სეპტო ცინკი თვალის წვეთები 10მლ
ჩვენება:იზოტონური ხსნარი ანტისეპტიკური შემცველობით,გააჩნია სადეზინფექციო მოქმედება თვალზე.
სეპტო ცინკი
თვალის წვეთები, ხსნარი
1.რა არის სეპტო ცინკი და რისთვის გამოიყენება
სეპტო ცინკი არის სტერილური, იზოტონური ხსნარი ანტისეპტიკური და სინერგიულად მოქმედი ნივთიერებების (თუთიის გლუკონატი და ბენზალკონიუმის ქლორიდი) შემცველობით. იგი განკუთვნილია თვალში ჩასაწვეთებლად და თვალების გამოსარეცხად.
თუთიის გლუკონატს და ბენზალკონიუმის ქლორიდს გააჩნიათ სადეზინფექციო (ანტიბაქტერიული და ანტივირუსული) მოქმედება თვალზე. აღნიშნული ნივთიერებების კომბინაცია გამოიყენება თვალის ინფექციური დაავადებების საპრევენციოდ და ძირითადი მკურნალობის გასაძლიერებლად.
თუთიის იონების შემცველი ნივთიერებების გამოყენება ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში დიდი ხანია ცნობილია მათი ანტიმიკრობული მოქმედებიდან გამომდინარე. თუთიის გლუკონატური ფორმა კონიუნქტივას ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რომლის ქვეშაც იქმნება ხელსაყრელი პირობები უჯრედების რეგენერაციისათვის. ეს უზრუნველყოფს კონიუნქტივას ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.
ბენზალკონიუმის ქლორიდის ანტისეპტიკური მოქმედება დაფუძნებულია მის სურფაქტანტულ თვისებებზე. დამატენიანებელი, დისპერსიული და ემულგირებადი ეფექტების წყალობით გამორეცხავს თვალიდან უცხო სხეულებს და მათ შორის მიკროორგანიზმებსაც. ბენზალკონიუმის ქლორიდს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული აქტივობა, რაც აძლიერებს მის ანტისეპტიკურ თვისებებს.
2. რა უნდა იცოდეთ სეპტოცინკის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სეპტოცინკი თუ აღგენიშნებათ ალერგია მის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე.
სეპტოცინკი შეძლება გამოყენებული იყოს მოზრდილებში, მოზარდებსა და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
თუ სეპტოცინკთან ერთად გამოიყენება სხვა რომელიმე თვალის წვეთი ან მალამო რეკომენდებულია პრეპარატებს შორის დავიცვათ მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.
3.როგორ გამოვიყენოთ სეპტოცინკი
ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე მისი გამოყენება (ჩაწვეთება ან გამორეცხვა) შესაძლებელია ხანმოკლე დროით
დოზირება:
1 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
გაფრთხილებები გამოყენებამდე
გახსნის შემდეგ სეპტოცინკი მზად არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. პაციენტმა უნდა მოხსნას ბოთლს თავსახური, გადაწიოს თავი ოდნავ უკან, დაიჭიროს ბოთლი საწვეთურით თვალისკენ ქვემოთ და ბოთლზე ხელის მოჭერით ქვედა კონიუნქტივალურ პარკში ჩაიწვეთოს წვეთების საჭირო რაოდენობა.
ჩასაწვეთებელი ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია გამოყენების მიზანზე.
საჭიროა თვალში ჩაწვეთება თუ თვალის გამორეცხვა ხსნარის რაოდენობა კონტროლირდება ბოთლზე მოჭერის ინტენსივობით და ხანგრძლივობით. გამოყენების დროს საწვეთური არ უნდა ეხებოდეს თვალს, ქუთუთოებს ან წამწამებს. გამოყენების შემდეგ აუცილებელია თავსახური მჭიდროდ მოერგოს ბოთლს შემდგომი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ბოთლი ინახება ვერტიკალურ პოზიციაში.
გაფრთხილებები:
სიფრთხილე საჭიროა პაცენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მშრალი თვალის სინდრომი და თვალის ზედაპირის სხვა დაავადებები. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები, რომლის გამოც მოხდა სეპტოცინკის დანიშვნა არ უმჯობესდება, ან ნარჩუნდება იგივე ინტენსივობით 2 დღზე მეტ ხანს, ან უარესდება,
სეპტოცინკი არ ახდენს გავლენას კონცენტრაციაზე ავტოტრანსპორტის მართვის, სხვადასხვა მექანიზმებთან და სიმაღლეზე მუშაობის დროს, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას.
გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მხედველობის ხანმოკლე დროით დაბინდვა, ამიტომ მუშაობის გაგრძელება რეკომენდებულია ამ ეფექტის გავლის შემდეგ.
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი შემთხვევით გადაყლაპავს ხსნარს.
პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ კონტაქტურ ლინზებს რეკომენდებულია სეპტოცინკის ჩაწვეთება ლინზის მოხსნის შემდეგ, ლინზების უკან ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სეპტოცინკი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. იშვიათად, ჩაწვეთებისთანავე შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი, გარდამავალი წვა. ასევე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ეს ან სხვა უჩვეულო რეაქცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან არ დაფიქსირებულა.
5. რას შეიცავს სეპტოცინკი
ნატრიუმის ქლორიდი 7.5მგ/მლ, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.2 მგ/მლ, თუთიის გლუკონატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, კალციუმი ქლორიდის დიჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი და გამოხდილი წყალი.
6.როგორ შევინახოთ სეპტოცინკი
შეინახეთ 250 ქვემოთ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში/არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. მოქმედების ვადად განსაზღვრულია აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ ბოთლის პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
შეფუთვის ზომა:
1X 10 მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account