მარკაინი 0.5% 4მლ,სპინალური ანესთეზიისათვის 5 ამპულა
მედიკამენტის დახასიათება
მედიკამენტის დასახელება
მარკაინი სპინალური ანესთეზიისათვის , 5 მგ / მლ , საინექციო ხსნარი
თვისობრივი შემადგენლობა
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი
გლუკოზის მონოჰიდრატი , ნატრიუმის ჰიდროქსიდი , საინექციო წყალი .
რაოდენობრივი შემადგენლობა
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 21.11 მგ
შეესაბამება 20.00 მგ ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის ანჰიდრიდს
ერთი 4.0 მლ - იანი ამპულისათვის
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება
ჩვენება
მედიკამენტი გამოიყენება ქირურგიული ჩარევებისას სხეულის ქვედა ნაწილის ანესთეზიისათვის .
უკუჩვენება
მედიკამენტი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში :
- ბუპივაკაინზე ან იმავე ოჯახის სხვა მედიკამენტებზე ალერგიული რეაქციისას
- პორფირიის ( მემკვიდრეობითი დაავადება , რომელიც მოქმედებს სისხლის წითელ უჯრედებზე ) მქონე პაციენტებში.
- ინტრავენური ინექციისათვის
- ამ ტიპის ანესთეზიაზე უკუჩვენებების არსებობისას .
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
სპეციალური გაფრთხილება
ინექციის გაკეთების შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მწოლიარე მდგომარეობაში და მისი თეძო არ უნდა იყოს მხრებზემაღალ პოზიციაში .
სიფრთხილე გამოყენებისას
ექიმი მიიღებს უსაფრთხოების ყველა ზომას ამ საანესთეზიო საშუალების გაკეთების ტექნიკასთან დაკავშირებით .
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უყოყმანოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და სხვა ურთიერთქმედებები
რამდენიმე მედიკამენტის ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით , სისტემატურად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ანფარმაცევტს მკურნალობის იმ კურსების შესახებ , რომლებსაც იტარებთ პარალელურად .
ორსულობა / ლაქტაცია
ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეთ თქვენი ანესთეზიოლოგი .
ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში , როგორც წესი , მედიკამენტის გამოყენებამდე სასურველია რჩევისათვის მიმართოთთქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
მანქანის მართვა ან მანქანა - დანადგარებთან მუშაობა
მედიკამენტი გავლენას ახდენს მანქანის მართვისა და მანქანა - დანადგარებთან მუშაობის უნარზე .
სპორტსმენები
სპორტსმენების საყურადღებოდ , მედიკამენტი შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებას , რომელიც მოგცემთ დადებით რეაქციასდოპინგის მიღებაზე ტესტირებისას .
დოზირება
ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითება .
მოხმარების მეთოდი და წესი
მხოლოდ ინტრათეკალური გზით . ჰიპერბარული ხსნარი .
ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითება .
მკურნალობის ხანგრძლივობა
ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითება .
ჭარბი დოზირება
სპინალური ანესთეზიისთვის განკუთვნილი მარკაინის ჭარბი დოზით გამოყენება ვერტებრალურ არხში იწვევს სისხლისწნევის დაცემას და სუნთქვის მხრივ პრობლემების წარმოქმნას , რისთვისაც საჭიროა სუნთქვის სასწრაფოდ ნორმალიზება დასისხლის წნევის დარეგულირება .
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპპარატი აღნიშნული მედიკამენტიც ზოგიერთ პაციენტში იწვევს მეტ - ნაკლებად გამოხატულ არასასურველ მოვლენებს :
ძირითადად თავის ტკივილებს , უმეტესად ახალგაზრდებში , რომელთა უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელიაწვრილი ნემსის გამოყენებით .
იშვიათ შემთხვევებში ინტრავენური გზით ბუპივაკაინის გამოყენებამ ( მხოლოდ ზომიერი დოზის შემთხვევაში ) ზოგიერთპაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს მარკაინით მოწამვლა .
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენის შემთხვევებში , ეჭვი უნდა მივიტანოთ მარკაინის ჭარბად მოხმარებულ დოზაზე :შიში , აგზნებადობა , მთქნარება , ტრემორი , გულისრევა , ყურებში შუილი , თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობები , საუბრისდაუოკებელი სურვილი , თავის ტკივილი , არითმია , სისხლის წნევის დაქვეითება .
შემდეგ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება : კრუნჩხვები , მოძრაობის დარღვევა .
თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ არასასურველ სიმპტომებს , რომლებიც განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისაგან , სასწრაფოდშეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
შენახვის პირობები :
ინახება სინათლისაგან დაცულ , არაუმეტეს 250 C ტემერატურის პირობებში
გამოშვების ფორმა :
4 მლ - იანი მინის ამპულა 5 ცალი მუყაოს კოლოფში
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account