ჰაი 0.4% 0.5მლ. თვალის წვეთები 20 მინიფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 29,47 GEL რეგულარული ფასი 41,99 GEL
მარაგშია
SKU
37244_1592

ჩვენება:თვალის სიმშრალე, წვა, უცხო სხეულის შეგრძნება, გაღიზიანება, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით.

"ჰაი"დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური  ხსნარი, კონსერვანტის გარეშე

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.4%    

შემადგენლობა:

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.4% , ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი, ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

შეფუთვა

ჰაი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე

ჰაის კოლოფი  შეიცავს 20X0.5მლ  კონტეინერს, ჰერმეტული ხუფით  განმეორებითი გამოყენებისათვის

რა არის ეს?

ჰაი არის  ნატრიუმის ჰიალურონატის შემცველი, სტერილური, 0.4% ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე. ნატრიუმის ჰიალურონატი მიღებულია ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ნატრიუმის ჰიალურონატს  აქვს მუკომიმეტური, მუკოადჰეზიური და ვისკოელასტიური თვისებები, რომლებიც აღადგენენ საცრემლე აპკის მთლიანობას, ატენიანებენ, პოხავენ და იცავენ თვალის ზედაპირს.

როდის გამოიყენება?

ნატრიუმის ჰიალურონატის დამატენიანებელი  და დამცავი თვისებები ხსნის თვალის სიმშრალეს, წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას, გაღიზიანებას, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი,კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის დაყოვნება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე, გათბობა . ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი, კონტაქტური ლინზების ტარება.

პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს.  მისი ხანგრძლივად გამოყენება რეკომენდებულია  მგრძნობიარე თვალების მქონე პირებში.

პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს.  დაწვეთება  კონტაქტურ  ლინზაზე უსაფრთხოა.

დოზირება და გამოყენების წესები:

1 წვეთი 2-3-ჯერ დღეში

დამცავი პაკეტის გახსნის შემდეგ, ამოიღეთ ერთი კონტეინერი და გახსენით თავსახურის შემობრუნებითა და ამოწევით. კონტეინერზე მსუბუქი დაჭერით წამლის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში. დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ რამოდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით.

უსაფრთხოების ზომები

  • არ გამოიყენოთ ხსნარი თუ კონტეინერი დაზიანებულია
  • არ გამოიყენოთ ხსნარი თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალ რომელიმე კომპონენტზე
  • არ გამოიყენოთ ხსნარი კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
  • არ შეეხოთ თვალს კონტეინერის წვერით
  • ჩაწვეთების შემდეგ  იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის
  • გარდამავალი დაბინდვა ხსნარის სიბლანტის გამო, რაც რამდენიმე წამში გაივლის
  • სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთი სხვა პრეპარატის ჩაწვეთებამდე
  • შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
  • ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ისა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy