რიბოჰიალი - Ribohyal 10 მლ თვალის წვეთები
ჩვენება: ნაჩვენებია ყველა პაციენტისთვის, რომელსაც ესაჭიროება თვალის ზედაპირის გაპოხვა და ოქსიდაციური სტრესის ზემოქმედების შემცირება.
რიბოჰიალი
ჰიპოოსმოლარული ოფთალმოლოგიური გელი მშრალი თვალისთვის.
აღწერა:
რიბოჰიალი წარმოადგენს ხელოვნურ ცრემლს ჰიპოოსმოლარული გელის ფორმით, რომელიც შეიცავს რიბოფლავინთან კონიუგირებულ ჰიალურონის მჟავას და გამოიყენება მშრალი თვალის დაავადების დროს.
ჩვენება:
თვალის ზედაპირის სიმშრალე არის ანთებითი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ცრემლის აპკის კომპონენტების ცვლილებით. ცრემლი ხდება არასაკმარისი როგორც რაოდენობრივად, ასევე, ხარისხობრივად (წყალი, ლორწოვანი ნივთიერებები და ლიპიდები). რიბოჰიალი ატენიანებს რქოვანას და კონიუნქტივა,ს ასევე ახორციელებს მკვებავ, დამცავ და ანტიოქსიდანტურ ეფექტებს გარემო ფაქტორების ისეთი ზეგავლენისაგან, როგორიცაა: ფიზიკური (თერმული, ტრავმული), სხივური (სმარტფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, მზის შუქი) და ქიმიური (თხევადი და აირისებრი დამაბინძურებლები) წყაროები.
ამიტომ, რიბოჰიალის ოფთალმოლოგიური ხსნარი ნაჩვენებია ყველა პაციენტისთვის, რომელსაც ესაჭიროება თვალის ზედაპირის გაპოხვა და ოქსიდაციური სტრესის ზემოქმედების შემცირება. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია კონტაქტური ლინზების ტარების დროს. უფრო მეტიც, ხსნარის დამახასიათებელი ჰიპოოსმოლარობა ხელს უწყობს მშრალი თვალის სინდრომის დროს არსებული ცრემლის ჰიპეროსმოლარობის შემცირებას და ოსმოსური ბალანსის აღდგენას.
ვიტამინი E TPGS შეუძლია შექმნას ამპიფილური მიცელარული სტრუქტურები. ეს საშუალებას აძლევს ოფთალმოლოგიურ ხსნარს ხელი შეუწყოს შეცვლილი ლიპიდური ფენის ბუნებრივ აღდგენას მშრალი თვალის სინდრომის დროს, რომელიც გამოწვეულია მეიბომური ჯირკვლების დისფუნქციით. გარდა ამისა, ვიტამინი E TPGS-ის უნარი შექმნას მიცელარული სტრუქტურები, ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავას თვალის ზედაპირზე დაფიქსირებას, რაც ხელს უწყობს ცრემლის აპკის ლორწოვანი ფენის ბუნებრივ აღდგენას.
თვალის ზედაპირის უჯრედული მემბრანები მდიდარია მიკროვილებით, რომელთა ფუნქციაა ჰიალურონის მჟავის მექანიკური შეკავშირება უჯრედგარე მატრიქსის სხვა გლიკოპროტეინებთან. ეს უზრუნველყოფს კონიუგირებული ჰიალურონის მჟავის მექანიკურ უჯრედშორის ადჰეზიას. ამ გზით მას შეუძლია განახორციელოს თავისი ანტიოქსიდანტური, დამცავი, მკვებავი და აღმდგენი მოქმედება თვალის მთელ ზედაპირზე.
რიბოჰიალის მოლეკულა, თვალის ეპითელური უჯრედების მიკროვილებთან შეკავშირების უნარის ქონის გამო, საშუალებას აძლევს კონიუგირებულ ჰიალურონის მჟავას მექანიკურად მიმაგრდეს უჯრედებზე, რაც ხელს უწყობს ცრემლის აპკის ლორწოვანი შრის აღდგენას და ეპითელური გარსის რეგენერაციას სხვადასხვა პათოგენური ფატორების მომედების დროს.
რიბოჰიალის გელი გამოიყენება ჩვეულებრივი თვალის წვეთების მსგავსად, ის წამებში იშლება, ქმნის სტაბილურ დამცავ ფენას ცრემლის აპკზე, ეწინააღმდეგება ცრემლის სწრაფ აორთქლებას.
გამოყენების წესი:
1. გამოყენების წინ მოხსენით ბოთლს დამცავი რგოლი. 2. გახსენით ბოთლი და მოაცილეთ დამცავი თავსახური. 3. ნაზად დააჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ 2-4 წვეთი თითოეულ თვალში, ან თქვენი ექიმის მითითებით. გაიმეორეთ საჭიროებისამებრ. დაახურეთ ბოთლს თავსახური გამოყენების შემდეგ: დარჩენილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან 2 თვის განმავლობაში. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია კონტაქტური ლინზების ტარების დროსაც.
შემადგენლობა:
რიბოჰიალი 0.1%, ვიტამინი E TPGS 0.2%, ნატრიუმის ციტრატი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი ნატრიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.
სიფრთხილის ზომები:
პროდუქტი განკუთვნილია ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ერთი პაციენტისათვის. არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ არსებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი, თუ პირველად გახსნისას, შეფუთვა არის დაზიანებული ან არასწორად დახურული. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები გამოვლინდა გამოყენებისას, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. პროდუქტის გამოყენებისას არ შეეხოთ თვალს ან სხვა ზედაპირს საწვეთურის წვერით. ვარგისიანობის ვადა ეხება დაუზიანებელ და სათანადოდ შენახულ პროდუქტს.
ჰიპოოსმოლარული ოფთალმოლოგიური გელი მშრალი თვალის სინდრომის დროს
იშვიათ შემთხვევებში, რქოვანას მიკროკალციფიკაცია გამოვლინდა პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ რქოვანას პათოლოგიები და, რომლებიც მკურნალობდნენ ფოსფატების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატებით. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენებამდე ბროშურაში მოცემული ინსტრუქციები. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოყენების შემდეგ არ გადააგდოთ გარემოში. არ გადაყლაპოთ. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. არ გამოიყენოთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული წესების მიღმა. გამოყენების შემდეგ კონტეინერი სწორად ადგილას გადააგდეთ. არასასურველი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პროდუქტის უსაფრთხოების დაცვას. ნებისმიერი სერიოზული მოვლენა უნდა იყოს მიწოდებული მწარმოებელთან და იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსთან, სადაც პროდუქტი არის მიმოქცევაში.
შეფუთვა: 10 მლ ბოთლი, კონსერვანტების გარეშე
შენახვის წესი:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 5-30°C ორიგინალ შეფუთვაში და მოარიდეთ სინათლის პირდაპირ ზემოქმედებას . გამოყენების შემდეგ, დაახურეთ ბოთლს. დარჩენილი ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ ბოთლის პირველი გახსნიდან 2 თვის შემდეგ.
ვარგისობის ვადა: დაუზიანებელი შეფუთვის შემთხვევაშიც კი არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზეც და ბოთლზეც. არ გააცალკავოთ ბოთლი ყუთისგან და გამოყენების ინსტრუქციისაგან. ისინი ერთად უნდა ინახებოდეს გამოყენების სისწორის დაცვის მიზნით.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account