კროპია პლიუსი თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 31,16 GEL რეგულარული ფასი 38,95 GEL
მარაგშია
SKU
81539_2789

ჩვენება:ცრემლის აპკის დეფიციტი, მშრალი თვალის სინდრომი.

შემადგენლობა:

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.3%, გლიცერინი, ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, კალციუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმი

რისთვის გამოიყენება კროპიაპლიუსი?

კროპია პლიუსი გამოიყენება გარემოს ნეგატიური გავლენის შედეგად განვითარებული სიმპტომების, როგორიცაა მშრალი თვალი, თვალის წვა და უცხო სხეულის შეგრძნების მოსახსნელად. ასევე, ქირურგიული ჩარევის შემდეგ თვალების  დასატენიანებლად.

როდის უნდა გამოვიყენოთ კროპიაპლიუსი?

კროპია პლიუსი გამოიყენება ცრემლის აპკის დეფიციტის დროს, რომელიც გამოწვეულია: მონიტორთან მუშაობით, ხანგრძლივად ტელევიზორის ყურებით, კონდიცირებით, მშრალი ჰაერით ან სიგარეტის კვამლით. საცრემლე აპკის დეფიციტი ვითარდება თვალზე ქირურგიული ჩარევის და ჭრილობების შედეგადაც.

კროპია პლიუსი შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს მაღალი კონცენტრაციით, რაც უზრუნველყოფს რქოვანას და კონიუნქტივას ხანგრძლივ დატენიანებას.

როგორ მოქმედებს კროპიაპლიუსის წვეთების აქტიური ინგრედიენტები?

ნატრიუმის ჰიალურონატი - ადამიანის სხეულში ბუნებრივად არსებული პოლისაქარიდი, საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ძლიერი  დამატენიანებელი ნივთიერება. ჰიალურონის მჟავას მუკოადჰეზიური თვისებები უზრუნველყოფს პრეპარატის უკეთეს ადჰეზიას თვალის ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს რქოვანას ეპითელიუმის სწრაფ შეხორცებას, ხოლო ვისკოელასტიური თვისებების წყალობით იზრდება ცრემლის აპკის სტაბილურობა.

ელექტროლიტები (ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმის ქლორიდი) - ცრემლის აპკი, რომელიც ფარავს რქოვანას და კონიუნქტივას, მდიდარია ელექტროლიტებით  (ნატრიუმით, კალიუმით, ქლორით, მაგნიუმით და კალციუმით). ელექტროლიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალის ზედაპირის ჰომეოსტაზში და მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებაში.

ოსმოპროტექტორები - ოსმოპროტექტორული თვისებების მქონე ნივთიერებები არის მცირე მოლეკულები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა უჯრედებს უჯრედების იზოტონური მოცულობის აღსადგენად და ცილების სტაბილიზაციისთვის, რაც შესაძლებელს ხდის ჰიპეროსმოლარობისადმი ადაპტაციას. მშრალი თვალის სინდრომის მთავარი პრობლემა არის ცრემლის აპკის ჰიპეროსმოლარობა, რაც იწვევს რქოვანას ეპითელიუმის და კონიუნქტივის გობლეტის უჯრედების დაზიანებას. გლიცეროლს (გლიცერინი) აქვს ჰიგროსკოპიული თვისებები (წყლის შებოჭვა). გლიცერინის ხსნარები თვალის წვეთების სახით გამოიყენება ხანგრძლივი დატენიანების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ისინი ამშვიდებენ თვალის სიმშრალის შეგრძნებას და ხელს უშლიან ქრონიკულ გაღიზიანებას ან ანთებას.

დოზირება

1 წვეთი 3-4 ჯერ დღეში კონიუნქტივალურ პარკში. კროპია პლიუსის წვეთები არ შეიცავს კონსერვანტებს, მათი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღე, ასევე ყველა სახის კონტაქტური ლინზის მომხმარებლების მიერ. მძიმე სიმპტომების შემთხვევაში შესაძლებელია წვეთების უფრო ხშირი გამოყენება.

კროპია პლიუსი გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან

როდის არ უნდა გამოიყენოთ კროპიაპლიუსის წვეთები?

  • რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
  • ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება

შენახვის პირობები

•   შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

•   მოარიდეთ სითბოს წყაროებს

•   შეინახეთ მშრალ ადგილას 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.

•   არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

სიფრთხილის ზომები

•   პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

•   არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში

•   არ შეეხოთ თვალს ან სხვა ზედაპირს საწვეთურის წვერით

•   სხვა ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის დაიცავით მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი.

•   კროპია პლიუსი უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს 

•   მრავალჯერადად გამოყენებადი სამედიცინო პროდუქტი უნდა გამოიყენოს ერთმა პაციენტმა

გამოყენების წესი:

  • პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.
  • მოხსენით თავსახური და ჩაწვეთებისას საწვეთური არ შეახოთ თვალის ზედაპირს.
  • თავი გადახარეთ ოდნავ უკან.
  • დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად.
  • ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, მოუჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ წვეთი კონიუნქტივალურ პარკში.
  • დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლის გადაადგილებით გადაანაწილეთ  წვეთი თვალის ზედაპირზე.
  • გაიმეორეთ იგივე აქტივობები მეორე თვალისთვის.
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.
  •  ჩაწვეთების შემდეგ არ ჩამოიბანოთ თვალის ზედაპირი წყლით ან სხვა სითხით.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს

შეფუთვა

10 მლ. ოფთალმოლოგიური ხსნარი კონსერვანტების გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy