი 1,5მგ/5მგ – მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი, მრგვალი, ტაბლეტები, დიამეტრი 9მმ, გრავირებით ერთ მხარეს.
ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედული შეფუთვებში, 30 ტაბლეტი.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account