Hydrogen peroxide - წყალბადის ზეჟანგი 3% 100მლ აეროზოლი
ჩვენება:მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობები, წყლულები.
3% წყალბადის ზეჟანგი
3% Hydrogen Peroxide
ხსნარი
შემადგენლობა: გ/100 მლ
აქტიური ინგრედიენტი:
წყალბადის ზეჟანგი (30%) 10,0 გ
არააქტიური სუბსტანციები:
ნატრიუმის ბენზოატი 0,05 გ
გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით
100 მლ ხსნარის მისაღებად
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე, უსუნო ან სუსტი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოკინეტიკა
სწრაფად იშლება სინათლეზე, გაცხელებისას, დამჟანგველებთან ან აღმდგენელ ნივთიერებებთან, ტუტეებთან, ზოგიერთ ლითონებთან (რკინა, სპილენძი, მანგანუმი და სხვა) გამოყოფს ჟანგბადს.
ფარმაკოდინამიკა:
ოქსიდანტების ჯგუფის ანტისეპტიკური საშუალება. ხასიათდება დეზოდორაციული, მადეზინფიცირებელი, ჰემოსტატური ეფექტით. წყალბადის ზეჟანგი დაზიანებულ კანთან კონტაქტისას ფერმენტ კატალაზას და პეროქსიდაზას ზემოქმედებით იშლება აქტიური ჟანგბადის გამოთავისუფლებით, რაც ქმნის არახელსაყრელ პირობებს მიკროორგანიზმების განვითარებისათვის (განსაკუთრებით ანაერობული და ჩირქმბადი ფლორისათვის). წყალბადის ზეჟანგის ანტისეპტიკური მოქმედება არ ახდენს სტერილიზაციას. მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების რაოდენობის მხოლოდ დროებითი შემცირება. ჭრილობების ხსნარით დამუშავებისას ხდება ორგანული ნაერთების, პროტეინების, სისხლის, ჩირქის დაშლა (დაჟანგვა) და ზედაპირის დამაბინძურებელი ნაწილაკებისაგან, წვრილი, უცხო სხეულაკებისაგან, სისხლის კოლტებისაგან მექანიკური გასუფთავება უხვად ქაფწარმოქმნის ხარჯზე. აქაფება ხელს უწყობს თრომბის ფორმირებას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.
ჩვენებები:
_ მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობები, წყლულები;
_ მცირე კაპილარული სისხლდენები ზედაპირული ჭრილობებიდან;
_ სისხლდენა ცხვირიდან.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი გამოყენებისათვის. ზრდასრულებში და ნებისმიერი ასაკის ბავშვებში გამოიყენება როგორც მადეზინფიცირებელი და მადეზოდორირებელი საშუალება. კანის, ჭრილობების და წყლულების დასამუშავებლად დაიტანება საჭირო რაოდენობით ან ხნარით დასველებული ტამპონის საშუალებით. გამოიყენება ჭრილობების სრულ შეხორცებამდე.
გვერდითი მოვლენები:
_ წვის შეგრძნება ჭრილობის დამუშავებისას;
_ ზოგიერთ შემთხვევაში ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი არასტაბილურია ტუტე არეში, ლითონის მარილების, ზოგიერთი ოქსიდანტის რთული რადიკალების თანაარსებობისას.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყენება ღრუებში შესაყვანად. პრეპარატი არასტაბილურია სინათლეზე და სითბოში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account