Propofol - პროპოფოლ ლიპურო 1% 20მლ N5
ჩვენება:სედაციისათვის ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისას, ცალკე ან ადგილობრივ ან რეგიონალურ ანესთეზიასთან კომბინაციაში.
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ საინექციო ან საინფუზიო ემულსია
აქტიური ნივთიერება: პროპოფოლი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ აღინიშნება გვერდითი მოვლენები, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ გვერდი4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ და რისთვის გამოიყენება?
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ-ის გამოყენებამდე?
3. პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ´-ის გამოყენების წესი.
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5. პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ-ის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ და რისთვის გამოიყენება?
პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ზოგად ანესთეზიურებად (ნარკოტიკული საშუალებები). ზოგადი ანესთეზიურები გამოიყენებიან გონების დაკარგვის გამოწვევისათვის (ძილის სახეობა), ოპერაციის ან სხვა მკურნალობითი პროცედურების ჩატარებისას. მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია სედაციის გამოწვევისათვის (ისე, რომ პაციენტი არის გაბრუებული, თუმცა არა ძილის მდგომარეობაში).
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ გამოიყენება
- ნარკოზის შეყვანის და შენარჩუნებისათვის ზრდასრულ პაციენტებში და ბავშვებში 1 თვის ასაკიდან,
- სედაციისათვის (დამამშვიდებელი სახით) დამოუკიდებელ სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში 16 წელზე ზემოთ ინტენსიური მკურნალობის ფარგლებში.
- სედაციისათვის უფროსებში და ბავშვებში 1 თვის ასაკიდან ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურებისას, ცალკე ან ადგილობრივ ან რეგიონალურ ანესთეზიასთან კომბინაციაში (ადგილობრივი გაყუჩება).
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ გამოყენებამდე?
პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ -ის გამოყენება არ შეიძლება:
- თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა) პროპოფოლის, სოიოს, მიწის თხილის ან პუნქტში 6 აღნიშნული სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
არ შეიძლება 16 წლის ან უმცროსი ასაკის პაციენტებში ინტენსიური მკურნალობის ფარგლებში სედაციის მიზნით გამოყენება. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს პროპოფოლი - ლიპურო 10მგ/მლ გამოყენებამდე.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე,
- თუ აღინიშნება ძლიერი თავის დაზიანებები,
- თუ პაციენტს აღენიშნება მიტოქონდრიის დაავადება,
- თუ პაციენტს აღენიშნება დაავადება, რომლის დროსაც სხეულს არ შეუძლია ცხიმის ნორმალურად გადამუშავება.
- თუ აღინიშნება ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რაც იწვევს ისეთ მდგომარეობას, რომ თქვენ ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას გმართებთ სიფრთხილე,
- თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის დეფიციტი (ჰიპოვოლემია),
- თუ პაციენტი ძალიან დასუსტებულია ან აღინიშნება გულის, თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები,
- თუ აღინიშნება ტვინის მაღალი წნევა,
- თუ აღინიშნება სუნთქვის პრობლემები,
- თუ აღინიშნება ეპილეფსია,
- თუ გესაჭიროებათ ჩარევა, რომლის დროსაც უნებლიე მოძრაობები განსაკუთრებით არასასურველია.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ აღნიშნული დაავადებები ან დარღვევები აღინიშნება თქვენს შემთხვევაში.
თუ ერთდროულად იღებთ სხვა ლიპიდებს ვენაში წვეთოვანის გზით, ექიმმა უნდა მიაქციოს ყურადღება თქვენს ყოველდღიურ საერთო ცხიმის შეყვანას.
პროპოფოლი შეიყვანება ექიმის მიერ, რომელიც კვალიფიცირებულია ანესთეზიაში და ინტენსიურ მედიცინაში. პაციენტი ნარკოზის ქვეშ ყოფნისას და გამოფხიზლების ფაზაში უნდა იმყოფებოდეს მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
თუ გამოლინდება ეგრეთ წოდებული ,,პროპოფოლის-ინფუზიის-სინდრომი‘‘ (სიმპტომების დეტალური სია იხილეთ პუნქტში 4 ,,რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი ?’’), მაშინ ექიმი დაუყონებლივ შეწყვეტს პროპოფოლის გამოყენებას.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ პუნქტში ,,ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე’’ აღნიშნულ უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც უნდა დაიცვათ პროპოფოლის გამოყენების შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
პროპოფოლი-ლიპოდოს გამოყენება ახალშობილებში არ არის რეკომენდებული.
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება 16 წლის და უფრო მცირე ასაკის პაციენტებში სედაციისათვის ინტენსიური მკურნალობის ფარგლებში (იხილე პუნქტი ,,არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ გამოყენება’’).
პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან მიიღეთ/გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას/გამოყენებას.
პროპოფოლი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა რეგიონალური საანესთეზიო ტექნიკასთან, რომლის დროსაც ხდება პაციენტის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილის გაყუჩება (ეპიდურალური და სპინალური ანესთეზია).
გარდა ამისა აღინიშნა უსაფრთო გამოყენება შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციისას :
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ჩარევის წინ
· სხვა მედიკამენტები, როგორიცაა კუნთების გამაყუჩებელი საშუალებები
· ნარკოზული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შესუნთქვის გზით
· ტკივილგამაყუჩებლები
ექიმი დანიშნავს პროპოფოლის შეძლებისდაგვარად დაბალ დოზას, თუ ზოგადი ნარკოზი ან სედაცია საჭიროა რეგიონალური ანესთეზიის შემდეგ.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, თუ ერთდროულად პაციეტი იღებს ანტიბიოტიკურ საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ რიფამპიცინს - შესაძლოა აღინიშნოს სისხლის წნევის ძლიერი დაცემა.
პროპოფოლი - ლიპურო 10მგ/მლ-ის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად
ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას ალკოჰოლის გამოყენების შესახებ პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ გამოყენებამდე და მისი გამოყენების შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულოას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, გარდა ერთმნიშვნელოვანი გარდაუვალი აუცილებლობისა. ის აღწევს პლაცენტაში და შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის ვიტალური ფუნქციების დათრგუნვა.
თუმცა პროპოფოლის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტის პროცედურების ჩატარებისას.
თუ თქვენ კვებავთ ჩვილს ძუძუთი, მაშინ უნდა შეწყდეს ლაქტაცია პროპოფოლი-ლიპუროს გამოყენებამდე და პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ-ის გამოყენების შემდეგ 24 სთ განმავლობაში დედის რძე უნდა გადააქციოთ. ლაქტაციის დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პროპოფოლი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ ინექციის ან ინფუზიის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებზე მუშაობა.
ექიმი გირჩევთ:
· საჭიროა თუ არა კლინიკიდან გაწერისას თან გახლდეთ გამცილებელი პირი
· როდის შეგიძლიათ კვლავ ავტომობილის და მექანიზმების მართვა
· მოგცემთ მითითებებს სხვა დამამშვიდებელი საშუალებების მიღების თაობაზე (მაგ., დამამშვიდებლები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ალკოჰოლი)
პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ შეიცავს ნატრიუმს და სოიოს ზეთს
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს, მაგრამ 1მმოლ (23მგ) -ზე ნაკლებ ნატრიუმს ყოველ 100მლ-ზე, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ,,უნატრიუმოა‘‘.
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ შეიცავს სოიოს ზეთს. მისი გამოყენება არ შეიძლება, თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მიწის თხილის ან სოიოს მიმართ.
3. პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ გამოყენების წესი
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ გამოიყენება მხოლოდ ანესთეზიოლოგების ან განსაკუთრებული კვალიფიკაციის მქონე ექიმების მიერ ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში.
დოზირება
მისაღები დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, სხეულის წონის და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. ექიმი დანიშნავს სწორ დოზირებას, რაც საჭიროა ნარკოზის დაწყებისათვის ან შენარჩუნებისათვის ან საჭირო დამამშვიდებელი-/ძილის მდგომარეობის გამოწვევისათვის, რომლის დროსაც პაციენტს ჩაუტარდება რეაქციებზე და სასიცოცხლო ნიშნებზე მკაცრი მეთვალყურეობა (პულსი, სისხლის წნევა, სუნთქვა და ა.შ.). ექიმი გაითვალისწინებს ასევე საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ხანგრძლივობის შეზღუდვებს.
თუ პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ გამოიყენება ზოგადი ნარკოზის შეყვანისათვის, მაშინ მისი მიწოდება განხორციელდება როგორც წესი ინექციის სახით. ზოგადი ნარკოზის შენარჩუნებისათვის პროდუქტი შეიყვანება ხანგრძლივი ინფუზიის გზით (ნელი და ხანგრძლივი ინექცია). ინფუზიისას შესაძლებელია პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ-ის გაზავებული ან გაუზავებელი სახით გამოყენება. გონების გაბრუების სახით გამოყენებისას როგორც წესი ხდება პრეპარატის ინფუზიის გზით შეყვენა.
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ გამოიყენება მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ შეიყვანება ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის გზით, მაშასადამე ნემსის და წვრილი მილის მეშვეობით შეიყვანება ვენაში.
ვინაიდან პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ შეიცავს კონსერვანტებს, ინფუზია საჩხვლეტი ფლაკონიდან არ უნდა გაგრძელდეს 12 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში. საინფუზიო ფლაკონში გაზავებული პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ-ის ინფუზია არ უნდა გაგრძელდეს 6 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში.
პაციენტს ინექციის ან ინფუზიის ჩატარებისას, უნდა ჩაუტარდეს მონიტორინგი სისხლის მიმოქცევაზე და სუნთქვაზე.
თუ მიიღეთ პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ საჭიროზე მეტი დოზა
ზედოზირება ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან პრეპარატის რაოდენობა, რომელსაც იღებს პაციენტი მკაცრად გადამოწმებულია.
თუ შემთხვევით მოხდება ჭარბი დოზირების გამოყენება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის გულის და სუნთქვის გართულებები. ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან გამოვლინდება რომელიმე, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისათვის:
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე):
- სისხლის დაბალი წნევა, რაც ჩვეულებრივ საჭიროებს სითხის ინფუზიას და პროპოფოლის მიწოდების სიჩქარის შემცირებას.
- ძალიან შენელებული გულისცემა, რაც იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გართულდეს.
იშვიათი (ვლინდება 1.000 პაციენტიდან 1-მდე):
- ეპილეფსიის მაგვარი კრუნჩხვითი შეტევები
ძალიან იშვიათად (ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-მდე):
- ალერგიული რეაქციები სახის, ენის ან ყელის შეშუპებით, სტვენითი სუნთქვა, კანის სიწითლე და დაბალის სისხლის წნევა.
- ოპერაციების შემდეგ აღინიშნა გონების დაკარგვის შემთხვევები. ამიტომ აუცილებელია გამოფხიზლების ფაზაში პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა.
- ფილტვებში წყლის დაგროვება (ფილტვების ოდემა) პროპოფოლის შეყვანის შემდეგ.
- საყლაპავი მილის ანთება.
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
- ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ცნობები რთული გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც მოიცავდნენ შემდეგი სიმპტომების ერთობლიობას: კუნთების ქსოვილის დაშლა, სისხლის მჟავიანობის მომატება, სისხლში კალციუმის უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაცია, სისხლში მაღალი ცხიმის დონე, არარეგულარული ელეკტროკარდიოგრამა (ბრუგადას ტიპის ეკგ), ღვიძლის გადიდება, არარეგულარული გულისცემა, თირკმლის და გულის უკმარისობა. სიმპტომების ეს კომბინაცია ცნობილია, როგორც ,,პროპოფოლის- ინფუზიის სინდრომი’’. ზოგიერთი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად. მსგავსი მოვლენები აღინიშნა მხოლოდ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში და იღებდნენ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე 4 მგ პროპოფოლზე მაღალ დოზირებას ყოველ საათში. იხილე პუნქტი 2 ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები’’.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოვლენებიც:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-პაციენტიდან 1 -ზე მეტში):
- ტკივილები ინექციის ადგილას პირველი ინექციის დროს. ამ ტკივილების შემცირება შესაძლებელია პროპოფოლის ქვედა მკლავის დიდ ვენაში შეყვანით. ლიდოკაინის (ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება (ლოკალური ანესთეზიური)) და პროპოფოლის ერთდროული ინექციით შესაძლოა შემცირდეს ტკივილები ინექციის ადგილას.
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე):
- სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება
- თავის ტკივილები გამოღვიძების ფაზაში
- ღებინება ან გულისრევა გამოღვიძების ფაზაში
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):
- სისხლის შედედება ვენებში და ვენების ანთება ინექციის ადგილას
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-მდე):
- სექსუალური კონტროლის დაკარგვა გამოღვიძების ფაზაში
- შარდის შეფერილობა პროპოფოლის ხანგრძლივი გამოყენებისას
- ოპერაციის შემდეგ სიცხე
- ქსოვილის დაზიანება მედიკამენტის შემთხვევით ვენის გარეთ შეყვანისას
უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
- უნებლიე მოძრაობები
- უჩვეულოდ კარგი გუნება-განწყობა
- ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ნარკოდამოკიდებულება
- გულის გაჩერება
- სუსტი სუნთქვა
- ტკივილები და/ან შეშუპებები ინექციის ადგილას შემთხვევით მედიკამენტის ვენის გარეთ შეყვანისას
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში პროფოპოლი გამოიყენება რეკომენდებულზე მაღალი დოზირებით, აღინიშნა კუნთების ქსოვილის დაშლა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქიაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. პროპოფოლი -ლიპურო 10 მგ/მლ შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება ეტიკეტზე და შეფუთვის კოლოფზე მითითებული ,,ვარგისიანობის ვადის’’ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ უნდა გამოიყენოთ უშუალოდ ამპულის /საჩხვლეტი ფლაკონის გახსნისთანავე.
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ გაზავების შემდეგ უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ.
არ შეიძლება პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ გამოყენება, თუ მედიკამენტის შენჯღრევის შემდეგ აღინიშნება ორი გაცალკევებული ფენა.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ, ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს პროპოფოლი-ლიპურო 10მგ/მლ
- აქტიური ნივთიერება არის პროპოფოლი.
ერთი მილილიტრი პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ შეიცავს 10 მგ პროპოფოლს.
ერთი 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 100 მგ პროპოფოლს.
ერთი 20 მლ-იანი ამპულა ან საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 200 მგ პროპოფოლს.
ერთი 50 მლ-იანი ამპულა შეიცავს 500 მგ პროპოფოლს.
ერთი 100 მლ-იანი სახვლეტი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ პროპოფოლს.
- დამხმარე ნივთიერებები :
რაფინირებული სოიოს ზეთი (Pჰ. Eურ.),
საშუალო ჯაჭვოვანი ტრიგლიცერიდები,
ეილეცითინი,
გლიცეროლი,
ნატრიუმოლეატი,
საინექციო წყალი.
პროპოფოლი-ლიპურო 10 მგ/მლ-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
მედიკამენტი წარმოადგენს საინექციო ან საინფუზიო ემულსიას.
ის არის რძისებრი თეთრი ზეთოვანი-წყლიანი ემულსია.
მედიკამენტი გაიცემა შემდეგი ფორმით:
- შუშის 10 მილილიტრიანი ამპულები და შეფუთვა 10 ამპულით
- შუშის 20 მილილიტრიანი ამპულები და შეფუთვა 5 ამპულით
- შუშის 20 მილილიტრიანი საჩხვლეტი ფლაკონი შეფუთვაში 10 საჩხვლეტი ფლაკონით
- შუშის 50 ან 100 მილილიტრიანი საჩხვლეტი ფლაკონი შეფუთვაში ერთი ან 10 საჩხვლეტი ფლაკონით
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account