Tornaza - ტორნაზა დექსი თვალის წვეთები 3მგ/1მგ 5მლ

განსაკუთრებული ფასი 14,26 GEL რეგულარული ფასი 17,83 GEL
მარაგშია
SKU
82884_1248

ჩვენება:თვალის ანთებითი პროცესის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის, ასევე კატარაქტას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ინფექციის პრევენციისათვის.

ტორნაზა დექსი 3 მგ/გ + 1 მგ/გ თვალის მალამო

ტობრამიცინი/დექსამეტაზონი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის, შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

- თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4. 

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

1. რას წარმოადგენს ტორნაზა დექსი თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება

2. ინფორმაცია ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენებამდე

3. ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენების წესი

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5. ტორნაზა დექსის თვალის მალამოს შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

1. რას წარმოადგენს ტორნაზა დექსის თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება

ტორნაზა დექსი არის კომბინირებული მედიკამენტი და შეიცავს დექსამეტაზონს და განკუთვნილია თვალში გამოყენებისათვის. 

დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ტობრამიცინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდებს, რომლებთაც ახასიათებთ აქტივობა მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.

ის გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის, ასევე კატარაქტას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ინფექციის პრევენციისათვის უფროსებში და 2 წლის ასაკის და უფროს ბავშვებში.

2. ინფორმაცია ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტორნაზა დექსის თვალის მალამო თუ აღინიშნება შემდეგი:

თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის და/ან დექსამეტაზონის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
თუ გახასიათებთ რქოვანას herpes simplex; ჩუტყვავილას აცრის შემდეგ; ჩუტყვავილას და სხვა რქოვანას და კონიუქტივიტის ვირუსული დაავადებებისას.
თუ თვალის ინფექციები გამოწვეული მიკობაქტერიებით (თვალის ტუბერკულოზი);
თუ თვალის ინფექციები გამოწვეული თვალის სოკოთი ან აღინიშნება არანამკურნალევი თვალის პარაზიტული ინფექციები;
არანამკურნალევი თვალის ჩირქოვანი ინფექციებისას. 
 გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

თუ თქვენ გაწუხებთ დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალის რქოვანას ან სკლერას გათხელება, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, ფუქსის დისტროფია ან თუ თქვენ გაგიკეთდათ ბადურას ტრანსპლანტაცია. კორტიკოსტეროიდულებმა შესაძლოა გამოიწვიონ რქოვანას და სკლერას გათხელება და პერფორაცია, და შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება. ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) როგორც ცნობილია ასევე ანელებენ ან აგვიანებენ შეხორცებას. თუ იყენებთ ადგილობრივ NSAIDS და კორტიკოსტეროიდებს ერთდროულად შესაძლოა გაიზარდოს შეხორცების პოტენციალის პრობლემები. 
თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები ტორნაზა დექსის გამოყენებისას, უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და ვარირებდეს სიმპტომებიდან, როგორიცაა ადგილობრივი ქავილი ან კანის სიწითლე რთულ ალერგიულ რეაქციებამდე (ანაფილაქსიური რეაქციები) ან კანის სერიოზული რეაქციები. ეს ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ადგილობრივი ან იმავე ჯგუფის (ამინოგლიკოზიდური ტიპის) სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც.
თუ აღინიშნება სიმპტომების გაუარესება ან უეცარი რეციდივი, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. შესაძლოა თქვენ უფრო მგრძნობიარე ხართ თვალის ინფექციის მიმართ ამ პროდუქტის გამოყენებისას. 
თუ გახასიათებთ დიაბეტი უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული შიდა თვალის წნევის გაზრდის რისკი და/ან კატარაქტის განვითარების რისკი მაღალია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
მიმართეთ ექიმს თუ აღინშნება მხედველობის დაბიდნვა ან სხვა მხედველობის დარღვევები.
თუ იყენებთ სხვა ანტიბიოტიკებს, მათ შორის ორალურსაც, ტორნაზა დექსთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. 
თუ იღებთ ტორნაზა დექსს ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა თვალის ინფექციის მიმართ, ასევე აღინიშნოს თვალის შიდა წნევის მომატება ან კატარაქტას განვითარება.
მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება შეშუპება ან წონაში მატება წელის და სახის არეში, რომელიც ჩვეულებრივ არის კუშინგის სინდრომის პირველი ნიშნები. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის სუპრესია შესაძლოა გამოვლინდეს ტორნაზა დექსის ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ გსურთ მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა. არსებობს რისკის გამოვლენის საშიშროება, განსაკუთრებით ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას პრეპარატებით, როგორიცაა რიტონავირი ან კობიცისტატი.
თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის ნიშნები და სიმპტომები მოიცავენ დაღლილობას, მსუბუქ თავბრუსხვევას წამოდგომისას ან წამოდგომის გაძნელებას, კუნთების სისუსტეს, ცხელებას, წონაში კლებას, შფოთს, ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილები, ოფლიანობა, ხასიათის ან პიროვნების ცვლილებები და სახსრების და კუნთების ტკივილს.
თუ დაგენიშნათ ტორნაზა დექსი, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის

უნდა შემოწმდეს თვალის შიდა წნევა ხშირად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებენ დექსამეტაზონის შემცველ პროდუქტებს.
არ გამოიყენოთ ტორნაზა დექსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის გამოკვლეული. 
სხვა მედიკამენტები და ტორნაზა დექსის თვალის მალამო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. 

განსაკუთრებით უნდა აცნობოთ ექიმს, თ იღებთ ადგილობრივი გამოყენების NSAIDs.  თუ იღებთ ადგილობრივ სტეროიდებს ან ადგილობრივ NSAIDs ერთად, შესაძლოა გაიზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათ შესაძლოა გაზარდოს სისხლში დექსამეტაზონის რაოდენობა. 

თუ იღებთ ერთდროულად სხვა თვალში შესაყვან მედიკამენტებს, მაშინ ამ პროდუქტების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს. 

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. 

ტორნაზა დექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

თუ ტორნაზა დექსის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მხედველობის დაბინდვა არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ აღდგება მხედველობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონტაქტური ლინზების ტარების შესახებ

კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული თვალის ინფექციის ან ანთების მკურნალობის დროს.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნათ ისინი ტორნაზა დექსის გამოყენებამდე და გაიკეთოთ პრეპარატის გამოყენებდან 15 წუთის შემდეგ. 

ტორნაზა დექსის თვალის მალამო შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს

სამედიცინო პროდუქტის ამ ინგრედიენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია დაგვიანებული სახისაც). 

3. ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმსი ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული. 

რეკომენდებული დოზირება

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზირება უფროსებში შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის კონიუქტივიტის ტომარაში (ქვედა შიდა კუთხეში), სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. 

არ შეიძლება 24 დღეზე მეტი ხნით გამოყენება.

ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება შესაძლებელია 2 წლის და უფროსი ასკის ბავშვებში იმავე დოზირებით, როგორც უფროსებში.

ტორნაზა დექსის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.

მითითებები გამოყენების შესახებ

1. აიღეთ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ტუბი და სარკე.

2. დაიბანეთ თქვენი ხელები და მოხსენით თავსახური.

3. ცერა თითის და საჩვენებელი თითის მეშვეობით დაიკავეთ ტუბი.

4. გადახარეთ თავი უკან და ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა. ეს წარმოქმნის ,,ჯიბეს“ თვალის ქუთუთოს და თვალს შორის. მალამოს რაოდენობა უნდა მოხვდეს ზუსტად ამ ადგილას (სურ. 1).

5. მიიტანეთ ტუბის წვერი თვალთან ახლოს. დაიხმარეთ სარკე საჭიროების შემთხვევაში.

6. შეეცადეთ არ მიადოთ ტუბის წვერი თვალს, თვალის ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს. ეს გამოიწვევს სამედიცინო პროდუქტის დაბინძურებას.

7. ფრთხილას დააწექით ტუბს და გამოუშვით ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ზოლი (სურ. 2).

8. ტორნაზა დექსის თვალის მალამოს თვალში მოთავსების შემდეგ დახურეთ ქუთუთო, დაახამხამეთ თვალი რამოდენიმეჯერ, რომ დარწმუნდეთ, რომ მალამო ჩავიდა თვალში და დაფარა თვალის ზედაპირი. დახუჭეთ თვალ(ები) რამოდენიმე წამით. ეს ხელს შეუშლის ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გავცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

თუ გესაჭიროებათ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება ორივე თვალში, უნდა გაიმეოროთ ეს პროცედურა მეორე თვალშიც, მაგრამ დაიბანეთ ხელები პროცედურის დაწყებამდე. ეს ხელს შეუშლის ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის გადატანას.

10. გამოყენების შემდეგ დროულად დაახურეთ ტუბს თავი მჭიდროდ.

11. გამოიყენეთ მხოლოდ ერთიდაიგივე ტუბი.

თუ ააცილეთ მალამო თვალს, უნდა სცადოთ ხელმეორედ.

თუ გამოიყენეთ ტორნაზა დექსის ჭარბი დოზირება

ზედოზირების შემთხვევაში უნდა გამოიბანოთ თვალ(ებ)ი თბილი წყლით.

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დაბადებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტორნაზა დექსის თვალის მალამომაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. 

თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს, უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და მიმართოთ ექიმს:

ქავილიანი გამონაყარი ან ჭინჭრის ციებ-ცხელება
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება
სუნთქვის გახშირება/ხიხინი
კანის რთული რეაქციები, როგორიცაა აქერცვა, რასაც შესაძლოა ახლდეს ყელის ტკივილი, ცხელება ან თავის ტკივილები.
 შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა ტობრამიცინის და დექსამეტაზონის თვალში გამოყენებისას:

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის წნევის გაზრდა, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, თვალის ქავილი, წყლიანი თვალები, თვალის დისკომფორტი.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ცხვირიდან სურდო, ყელში სივიწროვის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-მდე) 

თვალის დარღვევები: თვალის ზედაპირის ანთება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის სიწითლე, თვალის ალერგია.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ცუდი გემო.

უცნობია გამოვლენის სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა)

თვალის დარღვევები: თვალის გუგის გაფართოვება, ქუთუთოების სიწითლე,  ქუთუთოების შეშუპება, ჭარბი ცრემლდენა.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, ღებინება, მუცლის დისკომფორტი, გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, კანის რთული რეაქციები (მრავალფორმიანი ერითემა), ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა).

ჰორმონალური დარღვევები: სხეულზე თმის ჭარბი ზრდა (ძირითადად ქალებში), კუნთების სისუსტე და გაქრობა, სხეულზე წითელი გამონაყარი, სისხლის წნევის გაზრდა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, სხეულში ცილების ან კალიუმის დონის ცვლილებები, ზრდის შენელება ბავშვებში და მოზარდებში და სხეულის და სახის შეშუპება ან წონის მატება (კუშინგის სინდრომი).

თუ გამოიყენება ტორნაზა დექსი 24 დღეზე მეტი ხნის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს ინფექციის ხელახალი გამოვლენა ან განკურნების დაგვიანება. 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას. 

5. ტორნაზა დექსის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25 °C  ტემპერატურაზე.

კონტეინერის პირველადი გახსნის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის ვარგისიანობა შეადგენს 28 დღეს. 

არ გაყინოთ.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. 

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ტორნაზა დექსი თვალის მალამო

- აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი და დექსამეტაზონი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს.

- დამხმარე ნივთიერებებია მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პარაფინი, თხევადი, პარაფინი, თეთრი რბილი.

ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტორნაზა დექსის თვალის მალამო არის თეთრიდან ღია ყვითელი ფერის ჰომოგენური კონსისტენციის მალამო. პროდუქტი მოთავსებული ლაქირებულ ალუმინის ტუბში, აღჭრუდვილია კანულით, დახურულია პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.

ყოველი შეფუთვა შეიცავს 5 გ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy