ტოპტი - Topt 500მგ 6 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,21 GEL რეგულარული ფასი 26,54 GEL
მარაგშია
SKU
90323_871

ჩვენება: ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები,კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

ტოპტი

TOPT

ზოგდი სითება:

ერთშორისო ტენტირებული ხელება:აზითრომიცინი.

ძირითდი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები :

თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით;

შემდგენლობა:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აზითრომიცინის დიჰიდრატს, 500 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურს.

ასევე, იხილეთ: Azibiot - აზიბიოტი 500 მგ. 3 ტაბლეტი

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კოპოვიდონი, მცირედჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი; შემომგარსავი ნივთიერებები (ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), დიმეთიკონი).

მოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 500 მგ.

რმკოლოგიური ჯგუფი :

მაკროლიდები.

რმკოლოგიური თვისებები :

ტოპტი – მაკროლიდების ჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალებაა. უკავშირდება რიბოსომის 50S სუბერთეულს, თრგუნავს ცილის სინთეზს, აფერხებს ბაქტერიების ზრდას და გამრავლებას. მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას.

აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Streptococcus spp. (ჯგუფი С, F, G), S. pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus; გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Bordetella parapertussis, Legionella pneumophila, Haemophilus ducreyi, Campilobacter jejuni, Neisseria gonorrhoeae და Gardnerella vaginalis; ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Bacteroides bivius, Clostridium perfringens, Peptostreptococcus spp; უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ: Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Mycobacteria avium complex, Ureaplasma urealyticum, Treponema pallidum, Borrella burgdorferi, ასევე აქტიურია Helicobacter pylori-ს მიმართ.

რმკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აზითრომიცინის აბსორბციას. C max პლაზმაში მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ. 500 მგ პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%, თ1/2- 68 სთ, განაწილების მოცულობა (Vd) – 31.1 ლ/კგ. სტაბილური რაოდენობა პლაზმაში მიიღწევა 5-7 დღის შემდეგ. ადვილად გაივლის ჰისტოჰემატურ ბარიერს და ხვდება ქსოვილებში. ფაგოციტებით, პოლიმორფულბირთვული ლეიკოციტებით და მაკროფაგებით ტრანსპორტირდება ანთების კერაში, სადაც გამოთავისუფლდება ბაქტერიების თანდასწრებით. კონცენტრაცია ქსოვილებსა და უჯრედებში 10-50-ჯერ მაღალია, ვიდრე პლაზმაში, ხოლო ინფექციის კერაში – 24-34%-ით მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილებში. მაღალი ანტიბაქტერიული დონე ქსოვილებში აღინიშნება პრეპარატის უკანასკნელი მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში. პლაზმური კლირენსი – 630 მლ/წთ. ღვიძლში განიცდის დემეთილირებას და კარგავს აქტიურობას. 50% გამოიყოფა ნაღველით შეუცვლელი სახით, ხოლო 6% - შარდთან ერთად. ხანდაზმულ მამაკაცებში (65-85 წ.) ფარმაკოკინეტიკის პარამეტრები არ იცვლება, ქალებში – C max იზრდება (30-50%-ით), 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – მცირდება Cmax, T1/2 ,AUC.

ჩვენება:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

- ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (მწვავე ფარინგიტი, მწვავე ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი, შუა ყურის მწვავე ანთება);

- სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია);

- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებადი ერითემა – ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები, Acne vulgaris გაურთულებელი ფორმები);

- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ურეთრიტი და/ან ცერვიციტი);

- Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

მიღების წესი დოზირება:

ტოპტი მიიღება პერორალურად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

მოზრდილებში ინიშნება 500 მგ ერთხელ დღე-ღამეში სამი დღის განმავლობაში ან შესაძლებელია დაინიშნოს 5 დღის განმავლობაში: პირველ დღეს 500 მგ ერთხელ დღე-ღამეში, მე-2-5 დღეს ყოველდღიურად 250 მგ ერთხელ დღე-ღამეში (ჯამური დოზა 1500 მგ).

კანისა და რბილი ქსოვილების, ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციების დროს ინიშნება 0.5 გ დღე-ღამეში სამი დღის განმავლობაში (ჯამური დოზა 1.5 გ).

შარდ-სასქესო ორგანოების მწვავე ანთების დროს (გაურთულებელი ურეთრიტი და/ან ცერვიციტი) ინიშნება 1 გ ერთჯერადად.

ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ (Erythema migrans) – 1 გ პირველ დღეს, მე-2-5 დღეს ყოველდღიურად 0.5 გ (ჯამური დოზა – 3 გ).

Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს – 1 გ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ანტიჰელიკობაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში.

Acne vulgaris მკურნალობის დროს: ჯამური დოზა – 6 გ. მკურნალობის რეკომენდებული სქემა: 500 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში მკურნალობის პირველი 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ 1-ჯერ კვირაში 9 კვირის განმავლობაში.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზები – 24 სთ-იანი ინტერვალით.

12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა აღემატება 45 კგ-ს, პრეპარატი ინიშნება იგივე დოზით, როგორც მოზრდილებში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა არ აღემატება 45 კგ-ს, გამოიყენება აზიტრომიცინის სხვა (საბავშვო) ფორმები და დოზირება დგინდება ბავშვის ასაკის და სხეულის მასის მიხედვით. ინიშნება 10 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში (ჯამური დოზა - 30 მგ/კგ).

გვერდითი მოვლენები :

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ; იშვიათად – ძილიანობა, სისუსტე, აგზნებადობა, პარესთეზია;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, უმადობა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში; ძალიან იშვიათად - ფსევდომემბრანული კოლიტი;

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოლესტაზური სიყვითლე; ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; ძალიან იშვიათად _ ანაფილაქსიური რეაქცია;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტკივილი გულმკერდის არეში, ტაქიკარდია, არითმია;

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინიტი, იშვიათად – კანდიდოზი; ძალიან იშვიათად - ინტერსტიციული ნეფრიტი;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების, ბილირუბინის, ეოზინოფილების აქტივობის შექცევადი მატება. შეცვლილი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს აღწევს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია;

სხვა: იშვიათად - ჰიპერგლიკემია, მიასთენია, ართრალგია; ძალიან იშვიათად - სმენის გარდამავალი დაქვეითება, ფოტოსენსიბილიზაცია.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებ :

მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ და/ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები.

ურთიერთქმედებმკურნლო შულებებთსხვხის ურთიერთქმედება:

ანტაციდებთან ერთდროული მიღება ტოპტის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ამცირებს 30%-ით. პრეპარატს იღებენ 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ ანტაციდის მიღებიდან.

ჭვავის რქის ალკალოიდებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ერგოტიზმის განვითარება. ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ეფექტის გაძლიერება.

ტოპტის ერთდროული გამოყენებისას დიგოქსინთან ან დიგიტოქსინთან შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში და გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარება. დიზოპირამიდთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია პარკუჭოვანი არითმიის განვითარების შემთხვევები. ლოვასტატინთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია რაბდომიოლიზის განვითარების შემთხვევები. რიფაბუტინთან ერთდროული მიღებისას იზრდება ნეიტროპენიის და ლეიკოპენიის განვითარების რისკი. ციკლოსპორინთან ერთდროული მიღებისას ირღვევა ამ უკანასკნელის მეტაბოლიზმი, რაც ზრდის ციკლოსპორინით გამოწვეული გვერდითი და ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკს.

რბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები, სმენის დროებითი დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა: სიმპტომური.

ორსულობქტცი :

ორსულობის პერიოდში ტოპტი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს. ტოპტი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, რის გამოც პრეპარატის მიღების დროს და მიღების დასრულების შემდეგ 2 დღის განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ნსკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევის, გულის არითმიების დროს (შესაძლებელია Q-T ინტერვალის გაზრდა და პარკუჭოვანი არითმიების განვითარება). მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთ პაციენტებს უნარჩუნდებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რაც საჭიროებს სპეციფიკურ თერაპიას ექიმის მეთვალყურეობით.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ, ძილიანობა, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

შეფუთვა:

3 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენხვის პირობები :

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

რგისობის :

3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა6
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy