Yaz - ჯესი 20მკგ/3მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: კონტრაცეფცია კონტრაცეფცია და ფერიმჭამელების ზომიერი ფორმის (acne vulgaris) მურნალობა კონტრაცეპცია და პრემენსტრუალური სინდრომის ( პმს ) მძიმე ფორმის მკურნალობა.
ჯესი®, 3,00 мг + 0,02 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება: დროსპირენონი, ეთინილ ესტრადიოლი
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, ვინაიდან მასში მოყვანილია თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები.
- შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა.
- თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.
- თუ გაგიჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართი ფურცლის მე-4 კარში.
ჩანართი ფურცლის შინაარსი
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ჯესი ® და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ჯეს®-ის გამოყენებამდე
3. პრეპარატი ჯეს®-ის გამოყენება
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. პრეპარატი ჯეს®-ის შენახვა
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ჯესი ® და რისთვის გამოიყენება პრეპარატი ჯესი ® -
ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატია (არასასურველი ორსულობისგან დასაცავად), რომელიც შედგება ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციისაგან: დროსპირენონი და ეთინილესტრადიოლი.
ვინაიდან პრეპარატი ჯეს®-ის შემადგენლობაში შედის ორი სხვდასხვა ჰორმონი, იგი კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს მიეკუთვნება.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ჯესი ® ნაჩვენებია ზრდასრულ ქალებსა და მოზარდ გოგონებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დაწყების შემდეგ გამოყენებისთვის:
- კონტრაცეფცია (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მზნით);
- კონტრაცეფცია და საშუალო სიმძიმის აკნეს (ფერიმჭამელა გამონაყარის) მკურნალობა;
- კონტრაცეფცია და მძიმე პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა.
პრეპარატიჯეს®-ის მოქმედების მეთოდი
პრეპარატ ჯეს®-ის კონტრაცეპტიული ეფექტი ხორციელდება ურთიერთშემავსებელი მექანიზმების მეშვეობით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა) და ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს შიდა შრე) ისეთი ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას (ენდომეტრიუმზე მიმაგრებას).
ქალებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ჯეს®-ს, მცირდება ტკივილის შეგრძნება და მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, რაც ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის რისკს.
დროსპირენონი დადებითად მოქმედებს პრემენსტრუალურ სინდრომზე, განაპირობებს ჰორმონდამოკიდებული სითხის შეკავების თავიდან აცილებას და ხელს უწყობს აკნეს შემცირებას.
იხილეთ ბლოგი: რისი წამალია ჯესი და რა უნდა გავითვალისწინოთ მის მიღებამდე
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჯეს®-ის გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი ჯესი®,თუ
გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დაავადება ან მდგომარეობა. თუ გაგაჩნიათ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დაწყებამდე. მან შეიძლება გირჩიოთ სხვა ტიპის ტაბლეტების მიღება ან არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების სრულიად განსხვავებული მეთოდი (არაჰორმონალურის ჩათვლით).
- გაქვთ ალერგია(ჰიპერმგრძნობელობა) დროსპირენონის ან ეთინილესტრადიოლის ან პრეპარატი ჯეს®-ის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ეს შეიძლება გამოვლინდეს ქავილის, გამონაყარის ან შეშუპების სახით;
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ვენური თრომბოზი (ვენაში თრომბის წარმოქმნა) ან თრომბოემბოლია (მოწყვეტილი თრომბით სისხლძარღვის დაცობა), მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (მოწყვეტილი თრომბით ფილტვის არტერიის დაცობა);
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) არტერიული თრომბოზი (არტერიაში თრომბის წარმოქმნა) ან თრომბოემბოლია , მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი; ან დაავადებები, რომლებიც შეიძლება იყოს ინსულტის ან ინფარქტის მომასწავებელი (ტრანზიტორული იშემიური შეტევა ან სტენოკარდია (გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი), შესაბამისად);
- გაქვთ სისხლის შედედების სისტემის მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევები (მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტითრომბინ III-ის დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები – ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვენური ან არტერიული თრომბოზი. (იხ. ქვეკარი «პრეპარატი ჯესი ® და თრომბოზი»);
- გაქვთ ვენურიანარტერიული თრომბოემბოლიის გაჩენის მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის არსებობის გამო (იხ. ქვეკარი «პრეპარატი ჯესი ® და თრომბოზი») ან ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორისა, როგორიცაა:
- შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გართულებებით;
- არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია (ანუ არ იღებთ მაღალი წნევისთვის სათანადო მკურნალობას);
- მძიმე დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
· თუ დაგეგმილია ან ცოტა ხნის წინ გქონდათ მოცულობითი ოპერაციული ჩარევა ხანგრძლივი უმოძრაობით ან გაქვთ ფართო ტრავმა (მაგალითად, თუ თქვენი ფეხი ან ფეხები თაბაშირში ჩასვეს ან არტაშანი დაადეს);
- გაწუხებთ ღვიძლისმძიმე დაავადება ან ოდესმე გქონიათ ასეთი დაავადება და ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის უკმარისობა) დარჩა;
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლისკეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე;
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე (მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლის კიბო) ან მასზე ეჭვი;
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) შაკიკი (ე.წ. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით, როგორიცაა მხედველობის, მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის გაშეშება);
- გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა საშოდან;
- ორსულად ხართ ან ეჭვობთ ამის შესაძლებლობაზე;
- ძუძუთი კვებავთ;
- გაქვთ თირკმლის უკმარისების მძიმეან მწვავე ფორმა;
- გაქვთ C ჰეპატიტი და იღებთ ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ სამკურნალო პრეპარატებს, გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის ან სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის შემცველ სამკურნალო პრეპარატებს (იხ. კარი 2 «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჯესი®»).
თუ ზემოთ ჩამოთვლი სიმპტომებიდან რომელიმე პირველად გაგივითარდათ პრეპარატი ჯეს®-ის მიღებისას, შეწყვიტეთ მისი მიღება დაგაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
განსაკუთრებულიმითითებებიდასიფრთხილისზომები
პრეპარატი ჯეს®-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გათვალისწინება პრეპარატი ჯეს®-ის მიღებისას და ექიმთან რეგულარული შემოწმება.
პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი რომელიმე შემთხვევა მაინც გეხებათ თქვენ ან თუ რომელიმე ეს მდგომარეობა წარმოიქმნა ან გაუარესდა პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დროს:
- ხართ მწეველი;
- თუ თქვენს რომელიმე ახლო ნათესავს 50 წლამდე ჰქონია თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებროვასკულური დარღვევები;
- გაქვთ ჭარბი წონა;
- თუ გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
- თუ გაწუხებთ შაკიკი;
- თუ გაქვთ გულის სარქვლის დაავადება ან გულის რითმის დარღვევა;
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
- გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება);
- გაქვთ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც იწვევს თირკმლის დაავადებას);
- გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთებითი დაავადება);
- გაწუხებთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
- გაქვთ ზედაპირული ვენების ფლებიტი (ანთება);
- გაქვთ თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);
- გაქვთ სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების (სისხლის ცხიმები) მომატებული შემცველობა;
- გაქვთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის დაავადება;
- ადრე, ორსულობის ან პირველად სასქესო ჰორმონების მიღების დროს წარმოიქმნებოდა ან უარესდებოდა ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა სიყვითლე, ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება, რაც გამოიხატება კანის სიყვითლესა და ყავისფერ ლაქებში, ქავილში), ქოლელითიაზი (ქვები ნაღვლის ბუშტში), სმენის დაქვეითება, პორფირია (პიგმენტური მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევა), ჰერპესი ორსულობის დროს ან სიდენჰემის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება);
- ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა პირველად დაგემართათ ან გაუარესდა ტაბლეტების მიღების ფონზე, გაიარეთ კონსილტაცია ექიმთან.
პრეპარატი ჯესი®და თრომბოზი
თრომბოზი არის სისხლის კოლტით (თრომბით) სისხლძარღვის (არტერიის ან ვენის) დაცობა.
თრომბოზი ზოგჯერ ჩნდება ქვედა კიდურენის ღრმა ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი). სისხლძარღვის კედლიდან მოწყვეტილი თრომბები სისხლის ნაკადით გადაიტანება მთელ ორგანიზმში და «იჭედება» უფრო წვრილ სისხლძარღვებში მათში სისხლის დინების დაბლოკვით – ამას ეწოდება ვენური თრომბოემბოლია. ისეთ შემთხვევაში, როდესაც თრომბი ახშობს სისხლძარღვებს ფილტვებში, ხდება, ეგრეთ წოდებული, «ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია». ძალიან იშვიათად თრომბები ხვდება გულის სისხლძარღვებში და ამის შედეგად ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა). თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოემბოლია იწვევს ინსულტს.
თრომბოზი და ვენური თრომბოემბოლია აუცილებლად არ წარმოიქმნება კონტრაცეპტიული პრეპარატის გამოყენების გამო. მაგალითად, ამ დაავადებების რისკი ასევე იზრდება ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ.
ვენური და არტერიული თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარების რისკი იზრდება მათში, ვინც პირველად იწყებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას ან განაახლა ამ პრეპარატების მიღება შესვენების შემდეგ (4 კვირა და მეტი). ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაქსიმალურია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პირველ წელს, განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში.
პრეპარატები, რომლებიც პროგესტაგენური კომპონენტის სახით შეიცავს ლევონორგესტრელს, ნორგესტიმატს ან ნორეთისტერონს, დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალ რისკთან. ამ პრეპარატებთან შედარებით ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი ჯეს®-ის შემთხვევაში შეიძლება 2-ჯერ მეტი იყოს.
მთლიანობაში, ვენური თრომბოემბოლიის რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ ნებისმიერ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უფრო მაღალია ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ მათ. ამის მუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ თრომბოზის და თრომბოემბოლიის რისკი ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, როგორიცაა ჯესი®.
თრომბოზი ყოველთვის არ არის სრულად განკურნებადი. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოჰყვეს ხანგრძლივი სერიოზული შედეგები, ძალიან იშვიათად – დადგეს ლეტალური შედეგი (შემთხვევების 1-2%-ში).
უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, თრომბები შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში, მათ შორის, ღვიძლის, ნაწლავების, თირკმელების, ტვინის ან თვალის ჩათვლით.
უნდაშეწყვიტოთტაბლეტებისმიღებადადაუყოვნებლივგაიაროთ ექიმთან კონსულტაცია,თუშეამჩნევთთრომბოზის,თრომბოემბოლიის,ინსულტის,სისხლძარღვთაგამავლობის დარღვევისანმიოკარდიუმისინფარქტისსავარაუდონიშნებს,მაგალითად :
თრომბოზის სიმპტომებია |
მთლიანი ფეხის ან ფეხის ვენის გასწვრივ ცალმხრივი შეშუპება; ტკივილი ან დისკომფორტი ფეხში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში ან სიარულის დროს; ტემპერატურის ლოკალური მატება, ფეხის კანის სიწითლე ან შეფერილობის ცვლილება; |
ფილტვის სისხლძარღვების თრომბოემბილიის სიმპტომებია |
გაძნელებული ან გახშირებული სუნთქვა; უეცარი ხველა, მათ შორის სისხლიანი ნახველით; მწვავე ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ღრმა შესუნთქვის დროს; შფოთვის შეგრძნება; ძლიერი თავბრუსხვევა; გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა; |
ინსულტის სიმპტომებია |
უეცარი სისუსტე ან სახის, კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს; გონების უეცარი დაბინდვა; მეტყველების და აღქმის პრობლემები; მხედველობის ცალმხრივი ან ორმხრივი უეცარი დაკარგვა; სიარულის უეცარი დარღვევა; თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა; უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე; გონების დაკარგვა ან გულის წასვლა კრუნჩხვებით ან მის გარეშე |
სისხლძარღვთა გამავლობის დარღვევის სიმპტომებია |
კიდურების უეცარი ტკივილი, შეშუპება და მცირე სილურჯე; ძლიერი ტკივილი მუცლის ღრუში |
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია |
ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შეკუმშვის ან დაჭიმულობის შეგრძნება გულ-მკერდში, მკლავში ან მკერდის უკან; დისკომფორტი, ზურგში, ყბაში, ხორხში, ხელში, მუცელში გავრცელებით; ცივი ოფლი; გულისრევა; ღებინება ან თავბრუსხვევა; ძლიერი სისუსტე, შფოთვის შეგრძნება ან ქოშინი, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა |
ვენებში ან არტერიებში თრომბების წარმოქმნის,ვენური თრომბოემბოლიის ან ინსულტის გაჩენის რისკი იზრდება:
- ასაკთან ერთად;
- თუ ეწევით (სიგარეტის რაოდენობის ზრდასთან ან თქვენი ასაკის მატებასთან ერთად, რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);
- თუ გაქვთ ჭარბი წონა;
- თუ თქვენმა ერთ-ერთმა უახლოესმა ნათესავმა (მშობლები, ძმები, დები) 50 წლამდე ასაკში გადაიტანა თრომბოზი (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ფილტვის არტერიის დაცობა თრომბით), ინფარქტი, ინსულტი ან სხვა ტიპის თრომბოზი). თრომბოზისადმი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილების შემთხვევაში უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია პრეპარატი ჯეს®-ის მიღების შესაძლებლობის საკითხთან დაკვშირებით;
- ვრცელი ოპერაციის, ხანგრძლივი უმოძრაობის ან სერიოზული ტრავმის შედეგად (მაგალითად, თუ თქვენი ფეხი ან ფეხები თაბაშირში ჩასვეს ან არტაშანი დაადეს). ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთპრეპარატიჯეს®-ი ს მიღება (თუ იგეგმება ოპერაცია, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და არ განაახლოთ მისი მიღება ორი კვირის განმავლობაში, სანამ სრულად არ დადგებით ფეხზე. დროებითი უმოძრაობა (მაგალითად, საჰაერო მოგზაურობა ხანგრძლივობით 4 საათზე მეტი) ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა ადრე აღწერილი რისკ-ფაქტორების არსებობისას.
- თუ გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
- თუ გაწუხებთ შაკიკი;
- თუ გაქვთ გულის სარქველების დაავადება ან გულის რითმის დარღვევა.
ქალებში, რომლებსაც თანხვედრაში გააჩნიათ რამდენიმე რისკ-ფაქტორი ან მკვეთრად გამოხატულია ერთ-ერთი მათგანი, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობა. მსგავს შემთხვევებში, თრომბის წარმოქმნის რისკის მატების ხარისხი შეიძლება იყოს უფრო მაღალი. ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმი პრეპარატ ჯესს ® არ დაგინიშნავთ.
უშუალოდ მშობიარობის შემდეგ ქალები იმყოფებიან თრომბის წარმოქმნის მომატებული რისკის ზონაში. თუ ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რამდენად მალე მშობიარობის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება.
თუ პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დროს შაკიკის შეტევები ხშირდება და მძიმდება, თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება და მიმართით ექიმს.
პრეპარატი ჯეს®-იდა სიმსივნეები
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ადამიანის პაპილომავირუსის ქრონიკული ინფექცია. პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს პრეპარატის მიღებასთან.
სარძევე ჯირკვლის კიბო უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ მათ, მაგრამ უცნობია დაკავშირებულია თუ არა ეს პრეპარატის მიღებასთან. მაგალითად, შესაძლებელია, რომ სიმსივნე უფრო ხშირად გამოვლინდეს ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, რადგან ასეთი ქალები უფრო ხშირად გადიან გამოკვლევას. ქალებში, რომლებიც ოდესმე იღებდნენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ისინი. სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოქმნის სიხშირე თანდათანობით მცირდება ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ. მნიშვნელოვანიამკერდისრეგულარულადშემოწმებადათურაიმესიმკვრივეს შეიგრძნობთ, დაუყოვნებლივუნდამიმართოთექიმს .
იშვიათ შემთხვევებში პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, უფრო იშვიათად კი კიბო. ცალკეულ შემთხვევებში, ეს სიმსივნეები იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ შიდა სისხლდენას. დაუყონებლივმიმართეთექიმს,თუგაწუხებთ უჩვეულოდძლიერიმუცლისტკივილი .
სხვა მდგომარეობები
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა პირველად ვლინდება, მეორდება ან უარესდება პრეპარატი ჯეს®-ის დანიშვნამდე ან მისი მიღების დროს, უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.
აუცილებლადაცნობეთ მკურნალექიმს,თუ :
- გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ვინაიდან როდესაც კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არის ნორმის ზედა ზღვარზე, არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი დროსპირენონის შემცველი პრეპარატების მიღებისას, რომლებსაც მიეკუთვნება ჯესი ® (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჯესი®»);
- გაქვთ (ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა) ჰიპერტრიგლიცერიდემია (სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტის წარმოქმნის რისკის მატება პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას);
- პრეპარატი ჯეს®-ის მიღების ფონზე აღინიშნება არტერიული წნევის მდგრადი მატება. ამ შემთხვევაში, თქვენუნდაშეწყვიტოთპრეპარატი ჯეს®-ისმიღებადამიმართოთექიმს, რომ მან დაგინიშნოთ ჰიპერტენზიის მკურნალობა. თქვენ შეძლებთ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება, როდესაც მკურნალობის შედეგად მიღწეული იქნება არტერიული წნევის ნორმალიზება;
- ადრე, ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების წინა გამოყენებისას, ვითარდებოდა შემდეგი მდგომარეობები: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან (ნაღვლის ნაკადის ბლოკირება); ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა); სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა); სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება), ჰერპესი ორსულობის დროს; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან;
- პრეპარატი ჯეს®-ის მიღების ფონზე აღინიშნება ეპილეფსიის, კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის (ნაწლავის ანთებითი დაავადება) მიმდინარეობის გაუარესება;
- მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპება (მაგალითად, ქუთუთოების, პირის, ყელის და ა.შ. უეცარი შეშუპება), ვინაიდან ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები;
- გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები, ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოს პრეპარატი ჯეს®-ის მიღება ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;
- ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივუნდაშეწყვიტოთპრეპარატი ჯეს®-ისმიღება და მიმართოთ ექიმს ;
- შაქრიანი დიაბეტი. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დროს. იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეიძლება ჰქონდეთ გავლენა ინსულინრეზისტენტობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, თუმცა, როგორც წესი, საჭირო არ არის ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (ეთინილესტრადიოლის <0.05 მგ);
- პრეპარატი ჯეს®-ის მიღების ფონზე შეიმჩნევა გუნება-განწყობის ცვლილება. დეპრესიული სიმპტომები ან უარესდება დეპრესიის მიმდინარეობა (ფსიქიკური აშლილობა, დაკავშირებული თავის ტვინში ცვლის პროცესების დარღვევასთან), მათ შორის ჩამოთვლილი მდგომარეობების წარმოქმნისას პრეპარატის მიღების დაწყებისთანავე;
- გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (კანის ჰიპერპიგმენტაცია), განსაკუთრებით წინა ორსულობის დროს, თქვენ უნდა მოერიდოთ მზეზე დიდხან ყოფნას ან ულტრაიისფერ გამოსხივებას პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დროს.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე
თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის ან სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ტაბლეტებს, რადგან ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლება იქონიონ ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე (ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მაჩვენებლების, პლაზმაში ცილების კონცენტრაციის ჩათვლით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ნივთიერებების გადატანაზე, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლების, სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის პარამეტრების ჩათვლით). ცვლილებები ჩვეულებრივ არ სცილდება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებს.
სამედიცინოშემოწმებებისგეგმაპრეპარატი ჯეს®-ისმიღებამდედა მიღების დროს
პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დაწყებამდე (ან განახლებამდე) ექიმს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია არსებული და გადატანილი დაავადებების შესახებ, ასევე ოჯახის წევრებში დაავადებების არსებობის შესახებ, გაიაროთ საფუძვლიანი ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა და ასევე დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად.
საკონტროლო შემოწმება აუცილებელია ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრეპარატი ჯეს®-ი არ იცავს აივ ინფექციისგან(შიდსი)და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან !
ეფექტურობის შემცირება
პრეპარატი ჯეს®-ის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს: თუ გამოტოვებთ ჰორმონული ტაბლეტების მიღებას, გაქვთ კუჭ-ნაწლავის დარღვევები ჰორმონული ტაბლეტების მიღების ფონზე ან წამლების ურთიერთქმედების შედეგად (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჯეს®-ი» და კარი 3 «პრეპარატი ჯეს®-ის მიღება»).
მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის სიხშირე და სიმძიმე
პრეპარატი ჯეს®-ის მიღების ფონზე, განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში, შეიძლება განვითარდეს მენსტრუაციის მსგავსი არარეგულარული სისხლდენა («ლაქოვანი» ან «გარღვევის» სისხლდენა). თქვენ უნდა გამოიყენოთ ჰიგიენური საშუალებები და განაგრძოთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივად. არარეგულარული სისხლდენა ჩვეულებრივ წყდება მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი შეეგუება პრეპარატს (ჩვეულებრივ ტაბლეტების მიღებიდან 3 თვის შემდეგ). თუ სისხლდენა გაგრძელდა, გაძლიერდა ან ხელახლა დაიწყო, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
რეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა
თუ ყველა ტაბლეტს იღებდით სწორად, არ გქონდათ ღებინება ან დიარეა და არანაირ სხვა სამკურნალო საშუალებებს არ იღებდით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორსულად იყოთ. გააგრძელეთ ჯეს®-ის მიღება ჩვეულებრივ რეჟიმში. ამის მიუხედავად, პრეპარატი ჯეს®-ის მიღების რეჟიმის დაუცველობის ან ზედიზედ ორი სისხლდენის არარსებობისას (მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა ჰორმონის შემცველი ტაბლეტების მიღების დასრულების ფონზე შეფუთვის ბოლოს ან შემდეგის დასაწყისში), უნდა მიმართოთ ექიმს. არ დაიწყოთ შემდეგი შეფუთვის მიღება, სანამ არ დარწმუნდებით, რომ არ ხართ ორსულად.
ბავშვებიდა მოზარდები
პრეპარატი ჯესი ® არ არის განკუთვნილი გამოყენებისთვის ბავშვებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დაწყებამდე.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჯესი®
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატების მიღება. არსებობს რამდენიმე სამედიცინო პრეპარატი, რომელთა მიღება ჯეს®-თან ერთად იკრძალება (იხ. ქვეკარი «უკუჩვენებები»). ასევე პრეპარატი ჯეს®-ის მიღების თაობაზე თქვენ უნდა აცნობოთ ნებისმიერ სხვა ექიმს, რომელიც რაიმე სამკურნალო საშუალებებს გინიშნავთ. მათ შეუძლიათ გაცნობონ კონტრაცეფციის დამატებითი ზომების გამოყენების საჭიროების შესახებ (როგორიცაა პრეზერვატივი) და თუ ამის საჭიროება არსებობს, – რა დროის განმალობაში უნდა გამოიყენოთ იგი, ან უნდა გაუქმდეს თუ არა თქვენთვის საჭირო სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება.
ზოგიერთსამკურნალო პრეპარატსშეუძლებაგავლენაიქონიოსპრეპარატი ჯეს®-ისშემცველობაზე სისხლში,შეამციროსმისიეფექტურობაარასასურველიორსულობისთავიდანაცილებაში დაგამოიწვიოსმოულოდნელისისხლდენა .
მათ მიეკუთვნება:
· სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შემდეგის მკურნალობისთვის:
- ეპილეფსიის (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი);
- ტუბერკულოზის (მაგალითად, რიფამპიცინი);
- აივ (მაგალითად, რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი) და C ჰეპატიტის ვირუსის (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები და უკუ ტრანსკრიპტაზის არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები);
- სოკოვანი ინფექციების (მაგალითად, გრიზეოფულვინი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
- ბაქტერიული ინფექციების (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);
- გულის ზოგიერთი დაავადების, მაღალი წნევის (კალციუმის არხების ბლოკატორები, მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი; ბოსენტანი).
- ართრიტის, ართროზის (მაგალითად, ეტორიკოქსიბი)
- კრაზანას შემცველი პრეპარატები
- გრეიპფრუტის წვენი.
ჯესს®შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე,მაგალითად :
- ციკლოსპორინის, ლამოტრიჯინის, ომეპრაზოლის, სიმვასტატინის, მიდაზოლამის, თეოფილინის, მელატონინის და ტიზანიდინის.
ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატების, როგორიცაა ჯესი®და C ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს რიბავირინთან კომბინაციაში ან მის გარეშე, ერთდროული გამოყენება იწვევს ალანინამინოტრანსფერაზას (ღვიძლის ფერმენტის) კონცენტრაციის მატებას 5-ზე მეტ ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ჯანმრთელ ქალებში. გარდა ამისა, ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატების, როგორიცაა ჯეს®-ი და გლეკაპრევირ/პიბრენტასვირის ან სოფოსბუვირ/ველპატასვირ/ვოქსილაპრევირშემცველი პრეპარატების ერთობლივი გამოყენება ასევე იწვევს ალანინამინოტრანსფერაზას კონცენტრაციის მატებას (იხ. ქვეკარი «უკუჩვენებები»).
თეორიულად, სისხლში კალიუმის შემცველობა შეიძლება გაიზარდოს, თუ იღებთ ჯესს ® სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ასევე ზრდის კალიუმის კონცენტრაციას სისხლში. ასეთ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება გარკვეული პრეპარატები ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებისთვის ან ზოგიერთი შარდმდენი პრეპარატი. თუმცა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, არანაირი არსებითი სხვაობა სისხლში კალიუმის შემცველობაში არ აღინიშნებოდა. ამის მიუხედავად, საჭიროა სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაკონტროლება მიღების პირველი ციკლის განმავლობაში.
პრეპარატი ჯეს®-ი საკვებთან და სასმელთან ერთად
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი ჯესი®საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალი მცირე რაოდენობით. არ მიიღოთ პრეპარატი ჯესი ® გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
ორსულობადაძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი ჯეს®-ის მიღება უკუნაჩვენებია. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ და ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობა
თუ ორსულობა გამოვლინდა პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ თქვენს ექიმს. თუ ორსულობას გეგმავთ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება ნებისმიერ დროს (იხილეთ აგრეთვე ქვეკარი «თუ გსურთ შეწყვიტოთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება» მე-3 კარში).
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა არ გამოავლინა განვითარების დეფექტების რისკის მატება იმ ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ სასქესო ჰორმონებს ორსულობამდე ან როდესაც იღებდნენ სასქესო ჰორმონებს გაუფრთხილებლობით ორსულობის ადრეულ ვადებზე.
თუ მშობიარობის შემდეგ ხელახლად იწყებთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღებას, აუცილებელია გაითვალისწინოთ ვენური თრომბოემბოლიის მომატებული რისკი (იხ. ქვეკარი «პრეპარატი ჯესი ® და თრომბოზი»).
ძუძუთი კვება
პრეპარატი ჯეს®-ისმიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, თუ როდის შეძლებთ პრეპარატის მიღების დაწყებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვადამექანიზმებთანმუშაობა
კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა.
პრეპარატი ჯესი®შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
თუ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრების მიმართ, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
3.პრეპარატი ჯეს®-ის მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ჯესი ® თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა :
თითო ტაბლეტი დღეში თანმიმდევრულად 28 დღის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფებისთვის
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პრეპარატი ჯესი ® არ უნდა მიიღოთ მენოპაუზის დადგომის შემდეგ (ბოლო მენსტრუაცია სიცოცხლეში).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
არ მიიღოთ პრეპარატი ჯეს®-ი, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება, მანამდე სანამ თქვენი ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ ჩადგება ნორმაში (იხ. კარი 2, ქვეკარი «უკუჩვენებები»).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
არ მიიღოთ პრეპარატი ჯესი®, თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა ან მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა (იხ. კარი 2, ქვეკარი «უკუჩვენებები»).
ბავშვები დამოზარდები
მოზარდი გოგონებისთვის მენარქეს შემდეგ დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება ზრდასრული ქალების დოზირების რეჟიმისგან. ბავშვებში მენარქეს დაწყებამდე პრეპარატი ჯეს®-ის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
როგორ უნდა დაიწყოთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება
- თუ არ იყენებდით ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს წინა თვეში
დაიწყეთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს), ასეთ შემთხვევაში კონტრაცეფციის დამატებითი ზომები საჭირო არ არის. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ტაბლეტების მიღება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ასეთ შემთხევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (პრეზერვატივი) გამოყენება პირველი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის გამავლობაში.
- სხვაკომბინირებულიპერორალური კონტრაცეპტივებიდან,ვაგინალურირგოლიდანანტრანსდერმალურიპლასტირებიდან გადასვლისას
დაიწყეთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება წინა შეფუთვიდან ჰორმონების შემცველი ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაუგვიანეს მეორე დღისაჰორმონების შემცველი ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივი შესვენების შემდეგ ან ბოლო ტაბლეტისა, რომელიც არ შეიცავს ჰორმონებს.
დაიწყეთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება ვაგინალური რგოლის ან პლასტირის მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს ახალი ვაგინალური რგოლის შეყვანის ან ახალი პლასტირის გამოყენების დღისა.
- მხოლოდ გესტაგენის შემცველი კონტრაცეპტივებიდან («მინი-პილი», საინექციო ფორმები,იმპლანტატი)ან გესტაგენის გამომთავისუფლებელი საშვილოსნოს შიდა კონტაცეპტივი და ნგადასვლისას
«მინი-პილი»-დან პრეპარატ ჯეს®-ზე გადასვლა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტატიდან ან გესტაგენის შემცველი საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან – მისი მოცილების დღეს, საინექციო კონტრაცეპტივიდან – იმ დღეს, როდესაც უნდა გაკეთდეს შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი).
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ თვითნებური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ასეთ შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის.
- მშობიარობის(ძუძუთი კვების არარსებობისას)ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ პრეპარატის მიღება თვითნებური ან სამედიცინო აბორტიდან ან მშობიარობიდან 21-28-ე დღეს, ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში. თუ პრეპარატის მიღება მოგვიანებით დაიწყეთ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი ტაბლეტების მიღებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში. მაგრამ, თუ ადგილი ჰქონდა სქესობრივ კონტაქტს, პრეპარატი ჯეს®-ის მიღების დაწყებამდე, ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად ან დაელოდოთ შემდეგ მენსტრუაციას.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის სრული დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როდის უნდა დაიწყოთ პრეპარატის მიღება, შეეკითხეთ თქვენს ექიმს.
როგორუნდა გამოიყენოთპრეპარატი ჯეს®-ისშეფუთვა
ჯეს®-ის შეფუთვაში ჩაწებებულია ბლისტერი, რომელიც შეიცავს ჰორმონების შემცველ (ღია-ვარდისფერ) 24 ტაბლეტს და 4 ტაბლეტს (თეთრი), რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (ბოლო მწკრივი). შეფუთვაში ასევე არის თვითწებვადი მიღების კალენდარი, რომელიც შედგება 7 თვითწებვადი ზოლისგან, მათზე კვირის დღეების დასახელების აღნიშვნით. აირჩიეთ ზოლი, რომელიც იწყება ტაბლეტების მიღების დაწყების დღით. მაგალითად, თუ ტაბლეტების მიღებას იწყებთ ოთხშაბათს, უნდა გამოიყენოთ ზოლი, რომელიც იწყება აღნიშვნით «ოთხშ.». დააწებეთ ზოლი შეფუთვის ზედა ნაწილზე, ისე, რომ პირველი დღის აღნიშვნა იყოს იმ ტაბლეტის ზევით, რომლისკენაც მიმართულია ისარი წარწერით «სტარტი». ასე თქვენ ხედავთ, თუ კვირის რომელ დღეს უნდა მიიღოთ ყოველი ტაბლეტი (ტაბლეტების ყოველ სვეტზე აისახება კვირის შესაბამისი დღე).
მიღებისწესიდა(ან) მეთოდი
მიიღეთ ტაბლეტები პერორალურად შეფუთვაზე მითითებული თანმიმდევრობით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საჭიროების შემთხვევაში მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ყოველი მომდევნო შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება დაიწყეთ წინა შეფუთვიდან ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს. «მოხსნის» სისხლდენა ჩვეულებრივ იწყება 2-3 დღის შემდეგ იმ ტაბლეტების მიღების დაწყებიდან, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (თეთრი) და შეიძლება არ შეწყდეს მომდევნო შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყებამდე. ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა დაიწყოთ კვირის ერთსა და იმავე დღეს, ხოლო «მოხსნის» სისხლდენა დაიწყება ყოველი თვის დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს.
თუ მიიღეთ პრეპარატი ჯეს®-ის ტაბლეტები საჭიროზე მეტი ოდენობით
პრეპარატი ჯეს®-ისდოზის გადაჭარბების სერიოზული მავნე შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: გულისრევა, ღებინება. მოზარდ გოგონებში შეიძლება აღინიშნოს ვაგინალური სისხლდენა მენარქეს დაწყებამდე.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი ჯეს®-ი საჭიროზე მეტი ოდენობით, ან აღმოაჩინეთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება
შესაძლებელია იმ ტაბლეტების გამოტოვების იგნორირება, როლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (თეთრი). მიუხედავად ამისა, საჭიროა მათი გადაყრა, რომ შემთხვევით არ გაახანგრძლივოთ იმ ტაბლეტების მიღების პერიოდი, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (თეთრი). შემდეგი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ ჰორმონშემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების გამოტოვებას:
- თუ პრეპარატის მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 24საათზენაკლები დრო, კონტრაცეფციული დაცვა არ ქვეითდება. მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგი ტაბლეტები კი ჩვეულებრივ დროს.
- თუ ტაბლეტების მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 24საათზე მეტი დრო, კონტრაცეფციული დაცვა შეიძლება შემცირდეს. რაც მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოსაა ტაბლეტების გამოტოვება იმ ტაბლეტების მიღების ფაზასთან, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (თეთრი), მით უფრო მაღალია ორსულობის ალბათობა.
ამასთან, შესაძლებელია იხელმძღვანელოთ შემდეგი ორი მთავარი წესით:
· პრეპარატის მიღება არასდროს არ უნდა შეწყდეს 7 დღეზე მეტი ხნით (თუ შეიძლება, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ რეკომენდებული ინტერვალი ისეთი ტაბლეტების მიღებაში, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (თეთრი), შეადგენს 4 დღეს)
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-საკვერცხეების სისტემის ადექვატური დათრგუნვის მისაღწევად საჭიროა ტაბლეტების განუწყვეტელი მიღება 7 დღის განმავლობაში.
თუ ჰორმონების შემცველი (ვარდისფერი) ტაბლეტების მიღებაში დაგვიანებამ შეადგინა 24საათზემეტი დრო,საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალიწინება:
· 1-დან მე-7 დღის ჩათვლით ტაბლეტების მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოთ გახსენებისთანავე, თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას. შემდეგ მიიღეთ ტაბლეტები ჩვეულ დროს. გარდა ამისა, მომდევნო 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივის). თუ სქესობრივ კონტაქტს ადგილი ჰქონდა ტაბლეტის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში, საჭიროა ორსულობის დადგომის შესაძლებლობის გათვალისწინება.
· მე-8-დან მე-14 დღის ჩათვლით ტაბლეტების მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოთ გახსენებისთანავე, თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას. შემდეგი ტაბლეტები უნდა მიიღოთ ჩვეულ დროს.
იმ პირობით, თუ ტაბლეტებს სწორად იღებდით 7 დღის განმავლობაში, რომლებიც წინ უსწრებდა პირველ გამოტოვებულ ტაბლეტს, კონტრაცეფციის რაიმე დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასევე ორი და მეტი ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივის) 7 დღის განმავლობაში.
· მე-15-დან 24-ე დღის ჩათვლით ტაბლეტების მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
საიმედოობის რისკის შემცირება გარდაუვალია იმ პერიოდის მოახლოების გამო, როდესაც იღებთ ტაბლეტებს (თეთრი), რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს. საჭიროა შემდეგი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის მკაცრი დაცვა. ამასთან, თუ პირველ გამოტოვებულ ტაბლეტამდე წინა 7 დღის განმავლობაში ყველა ტაბლეტი მიიღებოდა სწორად, საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი სქემებიდან პირველის გამოყენება და დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენება 7 დღის განმავლობაში.
1. ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი თქვენ უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, როგორც კი გაგახსენდებათ (თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას). შემდეგი ტაბლეტები მიიღეთ ჩვეულ დროს, სანამ შეფუთვაში არ დამთავრდება ჰორმონშემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტები. 4 ტაბლეტი (თეთრი), რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს, გადააგდეთ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ ტაბლეტების მიღება შემდეგი შეფუთვიდან. «მოხსნის» სისხლდენა ნაკლებსავარაუდოა, სანამ არ დამთავრდება ჰორმონშემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნოს ლაქოვანი გამონადენი და/ან «გარღვევის» სისხლდენა ტაბლეტების მიღების დროს.
2. თქვენ ასევე შეიძლიათ შეწყვიტოთ ჰორმონშემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება მიმდინარე შეფუთვიდან. ამის შემდეგ შეისვენეთ არაუმეტეს 4 დღის განმავლობაში, ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით და შემდეგ დაიწყეთ პრეპარატის მღება ახალი შეფუთვიდან. თუ გამოტოვეთ ჰორმონშემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება და იმ ტაბლეტების (თეთრი) მიღების დროს, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს «მოხსნის» სისხლდენა არ დაიწყება, უნდა გამოირიცხოს ორსულობა.
იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ გამოტოვებული ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის, თუნდაც ეს ნიშნავდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. დაუშვებელია დღეში 2 -ზე მეტი ტაბლეტის მიღება.
რა უნდა გააკეთოთ, თუ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა
თუ თქვენ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა ტაბლეტების მიღების შემდეგ, პრეპარატის შეწოვა შეიძლება იყოს არასრული. თუ ჰორმონების შემცვლი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში მოხდება ღებინება ან დიარეა, უნდა დაიცვათ რეკომენდაციები ტაბლეტების გამოტოვებასთან დაკავშირებით (იხ. ქვეკარი «თუ დაგავიწყდათ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება»). თუ არ გსურთ შეცვალოთ მიღების ჩვეულებრივი სქემა და კვირის სხვა დღეზე მენსტრუაციის დაწყების გადატანა, დამატებით უნდა მიიღოთ ჰორმონების შემცვლი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტი. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ გსურთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღების შეწყვეტა
თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება ნებისმიერ დროს. თუ არ გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს საიმედო კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ. თუ გეგმავთ ორსულობას, უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატი ჯეს®-ის მიღება, დაელოდოთ ბუნებრივ მენსტრუალურ სისხლდენას და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ დაორსულება. ეს დაგეხმარებათ უფრო ზუსტად გამოთვალოთ ორსულობის ვადა და მშობიარობის დრო.
როგორ გადაავადოთ«მოხსნის»სისხლდენის დაწყება
«მოხსნის» სისხლდენის დაწყების გადავადებისთვის აუცილებელია პრეპარატის ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების გაგრძელება, მიმდინარე შეფუთვიდან იმ ტაბლეტების მიღების გამოტოვებით, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (თეთრი). ამრიგად, ციკლი შეიძლება გაგრძელდეს სურვილისამებრ ნებისმიერი ვადით, სანამ არ ამოიწურება ჰორმონების შემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან, ანუ ჩვეულებრივზე დაახლოებით 3 კვირით გვიან. თუ მორიგი ციკლის უფრო ადრე დაწყებას გეგმავთ, საჭიროა ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოთ ჰორმონების შემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება მეორე შეფუთვიდან, გადაყაროთ დარჩენილი ჰორმონშემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტები და დაიწყოთ იმ ტაბლეტების (თეთრი) მიღება, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს – მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დაიწყეთ ჰორმონის შემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან. ამ შემთხვევაში, წინა შეფუთვიდან ბოლო ჰორმონშემცველი (ღია ვარდისფერი) ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ უნდა დაიწყოს «მოხსნის» სისხლდენა. მეორე შეფუთვიდან პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება გქონდეთ ლაქოვანი გამონადენი და/ან საშვილოსნოს «გარღვევის» სისხლდენა. შემდგომ, პრეპარატის რეგულარული მიღება განახლდება იმ ტაბლეტების (თეთრი) მიღების დასრულების შემდეგ, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს.
როგორ შეცვალოთ«მოხსნის»სისხლდენის დაწყების დღე
კვირის სხვა დღეზე «მოხსნის» სისხლდენის დაწყების გადადებისათვის თქვენ უნდა შეამციროთ დღეების სასურველი რაოდენობით იმ ტაბლეტების (თეთრი) მიღების მომდევნო პერიოდი, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ არ გექნებათ «მოხსნის» სისხლდენა და შემდგომში გექნებათ ლაქოვანი გამონადენი და/ან «გარღვევის» სისხლდენა შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატ ჯეს®-საც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უჩნდება.
პრეპარატის მიღებისას არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების და საშუალო სიმძიმის აკნეს მკურნალობის მიზნით ქალებში,რომლებსაც სურთ პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება, ყველაზე ხშირარასასურველ რეაქციებს მიეკუთვნება: გულისრევა, ტკივილი სარძევე ჯირკვალში, საშვილოსნოდან არარეგულარული სისხლდენა, გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა სასქესო გზებიდან.
პრეპარატის მიღებისას პრემენსტრუალურისინდრომისმძიმეფორმებისსიმპტომებისმკურნალობის მიზნით ქალებში,რომელთაცსურთპერორალურიკონტრაცეპტივებისგამოყენება , ყველაზე ხშირარასასურველ რეაქციებს მიეკუთვნება: გულისრევა, ტკივილი სარძევე ჯირკვალში, საშვილოსნოდან არარეგულარული სისხლდენა.
იშვიათი, მაგრამ სერიოზულიარასასურველი რეაქციებია არტერიული და ვენური თრომბოემბოლია და კიბო (იხ. აგრეთვე მე-2 კარის ქვეკარი «პრეპარატი ჯეს®-ი და თრომბოზი» და «პრეპარატი ჯეს®-ი და სიმსივნეები»). თრომბოზის ან კიბოს შესაძლო ნიშნების გაჩენის შემთხევაში დაუყოვნებლივუნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება!
ქვემოთ მოცემულია შესაძლო არასასურველი რეაქციები მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით:
ხშირად
(შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
- ემოციური ლაბილობა (განწყობის ცვალებადობა)
- თავის ტკივილი
- გულისრევა
- ტკივილი სარძევე ჯირკვალში
- მეტრორაგია (არარეგულარული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა; არარეგულარული სისხლდენის სიხშირე მცირდება ჯეს®-ის მიღების ხანგრძლივობის მატებასთან ერთად)
- მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა
არახშირად
(შეიძლება განუვითარდეს100-დან არაუმეტეს1ადამიანს)
- ნერვოზულობა
- ძილიანობა
- დეპრესია
- თავბრუსხვევა
- პარესთეზია (მგრძნობელობის დარღვევა)
- ვანების ვარიკოზული გაგანიერება
- არტერიული წნევის მატება
- შაკიკი
- მუცლის ტკივილი
- ღებინება
- დისპეფსია (კუჭის ნორმალური მოქმედების დარღვევა)
- მეტეორიზმი
- გასტრიტი
- დიარეა
- აკნე
- ქავილი
- გამონაყარი
- ზურგის ტკივილი
- ტკივილი კიდურებში
- კუნთების კრუნჩხვები
- ვაგინალური კანდიდოზი (რძიანა საშოში)
- ტკივილი მცირე მენჯის არეში
- სარძევე ჯირკვლის გადიდება
- ფიბროკისტოზური წარმონაქმნები სარძევე ჯირკვალში
- სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა სასქესო გზებიდან (არარეგულარული სისხლდენის სიხშირე მცირდება ჯეს®-ის მიღების ხანგრძლივობის მატებასთან ერთად)
- გამონადენი სასქესო გზებიდან
- «ალები» ცხელების შეგრძნებით
- ვაგინიტი
- მტკივნეული მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა
- მწირი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა
- უხვი მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა
- საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
- პათოლოგიური შედეგები პაპანიკოლაუს ტესტის მიხედვით
- ლიბიდოს დაქვეითება
- ასთენია (მომატებული დაღლილობა)
- ძლიერი ოფლიანობა
- შეშუპება (გენერალიზებული შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება)
- სხეულის მასის მომატება
იშვიათად
(შეიძლება განუვითარდეს1000-დან არაუმეტეს1ადამიანს)
- კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია)
- ანემია (ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება)
- თრომბოციტემია (თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა)
- ალერგიული რეაქცია
- მადის მატება
- ანორექსია
- ჰიპერკალიემია
- ჰიპონატრიემია
- ანორგაზმია
- უძილობა
- ვერტიგო (თავბრუსხვევა)
- ტრემორი
- კონიუნქტივიტი
- თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალე
- მხედველობის დარღვევა
- ტაქიკარდია
- ფლებიტი (ზედაპირული ვენების ანთება)
- ცხვირიდან სისხლდენა
- გულის წასვლა
- ვენური თრომბოემბოლია
- არტერიული თრომბოემბოლია
- შებერილობა
- სიმძიმის შეგრძნება მუცელში
- დიაფრაგმის საყლაპავი ნაწილის თიაქარი
- პირის ღრუს კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია)
- ყაბზობა
- პირის სიმშრალე
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
- სანაღვლე გზების დისკინეზია (მამოძრავებელი უნარის დაქვეითება)
- ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადება)
- ქლოაზმა (კანის ჰიპერპიგმენტაცია)
- ეგზემა
- ალოპეცია (თმის ცვენა)
- ფერიმჭამელა დერმატიტი
- კანის სიმშრალე
- კვანძოვანი ერითემა (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება მტკივნეული წითელი კვანძებით)
- ჰიპერტრიქოზი (თმის გადაჭარბებული ზრდა)
- სტრიები (კანში ნაწიბურების მაგვარი ცვლილებები სხვადასხვა სიგანისა და სიგრძის ზოლების სახით)
- კონტაქტური დერმატიტი
- ფოტოდერმატიტი
- კანის კვანძები
- დარღვევები კანის მხრივ
- დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი აქტის დროს)
- ვულვოვაგინიტი
- პოსტკოიტალური სისხლდენა (სისხლდენა საშოდან სქესობრივი აქტის შემდეგ)
- «მოხსნის» სისხლდენა
- სარძევე ჯირკვლის კისტა
- სარძევე ჯირკვლის ჰიპერპლაზია
- ახალი წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში
- საშვილოსნოს ყელის პოლიპი
- ენდომეტრიუმის ატროფია
- საკვერცხის კისტა
- საშვილოსნოს გადიდება
- შეუძლოდ ყოფნა
- სხეულის მასის შემცირება
სიხშირე უცნობია
(არსებული მონაცემებიდან გამომდინარე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
- ჰიპერმგრძნობელობა
- მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გაუარესება (უეცარი შეშუპება, მაგალითად, ქუთუთოების, პირის ღრუს, ყელის და ა.შ.)
- მრავალფორმული ერითემა (კანის გაწითლება)
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომელთათვის გამოვლენილია კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივების ჯგუფთან კავშირი (იხილეთ აგრეთვე მე-2 კარში ქვეკარები «უკუჩვენებები», «განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები»):
სიმსივნეები
ქალებში, რომლებიც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს იყენებენ, უმნიშვნელოდ არის მომატებული სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვლენის სიხშირე. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად ხვდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, მისი წარმოქმნის შემთხვევების გაზრდილი რიცხვი უმნიშვნელოა მთლიანად სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოქმნის რისკთან შედარებით. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამტკიცებული არ არის (იხ. ქვეკარი «პრეპარატი ჯეს®-ი და სიმსივნეები»)
- ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი)
სხვა მდგომარეობები
ტრიგლიცერიდების (სისხლის ცხიმების) დონის მატება, რაც იწვევს პანკრეატიტის გაჩენის რისკის მატებას
- არტერიული წნევის მატება
- მდგომარეობები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კომბინირებული კონტრაცეპტივების მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი არ არის დადასტურებული: სიყვითლე და/ან ქავილი, დაკავშირებული ქოლესტაზთან (ნაღვლის ნაკადის ბლოკირება); ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა; პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა); სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა); სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება); ჰერპესი ორსულობის დროს; სმენის დაკარგვა, დაკავშირებული ოტოსკლეროზთან
- ქალებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით, ესტროგენებს შეუძლია მისი სიმპტომების გამოწვევა ან გაუარესება. საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთექიმს, თუ გაგიჩნდათ ანგიონევროზული შეშუპების რაიმე სიმპტომი, მაგალითად სახის, ენის და/ან ყელის შეშუპება და/ან ყლაპვის გაძნელება ან ჭინჭრის ციება სუნთქვის გაძნელებასთან ერთად
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
- კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთებითი დაავადება)
- ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე)
ურთიერთქმედებები
პრეპარატი ჯეს®-ის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან (ფერმენტების ინდუქტორებთან) ურთიერთქმედებას შეუძლია მოულოდნელი «გარღვევის» სისხლდენის და/ან კონტრაცეპტიული ეფექტის დაქვეითების გამოწვევა (იხილეთ მე-2 კარში ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჯესი®»).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემების მიღებაში.
5.პრეპარატი ჯეს® -ის შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მოთითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში (წყალსადენში). დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატიჯესი®შეიცავს
მოქმედი ნივთიერებებია დროსპირენონი და ეთინილესტრადიოლი
ჯეს®-ი, ტაბლეტები მოქმედი ნივთიერებებით, დაფარული აპკიანი გარსით
თითოეული ტაბლეტი შეიცავს დროსპირენონის 3,000 მგ, ეთინილესტრადიოლის (ბეტადექს კლატრატის სახით) 0,020 მგ.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ვარდისფერი ლაქი ან ალტერნატიულად: ჰიპრომელოზა 5 cP, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171, წითელი რკინის ოქსიდის საღებავი E 172.
ჯეს®-ი, პლაცებოტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით
თითოეული ტაბლეტი შეიცავს სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს):
ლაქტოზის მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს.
პკიანი გარსი: ჰიპრომელოზა 5 cP, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171.
პრეპარატი ჯეს®-ისგარე სახე დაშეფუთვის შიგთავსი
ჯეს®-ი,ტაბლეტები მოქმედი ნივთიერებებით, დაფარული აპკიანი გარსით:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარულიაპკიანი გარსით, ღია ვარდისფერი ფერის, გრავირებით «DS» სწორ ექვსკუთხედში ერთ მხარეს.
ჯეს®-ი, პლაცებოტაბლეტები, დაფარულიაპკიანიგარსით:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარულიაპკიანი გარსით, თეთრი ფერის, გრავირებით «DP» სწორ ექვსკუთხედში ერთ მხარეს.
28 ტაბლეტი (მოქმედი ნივთიერების შემცველი 24 ტაბლეტი და 4 პლაცებო ტაბლეტი) პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ბლისტერი ჩაწებებულია მუყაოს გასაშლელ წიგნში. 1 ან 3 გასაშლელი წიგნი თვითწებვადი მიღების კალენდართან და ჩანართ ფურცელთან ერთად დალუქულია გამჭვირვალ აპკში. გამჭვირვალ აპკზე დაიტანება შეფუთვის სტიკერი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account