Secnidox - სეკნიდოქსი 1გ 2 ტაბლეტი

14,90 GEL
მარაგშია
SKU
25201_2080

ჩვენებები: ტრიქომონადური ურეთრიტები და ვაგინიტები, ბაქტერიული ვაგინოზი.

სეკნიდოქსი
(SECNIDOX)

 


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
სეკნიდაზოლი.
 წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის ცისფერი ტაბლეტები გრავირებით “SECN” ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.
 შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სეკნიდაზოლი 1.0 გ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი (K30), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი.
 ათქ კოდი: P01 AB.
 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება. ნიტროიმიდაზოლების წარმოებული
 ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
სეკნიდოქსი – ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის ანტიპროტოზოული პრეპარატია, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული მოქმედება. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული (გრამდადებითი და გრამუაყოფითი ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ) და ამებიციდური (ნაწლავშიდა და ნაწლავგარე) მოქმედება.
სეკნიდოქსი განსაკუთრებით აქტიურია Trichomonasvaginalis, Entaboemahistolytica, Giardialamblia -ს მიმართ. მიკროორგანიზმის უჯრედში შეღწევით სეკნიდაზოლი აქტიურდება 5-ნიტროჯგუფის აღდგენის შედეგად, მოქმედებს უჯრედის დნმ-ზე, იწვევს მისი სპირალისებური სტრუქტურის რღვევას და ძაფების დაშლას, ადგილი აქვს ნუკლეოტიდური სინთეზის პროცესის ინჰიბირებას და უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ, სეკნიდოქსი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა თითქმის 80%-ს შეადგენს. Cmax -ს 4 საათში აღწევს. სეკნიდოქსი კარგად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 საათია, რაც შესაძლებელს ხდის პრეპარატის მიღების სქემის გამარტივებას.
 გამოყენების ჩვენებები:
- ტრიქომონადური ურეთრიტები და ვაგინიტები (გამოწვეული Trichomonasvaginalis);
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- ნაწლავური ამებიაზი (გამოწვეული Entamoebahistolytica-თი);
- ღვიძლის ამებიაზი (გამოწვეული Entamoebahistolytica-თი);
- ლამბლიოზი (გამოწვეული Giardialamblia-თი)
 უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა სეკნიდაზოლის და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ.
- ცნს-ის ორგანული დაავადებები.
 განსაკუთრებული მითითებები:
სეკნიდოქსის დანიშვნა არ შეიძლება ავადმყოფებში სისხლის დისკრაზიით ანამნეზში. პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებაზე.
 ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობაზე:
სეკნიდოქსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
 ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ლაქტაციის დროს მკურნალობის პროცესში აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
 გვერდითი მოქმედება:
სეკნიდოქსი ადვილად აიტანება, მაგრამ, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, “ლითონის” გემო პირში, გლოსიტი, სტომატიტი.
შედარებით იშვიათად ვლინდება:
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზომიერი გარდამავალი ლეიკოპენია.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.
 მიღების წესი და დოზები:
სეკნიდოქსი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
დოზები მოზრდილებისათვის:
ტრიქომონადური ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
ნაწლავური ამებიაზი:
- მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
- უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: ყოველდღე 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: ყოველდღე 1.5 ტაბლეტი (1.5 გ) ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
დოზები ბავშვებისათვის:
ნაწლავური ამებიაზი:
- მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 30 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად.
- უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: 30 მგ/კგ-ზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: 30 მგ/კგ-ზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი: 30 მგ/კგ-ზე ერთჯერადად.
 ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროების ტარდება სიმპტომური თერაპია.
 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროულად გამოყენებისას სეკნიდოქსი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის ან ინდანდიონის წარმოებულების) მოქმედებას.
სეკნიდოქსისა და დისულფირამის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზები. ალკოჰოლთან კომბინირება იწვევს დისულფირამისმაგვარ რეაქციებს (სპაზმები მუცელში, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, სახის არეში სისხლის მიწოლის შეგრძნება).
ლითიუმის პრეპარტებთან ერთად სეკნიდოქსის მიღება ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის კომბინირება არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან (ვეკურონიუმის ბრომიდი) რეკომენდებული არ არის.
ამოქსიცილინთან კომბინირებისას იზრდება აქტივობა Helicobacter pylori -სთან მიმართებაში (ამოქსიცილინი თრგუნავს რეზისტენტობის განვითარებას).
 გამოშვების ფორმა:
2 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
 ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით.

World Medicine, საფრანგეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა2
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy