სლეზავიტი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 30,69 GEL რეგულარული ფასი 43,06 GEL
მარაგშია
SKU
36711_1370
გამოყენების ჩვენებები სლეზავიტის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს: - ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, კონტაქტური ლინზების ტარების, ავტომობილის ხანგრძლივად მართვის, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგა

სლეზავიტი
შლეზაVიტ

სავაჭრო დასახელება
სლეზავიტი, შლეზაVიტ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
-

წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები ზომა #0, შოკოლადისფერ-ყავისფერი სახურავითა და კორპუსით, რომელიც შეიცავს მოწითალო-მოყავისფრო ერთგვაროვან ფხვნილს თეთრი ფერის ნაწილაკებით.

შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: თუთიის ოქსიდი 10,0 მგ
ასკორბინის მჟავა 60,0 მგ სელენი 25,0 მგ
ვიტამინი B1 1,5 მგ ქრომი 50,0 მგ
ვიტამინი B2 3,0 მგ ლუტეინი 10,0 მგ
ვიტამინი B6 2,0 მგ ზეაქსანტინი 1,0 მგ
ვიტამინი E 10,0 მგ სპილენძის სულფატი 1,0 მგ
ვიტამინი A 1,0 მგ მოცვის ექსტრაქტი 60,0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის მალტოდექსტრინი.
ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.


პრეპარატის ათქ კოდი A11AB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინები სხვა კომბინაციებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინების, მიკროელემენტებისა და კაროტინოიდების შემცველი კომბინირებული პრეპარატი.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ასკორბინის მჟავა არეგულირებს კაპილარების გამტარობას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი ელასტიურობის შენარჩუნებაში, ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას მხედველობის ორგანოებში, აქვეითებს თვალშიგა წნევას. ვიტამინ ჩ ორგანიზმში არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავს თვალის ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. გარდა ამისა გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება და ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. მთლიანად ორგანიზმზე ახასიათებს მასტიმულირებელი მოქმედება, ამაღლებს მის ადაპტაციურ შესაძლებლობებს და წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი და არასასურველი მოქმედებებისადმი.
ვიტამინი B1 მონაწილეობს ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გადაცემაში. მონაწილეობს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების კოორდინაციაში. ასრულებს საკვანძო როლს ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფაში.
ვიტამინი B2 მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში , ჰემოგლობინისა და ერითროპოეტინის სინთეზში. აუცილებელია ნორმალური მხედველობის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
ვიტამინი B6 კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დადებითად მოქმედებს ფიზიკურ შრომისუნარიანობაზე, იცავს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციას.
ვიტამინი E გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ხელს უწყობს ერითროციტების სტაბილურობას; ახდენს დადებით მოქმედებას სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციაზე. მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციაზე, ანელებს ორგანიზმში ქსოვილების დაბერების პროცესებს.
ვიტამინი A მხედველობის პიგმენტის როდოფსინის შემადგენელი ნაწილის სახით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებაში, უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ მოქმედებას და სინათლის აღქმას. ეფექტურია ჰემერალოპიის (ქათმის სიბრმავე), ბადურას და რქოვანას დაავადებების დროს. მონაწილეობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციის პროცესებში.
თუთია ხელს უწყობს ვიტამინ A შეწოვას ბადურაში. თუთია აუცილებელია ინსულინის, სასქესო ჯირკვლების ჰორმონების სინთეზის, ლიმფოიდური ქსოვილების ნორმალური აქტივობისთვის. თუთია იცავს თვალს მკვეთრი შუქით, ულტრაიისფერი გამოსხივებითა და ჟანგვითი სტრესის სხვა ფორმებით გამოწვეული დაზიანებისგან. თუთიის დეფიციტს ორგანიზმში უკავშირებენ ბადურის ჩამოშლას, ფერების აღქმის მოშლას და კატარაქტის განვითარებას.
სელენი – ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ამაღლებს იმუნიტეტს. თანმხლებ ვიტამინებთან A, E და ჩ ერთად ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, არასასურველი ფაქტორების მოქმედების პირობებში ამაღლებს ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს.
ქრომი მონაწილეობს ნახშირწყლოვანი ცვლის და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში, უზრუნველყოფს ცხიმოვან და ქოლესტერინულ ცვლის ნორმალიზაციას, ზრდის ქსოვილების უჯრედული რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. მიკროელემენტს დიდი მნიშვნელობა აქვს შაქრიანი დიაბეტის, მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში.
ლუტეინი და ზეაქსანტინი – კაროტინოიდები, რომლებიც აუცილებელია თვალის ბადურას ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ძირითადი კომპონენტები ანტიოქსიდანტური სისტემის იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ლუტეინი და ზაექსანტინი მდებარეობს რა ბროლზე და ბადურაზე უზრუნველყოფენ უჯრედის ფოტორეცეპტორების დაცვას ჟანგვითი რადიკალებისგან, რომლებიც წარმოიქმნებიან თვალზე სხვადასხვა წარმოშობის გამოსხივების არასასურველი მოქმედებისას. თვალის ქსოვილებში ლუტეინის და ზეაქსანტანის დაბალი შემცველობა იწვევს თვალის შესაძლებლობების დასუსტებას არასასურველი ფაქტორების მოქმედებისადმი, ხანგრძლივი მხედველობითი გადატვირთვის, კომპიუტერის გამოსხივებისადმი.
სპილენძი – წარმოადგენს მრავალი ბიოქიმიური რეაქციების კატალიზატორს. მონაწილეობს მელანინის სინთეზში. არსებით როლს ასრულებს კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნაში, წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს რკინის ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში.
მოცვის ანტოციანოზიდები ასტიმულირებენ მხედველობის პიგმენტის როდოფსინის სინთეზსა და რეგენერაციას, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის მომატებას, აუმჯობესებს სიბნელეში და შემცირებული განათების პირობებში ადაპტაციას.

გამოყენების ჩვენებები
სლეზავიტის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, კონტაქტური ლინზების ტარების, ავტომობილის ხანგრძლივად მართვის, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად თვალების დაბინდვა და დაღლა (ასთენოპური სინდრომი, მხედველობითი დაღლილობის სინდრომი);
- ჰემერალოპია (ცუდი განათების პირობებში ან მისი არ არსებობისას მხედველობითი ადაპტაციის გაუარესება);
- ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ აღდგენითი პერიოდი;
- ბადურას პერიფერიული და ცენტრალური დისტროფია (ქორიორეტინული დისტროფია);
- პირველადი გლაუკომა;
- კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ბადურას ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები;
- მიოპია, აკომოდაციის დარღვევები;
- რეტინოპათიების მკურნალობა და პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში;
- ქსეროფთალმია;
- კერატომალაცია;
- კონტაქტური ლინზების ტარებისას გართულებების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება პრეპარატის სლეზავიტი 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს. პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა აუცილებლად უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე.
რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 – 3 თვეს.
გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები
- ინდივიდუალური აუტანლობა ან პრეპარატის სლეზავიტი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შარდის ინტენსიურ ყვითელ ფერად შეფერადება (რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით, რომელსაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია).

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი. მონაცემები პრეპარატის გამოყენების განსაკუთრებულობის შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთად.
დოზის გადაჭარბება
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
მკურნალობა : აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა; აუცილებლობისას – სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები. 15 კაფსულა ბლისტერში.
2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისა და ტენისაგან დაცულ, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია

“ვორლდ მედიცინ ოფთალმიქსი”-, დიდი ბრიტანეთი.

(“WORLD MEDICINE OPHTHALMICS”, GREAT BRITAIN).

დამზადებულია
“ადიფარმ ლტდ”-ს მიერ, 130 ბულვარი სიმეონოვსკოე შოსე, სოფია 1700, ბულგარეთი.

(“ADIPHARM LTD”, 130 Simeonovsko shosse blvd., 1700 Sofia, Bulgaria).

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy