Cycloferon - ციკლოფერონი 12.5% 2მლ. 5ამპულა

განსაკუთრებული ფასი 32,58 GEL რეგულარული ფასი 48,65 GEL
მარაგშია
SKU
8022_856

ჩვენებები: ვირუსული A,B, ჩ, D ჰეპატიტები, ჰერპესი და ციტომეგალოვირუსული ინფექცია.

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ციკლოფერონი®

სავაჭრო დასახელება: ციკლოფერონი® 

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი 12,5 %.

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,125 გ აკრიდონძმარმჟავასა (ძირითადი მოქმედი კომპონენტი) და 0,0963 გ N-მეთილგლუკამინს (მარილწარმომქმნელი და მასტაბილიზირებელი დანამატი), დანარჩენი _ საინექციო წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, ყვითელი ფერის სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციკლოფერონი წარმოადგენს ინტერფერონის დაბალმოლეკულურ ინდუქტორს, რაც განსაზღვრავს მისი ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს (ვირუსის საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და სხვ.).

ციკლოფერონის შეყვანის შემდეგ ინტერფერონის ძირითადი უჯრედ-პროდუცენტებია მაკროფაგები, თ და B ლიმფოციტები. ინფექციის ტიპიდან გამომდინარე ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის აქტიურობის სიჭარბეს. პრეპარატი იწვევს ინტერფერონის მაღალი ტიტრების ინდუცირებას ლიმფური ელემენტების შემცველ ორგანოებსა და ქსოვილებში (ელენთა, ღვიძლი, ფილტვები), ახდენს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გააქტიურებას, ასტიმულირებს გრანულოციტების წარმოქმნას. ციკლოფერონი ააქტიურებს თ-ლიმფოციტებსა და ბუნებრივ კილერებს, ახდენს თ-ჰელპერებისა და თ-სუპრესორების სუბპოპულაციებს შორის ბალანსის ნორმალიზებას. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ციკლოფერონი ეფექტურია ტკიპისმიერი ენცეფალიტის, გრიპის, ჰეპატიტის, ჰერპესის გამომწვევ ვირუსებთან, ციტომეგალოვირუსთან, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან, პაპილომისა და სხვა ვირუსებთან მიმართებაში.

დამტკიცებულია პრეპარატის მაღალი ეფექტურობა მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების (ნეიროინფექციები, ქლამიდიოზები, ბრონქიტები, პნევმონიები, ოპერაციის შემდგომი გართულებები, უროგენიტალური ინფექციები, წყლულოვანი დაავადება) კომპლექსურ თერაპიაში იმუნოთერაპიის კომპონენტის სახით.

ციკლოფერონი ავლენს მაღალ ეფექტურობას შემაერთებელი ქსოვილის რევმატიული და სისტემური დაავადებების დროს, თრგუნავს რა აუტოიმუნურ რეაქციებს და ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

ჩვენება

ციკლოფერონი გამოიყენება მოზრდილებისათვის

აივ-ინფექციის (2A-3B სტადიები);
ნეიროინფექციების: სეროზული მენინგიტები და ენცეფალიტები, ტკიპისმიერი ბორელიოზის (ლაიმის დაავადება);
ვირუსული A,B, C, D ჰეპატიტები;
ჰერპესი და ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
მწვავე, ქრონიკულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან ასოცირებული მეორადი იმუნოდეფიციტები;
ქლამიდიური ინფექციები;
შემაერთებელი ქსოვილის რევმატიული და სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა);
სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების: მადეფორმირებელი ოსტეოართროზისა და სხვ. კომპლექსურ თერაპიაში.

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის

ვირუსული A,B, C, D,GP ჰეპატიტები;
ჰერპესული ინფექცია;
აივ-ინფექციის (2A-3B სტადიები) კომპლექსურ მკურნალობაში.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში:
ციკლოფერონი გამოიყენება ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად ერთხელ დღეში ძირითადი სქემით: 1,2,4,6,8,11,14,17,20,23,26,29 დღეს, დაავადებიდან გამომდინარე.

1.1. ვირუსული ჰეპატიტების დროს პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადი დოზით 0,25-0,5 გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინექციას ძირითადი სქემის მიხედვით. სუმარული დოზაა 2,5-5,0 გ. კურსი მეორდება 10-14 დღის შემდეგ.

1.2. ჰერპესისა და ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს _ 10 ინექცია 0,25 გ ძირითადი სქემის მიხედვით. სუმარული დოზაა 2,5 გ. მკურნალობა ყველაზე უფრო ეფექტურია დაავადების გამწვავების დასაწყისში.

1.3. ნეიროინფექციების შემთხვევაში პრეპარატი შეიყვანება ძირითადი სქემის მიხედვით. მკურნალობის კურსი შეადგენს 12 ინექციას 0,25-0,5 გ, ეტიოტროპულ მკურნალობასთან ერთად. სუმარული დოზაა 3-6 გ. კურსი მეორდება საჭიროებისამებრ.

1.4. ქლამიდიური ინფექციის დროს _ 0,25 გ დოზით. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინექციას. სუმარული დოზაა 2,5 გ. კურსი მეორდება 10-14 დღის შემდეგ. მიზანშეწონილია ციკლოფერონის მიღება ანტიბიოტიკებთან ერთად.

1.5. აივ-ინფექციის (2A-3B სტადიები) დროს _ ერთჯერადი დოზით 0,5 გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინექციას ინტრამუსკულარულად ძირითადი სქემის მიხედვით. სუმარული დოზაა 5 გ. შემდგომში ტარდება შემანარჩუნებელი კურსი: ხუთ დღეში ერთხელ ორნახევარი თვის განმავლობაში. კურსი მეორდება მკურნალობის წინა კურსიდან ერთი თვის შემდეგ.

1.6. იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინტრამუსკულურ ინექციას ძირითადი სქემის მიხედვით ერთჯერადი დოზით 0,25 გ. სუმარული დოზაა 2,5 გ. კურსი მეორდება 6-12 თვის შემდეგ.

1.7. შემაერთებელი ქსოვილის რევმატიული და სისტემური დაავადებების დროს _ 4 კურსი 5 ინექციით ძირითადი სქემის მიხედვით, 0,25 გ, 10-14 დღიანი შესვენებებით. კურსი მეორდება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

1.8. სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების დროს _ 2 კურსი 5 ინექციით 0,25 გ, 10-14 დღიანი შესვენებებით, ძირითადი სქემის მიხედვით. კურსი მეორდება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ბავშვებში:
პედიატრიულ პრაქტიკაში ციკლოფერონი გამოიყენება ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად ერთხელ დღეში. სადღეღამისო თერაპიული დოზა შეადგენს 6-10 მგ/კგ-ს სხეულის წონაზე.

2.1. მწვავე ვირუსული A,B, C, D,GP ჰეპატიტებისა და შერეული ფორმების დროს პრეპარატი შეიყვანება 1,2,4,6,8,10,12,14,16,18,20,22,24,26,28 დღეს. ინფექციის გახანგრძლივებული მიმდინარეობისას კურსი მეორდება 10-14 დღის შემდეგ.

2.2. ქრონიკული ვირუსული B, C, D,GP ჰეპატიტების დროს პრეპარატი შეიყვანება მკურნალობის კურსის 1,2,4,6,8,10,12,14,16,18 დღეს და შემდგომში _ შემანარჩუნებელი სქემით სამ დღეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში პათოლოგიური პროცესის რეპლიკაციური და ციტოლიზური აქტივობის შენარჩუნებისას.

2.3. აივ-ინფექციის დროს პრეპარატი შეიყვანება მკურნალობის კურსის 1,2,4,6,8,10,12,14,16,18 დღეს და შემდგომში _ შემანარჩუნებელი სქემით ხუთ დღეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში პათოლოგიური პროცესის რეპლიკაციური აქტივობის შენარჩუნებისას.

ქრონიკული ჩ ჰეპატიტის, ჰეპატიტის შერეული ფორმებისა და აივ-ინფექციის

შემთხვევაში შემანარჩუნებელი კურსის გახანგრძლივება შესაძლებელია ექვს

თვემდე ვადით.

2.4. ჰერპესული ინფექციის დროს პრეპარატი შეიყვანება

1,2,4,6,8,11,14,17,20,23 დღეს. ვირუსის რეპლიკაციური აქტივობის შენარჩუნების შემთხვევაში მკურნალობის კურსი ხანგრძლივდება შემანარჩუნებელი სქემით პრეპარატის ხუთ დღეში ერთხელ შეყვანით ოთხი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება

არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ციკლოფერონის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის მქონე პირებისათვის. უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებანი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს ციკლოფერონი გამოყენებული უნდა იქნას ენდოკრინოლოგის კონტროლით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ციკლოფერონი შეთავსებადია ყველა იმ სამკურნალო პრეპარატთან, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება მითითებული დაავადებების სამკურნალოდ (ინტერფერონები, ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალებები და სხვ.)

გამოშვების ფორმა

ხსნარი 2 მლ ამპულებში. 5 ამპულა ცალმხრივ კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 18-20°C ტემპერატურაზე. ხსნარის გაყინვა ტრანსპორტირების პროცესში დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში არ იწვევს პრეპარატის თვისებების შეცვლას. ოთახის ტემპერატურაზე გალღობისას ციკლოფერონი ინარჩუნებს თავის ბიოლოგიურ და ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ხსნარის ფერის შეცვლის და ნალექის წარმოქმნის შემთხვევაში.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ბ სია. გაიცემა რეცეპტით.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy