Sensivit - სენსივიტი თვალის წვეთები 3მგ/10მლ
ჩვენება:არასაკმარისი ცრემლის წარმოქმნის სამკურნალოდ და ყველანაირი თვალის სიმშრალის ფორმის დროს.
SENSIVIT® თვალის წვეთები, ხსნარი
შემადგენლობა:
3მგ ნატრიუმის კარმელოზა 1 მლ ხსნარში.
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, ალფა-ტოკოფერილის აცეტატი-ვიტამინი E, ნატრიუმის ქლორიდი, მაკროგოლგლიცეროლ ჰიდროქსისტეარატი, ვიტამინი A, ბორაქსი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
დამახასიათებელი თვისებები:
SENSIVIT® არის დამარბილებელი და დამატენიანებელი ეფექტის პროდუქტი. იგი ახდენს ცრემლის სამივე შრის (საცრემლე გარსის) სტაბილიზაციას თვალის ზედაპირზე. SENSIVIT® შეიცავს ნატრიუმის კარმელოზას, რომელიც თავისი თვისებების გამო, წარმოქმნის დროებით დამცავ ფენას რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირზე და ამგვარად უზრუნველყოფს საჭირო დამატენიანებელ ეფექტს. ამ გზით SENSIVIT® ასტაბილურებს ცრემლის წყლოვან ნაწილს. შეიცავს ვიტამინ A-ს, რომელიც ცრემლსადენის შიდა ლორწოვან ნაწილის წარმოქმნას უწყობს ხელს. ვიტამინ E-სთან ერთად აუმჯობესებს რქოვანისა და კონიუნქტივიტის კვებას. პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები ასევე ხელს უწყობს ცრემლსადენის გარეთა (ლიპიდური) ნაწილს. ამრიგად, ის ხელს უშლის თვალის ზედაპირზე ცრემლის სწრაფად გაშრობას. ამ გზით ცრემლის თხელი ფენა თვალის ზედაპირზე ძლიერდება ან იცვლება სამივე ფენაში. ამიტომაც, ცრემლების დამცავი ეფექტი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
გამოყენება:
SENSIVIT® გამოიყენება არასაკმარისი ცრემლის წარმოქმნის სამკურნალოდ და ყველანაირი თვალის სიმშრალის ფორმის დროს ექიმის რეკომენდაციით. SENSIVIT® შეიძლება გამოყენებული იქნას მდგომარეობის მოთხოვნის შესაბამისად, როდესაც საჭიროა დამცავი დამატენიანებელი ფენა თვალის რქოვანასა და კონიუნქტივაზე.
არ გამოიყენოთ:
SENSIVIT® პროდუქციის გამოყენება იკრძალება აქტიურ ნივთიერებაზე ან პროდუქციის ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალებებზე თვალის ზედმეტი მგრძნობელობის დროს. დაუშვებელია მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს. ასევე არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, გამოყენებისთანავე შეიძლება გამოიწვიოს დროებითი წვის შეგრძნება, ასევე ალერგიული რეაქციები. ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი გვერდითი მოვლენების ან სხვა უჩვეულო რეაქციების შესახებ დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.
ურთიერთქმედება:
იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად გამოიყენებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მაშინ SENSIVIT® პროდუქცია უნდა გამოიყენოთ ყველაზე ბოლოს და ზემოაღნიშნული თვალის ხსნარის გამოყენებიდან მინიმუმ 5 წუთის შემდეგ. თქვენს ოფთალმოლოგს უნდა აცნობთ ყველა მედიკამენტი, რომელსაც თქვენ იყენებთ, ან რასაც ბოლო დროს იყენებდით ან რის გამოყენებასაც გეგმავთ, რეცეპტით ან მის გარეშე. თუ გამოიყენებთ თვალის ნებისმიერ პროდუქტს, ერთობლივი ხმარების შეთავსებადობაზეა კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს.
მიღების დოზა:
თუ ოფთალმოლოგისაგან არ გაქვთ კონკრეტული დანიშნულება, ჩვეულებრივ გამოიყენეთ 1 წვეთი 1-3-ჯერ დღეში კონიუნქტივის არეში. ბავშვებში დოზას ინდივიდუალურად ადგენს ოფთალმოლოგი. პროდუქცია გამოიყენება მოზრდილებში, ახალგაზრდებში და 2 წლის ზემოთ ბავშვებში.
გაფრთხილება:
პროდუქციის გამოყენებიდან მალევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს არაფოკუსირებულ მხედველობას, ამიტომ მისი გამოყენებიდან დაახ.20 წუთის შემდეგ რეკომენდირებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სიმაღლეზე მუშაობა.
პროდუქციის გამოყენებისთანავე იკრძალება რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება. პროდუქციის ჩაშვებამდე, მაგარი ლინზა უნდა ამოიღოთ და ჩაისვათ წამლის მიღებიდან მხოლოდ 20 წუთის შემდეგ.
გამოწერილი დოზის შემთხვევაში იკრძალება ზედმეტი დოზის გამოყენება.
ბავშვის მიერ პროდუქციის შემთხვევითი გამოყენების დროს, მიმართეთ ექიმი.
გამოყენების ინსტრუქცია:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ თვალისათვის.
მოხსენით დამცავი თავსაფარი; პაციენტმა თავი უნდა მცირედ გადახაროს უკან, და ჩაიწვეთოს გამოწერილი რაოდენობის წევთები ქვედა კონიუნქტივიტის პარკში პლასტმასის ბოთლზე ხელის მოჭერით. საწვეთური მოარიდეთ თვალზე ან ქუთუთოზე პირდაპირ კონტაქტს. ბოლოს მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი დაბინძრების თავიდან არიდების მიზნით. ბოთლი ინახება ვერტიკალურ პოზიციაში.
აკრძალულია პროდუქციის გამოყენება სახურავზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი წამლის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.
შეფუთვა: 1 x 10 მლ
შენახვის წესი: შეინახეთ 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისაგან უსაფრთხო ადგილას.
მწარმოებელი: UNIMEDPHARMA, სლოვაკეთის რესპუბლიკა
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account