Kanamycin - კანამიცინი 1გ ფლ

0,60 GEL
მარაგშია
SKU
876_33

ჩვენება:ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ტუბერკულოზი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ფლაკონი შეიცავს 1.0 გ კანამიცინის სულფატის საინიექციო ხსნარის მოსამზადებელ ფხვნილს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კანამიცინი მოქმედების ფართო სპექტრის, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. მას ბაქტერიციდული მოქმედება აქვს.
იგი აქტიურია Mycobacterium tuberculosis - ის მიმართ, გრამუარყოფითი ბაქტერიების - Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Proteus spp., Enterobacter spp., Klebsiella pneumoniae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis მიმართ; გრამდადებითი კოკების - Staphylococcus spp.-ს მიმართ (მათ შორის, პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები).
კანამიცინის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ან რეზისტენტულია Pseudomonas spp., Streptococcus spp. 
კანამიცინის მიმართ რეზისტენტულია ანაერობული ბაქტერიები, საფუარი სოკოები, ვირუსები და უმარტივესების უმრავლესობა.

ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანისას სწრაფად შეიწოვება. თერაპიული კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია 8-12 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება თირკმლის ქსოვილში, შედარებით უფრო დაბალი - ღვიზლის, მიოკარდიუმის, ძვლის ქსოვილში. იგი აღწევს პლევრულ, პერიტონეალურ და სინოვიურ სითხეებში. კანამიცინი გადის პლაცენტურ ბარიერს, აღინიშნება ნაყოფის სისხლსა და ამნიონურ სითხეში; ძნელად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს (შეღწევადობა იზრდება ტვინის გარსების ანთების დროს). პრეპარატი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით (70-95% აღინიშნება შარდში 24 სთ-ის შემდეგ).
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის გამოყოფა შენელებულია და კუმულაცია აღინიშნება.

ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები: მძიმე ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებები (სეფსისი, მენინგიტი, პერიტონიტი, სეპტიკური ენდოკარდიტი), სასუნთქი სისტემის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა და სხვა), თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი), ჩირქოვანი გართულებები ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ინფიცირებული დამწვრობა, ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I და II რიგის პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის დროს).

მიღების წესები და დოზები
კანამიცინის გამოყენების წინ საჭიროა განისაზღვროს დაავადების გამომწვევის მგრძნობელობა მის მიმართ.
პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ კუნთში.
არატუბერკულოზური ეტიოლოგიის ინფექციების დროს მოზრდილებში შეჰყავთ 500 მგ ყოველ 8-12 სთ-ში, სადღეღამისო დოზაა 1-1.5 გ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1 გ, რომელიც 12 სთ-იანი ინტერვალით შეჰყავთ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 გ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-7 დღე. ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 15 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც 2-3 მიღებაზე იყოფა.
ტუბერკულოზის დროს მოზრდილებში ინიშნება 1 გ ერთხელ დღეში, ბავშვებში - 15 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღეში. პრეპარატი შეჰყავთ 6 დღე, მე-7 დღეს - შესვენებაა. მკურნალობის კურსების რაოდენობა და საერთო ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
საინიექციო ხსნარი ех ტემპორე მზადდება. ფლაკონის შიგთავს (1 გ) უმატებენ 4 მლ საინექციო წყალს ან 0.25-0.5% ნოვოკაინის ხსნარს, შეჰყავთ ღრმად დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში.
თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

გვერდითი მოვლენები
სმენის ნერვის ნევრიტის, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მიკროჰემატურია, ალბუმინურია), ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა კანამიცინის ან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, სმენის ნერვის ნევრიტი, თირკმლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს კანამიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით და მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების საფუძველზე გამოიყენება მიასთენიის, პარკინსონიზმის, ბოტულიზმის დროს, ხანდაზმულ პაციენტებში. 
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი და აუდიომეტრიის ჩატარება - არანაკლებ ერთხელ კვირაში არატუბერკულოზური ინფექციების მკურნალობისას და არანაკლებ ერთხელ თვეში ტუბერკულოზის მკურნალობისას.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პერიოდულად ანტიბიოტიკის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ტოქსიკური რეაქციები (სმენის დაკარგვა, ატაქსია, თავბრუხვევა, შარდვის დარღვევა, წყურვილის შეგრძნება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყურებში შუილი ან დაგუბების შეგრძნება, სუნთქვის დარღვევა). 
მკურნალობა: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის მოსახსნელად და მისი შედეგების კორექციისათვის მიზანშეწონილია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება;
ანტიქოლინესთერაზული საშუალებებისა და კალციუმის მარილების დანიშვნა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, სხვა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კანამიცინის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული სტრეპტომიცინთან, მონომიცინთან, ნეომიცინთან, გენტამიცინტან, ფლორიმიცინთან და სხვა ოტო- ან/და ნეფროტოქსიკური მოქმედების მქონე პრეპარატებთან, დიურეტიკებთან, მიორელაქსანტებტან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 4 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy