Vermox - ვერმოქსი 100მგ 6ტაბლეტი
ჩვენებები: ანტიჰელმინთური საშუალება
ვერმოქსი
VERMOX
გენერიული დასახელება:
Mebendazolum
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: მებენდაზოლი-100მგ.
ფორმა:
ტაბლეტები 100მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ვერმოქსი წარმოადგენს ფართო სპექტრის სინთეზურ ანტიჰელმინთურ პრეპარატს.
მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჭიებში, იწვევს ციტოპლაზმური მიკროარხების დეგენერაციას, ამ გზით ამორჩევით აბლოკირებს გლუკოზის შეწოვის პროცესს, რაც იწვევს გლიკოგენის რესურსების თანდათან გაქრობას. ჭიები იხოცებიან ატფ-ის უკმარისობით, რომელიც საჭიროა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესებისათვის.
პერორალურად მიღების შემდეგ მებენდაზოლი მცირე რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, რადგან იგი ცუდად იხსნება წყალში და ორგანულ გამხსნელებში.
მებენდაზოლს ჩვეულებრივ თერაპიულ დოზებში ახასიათებს მხოლოდ ადგილობრივი მოქმედება ნაწლავებში, რადგან მისი ცუდი შეწოვისა და ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის ინტენსივობის გამო ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია.
პრეპარატის მცირე აბსორბირებული ფრაქციის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ჩვენებები:
ვერმოქსი ნაჩვენებია ცალკეული ან შერეული ინვაზიების სამკურნალოდ, როგორიცაა Enterobius vermicularis, Trichuris trichiuria, Ascaris lumbricioides, Ancylostoma duodenale, Necator americanus, Strongyloides stercoralis; Taenia spp.
უკუჩვენებები:
ვერმოქსი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიმართ.
დოზირება:
1. ენტერობიოზი: 1 ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით.
ვინაიდან Enterobius vermicularis-ით გამოწვეული განმეორებითი ინფექციები საკმაოდ ხშირად ვლინდება, რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება 2 და 4 კვირის შემდეგ განსაკუთრებით ინფექციის სალიკვიდაციო პროგრამების ჩატარებისას.
2. ასკარიდოზი, ტრიქურიაზი, ანკილოსტომოზი ან შერეული ინფექციები: 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ დილით და საღამოს 3 დღის განმავლობაში.
ზემოთ აღნიშნული დოზები გამოიყენება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
3. ტენიოზი და სტრონგილოიდოზი
მოზრდილები: შედარებით დაბალი დოზებისას მიღებული დადებითი შედეგების მიუხედავად, სრული განკურნებისათვის უნდა დაინიშნოს 2 ტაბლეტი დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში.
ამგვარი მაღალი დოზების შემთხვევაშიც კი, იშვიათად ვლინდება გვერდითი მოვლენები. ბავშვებში დოზირება შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში.
არ არის საჭირო განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა დიეტა ან საფაღარათო საშუალებების მიღება.
1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის იხილეთ გაფრთხილებები.
გვერდითი მოვლენები:
ვერმოქსით გამოწვეული გვერდითი რეაქციები ძირითადად უმნიშვნელო ხასიათისაა.
მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების მოცილების შემთხვევაში, გამოვლინდა მოვლითი ტკივილები მუცლის ღრუში და დიარეა.
აღინიშნა ალერგიული რექციები, როგორიცაა: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ციმეტიდინით ერთობლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირება, რასაც მოჰყვება პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას. უკანასკნელ შემთხვევაში რეკომენდებულია პლაზმაში კონცენტრაციის განსაზღვრა დოზის დადგენის მიზნით.
სიფრთხილე:
პრეპარატის დანიშვნა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში:
ვინაიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ძალიან მცირე დოკუმენტალური გამოცდილება არსებობს და იმის გამო, რომ არსებობს ცალკეული ატიპური, გამონაკლისის ხასიათის მქონე მონაცემები კრუნჩხვის განვითარების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში, ვერმოქსი ძალიან პატარა ბავშვებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ნაწლავის ჭიის ინფექცია ძალიან სერიოზულად აისახება მათი კვების სტატუსზე და ფიზიკურ განვითარებაზე.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს:
ვერმოქსმა გამოავლინა ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული მოქმედება ვირთაგვებსა და თაგვებში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს, როდესაც დანიშნული იყო ერთი დოზა პერორალურად. მსგავსი მოვლენა არ აღინიშნა კურდღლებზე, ძაღლებზე, ცხვრებსა და ცხენებზე ჩატარებული ცდებისას.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე პრეპარატის გამოყენებამ ადამიანებში აჩვენა, რომ ვერმოქსის მიღება ორსულობის დროს არ არის საშიში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვერმოქსით გამოწვეული პოტენციური რისკი და იგი შეთავსებულ უნდა იქნას მოსალოდნელ თერაპიულ ეფექტთან, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დროს.
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ვერმოქსი დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით მეძუძურ დედებში ვერმოქსის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ჭარბი დოზირება:
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს სპაზმები მუცლის ღრუში, გულისრევა, პირღებინება და დიარეა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატით მკურნალობის რეკომენდებული მაქსიმალური ვადა განისაზღვრება სამი დღით, იშვიათად აღინიშნება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები და ნეიტროპენიის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომელთა მკურნალობა წარმოებდა ექინოკოკოზის გამო მასიური დოზებით უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
არ არსებობს სპეციფიური ანტიდატი. შეიძლება ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის წყლიანი ხსნარით 20მგ/100მლ. შეიძლება გამოყენებული იქნას აქტივირებული ნახშირი.
შენახვის წესი:
შეიანახეთ 15-300C-ზე.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
შენახვის ვადა:
3 წელი
შეფუთვა:
#6 ტაბლეტი.
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი
რაოდენობა | 6 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account