Ringer's lactate - რინგერი ლაქტატი 500მლ
ჩვენებები: დამწვრობის, ტრავმული ჰემორაგიული, ოპერაციული ან პოსტოპერაციული შოკის, პერიტონიტის, ძლიერი ღებინების და სხვადასხვა ეტიოლოგიის ფაღარათის
გამოყენების ინსტრუქცია
რინგერ ლაქტატი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რინგერ ლაქტატი
მოქმედი ნივთიერებები (სას): ნატრიუმის ლაქტატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი
წამლის ფორმა: საინფუზიო ხსნარი
შემადგენლობა:
1მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ლაქტატი – 3.2 მგ, ნატრიუმის ქლორიდი – 6მგ, კალიუმის ქლორიდი – 0.4მგ, კალციუმის ქლორიდი – 0.27მგ;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 1 მლ-მდე;
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მარილიანი ხსნარები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მარილიანი ხსნარები, სარეჰიდრატაციო საშუალება. უზრუნველყოფს ექსტრაცელულურ სითხეში 3 უმნიშვნელოვანესი კათიონის – Nა+, K+, ჩა2+ ჩანაცვლებას, აკომპენსირებს წყლის ბალანსს, ერთდროულად მეტაბოლური აციდოზის კორექციით. ავლენს ჰემოდინამიკის მადეზინტოქსიფიცირებელ და მარეგულირებელ მოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლაქტატი, მეტაბოლური პროცესების შედეგად გარდაიქმნება ბიკარბონატის ანიონებად, რომლებიც სუსტად ცვლიან სისხლის რეაქციას ტუტოვანი მიმართულებით. ზრდის დიურეზს, აძლიერებს მარილოვანი შარდმდენების მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ხანმოკლე დროით ინტრავენური შეყვანის შემდეგ იზრდება სისხლის ოსმოლარობა. პრეპარატი დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ აღწევს ქსოვილებში. პრეპარატის კომპონენტები გამოიყოფა შარდთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
მწვავე ცირკულატორული დარღვევების მკურნალობა, რომელსაც თან ახლავს ჰიპოვოლემია და დეჰიდრატაცია ნორმალური მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ან მსუბუქი აციდოზის პირობებში.
დამწვრობის, ტრავმული ჰემორაგიული, ოპერაციული ან პოსტოპერაციული შოკის, პერიტონიტის, ძლიერი ღებინების და სხვადასხვა ეტიოლოგიის ფაღარათის, ასევე მეტაბოლური აციდოზის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
შეჰყავთ ინტრავენურად დოზით 2500მლ/დღე-ღამეში, შეყვანის საშუალო სიჩქარე – 60 წვეთი/წთ, გადაუდებელ სიტუაციებში – 100წვეთი/წთ-ში. დოზას ნიშნავს ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. მკურნალობის ვადა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
გვერდითი მოვლენები
შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, არაადექვატურად მაღალ დოზაზე შესაძლებელია წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, მათ შორის ჰიპერვოლემია, ჰიპერნატრემია, ჰიპერკალემია, ჰიპერკალცემია, ჰიპერქლორემია, ალერგიული რეაქციები. პრეპარატის სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის მწვავე უკმარისობა და ფილტვების შეშუპება.
უკუჩვენებები
ალკალოზი, ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეყვანის უკუჩვენებები (ქალა-ტვინის დახურული ტრავმა ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება და სხვა), ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ლაქტოაციდოზი, ჰიპერტონული დეჰიდრატაცია.
ბავშვები
კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო არ გამოიყენება პედიატრიაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება პრეპარატის შერევა ფოსფატების და კარბონატების შემცველ ხსნარებთან. არ შეიძლება გამოყენება სხვა წამლებთან ერთად გამხსნელის ან დამატების სახით, ვინაიდან მისმა დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ცვლილება. თუ ასეთი განზავება საჭიროა, საჭიროა მათი შეთავსების სათანადო შემოწმება.
კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი.
რინგერ ლაქტატის ერთდროული შეყვანისას საგულე გლიკოზიდებთან ერთად, იზრდება ამ უკანასკნელის ტოქსიური ეფექტი, ხსნარში კალციუმის იონების არსებობის გამო.
არ არის რეკომენდებული საინფუზიო ანტიბიოტიკების, ასევე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის განსაზავებელ საშუალებად გამოყენება.
პრეპარატი შეუთავსებელია ცეფამანდოლთან, ამფოტერიცინთან, ეთილის სპირტთან, თიოპენტალთან, ამინოკაპრონის მჟავასთან, მეტარამინოლთან, ამპიცილინთან, ვიბრამიცინთან და მონოციკლინთან.
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება სისხლის პლაზმის მოცულობის მხოლოდ დროებითი შენარჩუნებისთვის ფიზიოლოგიურ ზღვრებში, გადაუდებელ სიტუაციებში. არ შეიძლება გამოყენება Nა+, K+, ჩა2+-ის მძიმე დეფიციტის დროს და პლაზმის გადასხმის სანაცვლოდ. დიდი მოცულობით გამოყენების დროს საჭიროა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კონტროლი. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში. ორსულობის დროს გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედ შესაძლო რისკს. ხსნარით ჰიპერდოზირების შემთხვევაში საჭიროა გადასხმის შეწყვეტა.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება
ხსნარით მნიშვნელოვანი ჰიპერდოზირების ან ზედმეტად სწრაფი შეყვანის დროს შესაძლოა განვითარდეს ალკალოზის და ჰიპერჰიდრატაციის ნიშნები. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანას დაუყოვნებლივ წყვეტენ. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
საინფუზიო ხსნარის 250 მლ და 500 მლ შუშის ბოთლებში ან პოლიპროპილენის ფლაკონებში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account