Vantop - ვანტოპი 1გ 10 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 50,34 GEL რეგულარული ფასი 69,91 GEL
მარაგშია
SKU
87730_1531

ჩვენება:კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები,ძვლის და სახსრების ინფექციები.

ვანტოპი

VANTOP

აღწერა: 

ვანტოპი (ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი ინექცია USP) არის მოყვითალო ყავისფერი ფხვნილი, რომელიც შეიცავს ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს, Amycolatopsis orientalis–ს (ყოფილი Nacardia orientalis) წარმოებული ტრიციკლური გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი. მოლეკულური ფორმულა არის C66H75Cl2N9O24 • HCI და მოლეკულური წონა არის 1,485.71.

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი შეიცავს:

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი USP, რაც 1 გ ვანკომიცინის ექვივალენტურია.

ფარმაკოდინამიკა/ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალება

 ინტრავენური გამოყენებისთვის.

მოქმედების მექანიზმი

ვანკომიცინი არის ტრიციკლური გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი რომელიც მგრძნობიარე ბაქტერიაში აინჰიბირებს უჯრედული კედლის სინთეზს, მაღალი აფინობით უკავშირდება უჯრედული კედლის D-ალანილ-D-ალანინ საზღვარს. პრეპარატი მცირედ ბაქტერიციდულია მიკროორგანიზმების გაყოფისთვის. გარდა ამისა, იგი აფერხებს ბაქტერიის უჯრედის მემბრანის განვლადობას და ასევე რნმ–ს სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

ვანკომიცინი ავლენს კონცენტრაცია დამოუკიდებელ მოქმედებას მრუდის ქვეშ არსებულ არეში (AUC) დაყოფილია სამიზნე ორგანიზმის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციით (MIC), როგორც ეფექტურობის პირველადი პროგნოზირებადი პარამეტრი. ცხოველთა და ადამიანთა ინ ვიტრო  შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, 400-ს AUC/MIC თანაფარდობა დადგინდა როგორც PK / PD სამიზნე, ვანკომიცინით კლინიკური ეფექტურობის მისაღწევად.

ამ მიზნის მისაღწევად, როდესაც მიკ (MIC) არის ≥ 1.0 მგ/ლ,  საჭიროა დოზირების  გაზრდა და შრატში მაღალი კონცენტრაცია (15-20 მგ / ლ).

რეზისტენტობის მექანიზმი

გლიკოპეპტიდებისადმი შეძენილი რეზისტენტობა  ყველაზე ხშირია ენტეროკოკებში და ეფუძნება სხვადასხვა van გენის კომპლექსების შეძენას, რაც ცვლის D-ალანილ-D-ალანინ სამიზნეს D-ალანილ-D-ლაქტატის ან D-ალანილ-D-სერინის, რომელიც არასაკმარისად უკავშირდება ვანკომიცინს. ზოგიერთ ქვეყანაში, აღინიშნება რეზისტენტობის ზრდის შემთხვევები, განსაკუთრებით ენტეროკოკებში; განსაკუთრებით შემაშფოთებელია Enterococcus faecium– ის მულტირეზისტენტული შტამები.

van გენები იშვიათად გვხვდება Staphylococcus aureus–ში, სადაც უჯრედული კედლის სტრუქტურაში ცვლილებები იწვევს „შუალედურ“ მგრძნობელობას, რაც ყველაზე ხშირად ჰეტეროგენულია. ასევე, აღინიშნა მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკის შტამები (MRSA), რომელთაც აქვთ შემცირებული მგრძნობელობა ვანკომიცინის მიმართ.

ვანკომიცინის მიმართ შემცირებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა სტაფილოკოკში კარგად არ არის შესწავლილი. საჭიროა რამდენიმე გენეტიკური ელემენტი და მრავალი მუტაცია.

ვანკომიცინს და სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებს შორის არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა. ჯვარედინი რეზისტენტობა არსებობს სხვა გლიკოპეპტიდურ ანტიბიოტიკებთან, როგორიც არის ტეიკოპლანინი. მკურნალობის დროს რეზისტენტობის მეორადი განვითარება იშვიათია.

სინერგიზმი

ვანკომიცინის კომბინაციას ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკთან ერთად აქვს სინერგიული მოქმედება ოქროსფერი სტაფილოკოკის, არაენტეროკოკური ჯგუფის D-სტრეპტოკოკების, ენტეროკოკების და Viridans-ის  ჯგუფის სტრეპტოკოკების  მრავალი შტამის წინააღმდეგ. ვანკომიცინის ცეფალოსპორინთან ერთად კომბინაციას აქვს სინერგიული მოქმედება ზოგიერთი ოქსიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus epidermidis-ს შტამების წინააღმდეგ, და ვანკომიცინის რიფამპიცინთან ერთად კომბინაციას აქვს სინერგიული მოქმედება Staphylococcus epidermidis  წინააღმდეგ და ნაწილობრივი სინერგიული მოქმედება ზოგიერთი ოქროსფერი სტაფილოკოკის შტამის წინააღმდეგ. ვინაიდან, ვანკომიცინის ცეფალოსპორინთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ანტაგონისტური მოქმედება Staphylococcus epidermidis-ს ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ და რიფამპიცინთან კომბინაციაში ოქროსფერი სტაფილოკოკის ზოგიერთ შტამის წინააღმდეგ, ამიტომ სასრგებლოა სინერგიზმის ტესტის წინასწარ ჩატარება. 

უნდა მოხდეს ბაქტერიული კულტურების ნიმუშების მიღება, რათა მოხდეს გამომწვევი ორგანიზმების იზოლირება და იდენტიფიცირება და  ვანკომიცინის მიმართ მათი მგრძნობელობის განსაზღვრა.

მგრძნობელობის ტესტის სიმტკიცის ზღვარი

ვანკომიცინი აქტიურია გრამ-დადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიც არის სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ენტეროკოკი, პნევმოკოკი და კლოსტრიდია. გრამ-უარყოფითი ბაქტერიები რეზისტენტულია.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება სელექციური სახეობებისთვის  შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროით, ამიტომ სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ გარკვეული ტიპის ინფექციებში სამკურნალო საშუალების სარგებელი  საეჭვოა.

ეს ინფორმაცია გვაძლევს მხოლოდ სავარაუდო მითითებას იმის შესახებ, არის თუ არა მიკროორგანიზმები მგრძნობიარე ვანკომიცინის მიმართ.

ევროპული  კომიტეტის მიერ (EUCAST) დადგენილი ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტის მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) პუნქტები შემდეგია:

  მგრძნობიარე რეზისტენტული
ოქროსფერი სტაფილოკოკი 1 ≤ 2 მგ/ლ  > 2 მგ/ლ
კოაგულაზა უარყოფითი სტაფილოკოკი1  ≤ 4 მგ/ლ > 4 მგ/ლ
ენტეროკოკი spp.  ≤ 4 მგ/ლ > 4 მგ/ლ  
სტრეპტოკოკის ჯგუფები A, B, C და G  ≤ 2 მგ/ლ > 2 მგ/ლ  
სტრეპტოკოკური პნევმონია  ≤ 2 მგ/ლ > 2 მგ/ლ  
გრამ-დადებითი ანაერობები  ≤ 2 მგ/ლ > 2 მგ/ლ

                                                
ოქროსფერი სტაფილოკოკი1 ვანკომიცინის  მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის 2 მგ/ლ  მოცულობასთან იმყოფება არასწორი განაწილების ზღვარზე და შესაძლებელია გაუარესდეს კლინიკური რეაქცია.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
გრამ-დადებითი

Enterococcus faecalis 

ოქროსფერი სტაფილოკოკი

მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი

კოაგულაზა უარყოფითი სტაფილოკოკი

სტრეპტოკოკი  spp.

Streptococcus pneumoniae 

ენტეროკოკი  spp.

სტაფილოკოკი spp

ანაერობული სახეობები

Clostridium spp. გარდა Clostridium innocuum

Eubacterium spp.

Peptostreptococcus spp.
სახეობები, რომლებზეც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს
Enterococcus faecium 
არსებითად რეზისტენტული
ყველა გრამ-უარყოფითი ბაქტერია
გრამ-დადებითი აერობული  სახეობები

Erysipelothrix rhusiopathiae, 

Heterofermentative Lactobacillus, 

Leuconostoc spp

Pediococcus spp. 

ანაერობული  სახეობები

Clostridium innocuum 
ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტობის გამოვლინება ერთი საავადმყოფოდან მეორე საავადმყოფოში განსხვავდება და ამიტომ შესაბამისი ადგილობრივი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ  ადგილობრივ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას.
 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

სისტემური ინფექციების მკურნალობისთვის ვანკომიცინი გამოიყენება ინტრავენურად.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში 1გ ვანკომიცინის (15 მგ/კგ) მრავალჯერადი 60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიისას, სისხლის პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია ინფუზიის დამთავრებიდან  2 და 11 საათის შემდეგ შეადგენდა 60 მგ/ლ-ს, 20-25 მგ/ლ-ს, და 5-10 მგ/ლ-ს, მრავალჯერადი დოზირების შემდეგ პლაზმური კონვცენტრაცია იგივეა რაც პრეპარატის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 60 ლ/1.73 მ2 სხეულის ზედაპირზე. 10 მგ / ლ-დან 100 მგ / ლ-მდე ვანკომიცინის შრატში კონცენტრაციისას, პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი არის დაახლოებით 30-55%, იზომება ულტრა-ფილტრაციით. 

ვანკომიცინი სწრაფად ვრცელდება პლაცენტის კვეთით და ნაწილდება ჭიპლარის სისხლში. არაანთებით ტვინის რბილ გარსში, ვანკომიცინი მხოლოდ ნაკლები მოცულობით კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

პრეპარატის მეტაბოლიზმი ძალიან მცირეა. პარენტერალურად მიღების შემდეგ იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით, როგორც მიკრობიოლოგიურად აქტიური ნივთიერება (დაახლოებით 75-90% 24 საათის განმავლობაში).

გამოყოფა

ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 საათს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში და 2.2-3 საათს ბავშვებში. პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 0.058 ლ/კგ/სთ და თირკმლის კლირენსი დაახლოებით შეადგენს - 0.048 ლ/კგ/სთ-ს. პირველ 24 საათში, ვანკომიცინის მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში გორგლოვანი ფილტრაციის საშუალებით. თირკმლის დისფუნქცია ანელებს ვანკომიცინის გამოყოფას. ანეფრულ პაციენტებში,  ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 7.5 დღეს. ასეთ შემთხვევაში ვანკომიცინის დამხმარე თერაპიის ოტოტოქსიურობის გამო, ნაჩვენებია პლაზმური კონცენტრაციების მონიტორინგი.  

ნაღველით გამოყოფა უმნიშვნელოა (დოზის 5%-ზე ნაკლები). 

მიუხედავად იმისა, რომ ვანკომიცინი საკმარისად არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით, არსებობს მონაცემები ვანკომიცინის კლირენსის გაზრდის შესახებ ჰემოფარფუზიით და ჰემოფილტრაციით. პერორალური გზით მიღების შემდეგ, მიღებული დოზის მხოლოდ ფრაქცია აღმოჩნდა შარდში. ამის საპირისპიროდ, ვანკომიცინის მაღალი კონცენტრაცია გვხვდება განავალში (> 3100 მგ / კგ დოზით 2 გ დღეში).

ხაზოვანი / არახაზოვანი

ვანკომიცინის კონცენტრაცია ზოგადად იზრდება დოზის პროპორციულად გაზრდით. მრავალჯერადი დოზის მიღებისას პლაზმური კონცენტრაცია მსგავსია ერთჯერადი დოზის მიღებისა. 

მახასიათებლები სპეციფიკურ ჯგუფებში

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვანკომოცინი თავდაპირველად  გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და სხეულის მთლიან კლირენსი მცირდება. შედეგად, ოპტიმალური დოზა უნდა გამოითვალოს რეკომენდებული დოზირების შესაბამისად, რომელიც მოცემულია პრეპარატის დოზირების და მიღების წესის პუნქტში. 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ იცვლება ვანკომიცინის ფარმაკოკინეტიკა.

ორსული ქალები

შრატში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევის მიზნით ორსულ ქალებში შეიძლება საჭირო გახდეს  დოზის მნიშვნელოვნად გაზარდა. 

ჭარბი წონის მქონე პაციენტები

ვანკომიცინის განაწილება შეიძლება შეიცვალოს ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, განაწილების მოცულობის, თირკმლის კლირენსის და პლაზმის  ცილებთან კავშირის შესაძლო ცვლილებების გაზრდის გამო. ამ ქვეპოპულაციებში ვანკომიცინის შრატში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო ჯანმრთელ მოზრდილ მამაკაცებში.

პედიატრიული პოპულაციები

ვანკომიცინის ფარმაკოკინეტიკამ აჩვენა ფართო შიდა-ინდივიდუალური ცვლილებები ნაადრევად და დროულად დაბადებულ ახალშობილებში. ახალშობილებში ინტრავენური გზით მიღების შემდეგ ვანკომიცინის განაწილების მოცულობა მერყეობს 0.38-დან 0.97 ლ/კგ-მდე, მოზრდილების მოცულობის მსგავსად, ხოლო კლირენსი მერყეობს 0.63 და 1.4 მლ / კგ / წთ-მდე. 

ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 3.5-დან 10 სთ-მდე და უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მოზრდილებში, ახალშობილებში ვლინდება კლირენსის მცირე მოცულობა. 

ჩვილებში და მოზრდილ ბავშვებში, განაწილების მოცულობა მერყეობს 0.26-1.05 ლ/კგ-მდე, ხოლო კლირენსი მერყეობს 0.33-1.87 მლ/კგ/წთ-მდე. 

წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში არ ჩატარებულა ხანგრძლივი კვლევები კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად, ვანკომიცინის მუტაგენური პოტენციალი ვერ იქნა ნაპოვნი სტანდარტულ ლაბორატორიულ ანალიზებში. ფერტილობის საბოლოო კვლევები არ ჩატარებულა.

ჩვენებები

ინტრავენური გზით მიღება

ვანკომიცინი ნაჩვენებია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

-        კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

-        ძვლის და სახსრების ინფექციები

-        საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

-        ჰოსპიტალური პნევმონია, მათ შორის ვენტილატორთან ასოცირებული პნევმონია

-        ინფექციური ენდოკარდიტი.

ვანკომიცინი ასევევე ნაჩვენებია ყველა ასაკობრივ ჯგუფში პერიოპერაციული ანტიბაქტერიული პროფილაქტიკისთვის იმ პაციენტებში, რომლებიც ქირურგიული ოპერაციის დროს იმყოფებიან ბაქტერიული ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. 

ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ გაიდლაინებს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.

ინექციის  ადგილზე ნეკროზის განვითარების რისკის გამო არ შეიძლება ვანკომიცინის გამოყენება ინტრამუსკულარულად.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

შესაძლებელია სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ვანკომიცინით მკურნალობა და უნდა მიიღოთ სათანადო ზომები.

პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებენ ვანკომიცინს, ან   იმ სამკურნალო საშუალებების პარალელურად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის კონტროლი რეგულარული ინტერვალებით.

ყველა პაციენტს, რომელიც ღებულობს ვანკომიცინს უნდა ჩაუტარდეს პერიოდული ჰემატოლოგიური გამოკვლევები, შარდის ანალიზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის ტესტები. 

ვანკომიცინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში რომლებსაც თეიკოპლანინის მიმართ აქვთ ალერგიული რეაქცია, რადგან შეიძლება თავი იჩინოს ჯვარედინმა ჰიპერმგრძნობელობამ, ფატალური ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. 

ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი

ვანკომიცინს აქვს ლიმიტირებული ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი გრამდადებითი ორგანიზმების მიმართ. მისი ცალკე გამოყენება არ არის შესაფერისი ზოგიერთი ტიპის ინფექციის მკურნალობისთვის, თუ პათოგენი არ არის დადასტურებული და ცნობილია მგრძნობელობა ან არსებობს დიდი ეჭვი, რომ სავარაუდო, პათოგენისთვის შესაფერისი იქნება ვანკომიცინით მკურნალობა.

ინდივიდუალური პაციენტის მკურნალობისთვის უნდა გაითვალისწინოთ ვანკომიცინის რაციონალური გამოყენება, ბაქტერიული მოქმედების სპექტრი, უსაფრთხოების პროფილი და სტანდარტული ანტიბაქტერიული მკურნალობის შესაბამისობა.

ოტოტოქსიურობა:

ოტოტოქსიურობა, რომელიც შეიძლება იყოს გარდამავალი ან მუდმივი აღინიშნა მანამდე სიყრუის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჭარბ ინტრავუნურ დოზას ამ პარარელურად მკურნალობდნენ სხვა ოტოტოქსიური აქტიური ნივთიერებებით როგორიც არის ამინოგლიკოზიდი. ვანკომიცინის გამოყენებას უნდა მოერიდოთ პაციენტებში, რომელთაც მანამდე ჰქონდათ სმენის დაქვეითება. დაყრუებას შეიძლება წინ უძღოდეს ყურებში ხმაური. სხვა ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული გამოცდილება მიუთითებს, რომ სიყრუე შეიძლება პროგრესირებადი იყოს მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად. ოტოტოქსიურობის რისკის შესამცირებლად, პერიოდულად უნდა განისაზღვროს  სისხლის დონე და რეკომენდებულია აუდიომეტრიის პერიოდული ჩატარება.

ხანდაზმულები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სმენის დაზიანების მიმართ. მკურნალობის დროს ან შემდეგ ხანდაზმულ პაციენტებში უნდა ჩატარდეს ვესტიბულარული და სმენის ფუნქციის მონიტორინგი. უნდა მოერიდოთ სხვა ოტოტოქსიური ნივთიერებების ერთდროულ ან თანმიმდევრულ გამოყენებას.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები

სწრაფი ბოლუსური შეყვანისას (მაგალითად რამდენიმე წუთში) შეიძლება გაძლიერდეს ჰიპოტენზია (მათ შორის შოკი და იშვიათ შემთხვევებში  გულის გაჩერება), ჰისტამინის მსგავსი რეაქციები და მაკულოპაპულური ან ერითემატოზული გამონაყარი ("წითელი ადამიანის სინდრომი" ან "წითელი კისრის სინდრომი"). ვანკომიცინის ინფუზია უნდა გაკეთდეს ნალა განზავებულ ხსნარში (2.5-დან 5.0 მგ / მლ) არა უმეტეს 10 მგ / წთ და არანაკლებ 60 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული სწრაფ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები. ინფუზიის შეწყვეტა ჩვეულებრივ იწვევს ამ რეაქციების სწრაფად შეწყვეტას. 

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე (ჰიპოტენზია, წამოხურება, ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი) იზრდება საანესთეზიო საშუალებებთან ერთად მიღებისას. ეს შეიძლება შემცირდეს ანესთეზიამდე ვანკომიცინის ინფუზიით მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში. 

მძიმე ბულოზური რეაქციები

ვანკომიცინის გამოყენებისას აღინიშნა სტივენს-ჯონსონის სინდრომი. თუ აღინიშნება სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მაგ: პროგრესული გამონაყარი კანზე ბუშტუკებით ან ლორწოვანის დაზიანება) დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ვანკომიცინით მკურნალობა და საჭიროა სპეციალიზირებული დერმატოლოგიური შესფასება.

ინექციის ადგილთან დაკავშირებული რეაქციები

ვანკომიცინის ინტრავენური გზით მიღებისას ბევრ პაციენტში შესაძლებელია აღიმიშნოს ტკივილი და თრომბოფლებიტი და ზოგჯერ მძიმეა. თრომბოფლებიტის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება შემცირდეს სამკურნალო პროდუქტის ნელი შეყვანის გზით, განზავებული ხსნარის სახით (იხ. ნაწილი 4.2) და რეგულარულად ინფუზიის ადგილის შეცვლით. 

არ არის დადგენილი ვანკომიცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ინტრათეკალური, ინტრალუმბალური და ინტრავენტრიკულური გზით შეყვანის. 

ნეფროტოქსიურობა

ვანკომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის, მათ შორის ანურიის მქონე პაციენტებში, რადგან სისხლში მაღალი კონცენტრაციით ხანგრძლივად არსებობისას ტოქსიურობის ეფექტების განვითარების შესაძლებლობა გაცილებით მეტია.  ტოქსიკურობის რისკი იზრდება სისხლში მაღალი კონცენტრაციისას ან ხანგრძლივი მკურნალობისას. 

დიდი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდით მკურნაობის შემთხვევაში საჭიროა სისხლში ვანკომიცინის დონის რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით თირკმლის დისფუნქციის ან სმენის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე ნეფროტოქსიურ ან ოტოტოქსიურ ნივთიერებებთან ერთდროული მიღებისას. 

პედიატრიული პოპულაციები

ინტრავენური დოზირების არსებული რეკომენდაციებით, პედიატრიული პოპულაციებისთვის, კერძოდ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში  შესაძლოა გამოიწვიოს ვანკომიცინის ქვე-სამკურნალო დონის გაზრდა ბავშვების მნიშვნელოვან რაოდენობაში. თუმცა, ვანკომიცინის დოზის გაზრდის უსაფრთხოება სათანადოდ არ არის შეფასებული და ზოგადად არ არის რეკომენდებული დღე-ღამეში 60 მგ/კგ-ზე მეტი დოზის მიღება.  

ვანკომიცინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში, მათი თირკმლის განუვითარებლობის და შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის შესაძლო მატების გამო. ამიტომ ამ ბავშვებში ხშირად უნდა ჩატარდეს  სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციაზე დაკვირვება. ბავშვებში ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთად გამოყენება დაკავშირებულია ერითემასთან და ჰისტამინის მსგავს წამოხურებასთან. ანალოგიურად, ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი გამოიყენება ბოტალის სადინარის დახურვისთვის) ან ამფოტერიცინი B, დაკავშირებულია ნეფროტოქსიურობის გაზრდილ რისკთან და შესაბამისად მითითებულია სისხლის შრატში ვანკომიცინის დონის და თირკმლების ფუნქციის ხშირი მინიტორინგი. 

გამოყენება ხანდაზმულებში

ასაკის ზრდასთან ერთად გორგლოვანი ფილტრაციის ბუნებრივმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის ზრდა, თუ დოზა არ არის მორგებული.

წამალთშორისი ურთიერთქმედება საანესთეზიო საშუალებებთან 

ვანკომიცინის მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს საანესთეზიო საშუალებებით გამოწვეული მიოკარდიუმის დეპრესია. ანესთეზიის დროს, დოზები კარგად უნდა განზავდეს და უნდა მოხდეს მისი ნელი შეყვანა გულზე ხშირი დაკვირვებით. ინფუზიის დასრულებამდე არ უნდა მოხდეს პოზიციის შეცვლა, რათა მოხდეს პოსტულარული მორგება.

ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი

ძლიერი მუდმივი დიარეის დროს გათვალისწინებული  უნდა იქნას ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის ალბათობა, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. არ შეიძლება დიარეას საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღება. 

სუპერინფექცია

ვანკომიცინის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ზრდა. აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება. თუ მკურნალობის დროს თავს იჩენს სუპერინფექცია, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება. 

ნეფროტოქსიურობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობისას ან პაციენტებში, რომლებიც პარარელურად მკურნალობენ ამინოგლიკოზიდებით ან სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატებით, საჭიროა თირკმლის ფუნქციის სერიული მონიტორინგი. 

ოტოტოქსიურობა

შესაძლოა სასარგებლო იყოს აუდიომეტრიული სერიული ტესტის ჩატარება დაქვეითებული სმენის მქონე პაციენტებში ოტოტოქსიურობის რისკის შესამცირებლად, ან პაციენტებში რომლებიც პარარელურად მკურნალობენ ოტოტოქსიკური საშუალებებით როგორიც არის ამინოგლიკოზიდი.

წამალთშორისი ურთიერთქმედება  მობილობის საწინააღმდეგო საშუალებებთან და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან

უნდა მოერიდოთ მობილობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას და უნდა გაითვალისწინოთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება.

პრეპარატისადმი რეზისტენტული ბაქტერიის განვითარება

ვანკომიცინის პერორალური გზით გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ზრდის ვანკომიცინ-რეზისტენტული ენტეროკოკის პოპულაციის შანსს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ვანკომიცინის სიფრთხილით გამოყენება. 

დოზა და მიღების წესი

დოზა

საჭიროების შემთხვევაში, ვანკომიცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.

ინტრავენური გზით მიღება

საწყისი დოზა უნდა განისაზღვროს სხეულის მთლიანი წონის მიხედვით. მიზნობრივი თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად დოზის შემდგომი კორექტირება უნდა ემყარებოდეს შრატის კონცენტრაციას. შემდგომი დოზირებისთვის და მიღების ინტერვალისთვის გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქცია.  

12 წლის და მეტი ასაკის პაციენტები

რეკომენდებული დოზაა 15 - 20 მგ / კგ სხეულის მასაზე ყოველ 8-12 საათში (არაუმეტეს  2 გრამისა თითოეულ დოზაზე).

მძიმედ დაავადებულ პაციენტებში, შეიძლება გამოყენებულ იქნას დატვირთული დოზა 25-30 მგ / კგ  სხეულის მასაზე, შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის სწრაფი მიღწევის გაადვილების მიზნით.

ახალშობილები და ერთი თვის ასაკიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:

რეკომენდებული დოზაა 10-15 მგ / კგ სხეულის მასაზე ყოველ 6 საათში.

დროულად დაბადებული ახალშობილები (დაბადებიდან პოსტ ნატალური ასაკის 27-ე დღე) და ნაადრევად დაბადებული ახალშობილები (დაბადებიდან მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე პლიუს 27 დღე)

ახალშობილებში დოზის რეჟიმის დასადგენად საჭიროა ახალშობილთა მართვაში გამოცდილი ექიმის რჩევა. ახალშობილებში ვანკომიცინის დოზირების ერთი შესაძლო მეთოდი ილუსტრირებულია შემდეგ ცხრილში:

პმა (კვირა) დოზა (მგ/კგ) მიღების ინტერვალი (სთ)
<29 15 24
29-35 15 12
>35 15 8

პმა: პოსტ მენსტრუალური ასაკი [ბოლო მენსტრუალური პერიოდის პირველ დღეს და დაბადებას შორის გასული დრო (გესტაციური ასაკი) პლიუს დაბადების შემდეგ გასული დრო (მშობიარობის შემდგომი ასაკი)].

ბაქტერიული ენდოკარდიტის პერიოპერაციული პროფილაქტიკა ყველა ასაკობრივ ჯგუფში 

რეკომენდებული საწყისი დოზაა 15 მგ/კგ ანესთეზიამდე. ოპერაციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინის მეორე დოზის მიღება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა მოცემულია ქვემოთ ცხრილში. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა მორგებული უნდა იყოს ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე და ინდივიდუალურ კლინიკურ პასუხზე.

ჩვენება მკურნალობის ხანგრძლივობა
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
-        არა ნეკროზირებადი 7 - 14 დღე
-        ნეკროზირებადი 4 - 6 კვირა*
ძვლების და სახსრების ინფექციები 4 - 6 კვირა**
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია 7 - 14 დღე
ჰოსპიტალური პნევმონია, მათ შორის ვენტილატორთან ასოცირებული პნევმონია 7 - 14 დღე
ინფექციური ენდოკარდიტი 4 - 6 კვირა ***


* გააგრძელეთ მანამ, სანამ საჭირო არ იქნება ქირურგიული დამუშავება, პაციენტი კლინიკურად გაუმჯობესდება და პაციენტი აფებრილურია 48- 72 საათი.

** სახსრის პროთეზული ინფექციებისას რეკომენდებულია დამთრგუნველი ხანგრძლივი  პერორალური მკურნალობა.

*** კომბინირებული თერაპიის ხანგრძლივობა და საჭიროება ემყარება სარქვლის ტიპსა და ორგანიზმს.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შემცირების გამო შეიძლება საჭირო გახდეს დაბალი შემანარჩუნებელი დოზის დანიშვნა. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში, ყურადღება უნდა მიექცეს თავდაპირველ საწყის დოზას, რასაც მოჰყვება შრატში ვანკომიცინის დონის მომატება, ვიდრე დოზირების გრაფიკს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (RRT) მრავალი სხვა ფაქტორის გამო, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათში ვანკომიცინის დონეზე.

თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ უნდა შემცირდეს საწყისი დოზა. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სასურველია გახანგრძლივდეს მიღების ინტერვალი, ვიდრე შემცირდეს  სადღეღამისო დოზა. 

სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს იმ სამკურნალო პროდუქტებთან ერთად მიღებას, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ვანკომიცინის კლირენსი ან / და გააძლიერონ მისი არასასურველი მოვლენები. 

ვანკომიცინი ცუდად დიალიზდება წყვეტილი ჰემოდიალიზით. თუმცა, მაღალი ნაკადის მემბრანების გამოყენება და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (CRRT) ზრდის ვანკომიცინის კლირენსს და ზოგადად, საჭიროებს დოზის შეცვლას (ჩვეულებრივ, ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ, წყვეტილი ჰემოდიალიზის შემთხვევაში). 

მოზრდილები

მოზრდილ პაციენტებში დოზის კორექცია შეიძლება განისაზღვროს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით (eGFR) შემდეგი ფორმულით:

მამაკაცები: [წონა (კგ) x 140 - ასაკი (წელი)] / 72 x შრატში კრეატინინი (მგ / დლ)

ქალები: 0.85 x მოცულობა, რომელიც გამოითვლება ზემოთმოცემული ფორმულით.

მოზრდილ პაციენტებში ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 15-20 მგ / კგ, რომლის მიღება შესაძლებელია ყოველ 24 საათში პაციენტებში, რომლებსაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20-დან 49 მლ / წთ-მდე. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები) ან თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მქონე პაციენტებში, შემდეგი დოზის სათანადო დრო და ოდენობა  დიდწილად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ფორმაზე და უნდა ეფუძნებოდეს შრატში ვანკომიცინის დონის მიღწევას და დარჩენილი თირკმლის ფუნქციას (იხ. პუნქტი 4). 

კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გავითვალისწინოთ შემდეგი დოზის შეკავება, სანამ ველოდებით ვანკომიცინის დონის შედეგებს.

კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, არ უნდა შემცირდეს საწყისი დატვირთული დოზა (25-30 მგ/კგ).

პედიატრიული პოპულაციები

დოზის კორექტირება 1 წლის და მეტი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში შეიძლება ეფუძნებოდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს (გფს), რომელიც შეფასებულია Schwartz- ის ფორმულით:

გფს (მლ / წთ / 1.73 მ 2) = (სიმაღლე სმ x 0.413) / შრატში კრეატინინი (მგ / დლ)

გფს (მლ / წთ / 1.73 მ 2) = (სიმაღლე სმ x 36.2) / შრატში კრეატინინი (მკგმოლი/ლ)

ახალშობილებში და 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, გასათვალისწინებელია ექპერტის რჩევები, რადგან მათთვის არ გამოიყენება განახლებული Schwartz- ის ფორმულა. 

პედიატრიული პოპულაციებისთვის საორიენტაციო დოზის რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ ცხრილში, რომლებიც მიჰყვება იგივე პრინციპებს, როგორც ზრდასრულ პაციენტებში.

გფს (მლ/წთ/1.73 მ2) ივ. დოზა სიხშირე
50-30 15 მგ/კგ 12 საათში
29-10 15 მგ/კგ 24 საათში
< 10 10-15 მგ/კგ შემდეგი დოზირება სისხლში კონცენტრაციის დონეზე დაყრდნობით*
წყვეტილი ჰემოდიალიზი
პერიტონეალური დიალიზი
თირკმლის ჩანაცვლებითი უწყვეტი თერაპია 15 მგ/კგ შემდეგი დოზირება სისხლში კონცენტრაციის დონეზე დაყრდნობით*



 * შემდეგი დოზის სათანადო დრო და ოდენობა  დიდწილად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ფორმაზე და უნდა ეფუძნებოდეს შრატში ვანკომიცინის დონის მიღწევას და დარჩენილი თირკმლის ფუნქციას. 

კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გავითვალისწინოთ შემდეგი დოზის შეკავება, სანამ ველოდებით ვანკომიცინის დონის შედეგებს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ორსულობა

ორსულ ქალებში შრატში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მნიშვნელოვნად გაზრდა.

ჭარბწონიანი პაციენტები

ჭარბწონიან პაციენტებში საწყისი დოზა შერჩეული უნდა იყოს ინდივიდუალურად, სხეულის მთლიანი წონის მიხედვით, ისევე როგორც არაჭარბწონიან პაციენტებში.

შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი

სამკურნალო პრეპარატის მონიტორინგის სიხშირე (TDM) საჭიროებს ინდივიდუალიზაციას კლინიკური მდგომარეობიდან და მკურნალობის რეაქციიდან გამომდინარე, დაწყებული ყოველდღიური მაგალითიდან, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთ ჰემოდინამიკურად არასტაბილურ პაციენტში მინიმუმ ერთჯერ კვირაში და სტაბილურ პაციენტებში მკურნალობის რეაქციიდან. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი  უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ მკურნალობის მეორე დღეს, შემდეგი დოზის მიღებამდე. 

წყვეტილ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჩვეულებრივ უნდა შენარჩუნდეს ვანკომიცინის დონე ჰემოდიალიზის პროცესის დაწყებამდე. 

მკურნალობის დროს (მინიმალური) სისხლში ვანკომიცინის დონე ჩვეულებრივ უნდა იყოს 10-20 მგ/ლ, ინფექციის ადგილისა და პათოგენის მგრძნობელობის მიხედვით. მგრძნობიარე კლასიფიცირებული პათოგენების უკეთესად დასაფარავად მიკ ≥ 1 მგ/ლ, კლინიკური ლაბორატორიების მიერ ხშირად რეკომენდებულია 15-20 მგ / ლ მოცულობა.

მოდელზე დაფუძნებული მეთოდები შეიძლება სასარგებლო იყოს ინდივიდუალური დოზის საჭირობის პროგნოზირებისთვის, ადეკვატური AUC-ის მისაღწევად. მოდელზე დაფუძნებული მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პერსონალიზებული საწყისი დოზის გამოსათვლელად, ასევე სამკურნალო პრეპარატის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დოზის კორექტირებისთვის.

მიღების მეთოდი

ინტრავენური მიღება

ინტრავენური ვანკომიცინი ჩვეულებრივ ინიშნება წყვეტილი ინფუზიის სახით და ამ ნაწილში წარმოდგენილი  ინტრავენური გზით მიღების დოზის რეკომენდაციები  შეესაბამება ამ ტიპის მიღებას. 

ვანკომიცინის შეყვანა ხდება მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით, მინიმუმ ერთი საათის ხანგრძლივობით ან მაქსიმალური სიჩქარით 10 მგ / წთ (რომელიც უფრო ხანგრძლივია), რომელიც საკმარისად არის განზავებული (მინიმუმ 200 მლ ყოველ 1000 მგ-ზე).

იმ პაციენტებს, რომელთა სითხის მიღება შეზღუდული უნდა იყოს, ასევე შეუძლიათ მიიღონ 1000 მგ / 100 მლ ხსნარი, თუმცა ასეთი მაღალი კონცენტრაციებით ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

შეიძლება გათვალისწინებული იყოს ვანკომიცინის უწყვეტი ინფუზია, მაგალითად, პაციენტებში არასტაბილურ ვანკომიცინის კლირენსით. 

ხსნარის მომზადების, განკარგვის და სხვა მოხმარების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ხსნარის მომზადება

გამოყენების დროს 1000 მგ ფლაკონში დაამატეთ 20 მლ საინექციო წყალი.

ამ წესით განზავებულ ფლაკონში მიიღებთ 50 მგ/მლ ხსნარს.

საჭიროა შემდეგი განზავება. გაეცანით ინსტრუქციას:

წყვეტილი ინფუზია მიღების  სასურველი მეთოდია. 1000 მგ ვანკომიცინის შემცველი რეკონსტრუირებული ხსნარი უნდა განზავდეს მინიმუმ 200 მლ გამხსნელში. შესაფერისი გამხსნელებია ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზია ან 5% დექსტროზას ინტრავენური ინფუზია. სასურველი დოზის მიღება ხდება ინტრავენური ინფუზიის გზით მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში. თუ მიიღება ხანმოკლე დროში ან უფრო მაღალი კონცენტრაციით, თრომბოფლებიტის გარდა არსებობს ჰიპოტენზიის ინდუცირების ალბათობა. სწრაფად მიღებისას შეიძლება განვითარდეს წამოხურება და გარდამავალი გამონაყარი კისერზე და მხრებზე.

უწყვეტი ინფუზია (გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წყვეტილი ინფუზია). 1000-2000 მგ შეიძლება დაემატოს ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზიის საკმარისად დიდ მოცულობას ან 5% დექსტროზას ინტრავენურ ინფუზიას, სასურველი სადღეღამისო დოზისთვის, რომლის შეყვანაც ხდება ნელა, ინტრავენური წვეთოვანით 24 საათის განმავლობაში.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტის ან ნარჩენის განკარგვა უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. 

გვერდითი ეფექტები

უსაფრთოების პროფილის შეჯამება

ვანკომიცინის სწრაფი ინფუზიისას ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია ფლებიტი, ფსევდოალერგიული რეაქციები და წამოხურება სხეულის ზედა ნაწილში ("წითელი კისრის სინდრომი").

ვანკომიცინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უმნიშვნელოა. თუმცა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ძლიერი ანთების დროს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობასთან ერთად, ვანკომიცინის პარენტერალური გზით მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციების ტაბულირებული ჩამონათვალი

ყოველი სიხშირის ჯგუფში არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია სირთულის შემცირებისთვის.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები განსაზღვრულია MedDRA კონვენციის და სისტემის ორგანოთა კლასის მონაცემთა ბაზის გამოყენებით:

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 -დან < 1/10-მდე); არახშირი  (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით ვერ ხდება შეფასება).

სისტემური ორგანული კლასი
სიხშირე გვერდითი რეაქციები
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი შექცევადი ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია,პანციტოპენია
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
იშვიათი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები
ყურის და ლაბირინთის მხრივ დარღვევები:
არახშირი  სმენის გარდამავალი ან მუდმივი დაკარგვა
იშვიათი ტრიალი, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა
გულის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი გულის გაჩერება
სისხლძარღვოვანი დარღვევები:
ხშირი არტერიული წნევის შემცირება
იშვიათი ვასკულიტი
სასუნთქი გზების, თორაკალური და შუასაყარის მხრივ დარღვევები
ხშირი ქოშინი, სტრიდორი
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:
იშვიათი გულისრევა
ძალიან იშვიათი ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
უცნობი ღებინება, დიარეა
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:
ხშირი წამოხურება სხეულის ზედა ნაწილში ("წითელი კისრის სინდრომი"), ეგზანთემა და ლორწოვანის ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება
ძალიან ხშირი ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ხაზოვანი IgA ბულოზური დერმატოზები
უცნობი ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები (DRESS სინდრომი), AGEP (მწვავე განზოგადებული ეგზანთემატური პუსტულოზი)
თირკმლის და საშარდე გზების მხრივ დარღვევები

ხშირი
თირკმლის უკმარისობა, უპირატესად გამოიხატება შრატში კრეატინინის და შრატში შარდოვანას მომატებით
იშვიათი ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა
უცნობი მწვავე ტუბულარული ნეკროზი


ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობა
ხშირი
ფლებიტი, სხეულის ზედა ნაწილის და სახის სიწითლე
იშვიათი
წამლისმიერი ცხელება, კანკალი, გულმკერდის და ზურგის კუნთების ტკივილი და კუნთების სპაზმი 
 წამლის სელექციური  გვერდითი რეაქციების აღწერა

შექცევადი ნეიტროპენია ხშირად იწყება ინტრავენური თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის ან მეტი ხნის შემდეგ ან საერთო ჯამური დოზის 25 გ-ზე მეტის მიღების შემდეგ.

სწრაფი ინფუზიის დროს ან მოკლე დროის გასვლის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს ანაფილაქსიური / ანაფილაქტოიდური რეაქციები ხრიალის ჩათვლით. რეაქციები მცირდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას, ზოგადად 20 წუთიდან 2 საათამდე პერიოდში. ვანკომიცინის ინფუზია უნდა გაკეთდეს ნელა. ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ნეკროზი. სიყრუეს შეიძლება წინ უძღოდეს ყურებში ხმაური და უნდა ჩაითვალოს მკურნალობის შეწყვეტის მანიშნებლად.

ოტოტოქსიკურობა პირველ რიგში აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მაღალი დოზებით, ან იმ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობდნენ სხვა ოტოტოქსიურ სამკურნალო პროდუქტებს, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, ან მათში, ვისაც მანამდე ჰქონდა თირკმლის ფუნქციის ან სმენის შემცირება.

თუ არსებობს ბულოზური დარღვევის ეჭვი, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებული დერმატოლოგიური შეფასება.

პედიატრიული პოპულაციები

უსაფრთხოების პროფილი ზოგადად შესაბამისია ბავშვებსა და ზრდასრულ პაციენტებს შორის. ნეფროტოქსიურობა აღწერილია ბავშვებში, ხშირად, სხვა ნეფროტოქსიკურ აგენტებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ტერატოლოგიური კვლევები ჩატარდა ვირთხებში ადამიანის დოზაზე 5-ჯერ მეტი რაოდენობით, ხოლო ბოცვრებში - ადამიანის დოზაზე 3-ჯერ მეტი რაოდენობით და ვანკომიცინის მიღებით არ აღინიშნა ნაყოფის დაზიანება. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, მოცემული პრეპარატის პოტენციური ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური ეფექტები ჩვილებზე შეფასდა როდესაც პრეპარატი მიიღებოდა ორსულებში სერიოზული სტაფილოკოკური ინფექციებისთვის, რომლებიც ართულებენ ინტრავენური პრეპარატის მიჩვევას. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი აღმოჩნდა ჭიპლარის სისხლში. არ აღინიშნა სენსორული სმენის დაკარგვა ან ვანკომიცინისადმი მიკუთვნებული ნეფროტოქსიურობა.

ერთ ჩვილს, რომლის დედამაც მიიღო ვანკომიცინი ორსულობის მესამე ტრიმესტრში, აღინიშნა კონდუქტიური სმენის დაკარგვა, რაც არ ახასიათდებს ვანკომიცინის მიღებას. რადგან ვანკომიცინი მიღებული იქნა ორსულობის მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში, არ არის ცნობილი, იწვევს თუ არა ეს ნაყოფის დაზიანებას.

ვანკომიცინი ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ნაყოფის ტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად უნდა განხორციელდეს სისხლში პრეპარატის დონის მონიტორინგი. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ შრატში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევისთვის  ორსულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინის დოზის მნიშვნელოვანი გაზრდა. 

ძუძუთი კვება

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა ადამიანის რძეში. მეძუძურ ქალებში ვანკომიცინის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეძუძურმა ახალშობილმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეძლოს  ვანკომიცინის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. 

წამალთშორისი ურთიერთქმედება

ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული მიღებისას აღინიშნა ერითემა, ჰისტამინის მსგავსი ცხელების შეგრძნება და ანაფილაქტოიდური რეაქციები.

აღინიშნა, რომ ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე იზრდება საანესთეზიო საშუალებებთან ერთად მიღებისას. ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების შემცირება შეიძლება თუ ანესთეზიამდე მოხდება ვანკომიცინის ინფუზია 60 წუთიანი ხანგრძლივობით. ანესთეზიის დროს მიღებისას, დოზა უნდა განზავდეს 5 მგ / მლ ან ნაკლებში და გაკეთდეს ნელა გულზე დაკვირვებით. ინფუზიის დასრულებამდე არ უნდა მოხდეს პოზიციის შეცვლა, რათა მოხდეს პოსტულარული მორგება.

სხვა პოტენციურად ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიურ პრეპარატების, როგორიც არის ამფოტერიცინი B, ამინოგლიკოზიდები, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, ქოლისტინი, ვიომიცინი, ცისპლატინი, მარყუჟოვანი დიურეტიკები და არასტეროიდული, ანთების საწინაღმდეგო პრეპარატების ერთად ან ერთმანეთის მიყოლებით მიღებისას ან ადგილობრივად გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდოს ვანკომიცინის ტოქსიურობა და თუ მათი მიღება საჭიროა, მაშინ მიიღება სიფრთხილით და შესაბამისი დაკვირვებით.

ჭარბი დოზა:

რეკომენდებულია მხარდამჭერი თერაპია, გორგლოვანი ფილტრაციის შესანარჩუნებით. ვანკომიცინი რთულად გამოდის ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის საშუალებით. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ XAD-4 ამბერლიტის ფისით ჰემოპერფუზიის ჩატარებას არ აქვს დიდი სარგებელი.

შეუთავსებლობა

ვანკომიცინის ხსნარს აქვს დაბალი pH, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ან ფიზიკური არასტაბილურობა სხვა ნაერთებთან შერევისას. პრეპარატის შერევა დაუშვებელია ტუტე ხსნარებთან.

ვანკომიცინის ხსნარის და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ხსნარების ნარევები ფიზიკურად შეუთავსებადია. ნალექის ალბათობა იზრდება ვანკომიცინის მაღალი კონცენტრაციებისას. რეკომენდებულია სათანადოდ გამოირეცხოს ინტრავენური ხაზები მოცემული ანტიბიოტიკების მიღებამდე. ასევე რეკომენდებულია ვანკომიცინის ხსნარების განზავება 5მგ/მლ ან ნაკლებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის დამტკიცებული ვანკომიცინის ინტრავიტრალური გზით ინექცია, ვანკომიცინის და ცეფტაზიდიმის ინტრავიტრალური ინექციის შემდეგ  აღინიშნა პრეციპიტაცია, ენდოფტალმიტისთვის სხვადასხვა შპრიცების და ნემსების გამოყენებისას. პრეციპიტატები თანდათანობით იხსნებოდა მინისებრი ღრუს სრული გასუფთავებით ორი თვის მანძილზე და მხედველობის სიმკვეთრის გაუმჯობესებით.

გამოშვების ფორმა

ვანტოპი (ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი ინექცია USP) ხელმისაწვდომია სტერილური საინექციო ფხვნილის  სახით 20 მლ ფლაკონში. 

10 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 

2 წელი.

შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს.

განზავებული ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს 14 დღე 2°C - 8°C ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy