Sanacef - სანაცეფი 1გ ლიდოკაინით 3.5მლ 1 ფლაკონი
ჩვენება:ქრონიკული ბრონქიტის მქონე მოზრდილებში გულმკერდის ინფექციების სამკურნალოდ, ოპერაციის დროს ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
სანაცეფი1გ.
ცეფტრიაქსონი 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარისათვის
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ეს ინსრტუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
· დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
· ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
· თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4. 1.
1. რა არის სანაცეფი 1 გ და რისთვის გამოიყენება იგი.
ცეფტრიაქსონი არის ანტიბიოტიკი, რომელსაც აძლევენ მოზრდილებს და ბავშვებს (ახალშობილთა ჩათვლით). ის კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.
სანაცეფი 1 გ გამოიყენება შემდეგი ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ
‾ თავის ტვინი (მენინგიტი).
‾ -ფილტვები
‾ შუა ყური.
‾ მუცლის ღრუ და მუცლის კედელი (პერიტონიტი).
‾ საშარდე გზები და თირკმელები.
‾ ძვლები და სახსრები.
‾ კანი ან რბილი ქსოვილები.
‾ სისხლი.
‾ გული.
მისი დანიშვნა შესაძლებელია:
‾ სპეციფიკური სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (გონორეა და სიფილისი) სამკურნალოდ.
‾ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (ნეიტროპენია), რომლებსაც აქვთ სიცხე ბაქტერიული ინფექციის გამო.
‾ ქრონიკული ბრონქიტის მქონე მოზრდილებში გულმკერდის ინფექციების სამკურნალოდ.
‾ ლაიმის დაავადების (ტკიპების ნაკბენით გამოწვეული) სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში 15 დღის ასაკიდან.
‾ ოპერაციის დროს ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
2. რა უნდა იცოდეთ სანაცეფი 1 გ -ს მიღებამდე
სანაცეფი 1 გ არ უნდა მიიღოთ, თუ:
‾ ალერგიული ხართ ცეფტრიაქსონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
‾ გქონიათ უეცარი ან მძიმე ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან მსგავსი ანტიბიოტიკების მიმართ (როგორიცაა ცეფალოსპორინები, კარბაპენემები ან მონობაქტამები). ნიშნებია ყელის ან სახის უეცარი შეშუპება, რამაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა ან ყლაპვა, ხელების, ფეხების და ტერფების უეცარი შეშუპება და ძლიერი გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება.
სანაცეფი 1 გ არ უნდა დაენიშნოთ ბავშვებს, თუ:
‾ ბავშვი დღენაკლულია
‾ ბავშვი არის ახალშობილი (28 დღემდე) და აქვს გარკვეული სისხლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის ან თვალის თეთრი ფერის გაყვითლება) ან ინტრავენურად უნდა გაუკეთდეს პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
‾ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას სანაცეფი 1 გ მიღებამდე, თუ:
‾ ახლახანს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს.
‾ ცოტა ხნის წინ გქონდათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. ოდესმე გქონიათ ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, კოლიტი (ნაწლავის ანთება).
‾ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.
‾ გაქვთ კენჭები ნაღველში ან თირკმელში.
‾ გაქვთ სხვა დაავადებები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება კანი გახადოს ღია ყვითელი და გამოიწვიოს სისუსტე ან ქოშინი).
‾ ხართ ნატრიუმის დაბალი შემცველობით დიეტაზე.
თუ გჭირდებათ სისხლის ან შარდის ანალიზი
თუ დაგენიშნათ სანაცეფი 1 გ დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება.
სანაცეფი 1გ-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს შაქრის, შარდის და სისხლის ანალიზის შედეგებზე, რომელიც ცნობილია როგორც კუმბსის ტესტი. თუ იტარებთ ტესტებს:
- აცნობეთ ლაბორანტს, რომ იღებთ სანაცეფი 1 გ-ს
თუ გაქვთ დიაბეტი ან გჭირდებათ სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, არ უნდა გამოიყენოთ სისხლში გლუკოზის მონიტორინგის გარკვეული სისტემები, რომლებმაც შეიძლება არასწორად შეაფასონ სისხლში გლუკოზა ცეფტრიაქსონის მიღებისას. თუ იყენებთ ასეთ სისტემებს, შეამოწმეთ გამოყენების ინსტრუქცია და აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ტესტირების ალტერნატიული მეთოდები.
ბავშვები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, სანამ თქვენი შვილი მიიღებს სანაცეფი 1 გ -ს, თუ:
მას ცოტა ხნის წინ ინტრავენურად გაუკეთდა ან უნდა გაუკეთდეს პროდუქტი, რომელიც შეიცავს კალციუმს .
სხვა მედიკამენტები და სანაცეფი 1გ
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
- ანტიბიოტიკის სახეობა, რომელსაც ამინოგლიკოზიდი ჰქვია.
- ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით თვალის).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ექიმი განიხილავს სანაცეფი 1 გ -ით მკურნალობით სარგებელს თქვენი ბავშვისთვის რისკის საპირწონედ.
ცეფტრიაქსონი ორსულობის დროს და განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აღემატება რისკს.
ცეფტრიაქსონი გამოიყოფა დედის რძეში დაბალ კონცენტრაციებში, მაგრამ ცეფტრიაქსონის თერაპიული დოზებით ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, არ არის გამორიცხული დიარეისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის რისკი. გათვალისწინებული უნდა იქნას სენსიბილიზაციის შესაძლებლობა. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ცეფტრიაქსონის თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
სანაცეფი 1 გ-მ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ გამოვლინდება ეს სიმპტომები.
სანაცეფი 1 გ შეიცავს ნატრიუმს
სანაცეფი 1 გ საინექციო შეიცავს ნატრიუმს.
გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია პაციენტებისათვის, რომლებიც არიან ნატრიუმის კონტროლით დიეტაზე.
3. როგორ მივიღოთ სანაცეფი 1 გ
სანაცეფი 1 გ ჩვეულებრივ ინიშნება ექიმის ან მედდის მიერ. 1 გ ცეფტრიაქსონი იხსნება 3,5 მლ ლიდოკაინის 1%-იან ხსნარში. ხსნარი შეჰყავთ ღრმა ინტრამუსკულური ინექციით. ინტრამუსკულური ინექციები კარგად უნდა იყოს შეყვანილი შედარებით დიდი კუნთის დიდი ნაწილის ფარგლებში და არაუმეტეს 1 გ-ისა ერთ ადგილას. 1 გ-ზე მეტი დოზები უნდა გაიყოს და შევანილი იქნას ერთზე მეტ ადგილას.
სანაცეფი 1 გ მზადდება ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მიერ და არ იშეიძლება მისი შერევა კალციუმის შემცველ ინექციებთან ან მათთან ერთად მისი მიღება.
რეკომენდებული დოზა
თქვენი ექიმი გადაწყვეტს სანაცეფი 1 გ-ის სწორ დოზას თქვენთვის. დოზა დამოკიდებული იქნება ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე; იღებთ თუ არა სხვა ანტიბიოტიკებს; თქვენს წონასა და ასაკზე; რამდენად კარგად მუშაობს თქვენი თირკმელები და ღვიძლი. დღეების ან კვირების რაოდენობა, რომლითაც მიიღებთ სანაცეფი 1 გ -ს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ინფექცია გაქვთ.
მოზრდილები, ხანდაზმული ადამიანები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები 50 კგ ან მეტი სხეულის მასით:
- 1-დან 2 გ-მდე დღეში ერთხელ, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით. თუ გაქვთ მძიმე ინფექცია, თქვენი ექიმი მოგცემთ უფრო მაღალ დოზას (4 გ-მდე დღეში ერთხელ). თუ თქვენი დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს, შეგიძლიათ მიიღოთ იგი ერთჯერადი დოზის სახით დღეში ერთხელ ან ორი ცალკეული დოზის სახით.
ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით:
- 50-80 მგ ცეფტრიაქსონი ბავშვის სხეულის წონის ყოველ კგ-ზე დღეში ერთხელ, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის შესაბამისად. თუ ბავშვს აქვს მძიმე ინფექცია, თქვენი ექიმი მისცემს ბავშვს უფრო მაღალ დოზას, 100 მგ-მდე სხეულის მასის ყოველ კგ- ზე, მაქსიმუმ 4 გ დღეში ერთხელ. თუ დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს, ბავშვმა შეიძლება მიიღოს იგი ერთჯერადად დღეში ერთ ან ორ ცალკეულ დოზად.
- 50 კგ ან მეტი წონის მქონე ბავშვებს უნდა მიეცეთ მოზრდილის დოზა.
ახალშობილები (0-14 დღე)
- ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია დღენაკლულ ახალშობილებში 41 კვირამდე პოსტმენსტრუაციის ასაკამდე (გესტაციური ასაკი+ ქრონოლოგიური ასაკი).
- ბავშვის სხეულის მასის თითოეულ კგ.-ზე 20 - 50 მგ სანაცეფი 1 გ დღეში ერთხელ, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.
- მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა იყოს 50 მგ-ზე მეტი ბავშვის წონის ყოველ კგ-ზე.
ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანები
თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ განსხვავებული დოზა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რა რაოდენობის სანაცეფი 1 გ დაგჭირდებათ და შეგამოწმებთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით.
თუ საჭიროზე მეტი სანაცეფი1 გ მიიღეთ
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ სანაცეფი 1გ-ს მიღება
თუ ინექცია გამოტოვეთ, ის უნდა გაიკეთოთ რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ თქვენი შემდეგი ინექციის დროა, აღარ მიიღოთ გამოტოვებული ინექცია. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ სანაცეფი 1გ-ს გამოყენებას
არ შეწყვიტოთ სანაცეფი 1 გ-ს მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან მედდას.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
მძიმე ალერგიული რეაქციები (დაუდგენელი, სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)
თუ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს:
- სახის, ყელის, ტუჩების ან პირის უეცარ შეშუპებას. ამან შეიძლება გაართულოს სუნთქვა ან ყლაპვა.
- ხელების, ფეხების და ტერფების უეცარ შეშუპებას.
ძლიერი გამონაყარი კანზე (დაუდგენელი, სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)
თუ თქვენ გაქვთ ძლიერი გამონაყარი კანზე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
- ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ გამონაყარს, რომელიც სწრაფად ვითარდება, ბუშტუკებით ან კანის აქერცვლით და შესაძლოა ბუშტუკები პირის ღრუში.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში)
- სისხლის თეთრი უჯრედების ანომალიები (როგორიცაა ლეიკოციტების დაქვეითება და ეოზინოფილების მატება) და თრომბოციტების შემცირება.
- თხელი განავალი ან დიარეა.
- გამონაყარი.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)
‾ სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, სოორი).
‾ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია).
‾ სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).
‾ პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს სისხლჩაქცევების ადვილად წარმოშობას და სახსრების ტკივილს და შეშუპებას.
‾ თავის ტკივილი.
‾ თავბრუსხვევა.
‾ ღებინების შეგრძნება ან ღებინება.
‾ პრურიტი (ქავილი).
‾ ვენების ანთება (ფლებიტი).
‾ ტკივილი ან წვის შეგრძნება ვენის გასწვრივ, საიდნაც გაკეთდა სანაცეფი 1 გ-ის ინექცია. ტკივილი ინექციის შეყვანის ადგილას.
‾ მაღალი ტემპერატურა (ცხელება).
‾ თირკმელის ფუნქციის ტესტის მაჩვენებლის ცვლილება (სისხლში კრეატინინის მომატება).
‾ ცვლილებები ღვიძლის ფუნქციების ანალიზის შედეგებში.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში)
- მსხვილი ნაწლავის (სწორი ნაწლავის) ანთება. ნიშნებია დიარეა, ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და სიცხე.
- ენცეფალოპათია.
- სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).
- მსხვილი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), რომელმაც შეიძლება დაფაროს თქვენი სხეულის დიდი ნაწილი, ქავილის შეგრძნება და შეშუპება.
- სისხლი ან შაქარი შარდში.
- შეშუპება (სითხის დაგროვება).
- კანკალი.
უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- მეორადი ინფექცია, რომელიც შეიძლება არ რეაგირებდეს ადრე დანიშნულ ანტიბიოტიკზე.
- ანემიის ფორმა, როდესაც ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები (ჰემოლიზური ანემია).
- სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება (აგრანულოციტოზი).
- ანაფილაქსიური შოკი.
- ანაფილაქსიური რეაქცია.
- ანაფილაქტოიდური რეაქცია.
- ჰიპერმგრძნობელობა.
- იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია.
- კრუნჩხვები.
- ვერტიგო (ბრუნვის შეგრძნება).
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), ნიშნები მოიცავს ძლიერ ტკივილს კუჭში, რომელიც ვრცელდება ზურგზე.
- პირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი).
- ენის ანთება (გლოსიტი). ნიშნებია ენის შეშუპება, სიწითლე და ტკივილი.
- პრობლემები ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და გულისრევა.
- ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ახალშობილებში მძიმე სიყვითლით (კერნიქტერუსი).
- ჰეპატიტი.
- ქოლესტაზური ჰეპატიტი.
- სტივენს ჯონსონის სინდრომი
- ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
- მულტიფორმული ერითემა.
- მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
- თირკმელების პრობლემები გამოწვეული კალციუმის ცეფტრიაქსონის დეპოზიტებით. შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი წყლის (შარდის) გამოყოფისას ან შარდის დაბალი გამოყოფის დროს.
- ცრუ დადებითი შედეგი კუმბსის ტესტში (ტესტი სისხლის გარკვეული პრობლემისთვის).
- ცრუ დადებითი შედეგი გალაქტოზემიაზე (შაქრის გალაქტოზის არანორმალური დაგროვება).
- სანაცეფი 1 გ-მ შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის ზოგიერთი ტიპის ანალიზზე - გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ შეინახოთ სანაცეფი 1 გ
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე და შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სანაცეფი 1გ
აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ცეფტრიაქსონი. თითოეული ფლაკონი შეიცავს ცეფტრიაქსონ ნატრიუმს რომელიც ექვივალენტურია 1 გ ცეფტრიაქსონის, ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარისათვის
თითოეული ამპულა შეიცავს 3,5 მლ 1% ლიდოკაინს გამხსნელის სახით.
შეფუთვის შიგთავსი
სანაცეფი1 გ -ს ყოველი შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონ ცეფტრიაქსონი და 1 ამპულა 1% ლიდოკაინს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account