სინერალი - Sineral 500მგ 10 ტაბლეტი
გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის.
სინერალი 500 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
• მოქმედი ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ორნიდაზოლს.
• დამხმარე ნივთიერებები:ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171 )
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ჩანართი პაციენტისათვის, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. • შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა . • ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს . • მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვა პირებს . • ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს. • ზუსტად დაიცავით მოცემული ჩანართის ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზები. |
ჩანართის შინაარსი:
1.რას წარმოადგენს სინერალი და რისთვის გამოიყენება
2.რა უნდა იცოდეთ სინერალის გამოყენებამდე
3.როგორგამოიყენება სინერალი
4.შესაძლო გვერდითი მოქმედება
5.სინერალის შენახვის პირობები
1.რას წარმოადგენს სინერალი და რისთვის გამოიყენება
ის გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის:
1) ტრიქომონიაზი
შარდსასქესო გზების ინფექციები მამაკაცებსა და ქალებში, გამოწვეული Trichomonas vaginalis-ით.
2) ამებიოზი:
ყველა ნაწლავური ინფექცია, გამოწვეული Entamoeba histolytica-ს მიერ (ამებური დიზენტერიის ჩათვლით) და არანაწლავური ფორმის ამებიოზის შემთხვევები განსაკუთრებით ღვიძლის ამებური აბსცესი.
3) გიარდოზი (ლამბლიოზი)
Giardia intestinalis – თ გამოწვეული ნაწლავური ინფექცია.
4) ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები:
სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექცია, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია, სეპტიური აბსრობციია და ენდომეტრიტი გამოწვეული შესაბამისი ანაერობული ბაქტერიით.
5) ის გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნებისათვის განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავზე და გინეკოლოგიური ოპერაციების და სხვა ქირურგიული ჩარევების დროს.
2.რა უნდა იცოდეთ სინერალის გამოყენებამდე
არგამოიყენოთ სინერალი
თუ,
· არ გამოიყენოთ სინერალი, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ორნიდაზოლის, ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სინერალი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენეთ შემდეგი მდგომარეობების დროს
თუ,
· თუ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (მაგალითად, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი)
· გამოიყენეთ სიფრთხილის ზომების დაცვით, თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
თუ ეს მდგომარეობები გეხებათ ამჟამად ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სინერალის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
სინერალი გამოიყენება ჭამის შემდეგ, სავსე კუჭზე.
სინერალის გამოყენების პერიოდში და პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 3 დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სინერალი არ გამოიყენება ორსულობის ადრეულ ეტაპზე, აუცილებლობის გარეშე.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სინერალი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში, აუცილებლობის გარეშე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სინერალის მიღებისას პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, კუნთების დაჭიმულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვა ან ცნობიერების დროებით დარღვევა. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ მოქმედებებზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სინერალის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
სინერალის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობელობის არ არსებობისას გვერდითი მოვლენები მათ მიმართ მოსალოდნელი არ არის.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
•სინერალი, კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტები (ანტიკოაგულანტები) აძლიერებს მის მოქმედებას.
ანტიკოაგულანტის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
• საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა მისი გამოყენებისას ციმეტიდინთან (პრეპარატი, რომელიც ეფექტიანია ალერგიული დაავადებების წინააღმდეგ), ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი და ფენობარბიტალი, და ლითიუმთან (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვის დროს) ერთად.
• სინერალი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსანტურ მოქმედებას.
თუ იღებთ ან იღებდით ნებისმიერ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3.როგორ გამოიყენება სინერალი
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:
სტანდარტული დოზირება:
პერორალური ტაბლეტები ყოველთვის მიიღება ჭამის შემდეგ.
1) ტრიქომონიაზი
მკურნალობის დღიური დოზა (500 მგ ტაბლეტი)
ერთჯერადი დოზის თერაპია 3 ტაბლეტი ღამით
5 დღიანი თერაპია 2 (ტაბლეტი) (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს)
ყველა შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობა ზუსტად იმავე პერორალური დოზირებით უნდა მოხდეს, ინფექციის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ერთჯერადი დოზა ბავშვებისათვის არის 25 მგ/კგ
2) ამებიოზი
ა) სამ-დღიანი თერაპია პაციენტებში ამებური დიზენტერიით
ბ) 5-10 დღიანი დღიური თერაპია ყველა ფორმის ამებიოზისათვის
მკურნლობის პერიოდი | უფროსები და > 35 კგ წონის მქონე ბავშვები 35 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები |
35კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში |
3 დღიანი თერაპია |
3 ტაბლეტი ერთად საღამო (1500 მგ/დღეში), |
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 3 კგ წონაზე (40 მგ/კგ) |
5-10 დღიანი თერაპია |
2 ტაბლეტი (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს) (1000 მგ/დღეში) |
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 5 კგ წონაზე (25 მგ/კგ) |
3) გიარდიოზი (ლამბლიოზი)
მკურნლობის პერიოდი |
უფროსები და > 35 კგ წონის მქონე ბავშვები 35 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები |
35კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში |
1-2 დღიანი თერაპია |
3 ტაბლეტი ერთად საღამო (1500 მგ/დღეში) |
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 3 კგ წონაზე (40 მგ/კგ) |
5-10 დღიანი თერაპია |
2 ტაბლეტი (1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს) (1000 მგ/დღეში) |
ერთჯერადი დოზით, 1/4 ტაბლეტი 5 კგ წონაზე (25 მგ/კგ) |
4) ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები:
ა) ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
ანაერობული ინფექციების მკურნალობა გრძელდება 1000 მგ ტაბლეტის გამოყენებით (1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი საღამოს) 5-10 დღის განმავლობაში. დღიური დოზა ბავშვებისათვის არის 25 მგ/კგ.
ბ) ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა:
ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკისათვის, 1-2 ტაბლეტი (500-1000 მგ) მიიღება ქირურგიულ ოპერაციამდე. მკურნალობა გრძელდება 1 ტაბლეტით (500 მგ) 1-5 დღის განმავლობაში ყოველ 15 საათში ოპერაციის შემდეგ.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები |
||
მკურნალობა |
პროფილაქტიკა |
|
საწყისი |
500-1000 მგ |
500-1000 მგ |
სამკურნალო დოზა |
1000 მგ 24 საათში ერთხელ ან 500 მგ 12 საათში ერთხელ |
1000 მგ 24 საათში ერთხელ ან 500 მგ 12 საათში ერთხელ |
დრო |
5-10 დღე |
1-5 დღე |
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
სუნერალის დოზის კორექტირება ხორციელდება ბავშვის სხეულის მასის მიხედვით.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში დოზის კორექტირების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელეის უკმარისობა: თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
თუმცა, პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ორჯერ.
თუ ფიქრობთ, რომ სინერალის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ სინერალის საჭიროზე მეტი დოზა:
სინერალის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ სინერალის გამოყენება
თქვენი ექიმისგან მიიღებთ დანიშნულებას სინერალით მკურნალობის დანიშნულებასთან დაკავშირებით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, თქვენი ექიმის ინფორმირების გარეშე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ სინერალის გამოყენება
ინფორმაცია არ არის.
4.შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა სინერალის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არც ისე ხშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასებას შეუძლებელია.
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისკომფორტი მუცლის ზედა არეში, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია.
იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, გემოს დარღვევა, ქავილი და რეაქციები კანის მხრივ.
ძალიან იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია, ნერვული სისტემის დარღვევა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ძილიანობა, თავის ტკივილი, ტრემორი, კუნთების დაჭიმულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვა, დაღლილობა, თავბრუსხვევა დისბალანსის გამო, ცნობიერების დროებით დარღვევა, ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტა ან სისუსტე.
სიხშირე უცნობია: სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში.
5.სინერალის შენახვის პირობები
სინერალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ სინერალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ სინერალი, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის ნებისმიერ დაზიანებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ასევე, იხილეთ: Geral - გერალი 500მგ 10 ტაბლეტი
Units | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account