ქსაილინ ნაითი - Xailin Night თვალის მალამო 5გ
ქსაილინ ნაითი
მშრალი თვალის სიმპტომების შესამსუბუქებლად ღამის საათებში უკონსერვანტო 5გ ტუბი
გამოყენების ინსტრუქცია
ქსაილინ ნაითის გამოყენებამდე აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოთ ეს ფურცელი. მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს პროდუქტის შესახებ აუცილებელ ცნობებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
1. რა არის ქსაილინ ნაითი?
ქსაილინ ნაითი არის მრავალდოზიანი, უკონსერვანტო, თეთრი, გამჭვირვალე, უცხო ინგრედიენტებისაგან თავისუფალი, ნაზი მალამო მშრალი თვალით გამოწვეული დისკომფორტის შესამსუბუქებლად ღამის საათებში. შეფუთვა შედგება 5 გ (სარეალიზაციო) ან 3.5 გ (ნიმუში) სტერილური თვალის მალამოსგან.
2. შემადგენლობა:
ქსაილინ ნაითი შედგება თეთრი, რბილი პარაფინისგან 57,3% w/w, თეთრი მინერალური ცხიმისგან 42.5% w/wდა ლანოლინის სპირტისგან 0,2% w/w, რომელიც თვალის ზედაპირზე ქმნის გმჭვირვალე, გამპოხ და დამატენიანებელ აპკს.
3. რისთვის გამოიყენება ქსაილინ ნაითი?
ქსაილინ ნაითი ხსნის თვალის სიმშრალის სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი, გაღიზიანება ან უცხო სხეულის შეგრძნება. ის მოქმედებს როგორც ბარიერი ტენიანობის დაკარგვის წინააღმდეგ. იდეალურია ძილის წინ გამოსაყენებლად.
თვალის სიმშრალის სიმპტომები წარმოიქმნება ცრემლის აპკის დარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, როდესაც ცრემლი ცუდი ხარისხისაა ან წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით, რის შედეგადაც თვალის ზედაპირი ვერ ინარჩუნებს ტენიანობას.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები <18 წლამდე მოზარდებში გამოყენების შესახებ.
არ გამოიყენება ბავშვებსა და ორსულ ქალებში. ამ ჯგუფში პროდუქტის გამოყენება ხდება ექიმის გადაწყვეტილებით.
4. როგორ გამოიყენება ქსაილინ ნაითი:
ტუბის გახსნამდე, გთხოვთ, შეამოწმოთ, რომ თავსახურზე დამცავი ზოლი არ არის გატეხილი.
• გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები.
• ამოიღეთ დამცავი ზოლი ლუქის გასატეხად.
• ამოიღეთ გარე თავსახური.
• თუ ხართ კონტაქტური ლინზების მატარებელი, ამოიღეთ ლინზები.
• თავი გადახარეთ უკან და აიხედეთ მაღლა.
• ნაზად ჩამოწიეთ თვალის ქვედა ქუთუთო, რათა შეიქმნას პატარა ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის.
• დაიჭირეთ ტუბი მეორე ხელის ცერსა და შუა თითს შორის, გადაატრიალეთ ტუბი თვალთან ახლოს და შეეცადეთ არ შეახოთ თვალს.
• მოუჭირეთ ტუბს იმისთვის, რომ მოათავსოთ მალამოს თხელი ხაზი დაახლოებით 1 სანტიმეტრი.
• რამდენჯერმე დახამხამეთ თვალი.
• თუ დოზა გამოგრჩათ, მაშინ ჩადეთ მალამოს კიდევ ერთი ხაზი.
• ფრთხილად მოიშორეთ ჭარბი ქსაილინ ნაითი ქუთუთოს ირგვლივ ხელსახოცი.
• საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცესი მეორე თვალისთვის
• არ შეახოთ აპლიკატორის წვერი თვალს ან თითებს.
• ნებისმიერი სხვა ოფთალმოლოგიური პროდუქტის გამოყენებებს შორის გააკეთეთ მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი Xailin® Night ყოველთვის უნდა იყოს ბოლო ჩაწვეთებული პროდუქტი.
თუ ქსაილინ ნაითის გამოყენების შემდეგ თქვენი თვალის ჯანმრთლობის მდგომარეობა არ იცვლება ან უარესდება, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
5. რამდენჯერ გამოვიყენოთ ქსაილინ ნაითი?
მოათავსეთ მალამოს თხელი ხაზი დაახლოებით 1 სანტიმეტრი, თითოეულ თვალში საჭიროებისამებრ.
6. სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
• არ გამოიყენოთ თუ ტუბის თავსახურზე დამცავი ზოლი გატეხილია.
• არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ ლანოლინის სპირტებზე ან რომელიმე ინგრედიენტზე.
• არ გამოიყენოთ კონტაქტურ ლინზებთან ერთად.
• არ გაუზიაროთ Xailin® Night სხვა ადამიანს.
• Xailin® Night-მა გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი მსუბუქი წვის შეგრძნება და/ან მხედველობის დაბინდვა. ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე დაელოდეთ სანამ მხედველობა დაგეწმინდებათ.
• არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ტუბზე.
• ინახება 1°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
• გადააგდეთ შიგთავსი პირველი გახსნიდან 60 დღის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
• გამოიყენება მხოლოდ თვალში, არ გადაყლაპოთ.
• გადაყარეთ გამოყენებული ტუბი ნარჩენების მართვის ადგილობრივი წესების შესაბამისად.
7. უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე ინგრედიენტზე.
8. შესაძლო გვერდითი მოვლენები
• მხედველობის გარდამავალი დაბინდვა
• მსუბუქი დისკომფორტი თვალში
• შესაძლო ალერგიული რეაქცია
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
9. როგორ შეინახოთ Xailin® Night?
• არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
• გადააგდეთ Xailin® Night პირველი გახსნიდან 60 დღის შემდეგ.
• ტუბის გადაგდება უნდა მოხდეს ნარჩენების მართვის ადგილობრივი წესების შესაბამისად.
ეს ბროშურა ვრცელდება Xailin® Night-ზე და არა რომელიმე სხვა პროდუქტზე
Xailin® არის VISUfarma-ს სავაჭრო ნიშანი
გამოყენების ინსტრუქცია
სტერილურია , ასეპტიური ტექნიკის გამოყენებით
არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე , არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ გახსნიდან 60 დღის შემდეგ
არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი
მხოლოდ ერთი პაციენტის მრავალჯერადი გამოყენებისთვის
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account