Aglinox - აგლინოქსი 1მგ 90 ტაბლეტი

31,96 GEL
მარაგშია
SKU
81203_3238

თვისებები: ორალურად მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს რეპაგლინიდს, რომელიც პანკრეასს ეხმარება გამოიმუშავოს მეტი ინსულინი და ამგვარად მცირდება შაქრის რაოდენობა სისხლში. 

რა არის აგლინოქსი და რისთვის გამოიყენება

აგლინოქსი არის ორალურად მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს რეპაგლინიდს, რომელიც პანკრეასს ეხმარება გამოიმუშავოს მეტი ინსულინი და ამგვარად მცირდება შაქრის რაოდენობა სისხლში. 

ტიპი II დიაბეტი არის დაავადება, როდესაც პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად, ან როდესაც თქვენი სხეული არ რეაგირებს გამომუშავებულ ინსულინზე (ცნობილი როგორც არაინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ან მოზრდილთა შაქრიანი დიაბეტი).

აგლინოქსი გამოიყენება ტიპი II დიაბეტის გასაკონტროლებლად დიეტის და ვარჯიშის დამატების სახით: მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება, როდესაც მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით არ კონტროლდება სისხლში შაქრის დონე. აგლინოქსის გამოყენება ასევე შეიძლება მეტფორმინთან კომბინაციაში. 

 

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის რეპაგლინიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.5მგ, 1მგ, 2მგ რეპაგლინიდს.

 

აგლინოქსის მიღებამდე

არ მიიღოთ აგლიქსონი 

• თუ გავთ მომატებული მგრძნობელობა (ხართ ალერგიული) რეპაგლინიდის, ან აგლინოქსის სხვა კომპონენტის მიმართ
• თუ ქავთ დიაბეტი ტიპი I (ინსულინ-დამოკიდებული)
• თუ ორგანიზმში მჟავის დონე მომატებულია (დიაბეტური კეტოაციდოზი) 
• თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება
• თუ იღებთ გემფიბროზილს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად). 

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლთაგან გეხებათ თქვენ, აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ აგლინოქსი. 

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება აგლინოქსის მიმართ

• თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები. აგლინოქსი არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის ღვიძლის ზომიერი უკმარისობით. არ მიიღოთ აგლინოქსი თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება (იხ. არ მიიღოთ აგლინოქსი).
• თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები. აგლინოქსის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება.
• თუ აპირებთ დიდ ქირურგიულ ჩარევას, ან თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ მწვავე დაავადება, ან ინფექცია. ასეთ დროს დიაბეტის კონტროლი შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს. 
• თუ ხართ 18 წლამდე ან 75 წელს ზემოთ. რეპაგლინიდი არ არის შესწავლილი ამ ჯგუფებში, შესაბამისად არ არის რეკომენდებული. 

მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან გეხებათ თქვენ. აგლინოქსი შეიძლება არ იყოს გამოსადეგი თქვენთვის. ექიმი მოგცემთ რჩევას. 

 

თუ გაქვთ ჰიპო

შეიძლება გქონდეთ ჰიპო (ჰიპოგლიკემიური რეაქცია და სისხლში შაქრის დაბალი დონის სიმპტომები) თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია. ეს შეიძლება მოხდეს:

• თუ მიიღეთ აგლინოქსი ჭარბი რაოდენობით
• თუ ვარჯიშობეთ ჩვეულზე მეტი სიხშირით
• თუ იღებთ სხვა პრეპარატებს ან გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები (იხ. ნაწილი 2. აგლინოქსის მიღებამდე). 

 

ჰიპოს დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება სწრაფად განვითარდეს და მოიცავს: ციება, ცივი და ფერკმრთალი კანი, თავის ტკივილი, გულის ცემის გახშირება, ღებინება, შიმშილის შეგრძნება, მხედველობის დროებითი ცვლილება, თვლემა, უჩვეულო დაღლილება და სისუსტე, ნევროზულობა ან ტრემორი, შფოთვა, გონების არევა, კონცენტრირების გაძნელება. 

თუ სისხლში შაქრის დონე დაბალია ან ფიქრობთ, რომ გაქვთ ჰიპოს ნიშნები, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები ან შაქრის მაღალი შემცველობის საკვები ან სასმელი და შემდეგ დაისვენეთ. 

ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გავლის და სისხლში შაქრის დონის დარეგულირების შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა რეპაგლინიდით. 

უთხარით სხვებს რომ გაქვთ დიაბეტი, რადგან თუ გახდებით ცუდად (დაკარგავთ გონებას) ჰიპოს გამო, ისინი მოგათავსებენ ერთ-ერთ გვერდზე და აღმოგიჩენენ სამედიცინო დახმარებას. მათ არ უნდა მოგცენ რამე საკვები ან სასმელი. ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დახრჩობა.

თუ მძიმე ჰიპოგლიკემიისთვის არ ჩაიტარეთ მკურნალობა ამან შეიძლება დააზიანოს ტვინი (დროებით ან სამუდამოდ) და გამოიწვიოს სიკვდილიც კი. 

ჰიპოს არსებობის შემთხვევაში, რომელიც იწვევს გონების დაკარგვას, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო იყოს აგლინოქსის, საკვების და ვარჯიშის დარეგულირება. 

 თუ სისხლში შაქრის დონე ძლიერ მოიმატებს 

სისხლში შაქრის დონემ შესაძლოა ძლიერ მოიმატოს (ჰიპოგლიკემია). ეს შეიძლება მოხდეს თუ:

• მიიღეთ აგლინოქსის დაბალი დოზა
• გაქვთ ინფექცია ან ცხელება
• მიიღეთ ჩვეულზე მეტი საკვები
• ივარჯიშეთ ჩვეულზე ნაკლებად

გამაფრთხილებელი ნიშნები ვლინდება თანდათან. ისინი მოიცავს: მომატებული შარდვა, 

წყურვილის შეგრძნება, კანის და პირის სიმშრალე. მიმართეთ ექიმს. შეიძლება საჭირო იყოს აგლინოქსის, საკვების და ვარჯიშის დარეგულირება. 

 აგლინოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

აგლინოქსი მიიღეთ საკვების მიღებამდე. ალკოჰოლმა შეიძლება შეცვალოს აგლინოქსის მოქმედება შეამციროს შაქრის დონე სისხლში. ყურადღება მიაქციეთ ჰიპოს ნიშნებს.

 ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრპეარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ აგლინოქსი თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ დაორსულდებით ან დააპირებთ დაორსულებას მკურნალობის პერიოდში. არ მიიღოთ აგლინოქსი თუ ხართ მეძუძური დედა. 

 სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სისხლში შაქრის მაღალმა ან დაბალმა დონემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მართვის და მექანიზმებთან მუშაობი უნარზე. ამიტომ მხედველობაში იქონიეთ, რომ შეიძლება საფრთხე 

შეუქმნათ როგორც სკუთარ თავს, ისე სხვებს. კითხეთ რჩევა ექიმს სატრანსპორტო 

საშუალების მართვასთან დაკავშირებით თუ: 

• ხშირად გაქხვთ ჰიპო
• არ გაქვთ ან გაქვთ ჰიპოს რამდენიმე ნიშანი.

 

როგორ მივიღოთ აგლინოქსი

ექიმი შეგირჩევთ დოზას. 

• ჩვეული სწყისი დოზა არის 0.5მგ ჭამამდე. გადაყლაპეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით ჭამის წინ ან 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე. 
• დოზა შეიძლება გაზარდო ექიმა 4მგ-მდე, რომელიც უნდა მიიღოთ ჭამის წინ, ან 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე. მაქიმალური დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 16მგ.

არ მიიღოთ აგლინოქსი ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დოზით. ყოველთვის მიიღეთ აგლინოქსი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს. 

თუ მიიღეთ აგლინოქსის ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერ შემცირება და შესაბამისად ჰიპოგლიკემია. გთხოვთ იხილოთ ნაწილი თუ გაქვთ ჰიპო, რა არის ის და ჰიპოს მკუნრლობა. 

თუ დაგავიწყდათ აგლინოქსისი მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეული რეჟიმით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ. 

თუ შეწყვიტეთ აგლინოქსის მიღება

გაითვალისწინეთ, რომ სასურველი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია აგლინოქსის შეწყვეტის შემთხვევაში. დიაბეტი შეიძლება გაუარესდეს. ნებისმიერი ცვლილებისათვის აუცილებელია თავდაპირველად მიმართოთ თქვენს ექიმს. ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის სგავსად აგლინოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ხშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 პაციენტში):

• ჰიპოგლიკემია (იხ. თუ გაქვთ ჰიპო)

ჰიპოს განვითარების რისკი იზრდება სხვა პრეპარატების მიღებისას.

• კუჭის ტკივილი
• დიარეა

 

აგლინოქსის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

0.5მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი და ორმხრივამოზნექილი. 

1მგ ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი და ორმხრივამოზნექილი გამყოფი ხაზით.

2მგ ტაბლეტები არის ვარდისფერი ფერის, მრგვალი და ორმხრივამოზნექილი გამყოფი ხაზით.

კოლოფში მოთავსებულია 90 ტაბლეტი ბლისტერებზე (6 ბლისტერი ხ 15 ტაბლეტი).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy