ცეფტრიაქსონი - Ceftriaxone ABC 1გ+3.5მლ 1 ფლაკონი
ცეფტრიაქსონი ABC არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით) ინფექციის სამკურნალოდ.
ცეფტრიაქსონი ABC
1გ/3.5მლ ფხვნილი და გამხსნელი ი/მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
ცეფტრიაქსონი
(ნატრიუმის ცეფტრიაქსონის სახით)
ლიდოკაინი
(ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის სახით)
ეკვივალენტური სამედიცინო პროდუქტი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ამან შეიძლება ისინი დააზიანოს, იმ შემთხვევაშიც თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას გავს.
- თუ თქვენ გაგაჩნიათ გვერდითი ეფექტები მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილიარ არის ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ამ ფურცელ-ჩანართში
1.რა არის ცეფტრიაქსონი ABC და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ცეფტრიაქსონი ABC-ს გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ცეფტრიაქსონი ABC
4. შესაძლო გვერდითი ეფეტები
5. როგორ ინახება ცეფტრიაქსონი ABC
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ცეფტრიაქსონი ABC და რისთვის გამოიყენება
ცეფტრიაქსონი ABC შეიაცავს აქტიურ ნივთიერებას ცეფტრიაქსონს, რომელიც არის ანტიბიოტიკი, გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით). მოქმედებს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. მიეკუთვნება ცეფალოისპორინების ჯგუფს.
ცეფტრიაქსონი ABC გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
-ტვინი (მენინგიტი)
-ფილტვები
-შუა ყური
-მუცელი და მუცლის ფარი (პერიტონიტი)
-საშარდე ტრაქტი და თირკმელები
-ძვლები და სახსრები
-კანი და რბილი ქსოვილები
-სისხლი
-გული
შეიძლება გამოყენებული იყოს:
- სპეციფიკური, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სამკურნალოდ (გონორეა და სიფილისი)
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის მქონე (ნეიტროპენია) პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ბაქტერიული ინფექციის გამო გააჩნიათ ცხელება
- გულმკერდის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ, ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულ მოზრდილებში
- ლაიმის დაავადების სამკურნალოდ (გამოწვეულია ტკიპის ნაკბენით) მოზრდილებში და ბავშვებში, ახალშობილების ჩათვლით, 15 დღის ასაკიდან.
- ოპერაციის დროს ინფექციების პრევენციისთვის.
2. რა უნდა იცოდთ ცეფტრიაქსონი ABC-ს გამოყენებამდე
ცეფტრიაქსონი ABC არ უნდა გამოიყენოთ თუ:
- ალერგიული ხართ ცეფტრიაქსონის ან მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)
- გქონიათ პენიცილინზე ან მსგავს ანტიბიოტიკებზე (როგორიცაა ცეფალოსპორინები, კარბაპენემები ან მონობაქტამები) უეცარი ან მწვავე ალერგიული რეაქცია. ნიშნები მოიცავს ყელის და სახის უეცარ შეშუპებას, რამაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა და ყლაპვა, ხელების, ტერფების და კოჭების უეცარ შეშუპებას, მწვავე გამონაყარს, რომელიც სწრაფად ვითარდება.
- ალერგიული ხართ ლიდოკაინის მიმართ და ცეფტრიაქსონი ABC უნდა გამოიყენოთ კუნთში ინექციის სახით.
- აღგენიშნებათ გულში იმპულსების გატარების დარღვევა, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, გულისცემის შენელებას (გულის სრული ბლოკადა).
- გაგაჩნიათ სისხლის მოცულობის დაქვეითება (ჰიპოვოლემია).
ჩვილებში ცეფტრიაქსონი ABC არ უნდა გამოიყენონ თუ:
- ჩვილი დღენაკლულია
- ჩვილი ახალდაბადებულია (28 დღის ასაკამდე) და გააჩნია სისხლის გარკვეული პრობლემები ან სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება) ან თუ ვენაში უნდა შეუყვანონ კალციუმის შემცველი პროდუქტი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ცეფტრიაქსონი ABC-ს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ:
- თქვენ გაგაჩნიათ ან ადრე გქონიათ რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გამონაყარი, კანის
სიწითლე, ტუჩების თვალების და პირის ღრუს ბუშტუკები, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზში და სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძები (კანის მძიმე რეაქციების ნიშნები, აგრეთვე იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
- ბოლო დროს მიღებული გაქვთ ან უნდა მიიღოთ კალციუმის შემცველი პროდუქტები
- ბოლო დროს გქონდათ დიარეა ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ. როდესმე გქონიათ ნაწლავის პრობლემები, განსაკუთრებით კოლიტი (ნაწლავის ანთება).
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.
- გაქვთ სხვა დაავადებები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიყვითლე, სისუსტე ან სუნთქვის უკმარისობა).
- იცავთ დაბალნატრიუმიან დიეტას
- გაწუხებთ კუნთების ფუნქციის დაკარგვა და სისუსტე (მიასთენია გრავის)
- გაწუხებთ კრუნჩხვები (ეპილეფსია)
- გაწუხებთ გულის რაიმე პრობლემა, განსაკუთრებით თუ ეს გავლენას ახდენს გულისცემაზე
- გაქვთ სუნთქვის პრობლემა
- გაქვთ პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანს და ნერვულ სისტემას)
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები (იხილეთ ნაწილი 4).
თუ გჭირდებათ სისხლის ან შარდის ტესტი
თუ ცეფტრიაქსონი ABC-ს დიდი ხნის განმავლობაში იღებთ, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის რეგულარული ტესტები. ცეფტრიაქსონი ABC-მ შეიძლება იმოქმედოს შარდში შაქრის ტესტზე და სისხლის ტესტზე , როგორიცაა კუმბსის ტესტი. თუ იტარებთ ტესტებს:
- უთხარით ნიმუშის ამღებ პირს, რომ იღებთ ცეფტრიაქსონი ABC-ს.
თუ გაქვთ დიაბეტი ან გჭირდებათ სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, არ უნდა გამოიყენოთ სისხლში გლუკოზის მონიტორინგის გარკვეული სისტემა, რამაც შეიძლება გლუკოზა არასწორად შეაფასოს, როდესაც ცეფტრიაქსონს იღებთ. თუ ამგვარ სისტემებს იყენებთ შეამოწმეთ გამოყენების ინსტრუქცია და აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აუცილებლობისას უნდა გამოიყენონ ტესტირების ალტენრატიული მეთოდები.
ბავშვები
დაელაპარაკეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს სანამ თქვენი ბავშვი ცეფტრიაქსონი ABC- ს მიიღებს თუ:
- ის ბოლო დროს ინტრავენურად იღებს ან უნდა მიიღოს კალციუმის შემცველი პროდუქტი.
სხვა მედიკამენტები და ცეფტრიაქსონი ABC
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება ცეფტრიაქსონთან:
- ამინოგლიკოზიდების ტიპის ანტიბიოტიკი
- ქლორამფენიკოლის ტიპის ანტიბიოტიკი (გამოიყენება ინფექციების, განსაკუთრებით თვალის ინფექციების სამკურნალოდ).
წამლების დიდ რაოდენობას შეუძლია ლიდოკაინთან ურთიერთქმედება და მათი ეფექტის შეცვლა. ეს პრეპარატები მოიცავს:
- ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)
- კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი)
- ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა კოდეინი და პეტიდინი (ნარკოტიკული ან ოპიოიდური პრეპარატები)
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (მაგ., მექსილეტინი, ტოკაინიდი).
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს.
ექიმი შეაფასებს ცეფტრიაქსონი ABC-თი მკურნალობის სარგებელს, ბავშვის რისკთან შედარებით.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ცეფტრიაქსონი ABC-მ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ თავბრუ გეხვევათ არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები. ამ სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ცეფტრიაქსონი ABC შეიცავს ნატრიუმს
ცეფტრიაქსონი ABC 250 მგ/2 მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ არის არსებითად "ნატრიუმის გარეშე".
ცეფტრიაქსონი ABC 500 მგ/2 მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 41,4 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს) თითოეულ დოზაში. ეს უდრის ზრდასრულთათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 2,07%-ს.
ცეფტრიაქსონი ABC 1 გ/3,5 მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს წამალი შეიცავს 82,8 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს) თითოეულ დოზაში. ეს უდრის ზრდასრულთათვის ნატრიუმის მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 4,14%-ს.
3. როგორ გამოიყენება ცეფტრიაქსონი ABC
ცეფტრიაქსონი ABC ჩვეულებრივ შეყავს ექიმს ან ექთან კუნთში ინექციის სახით. ცეფტრიაქსონი ABC შეყავს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს და ის შერეული არ იქნება და არ გაგიკეთებენ კალციუმის შემცველ ინექციებთან ერთდ.
ჩვეული დოზა
ექიმი განსაზღვრავს ცეფტრიაქსონი ABC-ს ზუსტ დოზას. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და ტიპზე; იღებთ თუ არა სხვა ანტიბიოტიკებს; თქვენს წონაზე და ასაკზე; თირკმლის და ღვიძლის ფუნქციაზე. ცეფტრიაქსონი ABC-ს გამოყენების დღეების ან კვირების რაოდენობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე.
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, 50 კილოგრამზე (კგ) მეტი წონით:
• 1-2გ დღე-ღამეში ერთხელ, ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით. თუ გაქვთ მწვავე ინფექცია, ექიმი გამოიყენებს უმაღლეს დოზას (4გ-მდე დღ-ღამეში ერთხელ). თუ სადღეღამისო დოზა 2გ-ზე მაღალია შეიძლება ის მიიღოთ ერთჯერადად ან ორ გაყოფილ დოზად.
ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან-12 წლამდე ასაკის ბავშვები, 50კგ-ზე დაბალი წონით:
• 50-80 მგ ცეფტრიაქსონი ABC 1კგ წონაზე ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით. თუ გაქვთ მწვავე ინფექცია, ექიმი გამოიყენებს უმაღლეს დოზას 100მგ-მდე კგ-ზე, მაქსიმუმ 4გ დღე-ღამეში ერთხელ. თუ სადღეღამისო დოზა 2გ-ზე მაღალია შეიძლება ის მიიღოთ ერთჯერადად ან ორ გაყოფილ დოზად.
• 50კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში უნდა გამოიყენონ მოზრდილების დოზა.
ახალშობილები (0-14 დღე)
• 20 – 50 მგ ცეფტრიაქსონი ABC კგ-ზე დღე-ღამეში ერთხელ, ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით.
• მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 50მგ/კგ-ზე მეტი.
ღვიძლის და თირკმლის პრობლემების მქონე პირები
შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივისგან განსხვავებული დოზა. ექიმი გადაწყვეტს რამდენი ცეფტრიაქსონი ABC უნდა მიიღოთ და შეამოწმებს ღვიძლის და თირკმლის დაავადების სიმწვავეს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცეფტრიაქსონი ABC
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ცეფტრიაქსონი ABC-ს მიღება
თუ ინექცია გამოტოვეთ, უნდა გაიკეთოთ რაც შეიძლება მალე. თუმცა თუ უკვე შემდეგი ინექციის დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთდროულად) გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
თუ წყვეტთ ცეფტრიაქსონი ABC-ს მიღებას
არ შეწყვიტოთ ცეფტრიაქსონი ABC-ს მიღება სანამ ექიმი არ გეტყვით. მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიაკმენტმა ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ცეფტრიაქსონით მკურნალობამ, განსაკუთრებით თირკმელების ან ნერვული სისტემის სერიოზული პრობლემების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, არანორმალური მოძრაობები, აგზნება და კრუნჩხვები.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
მწვავე ალერგიული რეაქციები (უცნობია, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
მწვავე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
• სახის, ყელის, ტუჩების ან პირის უეცარი შეშუპება. ამან შეიძლება გაართულოს სუნთქვა და ყლაპვა.
• ხელების, ტერფების და კოჭების უეცარი შეშპება.
კანის მწვავე გამონაყარი (უცნობია, სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
კანის მწვავე გამონაყარის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
· მწვავე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, კანის ბუშტუკებით და აქერცვლით, შესაძლებელია პირის ღრუს ბუშტუკებით. (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც SJS და TEN).
· რომელიმე შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის მხრივ დარღვევები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან ერთად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
· იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და კანის გამონაყარს, რომელიც ჩვეულებრივ თვითშეზღუდვადია. ეს ხდება ცეფტრიაქსონი ABC მკურნალობის დაწყებიდან მალევე სპიროქეტული ინფექციების დროს, როგორიცაა ლაიმის დაავადება.
სხვა შესძლო გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
• სისხლის თეთრი უჯრედების ანომალიები (როგორიცაა ლეიკოციტების დაქვეითება და ეოზინოფილების მომატება) და თრომბოციტების ანომალიები (თრომბოციტების დაქვეითება)
• თხევადი განავალი ან დიარეა
• სისხლში ღვიძლის ფუნქციური სინჯების ტესტების შედეგების ცვლილება
• გამონაყარი
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
• სოკოვანი ინფექციები (მაგალითად საფუარა)
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (გრანულოციტოპენია)
• სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
• სისხლის შედედების პრობლემები. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ადვილად სისხლჩაქცევას და სახსრების ტკივილს და შეშუპებას.
• თავის ტკივილი
• თავბრუსხვევა
• ავადობის შეგრძნება ან ავადობა
• ქავილი
• ტკივილი ან წვის შეგრძნება ვენის გასწვრივ, რომელშიც ცეფტრიაქსონი ABC შეიყვანეს. ტკივილი ინექციის ადგილას.
• მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
• თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტები (სისხლში კრეატინინის მომატება)
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
• მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლინჯის). ნიშნები მოიცავს დიარეას, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი, მუცლის ტკივილს და ცხელებას.
• სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი)
• წერტილოვანი გამონაყარი (თივის ცხელება) რომლებმაც შეიძლება დაფაროს სხეულის დიდი ნაწილი, ქავილი და შეშუპება
• შარდში სისხლი ან შაქარი
• შეშუპება (სითხის შეკავება)
• კანკალი
უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
· მეორადი ინფექცია, რომელიც შეიძლება არ რეაგირებდეს დანიშნულ ანტიბიოტიკზე
· ანემიის ფორმა როდესაც ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები (ჰემოლიზური ანემია)
· სისხლის თეთრი უჯრედების მწვავე დაავადება (აგრანულოციტოზი)
· კონვულსიები
· ვერტიგო (თავბრუსხვევის შეგრძნება)
· პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ნიშნები მოიცავს მუცლის მწვავე ტკივილს რომელიც ვრცელდება ზურგისგეკნ
· პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
· ენის ანთება (გლოსიტი). ნიშნები მოიცავს შეშუპებას, სიწითლეს და ენის სიმშრალეს.
· ნაღვლის ბუშტის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ავადობის შეგრძნება და ავადობა, კანის გაყვითლება, ქავილი, უჩვეულოდ მუქი შარდი და აქოლიური განავალი..
· ნევროლოგიური მდგომარეობა რაც შეიძლება განვითარდეს მწვავე სიყვითლის მქონე ახალშობილებში (კერნიქტერუსი)
· თირკმლის პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია კალციუმის ცეფტრიაქსონის ნალექებით. შეიძლება აღინიშნოს ტკივილი შარდვის დროს ან მცირე შარდვა.
· კუმბსის ცრუ დადებითი ტესტი (სისხლის პრობლემების ტესტი)
· გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგი (შაქარი გალაქტოზას ანომალური დაგროვება)
· ცეფტრიაქსონი ABC შეიძლება მოქმედებდეს სისხლში გლუკოზის ზოგიერთ ტესტებზე - მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვში ლიდოკაინის უნებლიე ინექციის შემდეგ ცეფტრიაქსონ ABC-სთან ერთად კუნთში შეყვანისას. ასეთი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
• ცვლილებები გულისცემის რითმში და სიჩქარეში.
• დაბალი წნევა.
• ნელი გულისცემა (60 დარტყმა/წუთზე ნაკლები)
• სისხლის ნორმალური მიმოქცევის შეწყვეტა გულის გაჩერებისა და სისხლის ნაკადის დაკარგვის გამო.
• წონასწორობის დაკარგვა, პირის ღრუს ირგვლივ ჩხვლეტის შეგრძნება ენის დაბუჟება, ყოველდღიური ხმების მიმართ ტოლერანტობის დაკარგვა (ჰიპერაკუზია), ყურებში შუილი (ტინიტუსი), თავბრუსხვევა ან გაბრუება, ცნობიერების დაბინდვა, ნევროზულობა, კუნთების უნებლიე რითმული შეკუმშვა, კრუნჩხვები ან განმუხტვები, ღრმა უგონო მდგომარეობა (კომა).
• მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება ან მხედველობის დროებითი დაკარგვა.
• ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა ან ღებინება).
• სუნთქვის გაძნელება.
• სუნთქვის სიხშირის დაქვეითება ან სუნთქვა შეიძლება შეწყდეს.
• დღის განმავლობაში არანორმალური ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნება ან სისუსტე.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს გვერდით ეფექტებს, რომლებიც ინტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს სეუწყობთ მედიკამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება ცეფტრიაქსონი ABC
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია კოლოფზე “EXP”-შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. ვარგისობის ვადა ეხება სწორად შენახულ პროდუქტს ორიგინალურ შეფუთვაში.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცეფტრიაქსონი ABC
ცეფტრიაქსონი ABC 250 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი ინტრამუსკულარული საინექციო ხსნარისთვის
- აქტიური ნივთიერებაა დინატრიუმ ცეფტრიაქსონი 3,5 H2O 298,2მგ, 250 მგ ცეფტრიაქსონის ექვივალენტური.
- სხვა კომპონენტია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ცეფტრიაქსონი ABC 500 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი ინტრამუსკულარული საინექციო ხსნარისთვის
- აქტიური ნივთიერებაა დინატრიუმ ცეფტრიაქსონი 3,5 H2O 596,5მგ, 500 მგ ცეფტრიაქსონის ექვივალენტური.
- სხვა კომპონენტია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ცეფტრიაქსონი ABC 1 გ/3,5 მლ ფხვნილი და გამხსნელი ინტრამუსკულარული საინექციო ხსნარისთვის
- აქტიური ნივთიერებაა დინატრიუმ ცეფტრიაქსონი 3,5 H2O 1,193გ, 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტური.
- სხვა კომპონენტია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ცეფტრიაქსონი ABC არ უნდა შეურიოთ ერთ შპრიცში რომელიმე წამალს.
როგორ გამოიყურება ცეფტრიაქსონი ABC და შეფუთვის შიგთავსი
ცეფტრიაქსონი ABC 250 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი ი/მ ინექციისტვის, ინტრამუსკულური გამოყენებისთვის: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ამპულა გამხსნელი 2 მლ.
ცეფტრიაქსონი ABC 500 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი ი/მ ინექციისტვის, ინტრამუსკულური გამოყენებისთვის: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ამპულა გამხსნელი 2 მლ.
ცეფტრიაქსონი ABC 1გ/3,5 მლ ფხვნილი და გამხსნელი ი/მ ინექციისტვის, ინტრამუსკულური გამოყენებისთვის: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ამპულა გამხსნელი 3,5 მლ.
შპრიცების/ბასრი მასალის განადგურება
შპრიცების და სხვა სამედიცინო ბასრი მასალის გასანადგურებლად მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პუნქტები:
· ნემსები და შპრიცები ხელახლა არ უნდა გამოიყენონ
· გამოყნეებული ნებსემი და შპრიცები მოათავსეთ ბასრი მასალის კონტეინერში (გახვრეტისადმი მდგრადი კონტეინერი)
· კონტეინერი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
· უნდა მოერიდონ ბასრი მასალის კონტეინერების საყოვაცხვრებო ნაგავში გადაყრას
· სავსე კონტეინერი გაანაგდურეთ ადტილობრივი მოთხოვნების ან ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალის რეკომენდაციების მიხედვით.
გამოუყენებელი/ვადაგასული მედიკამენტების განაგდურება
მინიმუმამდე უნდა იყოს დასული ფარმაცევტული ნივთიერებების გარემოში გაშვება. მედიკამენტები არ უნდა გადააგდონ ნარჩენ წყლთან ერთად, უნდა მოერიდონ საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაყრას. შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ თქვენს ლოკაციაზე არსებული შეგროვების სისტემა.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიწვდომელ ადგილზე
ასევე, იხილეთ: Cefta - ცეფტა(ცეფტრიაქს.) 1გ 1 ფლაკონი
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account