Helmintox - ჰელმინტოქსი 125მგ 6 ტაბლეტი

8,59 GEL
მარაგშია
SKU
2050_1333

ჩვენებები: ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომოზი.

ჰელმინტოქსი 125მგ

 


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პირანტელი.

ქიმიური დასახელება: (E)(+)-მეთილ-1[(ტიენილ-2)-2 ვინილ]-ტეტრაგიდრო-1,4,5,6 პირიმიდინი, პამოატი (4,4’ მეთილენბის [3-ჰიდროქსი-2-ნაფტალენ კარბოქსილის მჟავა] (1:1).

წამლის ფორმა: შინაგანად მისაღები შემოგარსული ტაბლეტები და სუსპენზია.

აღწერილობა: წაგრძელებული შემოგარსული ტაბლეტები, მოყვითალო-ნარინჯის ფერის, ნაჭდევით ერთ მხარეს. გადატეხილი ტაბლეტის იერი: შიგთავსი მოყვითლო-ლიმონის ფერი.
ღია ყვითელი ფერის ჰომოგენური სუსპენზია სახასითო შავი მოცხრისა და კარამელის სუნით. შესაძლებელია ნალექის წარმოქვნა, რომლიც შენჯღრევის შემდეგ ადვილად გადადის ჰომოგენურ მდგომარეობაში.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ძირითადი ნივთიერება: პირანტელის ემბონატი გადაანგარიშებული ძირითად პირანტელზე 5,0 მგ. დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებლის სოდის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლის მონოსტეარატი 400, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოკსიდი, საღებავი ყვითელ-ნარინჯისფერი ალუმინის ლაქზე რაოდენობით საკმარისი ერთი შემოგარსული ტაბლეტისათვის.
სუსპენზიის 100 მლ შეეცავს: ძირითადი ნივთიერება: პირანტელის ემბონატი გადაანგარიშებული ძირითად პირანტელზე 125 მგ და 250 მგ. დამხმარე ნივთიერებები: 70% კრიცტალიზირებული სორბიტოლი, გლიცეროლი, პოლისორბატი 80, სოიოს ლეციტინი, პოლივიდონის ექსციპიენტი, გაუწყლოებული ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, სილიკონის ემულსია, შავი მოცხარის კარამელის არომატიზატორი, ალუმინის და მაგნიუმის კოლოიდური სილიკატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინტური საშუალება.
ATC კოდი P02CC01.
ფარმაკოლოგიური თვისიბები: ანტიჰელმინტური საშუალება, იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე ჰელმინტების ნერვ-კუნთოვან ბლოკადას და უზრუნველყოფს მათ გამოდევნას ნაწლავებიდან. პრეპარატი აქტიურია ნაწლავებში მყოფ მის მიმართ მგრძნობიარე ორივე სქესის ჰელმინტების მიმართ და არ მოქმედებს ქსოვილებში მიგრირებულ ჭუპრებზე. პრეპარატი აქტიურია მახვილა ჭიების (Enterobios vermicularis), ასკარიდების (Ascaris lumbricoides), ანკილოსტომების (Ancilostoma duodenale da Necator americanis-ის) მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ერთჯერადი დოზის 125 მგ/კგ მიღებისას მისი კონცენტრაცია პლაზმაში 1-3 საათში აღწევს 0,05-0,13 მკგ/მლ-ს. მისი მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ღვიძლში N-მეთილ-1,3-პროპანედიამინამდე. 93% რაოდენობით გამოიყოფა უცვლელი სახით ფეკალიებით და 7% - თირკმელებით უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება: ასკარიდოზი, ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით ინვაზია), ანკილოსტომოზი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პირანტელის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ; მიასთენია; ღვიძლის უკმარისობა.
სიფრთხილით გამოიყენება ბავშვთა ასაკში 6 თვემდე.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

დოზირება და გამოყენების წესი:

შინაგანად მისაღები. ტაბლეტები განსაზღვრულია მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ზემოთ.
ბავშვებში 6 წლამდე რეკომენდებულია მხოლოდ სუსპენზია. სუსპენზია რეკომენდებულია ბავშვებში, რომელთა წონა აღემატება 12 კგ. გამოყენების წინ სუსპენზია უნდა შეანჯღრიოთ.
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 50 მგ პირანტელს. 1 დოზირებული კოვზი (2,5 მლ) შეიცავს 125 მგ პირანტელს.
ჰელმინტოქსის გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, მისი მიღება უზმოზე არ არის აუცილებელი, იგი არ საჭიროებს წინასწარ საფაღარათო საშუალებების მიღებას.
ენტერობიოზისა და ასკარიდოზის მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ერთჯერადად რეკომენდირებულ დოზაში.
ჩვეული დოზირება – 12,5 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად, ანუ:
6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 დოზირებული კოვზი 10კგ წონაზე ერთჯერადად. 6 წლის ასაკის ზევით ბავშვები: 1 დოზირებული კოვზი 10კგ წონაზე ან ერთი 125 მგ ტაბლეტი 10კგ წონაზე ერთჯერადად. 75 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზრდილები: 6 დოზირებული კოვზი ან ექვსი 125 მგ ტაბლეტი ან სამი 250 მგ ტაბლეტი ერთჯერადად. 75 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილები: 8 დოზირებული კოვზი ან რვა 125 მგ ტაბლეტი ან ოთხი 250 მგ ტაბლეტი ერთჯერადად. პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 3 კვირის შემდეგ პრეპარატის განმეორებითი მიღება.
Necator americanis ინვაზიის ან Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მძიმე ფორმის დროს (ენდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება 2-3 დღის განმავლობაში 1 ან 2 მიღებაზე შემდეგი რეკომენდირებული დოზით: ბავშვებში: 250 მგ ყოველ 10 კგ წონაზე ყოველდღე; 75 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზრდილები: 1,5 გ დღეში; 75 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილები: 2 გ დღეში.
Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მსუბუქი ფორმის დროს (არა ენდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება დღეღამეში ერთხელ დოზით 12,5 მგ ყოველ 10კგ წონაზე.

გვერდითი მოვლენები: 

საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მადის დაქვეითება (ხშირ შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომები განპირობებულია ჰელმინტების დოხოცვით); ალერგიული რეაქციები –ქავილი, გამონაყარი კანზე, ეგზანტემა; ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება; ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ძილის დარღვევას, დაღლილობის შეგრძნებას, სმენის დარღვევას, ჰალუცინაციებს, გონების დაბინდვას, პარასტეზიებს, ჰიპერთერმიას.

ჭარბი დოზირება:

 მკვეთრად გამოხატული ჭარბი დოზირებაც კი არ იწვევს სერიოზულ ინტოქსიკაციას. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პიპერაზინის, ლევამიზოლის და ჰელმინტოქსის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული. იწვევს ტეოფილინის კონცენტრაციის ზრდას პლაზმაში.
საყურადღებო მითითება:

ღვიზლის დაავედების არებობისას შეატყობინეთ მკურნალ ექიმს. საჭიროა მკაცრად დავიცვათ ჰიგიენის წესები. სასურველია ოჯახის წევრების ერთდროული მკურნალობა, რადგან დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ.
მკურნალობის დასრულების თანავე აუცილებელია განავლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჰელმინტების კვერცხების არსებობაზე.

გამოშვების ფორმა:

 ექვსი 125 მგ ან სამი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე მოთავსებული მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
15 მლ სუსპენზია ყავისფერი ფერის შუშის ფლაკონში, ერთი ფლაკონი, დოზირებული კოვზი 2,5 მლ მოცულობით და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

გამოყენების ვადა: 3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

შენახვის წესი: სია ბ. პრეპარატი ინახება მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C. მოარიდეთ ბავშვებს.

გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი,Rue Rene Chantereau “L ‘Isle Vert”, 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა6
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy