აზიმაკი 200 მგ /5მლ. ფხვნილი 30 მლ.. დასალევი-სუსპენზია.
ჩვენება: ყურის მწვავე ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება(ოტიტი)), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
აზიმაკი
AZIMAC
200 მგ/5 მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: მიღებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 209.6 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქსანტანის ფისი, ალუბლის არომატი, ბანანის არომატი.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
· შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
· დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
· პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ სხვებს.
· პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმთან ან კლინიკაში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს პრეპარატის შესახებ.
· ზუსტად შეასრულეთ მითითებები. ნუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.
გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:
1. რა არის აზიმაკი და რისთვის გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე
3. აზიმაკის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. აზიმაკის შენახვის პირობები
1. რა არის აზიმაკი და რისთვის გამოიყენება?
აზიმაკის 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად თეთრი ფერის, ალუბლის გემოს მქონე, ჰომოგენური, ჩანართებისგან თავისუფალი გრანულებია, რომლებიც წყალში გახსნის შემდეგ წარმოქმნის თეთრ ან თითქმის თეთრ სუსპენზიას. წარმოდგენილია 60 მლ ბუნებრივი, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში. 5 მლ სუსპენზია შეიცავს 209.6 მგ აზითრომცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.
აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. იგი გამოიყენება ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
· გულმკერდის ღრუს ორგანოების, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი, ყელის ტკივილი (ფარინგიტი) და სინუსიტი);
· Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტი / ტონზილიტი, პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში;
· ყურის მწვავე ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება(ოტიტი));
· კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (აბსცესი, ფურუნკული);
· Chlamydia-თი გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
· Haemophilus ducreyi-ით განპირობებული რბილი ქსოვილების წყლული და Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციები (თუმცა გამორიცხულ უნდა იქნას Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექცია).
იხილეთ ბლოგი: რა არის აზიმაკი და როგორ მივიღოთ ის
2. რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე
არ მიიღოთ აზიმაკი, თუ:
გაქვთ ალერგია აზიმაკის ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით კანზე ან სუნთქვის გაძნელებით;
· გაქვთ ღვიძლის დაავადებები;
· იღებთ ჭვავის რქის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (შაკიკის სამკურნალო საშუალება), რადგან დაუშვებელია მათი მიღება აზიმაკთან ერთად.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები აზიმაკის მიღების დროს
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თვენს შვილს აზიმაკის მიღებამდე გაქვთ ან ადრე გქონიათ:
· თირკმლის პრობლემები;
· გულის დაავადებები;
· დიაბეტი;
· ღვიძლის პრობლემები: შესაძლოა ექიმმა ჩაატაროს ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი ან შეწყვიტოს მკურნალობა;
· და იღებთ ჭვავის რქის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (შაკიკის სამკურნალო საშუალება), რადგან დაუშვებელია მათი მიღება აზიმაკთან ერთად.
მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აზიმაკის ფონზე გამოვლინდა გაძლიერებული ან უჩვეულო გულისცემა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან კუნთოვნი სისუსტე.
მკურნალობის შემდეგ დიარეის ან თხელი განავლოვანი მასების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ნუ მიიღებთ დიარეის სამკურნალო პრეპარატებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დიარეის გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატები და აზიმაკი
აცნობეთ ექიმს, თუ აზიმაკის მიღებამდე თქვენ ან თქვენი შვილი სვამდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
· ჭვავის რქის წარმოებულები ან ერგოტამინი, იხ. „რისი ცოდნაა საჭირო აზიმაკის მიღებამდე“;
· ვარფარინი ან შედედების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები;
· ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული საშუალება, რომელიც გამოიყენება ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად);
· ანტაციდები (მომატებული მჟავიანობის სამკურნალოდ);
· დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ);
· ტერფენადინი (თივის ცხელების ან კანის ალერგიული რექციების სამკურნალოდ).
ყოველთვის აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან ადრე იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოს.
აზიმაკის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს აზიმაკზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის, დაორსულების მცდელობის ან ლაქტაციის პერიოდში ნუ მიიღებთ აზიმაკს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვა
აზიმაკი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე.
3. აზიმაკის მიღების წესი
აზიმაკის სუსპენზია ინიშნება ძირითადად 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე ბავშვებში. ასევე გამოიყენება კაფსულის ყლაპვის პრობლემის მქონე მოზრდილებსა და შედარებით დიდი ასაკის ბავშვებში.
აზიმაკის მიიღება ხდება დღეში ერთხელ.
Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi ან მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული, სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს დოზა შეადგენს 1000 მგ-ს. პრეპარატის მიღება ხდება ერთჯერადად, პერორალურად.
შ. პყოგენეს-ით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ აზიმაკი ინიშნება 5 დღის განმავლობაში, პირველ დღეს - 500 მგ დღეში და შემდეგ 250 მგ დღეში II-V დღეებში.
ყველა სხვა შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 1500 მგ, ანუ დღეში 500 მგ 3 დღის განმავლობაში.
45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოიყენება მოზრდილთა დოზა.
45 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს და ინიშნება 3 დღის განმავლობაში.
სტრეპტოკოკული ფარინგიტის გარდა, ბავშვებში საერთო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ ანუ ერთჯერადი დღიური დოზა - 10 მგ/კგ, 3 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ პირველ დღეს და შემდეგ 5 მგ/კგ II-V დღეს, 5 დღიანი კურსის დროს.
ყურის მწვავე ინფექციის (შუა ყურის მწვავე ოტიტი) დროს შესაძლებელია ერთჯერადად 30 მგ/კგ დოზის დანიშვნა.
პედიატრიული სტრეპტოკოკული ინფექციის სამკურნალოდ ნაჩვენებია 10 მგ/კგ ან 20 მგ/კგ 3 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 500 მგ-ისა დღე-ღამეში.
იშვიათად, მაგრამ ექიმმა შეიძლება პრეპარატი განსხვავებული სქემით დანიშნოს.
მიღების წესი:
პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სხვადასხვა ინფექციების მიხედვით მოცემულია ზემოთ. სუსპენზიის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად.
სუსპენზიის მომზადება:
შეანჯღრიეთ ფხვნილიანი ბოთლი. დაამატეთ 15 მლ გადადუღებული და გაციებული წყალი და შეანჯღრიეთ კარგად. გახსნილი სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 200 მგ აზითრომიცინს. შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველი მიღების წინ.
სუსპენზია შეგიძლიათ მიიღოთ 5 მლ დანაყოფებიანი სპეციალური შპრიცით, რომელიც დაყოფილია 0.10 მლ ზომის ინტერვალებად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
პედიატრიული პაციენტები:
პედიატრიულ პაციენტებში აზიმაკის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია ზემოთ. პრეპარატის გამოყენება 6 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
გერიატრიული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების სქემა მოზრდილების მსგავსია.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პაციენტებისთვის:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტები არ საჭიროებენ აზიმაკის დოზის კორექციას. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში აზითრომიცინის გამოყენებს დროს.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დასაშვებია იგივე დოზების დანიშვნა, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს.
აზიმაკის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში
აზიმაკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თავი შეიძლება შეუძლოდ იგრძნოთ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს კლინიკას. თან იქონიეთ დარჩენილი პრეპარატი.
აზიმაკის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე. მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
აზიმაკის მიღების შეწყვეტა
აზიმაკით მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა ინფექციის გამეორება. მიიღეთ აზიმაკი სრული კურსის სახით, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აზიმაკსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
· მოულოდნელი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელ სხეულზე);
· აზიმაკით მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ, სისხლიანი ან ლორწოვანი მასების შემცველი მწვავე ან გახანგრძლივებული დიარეა, რაც ნაწლავების სერიოზულ ანთებაზე მიუთითებს;
· ინტენსიური გამონაყარი კანზე, სიწითლე და აქერცვლა;
· სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა;
· დაბალი არტერიული წნევა
აზიმაკის ფონზე გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ.
მკურნალობის პროცესში, პაციენტი შესაძლებელია ადაპტირდეს პრეპარატთან და მოხდეს გვერდითი ეფექტები უკუგანვითარდეს. მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გახანრძლივდა ან გახდა შემაწუხებელი:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (არაუმეტეს 1 შემთხვევისა ყოველ 10 პაციენტში):
· სპაზმები მუცელში, ცუდი თვითშეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი.
ხშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში):
· თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
· დაბუჟება, ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება;
· ცუდი თვითშეგრძნება, დისპეფსია;
· მადის დაქვეითება, გემოს აღქმის ცვლილება;
· მხედველობის დარღვევა, სიყრუე;
· გამონაყარი კანზე და/ან ქავილი;
· სახსრების ტკივილი;
· ლიმფოციტოპენია (სისხლის თეთრი უჯრედები), ეოზინოფილია (სისხლის თეთრი უჯრედები);
· სისხლში ბიკარბონატების დონის დაქვეითება;
· დაღლილობა ან სისუსტე.
ნაკლებად ხშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში):
· პირის ღრუსა და საშოს სოკოვანი ინფექცია (თეთრად შლა);
· ლეიკოციტოპენია (სისხლის თეთრი უჯრედები), ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (სისხლის თეთრი უჯრედები);
· სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია;
· ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე;
· კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ;
· ნერვული აგზნებადობა;
· შეხებისა და ყნოსვის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);
· ძილიანობა ან უძილობა (ინსომნია);
· სმენის დაქვეითება ან ხმაური ყურებში;
· პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის მიდამოში;
· ყაბზობა, დიარეასთან ასოცირებული მუცლის ტკივილი და ცხელება;
· ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ცვლილება ღვიძლის ფერმენტულ სისტემაში;
· ზოგადი სისუსტე;
· შეშუპება;
· ზოგადი დისკომფორტი;
· ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის ან ღვიძლის).
იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში):
· აგზნება;
· თავბრუსხვევა;
· ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.
აღწერილ იქნა სხვა გვერდითი მოვლენებიც, თუმცა მათი სიხშირე უცნობია:
· გულყრა ან გულის წასვლა;
· აგრესია ან მღელვარება;
· ჰიპერაქტიურობა;
· ლოკალური კუნთოვანი სისუსტე;
· ყნოსვის დაკარგვა ან დარღვევა, გემოვნების დაკარგვა;
· ენის გაფერმკრთალება;
· პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
· თირკმლის ანთება ან უკმარისობა;
· კანის ან თვალების სიყვითლე, ან ღვიძლის უკმარისობა (იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში);
· სისხლჩაქცევები ან გახანგრძლივებული სისხლდენა ჭრილობიდან;
· ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, კანის მწვავე რეაქციები;
· ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ);
· ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სიფერმკრთალეს, სისუსტეს და სუნთქვის გაძნელებას.
სიმპტომების დამძიმების ან ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. აზიმაკის შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. მზა ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 5 დღის განმავლობაში.
გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account