ჰემორელაქსი - Hemorrelax 10 რექტალური სუპოზიტორია
ჰემორელაქსის რექტალური სუპოზიტორი
შექმნილია ბუასილის და სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების, მათ შორის ნაპრალების და კვანძების სამკურნალოდ. განაპირობებს ბუასილის არასასიამოვნო სიმპტომების - წვის და ქავილის შექრძნების, შეშუპების და ტკივილის მყისიერ გაქრობას.
მცენარეული ინგრედიენტების, ბიოტექნოლოგიური პეპტიდების, ჰიალურონის მჟავას და დამატენიანებლების უნიკალური კომბინაციას გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური, ასტრინგენტული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფიტოფონტანას ჰემორელაქსის რექტალური სუპოზიტორი სწორ ნაწლავში ქმნის დამცველ ბარიერს, რაც ხელს უშლის ახალი ბაქტერიული ინფექციების განვითარებას, ეხმარება სწორი ნაწლავის სფინქტერის კუნთების მოდუნებაში და ხელს უწყობს სწორ ნაწლავში ნახეთქების შეხორცებას, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ მდგომარეობებში.
ჰემორელაქსის სუპოზიტორის გამოყენება რეკომენდებულია როგორც არსებული დაავადების დროს, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.
აქტიური ნივთიერებების მოქმედება:
ჰემორელაქსის სუპოზიტორის ადგილობრივი დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედების გარდა, პეპტიდები( აცეტილ ჰექსაპეპტიდი-1, პენტაპეპტიდი-18) განაპირობებენ ანალური სპინქტერის კუნთების მოდუნებას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქრონიკული მდგომარეობების მიმდინარეობას, აადვილებს დეფეკაციას, ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს, აჩქარებს დაზიანებული უბნის რეგენერაციას.
ჰემორელაქსის დამატენიანებელი კომპონენტები კანის ზედაპირზე წარმოქმნიან თხელ აპკს, რაც უშლის ახალი მიკრო ჭრილობების გაჩენას და ეხმარება უკვე არსებულების შეხორცებას. დიმეთკონი- არბილებს, ატენიანებს და იცავს კანს გაღიზიანებისგან.
ჰიალურონის მჟავას გააჩნია დამატენიანებელი და რეგენერაციული მოქმედება, რაც განპირობებულია ქსოვილის ინტენსიური ჰიდრატაციის ხარჯზე. ჰიალურონის მჟავა განაპირობებს ჯანმრთელი ლორწოვნი გარსის აღდგენას, დაზიანებული ეპითელიური უჯრედების რეგენერაციას და არსებული ჭრილობის სწრაფ შეხორცებას.
მუხის ქერქი გამოირჩევა ძლიერი ასტრინგენტული მოქმედების და შეხორცების პროცესების დაჩქარების ეფექტის არსებობით.
ცხენის წაბლი მნიშვნელოვანია მისი გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების გამო. ის აძლიერებს სისხლძარღვების კედელს. გააჩნია რეგენერაციული და კონტრაქციული მოქმედება.
ესცინი, ცხენის წაბლის ძირითადი ინგრედიენტი - გამოირჩევა ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო და ასტრინგენტული მოქმედებით. ის წარმატებით გამოიყენება ბუასილით გამოწვეული ლოკალური სისხლძარღვების ვაზოდილატაციის შესამცირებლად.
კალენდულა - მცენარე მოქმედების ფართო სპექტრით, ხასიათდება გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, რეგენერაციული და დამამშვიდებელი ეფექტით.
გვირილის ყვავილის ექსტრაქტი - გამოირჩევა დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, გამაგრილებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით.
გამოყენების ჩვენება:
· შიდა და გარე ბუასილის დროს ბუასილის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
· ანალური არის ტკივილის, ანთების, გაღიზიანების, შეშუპების მოსახსნელად;
· სწორი ნაწლავის ნახეთქების და კვანძების დროს დაზიანებული უბნის რეგენერაციის დასაჩქარებლად(როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მდგომარეობის დროს).
დოზირება და გამოყენების ინსტრუქცია
რეკომენდებულია ჰემორელაქსის სუპოზიტორი გამოვიყენოთ დღეში ერთჯერ, უპირატესად საღამოს- ჰიგიენური პროცედურების შემდეგ. მკურნალობის ხანგძლივობა დამოკიდებულია სიმპტომებზე. საჭიროების შემთხვევაში, სუპოზიტორის გამოყენება ხანგძლივი დროით არის შესაძლებელი.
რექტალური სუპოზიტორის გამოყენებამდე სასურველია ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და ხელების საგულდაგულოდ დაბანასთან ერთად, აგრეთვე დამუშავებული იქნას პრობლემური მიდამო.
სუპოზიტორი უნდა გავანთავისუფლოთ ბლისტერის ორი ფრთის გადაწევით.
გვერდითი ეფექტები
ჰემორელაქსის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერგმრძნობელობის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე ქავილის შეგრძნება.
გაფრთხილება: ჰემორელაქსის სუპოზიტორის გამოყენებამდე ყურადღება მიაქციეთ პირად ჰიგიენას, დაიბანეთ ხელები გულდასმით, ისევე როგორც პრობლემური ადგილი.
ჰემორელაქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქრონიკული ყაბზობის მქონე პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც აღენიშნებათ დეფეკაციის ქრონიკული შეუკავებლობა.
გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰემორელაქსში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან აუტანლობის შემთხვევაში. ალერგიული რეაქციის ჩამოყალიბებისას, შეწყვითეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ორსულებში, ჰემორელაქსის სუპოზიტორის გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდგომ.
არ გამოიყენოთ ჰემორელაქსი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელა ადგილას, 5-25 °ტემპერატურის ფარგლებში.
შენადგენლობა:
PEG 32, პოლისორბატი 20, PEG 20, დიმეთიკონი, აცეტილ ჰექსაპეპტიდი-1,პენტაპეპტიდი-18, ლაურეთ-9, მუხის ქერქის ექსტრაქტი, ცხენის წაბლის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, გვირილას ყვავილის ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა - ნატრიუმის ჰიალურონატის სახით
გამოშვების ფორმა: 10 რექტალური სუპოზიტორი
ასევე, იხილეთ: ჰემორელაქსი - Hemorrelax კრემი 30გ
Units | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account