Domperidone ABC - დომპერიდონი ABC 10მგ 30 ტაბლეტი
დომპერიდონი ABC
(Domperidone 10 mg) № 30
სწრაფად და ეფექტურად ხსნის:
- გულისრევას;
- ღებინებას;
- გადავსების და დისკომფორტის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის არეში;
- კუჭის შიგთავსის რეგურგიტაციას;
ჩვენებები:
დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზუფაგურ რეფლუქსთან და ეზოფაგიტთან:
- გადავსების და ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში;
- მუცლის შებერილობა;
- გულისრევა, ღებინება;
- ბოყინი;
- გულძმარვა.
გამოყენების წესი და დოზირება:
დომპერიდონის მიღება დაშვებულია მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზემოთ (არანაკლებ 35 კგ-სა);
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში: 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 80მგ;
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
- კუჭ-ნაწლავის მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია;
- ჰიპოფიზის პროლაქტინმაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა)
- კეტოკონაზოლის პერორალური ფორმების ერთდროული მიღება.
გვერდითი ეფექტები:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ იშვიათად ვლინდება: კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სპაზმი;
- ალერგიული რეაქციების მხრივ იშვიათად ვლინდება: გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
გამოშვების ფორმა:
გაუმჭირვალე ბლისტერი; გარსით დაფარული 30 ტაბლეტი.
შენახვის წესი:
ინახება 150 С- დან 300 C - მდე ტემპერატურაზე.
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
ABC Farmaceutici S.p.A. – იტალია
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account