Tridat forte - ტრიდატ ფორტე200მგ 20 ტაბლეტი

Rating:
100% of 100
14,10 GEL
მარაგშია
SKU
28623_694

ჩვენება: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტრიდატ ფორტე ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისათვის

·        აქტიური ნივთიერება: თითო ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტრიმებუტინის მალეატს.

·        შემავსებლები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი და ტალკი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია

-    შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

-    დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

-    პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს.

-    ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

-    დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
 ფურცელ-ჩანართში იხილავთ:

1. რა არის ტრიდატ ფორტე და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ტრიდატ ფორტეს მიღებამდე

3. ტრიდატ ფორტეს მიღების წესი

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5. ტრიდატ ფორტეს შენახვის პირობები 

1. რა არის ტრიდატ ფორტე და რისთვის გამოიყენება

ტრიდატ ფორტე მოთავსებულია კოლოფში, ბლისტერზე 20, 40 ან 90 ტაბლეტი. იგი წარმოადგენს თეთრი ფერის, ორმხრივ ამობურცულ ტაბლეტს, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით, რომლის ზემოთ დატანილია ლოგო “TM”, ქვემოთ “20”.

ტრიდატ ფორტეს აქტიური ინგრედიენტი ტრიმებუტინი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკის მარეგულირებელ საშუალებას. გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთებზე თუ მოტორიკა დაქვეითებულია და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას თუ მოტორიკა გაძლიერებულია. აღნიშნული მარეგულირებელი მოქმედება ვლინდება მთლიანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მოტორული ფუნქციების დარღვევებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებების დროს იგი აღადგენს ფიზიოლოგიურ მოტორიკას.

ტრიდატ ფორტე გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

-  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, კრუნჩხვები, სპაზმები, მუცლის შებერილობა, დიარეა და/ან ყაბზობა)

- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები (მდგომარეობა, როდესაც საჭმლის მომნელებელი სისტემა არ ფუნქციონირებს სათანადოდ და ნაწლავთა მოტორიკა დაქვეითებულია და გამომწვევი დაავადება არ ფიქსირდება/ვერ დგინდება)

- და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიმორფული სიმპტომები (მრავალი სხვადასხვა სიმპტომი, რომელიც უკავშირდება კუჭს და ნაწლავებს).

იხილეთ ბლოგი: ტრიდატ ფორტე - პრეპარატი საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ტრიდატ ფორტეს მიღებამდე

არ მიიღოთ ტრიდატ ფორტე თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტრიმებუტინის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ტრიდატ ფორტე თუ:

განსაკუთრებული გაფრთხილებები არ ფიქსირდება.

კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში.

პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან ან სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტრიდატ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდირებული არასაკმარისი კვლევების გამო. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ორსულობის 2-ე და 3-ე ტრიმესტრში.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლაქტაცია 

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

პრეპარატი არ ინიშნება მეძუძურ დედებში, რადგან იგი ხვდება დედის რძეში.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ დაფიქსირებულა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიდატ ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ტრიდატ ფორტე შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოთ შეძენილ პრეპარატს.

3. ტრიდატ ფორტეს მიღების წესი

პრეპარატის სწორად მიღებასთან და დოზირების/სიხშირის რეჟიმთან დაკავშირებული მითითებები:

მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ.

მიღების გზა და მეთოდი:

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოს დაღეჭვის გარეშე საკმარისი რაოდენობის სითხესთან (მაგ: ჭიქა წყალი) ერთად. 

დაიცავით აღნიშნული მითითებები თუ ექიმი არ მოგცემთ სხვა დანიშნულებას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებისათვის განკუთვნილია პერორალური სუსპენზია.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში:

შეზღუდვები არ ფიქსირდება.

განსაკუთრებული შემთხვევები:

მონაცემები არ ფიქსირდება.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ ტრიდატ ფორტეს ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.

თუ მიიღეთ ტრიდატ ფორტეს  ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტრიდატ ფორტეს  მიღება

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ტრიდატ ფორტეს  შეწყვეტასთან დაკავშირებული მოსალოდნელი გართულებები

არ არის მოსალოდნელი.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტრიდატ ფორტეს ინგრედიენტების მიმართ.

თუ შენიშნავთ რომელიმე მოცემულ გვერდით ეფექტს შეწყვიტეთ ტრიდატ ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს:

·        ხელების, ფეხების, მაჯების, კოჭების, სახის, ტუჩების ან პირის ღრუს და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გართულებას,

·        გამონაყარი კანზე

·        გულის წასვლის შეგრძნება

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტი ძალიან სერიოზულია.

თუ გამოვლინდა მოცემულიდან რომელიმე გვერდითი ეფექტი, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ალერგია გაქვთ ტრიდატ ფორტეზე.

შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათია.

აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგს:

·        კანის რეაქციები

·        თავბრუსხვევა

·        ძილიანობა

ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ფურცელ-ჩანართში მოცემულ ან სხვა გვერდით ეფექტს მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა მედ პერსონალს. აღნიშნულით წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.

5. ტრიდატ®ფორტეს  შენახვის პირობები

ტრიდატ®ფორტე ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, <25°C. 

ვარგისობის ვადა

ტრიდატ®ფორტე არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით. 

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy