ხილო-ქეა თვალის წვ. 10მლ

განსაკუთრებული ფასი 39,49 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
მარაგშია
SKU
45088_564

ჩვენება:ატენიანებს თვალის ზედაპირს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, თვალის სიმშრალის გამო ან ოპერაციის შემდეგ.

HYLO CARE
ნატრიუმის ჰიალურონატი 1მგ/მლ და დექსპანთენოლი
ატენიანებს თვალის ზედაპირს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხოცებას მაგ, თვალის სიმშრალის
გამო ან ოპერაციის შემდეგ.
სტერილურია, ფოსფატებისა და კონსერვანტების გარეშე.

რა არის HYLO CARE?
ჰილოქეა არის სტერილური ხსნარი თვალზე გამოსაყენებლად ფოსფატებისა და კონსერვანტების
გარეშე

შემადგენლობა:
1 მლ HYLO CARE შეიცავს 1მგ ნატრიუმის ჰიალურონატს, დექსპანთენოლს, უწყლო ლიმონის
მჟავას, ნატრიუმის ციტრატს და საინექციო წყალს.

რისთვის გამოიყენება HYLO CARE?
ატენიანებს თვალის ზედაპირს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას მაგ, თვალის სიმშრალის
გამო ან ოპერაციის შემდეგ.

როდის უნდა გამოვიყენოთ HYLO CARE?
HYLO CARE განკუთვნილია მშრალი თვალის სამკურნალოდ
თვალის ზედაპირის - რქოვანა და კონიუნქტივა – აღდგენისა და საღი მდგომარეობის
შენარჩუნებისთვის, ისინი მუდმივად უნდა იყონ დატენიანებულ მდგომარეობაში. ჩვეულებრივ ეს
ხორციელდება ცრემლის მეშვეობით. თუმცა ზოგ შემთხვევებში ცრემლის რაოდენობა არ არის
საკმარისი ან დარღვეულია მისი შემადგენლობა. ასეთ შემთხვევებში ვითარდება თვალის შეწითლება,
ქავილი, უცხო სხეულისა და წვის შეგრძნება, ან თვალის დაღლილობა. ცრემლის არაადექვატური
მიწოდების ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მშრალი ან კონდიცირებულ ჰაერის პირობებში,
ისევე როგორც მედიკამენტიზური მკურალობის შედეგად ან ხანშიშესულ ასაკში.
კონიუნქტივისა და რქოვანას ეპითელური უჯრედები მუდმივად განიცდის აღდგენას და ეს პროცესი
უკეთესად მიმდინარეობს ტენიან გარემოში. ამასთანავე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ ჭრილობის
შეხორცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თვალის ზედაპირის საკმარისი დატენიანება.
ყველა ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია თვალის დამატებითი ინტენსიური დატენიანება Hყლოცარე
მეშვეობით, რათა აღდგენილ იქნას გაპოხვისა და დატენიანების ფიზიოლოგიური ბალანსი
Hყლოცარე შეიცავს ჰიალურინის მჟავას ნატრიუმის მარილს, რომელიც არის თვალის, და ასევე
სხეულის სხვა ნაწილების ფიზიოლოგიური სუბსტანცია. ნატრიუმის ჰიალურონატს აქვს უნიკალური
თვისება შექმნას თანაბარი და ხანგრძლივი მოქმედების აპკი თვალის ზედაპირზე, რომელიც ვერ
ჩამოირეცხება სწრაფად. შესაბამისად დამატენიანებელი ეფექტი რჩება ხანგრძლივად
მხედველობისთვის დაბრკოლების გარეშე. HYLO CARE შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი დღის
მანძილზე, მაშინ როდესაც მალამოები და გელები იწვევენ მხედველობის დაბინდვას თავისი სქელი
კონსისტენციის გამო.
დამატებით HYLO CARE შეიცავს დექსპანთენოლს, რომელიც ეკუთვნის B ჯგუფის ვიტამინებს. ეს
კომპონენტი აუმჯობესებს ინტენსიური რეგენერაციის პროცესს. მაშინ როდესაც ნატრიუმის 
ჰიალურინატის დამატენიანებელი თვისებები ქმნის რეგენერაციისათვის საუკეთესო პირობებს.
დექსპანთენოლი აგრეთვე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და შესაბამისად საცრემლე აპკის
უკმარისობის გამო თვალის ზედაპირზე განვითარებული ზედაპირული ეროზიები, ისევე როგორც
ქირურგიული ჩარევების დროს ზოგჯერ განვითარებული ჭრილობებიც ხორცდება სწრაფად.
Hყლოცარე უზრუნველყოფს არა მხოლოდ თვალის საკმარის დატენიანებას, არამედ რქოვანასა და
კონიუნქტივის რეგენერაციასაც.

როგორ გამოვიყენოთ  HYLO CARE?
არ გამოიყენოთ HYLO CARE თუ დამცავი შეფუთვის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია
ნაბიჯი 1: მოხსენით ხუფი. ამისთვის დაიჭირეთ ხუფი ბოთლის ზემოთ და მეორე ხელით ბრუნვითი
მოძრაობით ჩაიტანეთ ბოთლი ქვემოთ. პირველ ჩაწვეთებამდე გადაბრუნეთ ბოთლი თავდაღმა და
რამდენჯერმე დააჭირეთ ფსკერზე პირველი წვეთის გამოსვლამდე. ახლა ბოთლი მზადაა
ხმარებისათვის.
ნაბიჯი 2: დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა, დაადეთ ცერი ბოთლის ზედა ნაწილს, ხოლო სხვა თითები
ძირს
ნაბიჯი 3: ბოთლის დაჭერაში მიახმარეთ მეორე ხელიც, როგორც ნაჩვენებია სურათზე.
ნაბიჯი 4: გამოყენების დროს არ შეეხოთ ბოთლის წვერით თვალს ან კანს. ოდნავ უკან გადახარეთ
თავი, ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ. ენერგიულად და სწრაფად დააჭირეთ ბოთლის
ძირს, რითაც გააქტიურდება მექანიზმი ერთი წვეთის გამოსასვლელად.სპეციალური ჩOMOD სისტემის
სარქვლის გამო თითოეული წვეთის ზომა და სისქე არის მუდმივად ერთნაირი მიუხედავად ბოთლის
ძირზე მიყენებული ზეწოლისა. ნელნელა დახუჭეთ თვალი, რათა სითხე თანაბრად გავრცელდეს
ნაბიჯი 5: დაახურეთ ბოთლს თავსახური სწრაფად და ფრთხილად. დარწმუნდით, რომ საწვეთარის
ბოლო არის მშრალი.
სამედიცინო პროდუქტის გამეყენების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით
მწარმოებელს.
ბოთლი შეიცავს 10მლ ხსნარს, რომელის შეესაბამება 300 წვეთს. ტექნიკური მიზეზების გამო
ხსნარის მცირე რაოდენობა რჩება ბოთლში.
HYLO CARE მოწოდებულია ხანგრძლივი მკურნალობისათვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას
მოზრდილებსა და ბავშვებში ასაკის შეზღუდვის გარეშე.
HYLO CARE მოწოდებულია თქვენთვის, რადგან სხვები მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა არ იყენებენ
მას.

რა უნდა იცოდე კიდევ?
თუ არ გრძნობ გაუმჯობესებას ან რამდენიმე დღეში ხარ უარესად მიაკითხე შენს ექიმს ან
ფარმაცევტს თუ თქვენ იყენებთ თვალის სხვა წვეთებსაც ისინი უნდა ჩაიწვეთოთ არანაკლენ 30წთ ადრე
HYLO CARE გამოყენებამდე და HYLO CARE უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს, თვალი მალამოები კი გამოყენებულ
უნდა იქნას მხოლოდ HYLO CARE შემდეგ. რადგან HYLO CARE არ შეიცავს კონსერვანტებს, მისი გამოყენება
ადვილად ასატანია ხანგრძლივი დროის მანძილზეც. ძალზე იშვიათ შემთხვევებში აღწერილია
ზემგრძნობელობის, წვის ან ცრემლდენის, ტკივილის, უცხო სხეულის შეგრძნების ან გარდამავალი
ლოკალური გაღიზიანების გვერდითი რეაქციები, რომლებიც პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ
გაქრნენ.

HYLO CARE შეიძლება გამოყენებულ იყოს კონტაქტური ლინზების ტარების დროს.
ლინზების ჩასმის შემდეგ დაიცადეთ 30 წთ წვეთების ჩაწვეთებამდე. ამით თქვენ აიცილებთ
შეუთავსებლობის რეაქციებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ლიზების მოვლის პროდუქტებსა და
HYLO CARE შორის.
დაიმახსოვრეთ, რომ მხედველობის დროებითი დაბინდვა შეიძლება იყოს გამოყენების დროს ხსნარის
წებოვანების გამო. ძალზე იშვიათად მგრძნობიარე პაციენტებში ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის
ტკივილი.
არსებული ცოდნის მიხედვით HYLO CARE შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში, ორსულებსა და
მეძუძურ ქალებში.
თუ ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში ან მისი გამოყენების შედეგად განვითარდა
რაიმე სერიოზული ინციდენტი, გთხოვთ შეატყობინეთ მწარმოებელს.

რა სიხშირით და ხანგრძლიობით შეიძლება HYLO CARE გამოყენება?
ჩვეულებრივ HYLO CARE გამოიყენება 3ჯერ დღეში თითოეულ თვალში. თუ იყენებთ უფრო ხშირად ან
თქვენი ჩივილები გრძელდება კვირაზე მეტ ხანს მიაკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როდის არ უნდა გამოიყენოთ HYLO CARE?
არ გამოიყენოთ თუ ხართ ზემგრძნობიარე HYLO CARE რომელიმე ინგრედიენტთან.

რა უნდა იცოდეთ HYLO CARE შენახვასთან დაკავშირებით?
არ შეინახოთ 25 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.
HYLO CARE შეიძლება გამოყენებულ იქნას გახსნიდან 6 თვის მანძილზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გადააგდეთ პროდუქტი საოჯახო ნაგავთან ერთად თქვენი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
ეს დაგეხმარებათ გარემოს დაცვის საქმეში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy