მუსიტროლი - Musitrol 250მგ 14 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება კანისა და ხელებისა და ფეხების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
მუსიტროლი
ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგინიშნეს თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. სხვა შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი
1. რა არის მუსიტროლი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ მუსიტროლის მიღებამდე
3. მუსიტროლის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. მუსიტროლის შენახვის პირობები
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის მუსიტროლი და რისთვის გამოიყენება
მუსიტროლის ტაბლეტები გამოიყენება კანისა და ხელებისა და ფეხების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ტერბინაფინი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა სკალპისა და თმების, საზარდულის და სხეულის სხვა ნაწილების, ტერფის (ათლეტის ტერფი) Tinea (დერმატოფიტებით გამოწვეული) და კანის საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები.
ტერბინაფინი მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება კანის, თმებისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. პერორალურად მიცემის შემთხვევაში, პრეპარატი აღწევს ინფექციის კერას მაღალი კონცენტრაციით, რომელიც საკმარისია სოკოს მოსაკლავად ან მისი ზრდის შესაჩერებლად.
ასევე, იხილეთ: Musitrol - მუსიტროლი კრემი 1% 15გ ტუბი
2. რა უნდა იცოდეთ მუსიტროლის მიღებამდე
მუსიტროლის ტაბლეტები დაგენიშნებათ ექიმის მიერ. დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითებანი, მაშინაც კი, თუ ისინი გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულ ზოგადი ინფორმაციისაგან განსხვავდება.
არ მიიღოთ მუსიტროლი:
- თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ან მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6);
- თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები;
მუსიტროლის მიღებამდე, აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენთან კავშირშია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
თუ იღებთ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს (იხ. მუსიტროლი და სხვა მედიკამენტები) აცნობეთ მკურნალ ექიმს მუსიტროლის მიღებამდე, თუ შეამჩნევთ შემდეგ:
- უწყვეტი და აუხსნელი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, უჩვეულო სისუსტე, თუ შენიშნავთ კანის ან თვალების გაყვითლებას; თუ თქვენი შარდი უჩვეულოდ მუქი გახდება ან განავალი უჩვეულოდ ღია ფერის (ღვიძლის დარღვევის ნიშნები);
- გამონაყარი, სიწითლე ან კანის აქერცვლა; ტუჩებზე, თვალებსა თუ პირის ღრუში ბუშტუკები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები);
- სისუსტე, უჩვეული სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები (სისხლის პათოლოგიების ნიშნები).
გამოყენება ხანდაზმულებში
მუსიტროლის ტაბლეტების მიღება შეიძლება 65 წელს ზემოთ პირებში. თუ ხართ > 65 წელის, თქვენ უნდა მიიღოთ იგივე დოზა, როგორც ზრდასრულები.
გამოყენება ბავშვებში
მუსიტროლი ჩვეულებრივ არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მუსიტროლი და სხვა მედიკამენტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მცენარეული მედიკამენტების, პერორალური კონტრაცეპტივების (ორსულობის საწინააღმდეგო ტაბლეტები) ჩათვლით.
ეს მოიცავს:
- ანტიბიოტიკები (მაგ. რიფამპიცინი);
- კოფეინი;
- ანტიდეპრესანტი (მაგ. დესიპრამინი);
- გულის პრობლემენის სამკურნელო მედიკამენტები (მაგ. პროპაფენონი);
- არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. მეტოპროლოლი);
- კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი);
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი);
- ხველის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. დექსტრომეთორფანი);
- ციკლოსპორინი, იმუნური სისტემის საკონტროლო მედიკამენტები გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით.
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ზემოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღების შესახებ.
მუსიტროლის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად.
მუსიტროლის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობა, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევთან ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. არ მიიღოთ მუსიტროლი ორსულობის დროს, თუ არ არსებობს ამის აბსოლუტური ჩვენება. ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის დროს მუსიტროლის მიღების შესაძლო რისკების.
ძუძუთი კვება
მუსიტროლის მიღებისას არ შეიძლება ძუძუთი კვება, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვებზე.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
თუ მისიტროლის მიღების შემდეგ, იგრძნობთ თავბრუსხვევას, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.
იხილეთ ბლოგი: ფრჩხილის სოკოს მკურნალობა
3. მუსიტროლის მიღების წესი
მუსიტროლი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას. თუ გრძნობთ, რომ მუსიტროლი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულები
რეკომენდებული დოზა ხანდაზმულებისა და ზრდასრული პაციენტებისათვის არის 250 ტერბინაფინი (მუსიტროლის ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში (ჩვეულებრივ 12 კგ-მდე წონით) პრეპარატის მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისწვდომი.
40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვები: რეკომენდებული დოზა არის მუსიტროლის ერთი ტაბლეტი (250 მგ ტერბინაფინი) დღეში ერთხელ.
მუსიტროლის მიღების ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმძიმეზე და სხეულის დაზიანებული ნაწილზე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ტაბლეტები.
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის:
ტერფის Tinea-ს (დერმატოფიტებით გამოწვეული) (ათლეტის ტერფი) ინფექციებისათვის, მუსიტროლის მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში.
Tinea-ს ინფექციებისათვის (დერმატოფიტებით გამოწვეული) და სოკოვანი ინფექციებისათვის, საზარდული და სხვა ინფექციებისათვიეს, მუსიტროლი მიიღება 2-4 კვირის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება ყოველდღიურად და ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით. ამით უზრუნველყოფთ, რომ ინფექცია სრულად განკურნებულია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რეციდივის შანსები ბევრად ნაკლებია.
სკალპისა და თმის ინფექციები
სკალპისა და თმის Tinea (დერმატოფიტებით გამოწვეული) ინფექციებისათვის, მუსიტროლის მიღება შეიძლება 4 კვირა.
ფრჩხილების ინფექციები
ჩვეულებრივ ფრჩხილების ინფექციების მკურნალობა, უფრო ხანგრძლივია, ვიდრე კანის ინფექციებისათვის. ფრჩხილების უმეტესობა ინფექციისათვის, მუსიტროლი მიიღება 6-12 კვირის განმავლობაში.
ხელის ფრჩხილების ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევაში 6 კვირა საკმარისია.
ფეხის ფრჩხილების ინფექციები
მკურნალობის ხანგრძლივობა: უმეტეს შემთხვევაში 12 კვირა საკმარისია.
ზოგიერთ პაციენტს, ფრჩხილების ნელი ზრდით, უფრო ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება დასჭირდეთ. ამას ექიმის თქვეთან განიხილავს.
თუ მიიღეთ მუსიტროლის ჭარბი დოზა, მაშინ:
თუ შემთხვევით მიიღეთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი გულმკერდში და თავბრუ.
თუ დაგავიწყდათ მუსიტროლის მიღება
თუ გამოგრჩათ მუსიტროლის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩენილია 4 საათზე მეტი. ამ შემთხვევაში, მოიცადეთ და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
მედიკამენტთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. ჩვეულებრივ მუსიტროლი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით.
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული:
იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის პრობლემები სერიოზულია.
მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავს სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, ლუპუსს (აუტოიმუნური მდგომარეობა), კანის მძიმე რეაქციებს, მძიმე ალერგიულ რეაქციებს, სისხლძარღვების ანთებას, პანკრეასის ანთებასა და კუნთების ნეკროზს.
აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ:
- პერსისტული და აუხსნელი გულისრევა, კუჭის დარღვევები, მადის დაკარგვა, უჩვეულო სისუსტე ან ადვილად დაღლილობა;
- კანის ან თვალების გაყვითლება; თუ შარდი უჩვეულად გამუქდა ან განავალი გაღიავდა (ღვიძლის დარღვევის ნიშანი);
- ყელის ტკივილი ცხელებითა და შემცივნებით;
- სისხლდენა ან უჩვეულო სისხლჩაქცევა (დაავადების ნიშანი, რომელიც ზეგავლენას ახდენს გარკვეული ტიპის უჯრედების რაოდენობაზე);
- კანის, ლორწოვანი გარსებისა თუ ფრჩხილების პათოლოგიური სიფერმკრთალე, თუ გამოვლინდეა სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება (დაავადების ნიშნები ერითროციტების მონაწილეობით);
- სუნთქვის გაძნელება, თავბრი, სახისა და ყელის შეშუპება, სიწითლე, სპაზმების მსგავსი მუცლის ტკივილი და გონების დაკრგვა, თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახსრების რიგიდულობა, ტრანზიტორული გამონაყარი, ცხელება ან შესიებული/გადიდებული ლიმფური კვანძები (მძიმე ალერგიული რეაქციების შესაძლო ნიშნები);
- ტრანზიტორული გამონაყარი, ცხელება, ქავილი, სისუსტე ან შენიშნება წითელი-ალისფერი ლაქები კანის ქვეშ (სისხლძარღვების ანთების შესაძლო ნიშნები);
- კანის ნებისმიერი მძიმე დარღვევა;
- ძლიერი ტკივილის მუცლის ზედა არეში, რომელიც გადაეცემა წელში (პანკრეასის ანთების შესაძლეო ნიშნები);
- სისუსტე და კუნთების უჩვეულო ტკივილი ან მუქი შარდი (ყავისფერი-წითელი) (კუნთების ნეკროზის შესაძლო ნიშნები).
ძალიან ხშირი (³ 1/10)
- შებერილობა, მადის დაკარგვა, მონელების დარღვევა, გულისრევა, ტკივილი გულმკერდში, ფაღარათი. იმ შემთხვევაში, თუ ფაღარათი გრძელდება რამდენიმე დღეს, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის სქემის შეცვლა;
- გამონაყარი, ჭინჭრის ციება;
- სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი.
ხშირი (³ 1/100 - < 1/10)
- თავის ტკივილი
არახშირი (³ 1/1,000 - < 1/100)
- გემოს დარღვევები ან გემოს დაკარგვა; ეს დარღვევები ტრანზიტორულია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მადის დაქვეითება და წონაში მნიშვნელოვანი შემცირება. აცნობეთ მკურნალ ექიმა, თუ გემოს დაკარგვა გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.
იშვიათი (³ 1/10,000 - < 1/1000)
- ღვიძლის დარღვევები
ძალიან იშვიათი (< 1/10,000)
- სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების დაკარგვა, ლუპუსი (აუტოიმუნური პათოლოგია), კანის მძიმე რეაქციები, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, შემცირებული ფიზიკური მგრძნობელობა, დაბუჟება და ქავილი.
ასევე ფიქსირდება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- ერითროციტების შემცირებული რაოდენობა, მძიმე ალერგიული რეაქციები, სისხლძარღვების ანთება, ყნოსვის დარღვევები, ყნოსვის პერმანენტული დაკარგვის ჩათვლით, პანკრეასის ანთება, კუნთების ნეკროზი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. სისუსტე, შემცივნება, სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი), ცხელება, სისხლში კუნთების ფერმენტების დონის გაზრდა (კრეატინ ფოსფოკინაზა), მზის მიმართ კანის მგრძნობელობის მატება.
უცნობი: ფსორიაზის გაუარესება (კანის აქერცვლის დაავადება), ადვილად დაღლილობა, კანის მძიმე რეაქციები (მაგ. გენერალიზებული მწვავე ეგზანთემური პუსტულოზი).
5. მუსიტროლის შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, თავის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ მუსიტროლი შეფუთვაზე აღნიშნული (EXP) ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამეტები საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკიტხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო მედიკამენტების უტილიზაცია. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მუსიტროლი
- აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ტერბინაფინს (ტერბინაფინ ჰიდროქლორიდის სახით);
- სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება მუსიტროლი და შეფუთვის შიგთავსი
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი, 7 ტაბლეტით თითოში.
მუსიტროლი არის ბრტყელი ტაბლეტები, თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, 11 მმ დიამეტრით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 14 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account